You are on page 1of 7

ლევან მჟავანაძე

17001032642

კაზ1

კითხვა 1

ჰიპოთეზა

ბრმანაწლავი შესაძლოა იყოს ქონებრივი ღირებულების მქონე მატერიალური სიკეთე

წესი

სსკ-ის 147 მუხლი

ანალიზი

სსკ-ის 147 მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ ნივთი ჩაითვალოს ქონებრივ სიკეთედ, მისი
შეძენა შესაძლებელი უნდა იყოს შეუზღუდავად.

ადამიანის ორგანო, ბრმანაწლავი, ვერ აკმაყოფილებს ამ პირობას, რადგან


საქართველოს კანონში ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ ნათქვამია , რომ
ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია(მუხ.52).

შუალედური დასკვნა

რადგან ბრმანაწლავით ვაჭრობა აკრძალულია, მისი შეძენა შეუძლებელია .შესაბამისად ,


ბრმანაწლავი ქონებრივი სიკეთე არ არის.

წესი

სსკ-ის 152-ე მუხლში განსაზღვრულია არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება.

ანალიზი

სსკ-ის 152-ე მუხლით არამატერიალური სიკეთე შეიძლება იყოს მხოლოდ გარკვეული


მოთხოვნა და უფლება. ცხადია, ბრმანაწლავი არც მოთხოვნაა და არც უფლება
შესაბამისად იგი არამატერიალური არ არის.

შუალედური დასკვნა

ბრმანაწლავი მატერიალური სიკეთეა.

დასკვნა

ბრმანაწლავი არაქონებრივი მატერიალური სიკეთეა.


კითხვა2

ჰიპოთეზა

ალეკოს ბრმანაწლავი შესაძლოა, წამოადგენდეს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს.

წესი.

სსკ-ის მე-7 მუხლში განსაზღვრულია რა შემთხვევაში არ ითვლება სიკეთე ბრუნვის


ობიექტად.

საქართველოს კანონი ორგანოთა შესახებ 52-ე მუხლი კრძალავს ორგანოებით ვაჭრობას.

საქართველოს კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ მე-17 მუხლი განსაწღვრავს


პირობებს,რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება ორგანო სამოქალაქო ბრუნვის
ობიექტად ჩაითვალოს.

ანალიზი

სსკ-ის მე-7 მუხლის მიხედვით, სიკეთე ვერ იქნება სამოქალაქო ბრუნვაში, თუ იგი
ბრუნვიდან კანონითაა ამოღებული. საქართველოს კანონი ორგანოთაბრუნვის შესახებ-ის
52 მუხლით აკრძალულია ორგანოებით ვაჭრობა. ამგვარად იგი ამოღებულია
სამოქალაქო ბრუნვიდან

მიუხედავად ამ აკრძალვისა, ორგანო სამოქალაქო ბრუნვაში იქნებოდა, თუ მისი ამოჭრის


მიზანი იქნებოდა არა ქონებრივი მოგება, არამედ ის მიზნები, რომლებიც საქართველოს
კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ-ის მე-17 მუხლის მიხედვთაა
გადვალისწინებული(სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მძიმე დაავადების განსაკურნად და
ა.შ. ალეკოს ბრმანაწლავის აოჭრის ოპერაცია არცერთი ამ მიზნით არ ხორციელდება , იგი
მისგან მატერიალური სარგებლის მიღებას აპირებს.

დასკვნა

ალეკოს ბრმანაწლავი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი არაა. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში


იქნებოდა ბრუნვის ობიექტი თუ მისი მიზანი იქნებოდა მე-17 მუხლში განსაზღვრული
მიზნებიდან ერთერთი.
კაზუსი 2

კითხვა1

ჰიპოთეზა

ნიკუშას შეიძლება ჰქონდეს საწარმოს გაძღოლისა და სესხის აღების უფლება

წესი

სსკ-ის 65 მუხლით განისაზღვრება ემანსიპაციის პირობები და ემანსიპაცირებული პირის


გარკვეული უფლებები.

