You are on page 1of 3

სასემინარო გამოკითხვა

ანი გველუკაშვილი

ჯგუფი 3

შესაძლებელია ბაჩოს ნიკოსგან ჰქონდეს 2000 ლარის მოთხოვნის უფლება მორალური


ზიანის მიყენებისათვის, ხოლო თავის მხრივ ნიკოს გივისაგან 4000 ლარის
მოთხოვნის უფლება კედლის აღდგენაზე გაწეული ხარჯებისთვის.

იმისათვის რომ მხარეებს ნიკოსა და გივის შორის წარმოიშვას მეორადი მოთხოვნების


საფუძვლების სისტემა, აუცილებელია მათ შორის არსებობდეს ხელშეკრულება.
როგორც კაზუსიდან ჩანს მხარეებმა დადეს ქიარავნობის ხელშეკრულება(სკ-ის 531).
სადაც გამქირავებელი ნიკო ვალდებულია ბაჩოს სარგებლობაში გადასცეს უძრავი
ქონება, კერძოდ საცხოვრებელი სადგომი, განსაზღვრული ვადით 4. წლით. ხოლო
თავის მხრივ დამქირავებლი ბაჩო ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული ქირა
700 ლარის ოდენობით. პირველ რიგში დავიწყებ განვიხილოთ, აქვს თუ არა ბაჩოს
მორალური ზიანის ანაზღაურების უფლება 2000 ლარის ოდენებოთ ნიკოსგან.
მხარეებმა ხელშეკრულების ვადა თავიდანვე, ხელშეკრულების მომზადების
ეტაპზევე განსაზღვრეს რომ ბაჩოს საცხოვრებელი 3 ოთახიანი ბინა ექნებოდა
მხოლოდ 4 წლის განმავლობაში. როგორც ვიცით ქირავნობის ურთიერთობა წყდება
ხელშეკრულების ვადის გასვლით სკ-ის 559-ე მუხ. 1 ნაწ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ
ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია განსაზღვრული ვადით, დამქირავებელს
უფლება აქვს ქირავნობის ხელშეკრულების შეწვეტამდე ორი თვით ადრე
წერილობით მოითხოვოს ხელშეკრულების გაგრძელება განუსაზღვრელი, ვადით
თუკი ამაზე გამქირავებელი, რა თქმა უნდა, თანახმა იქნება (სკ-ის 560). როგორც
ვხედავთ მართალია ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე ბაჩომ მოითხოვა
ურთიერთობის გაგრძელება თუმცა ამაზე არ მიუღია თანხმობა გამქირავებლის
მხრიდან. როგორც სკ-ის 560-ე მუხლი გვეუბნება ხელშეკრულება გაგრძელდება იმ
შემთხვევაში თუ გაქმირავებელიც იქნება თანახმა. მაგრამ მას უარის თქმის სრული
უფლება გააჩნია, რაც ვერ გამოიწვევს მოარალურ ზიანს ბაჩოსთვის. შესაბამისად
ბაჩოს არ აქვს 2000 ლარის მოთხოვნის უფლება სკ-ის 559.ის 1ნაწილისა და 560-ე
მუხლის საფუძველზე.

ხოლო რაც შეეხება გამქირავებლის მოთხოვნას რომ ბაჩომ აანაზღაუროს ხარჯები


4000 ლარი ოდენობით რაც გამოწვეულია კედლის აღდგენით, შეიძლება სრულიადაც
საფუძვლიანი იყოს. პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ ბაჩომ ნიკოს თანხმობით
გივისთან დადო ქვექირავნობის ხელშეკრულება იმ ვადით რა ვადითაც ბაჩოს ჰქონდა
ქირავნობის ნიკოსთან. 549-ე მუხლის წინაპირობები ამ შემთხვევაში დაცულია. ბაჩოს
გივისთან ქვევირავნობის ხელშეკრულება არ დაუდია ნიკოს თანხმობის გარეშე.
როგორც ვიცით თავდაპირველი მოქირავნე პასუხს აგებს გამქირავებლისადმი
ქვემოქირავნის მიერ დარღვეულ იმ წესებზე, რაც დაკავშირებულია ქირავნობათან,
ხოლო შემდეგ მას თავად შეუძლია პასუხი მოსთხოვოს ქვემოქიავნეს და
აანაზღაურებინოს ხარჯები. როგორც