სსკ-ის 63 მუხლით განისაზღვრება არასრულწლოვნის მიერ გარიგების დადების უფლება .

ანალიზი

ნიკუშას მიერ საწარმოს გაძროლის შემოთავაზებას დაეთანხმნენ მშობლები . ესეიგი


შესრულდა სსკ-ის 65 III მუხლის პირობა. ნიკუშა 17 წლისაა, ანუ 16 წელს მიღწეულია. ესეიგი
აკმაყოფილებს ემანსიპაციისთვის საჭირო ასაკობრივ ზღვარს.

შუალედური დასკვნა

ნიკუშას აქვს საწარმოს მართვის უფლება

სსკ-ის 63 მუხლის მიხედვით, ნიკუშას, როგორც არასრულწლოვანს, არ აქვს სესხის


მიღების უფლება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. კაზუსიდან ჩანს, რომ
ნიკუშამ სესხი მშობლებისგან დამოუკიდებლად აიღო. შესაბამისად ნიკუშას სესხის აღების
უფლება არ ჰქონდა.

ნიკუშას სესხის აღების უფლების სსკ-ის 63 მუხლისეულ შეზღუდვას ვერც მისი


ემანსიპაცირების ფაქტი არღვევს, რადგან სსკ-ის 65 მუხლის მიხედვით, ემანსიპირებული
პირი მხოლოდ სამეწარმეო სფერაში ხდება სრულად ქმედუნარიანი , სესხის აღება ბინის
შეძენის მიზნით კი ამ სფეროს ცდება.

შუალედური დასკვნა

ნიკუშას არ ჰქონდა სესხის აღების უფლება.

დასკვნა

ნიკუშას აქვს საწარმოს წარმართვის უფლება, მაგრამ არ ჰქონდა სესხის აღების უფლება.

კითხვა 2
ჰიპოთეზა

ნიკუშას მიერ ბინის შეძენა შესაძლოა იყოს სარგებლის მომტანი.ნიკუშას შეიძლება


ჰქონოდა ქორწინების რეგისტრირების მოთხოვნის უფლება.

წესი.

სსკ-ის 63 მუხლი

სსკ-ის 1108ე მუხლი

სსკ-ის 65-ე მუხლი

ანალიზი

კაზუსის მიხედვით, ნიკუშას ბინის შეძენისას ეკისრება გარკვეული ვალდებულება (ბინის


საფასურის გადახდის). თუ არასრულწლოვანს რამე ტიპის ვალდებულება ეკისრება
გარიგება არ ითვლება სარგებლის მომტანად. სსკ-ის 63 I მუხლის მიხედვით
არასრულწლოვანის მიერ დადებული გაროგების ნამდვილობას არ სჭირდება მეურვის
თანხმობა თუ გარიგებით არასრულწლოვანი იღებს სარგებელს.

შუალედური დაკვნა

ნიკუშას მიერ ბინი შეძენის ხელშეკრულება არ იქნება სარგებლის მომტანი , რადგან მას
ვალდებულება ეკისრება.

კაზუსის მიხედვით, ნიკუშა 17 წლისაა. სსკ-ის 1108-ე მუხლის მიხედვით, ქორწინება


დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ნიკუშა ქორწინების ასაკს მიუღწეველია . მიუხედავად იმისა ,
რომ ნიკუშა ემანსიპიცირებულია სსკ-ის 65 მუხლით, ეს მას ქორწინების უფლებას არ სძენს ,
რადგან ამავე კანონით ნიკუშა მხოლოდ სამეწარმეო სფეროში ხდება სრულუფლებიანი .

შუალედური დასკვნა.

ნიკუშას ქორწინების მოთხოვნის უფლება არ აქვს 1108-ე მულის საფუძველზე.

დასკვნა

ნიკუშას მიერ ბინის შეძენა იურიდიული თვალსაზრისით, არ ითვლება სარგებლის


მიღებად.მას არ ჰქონდა ქორწინების მოთხოვნის უფლება.

You might also like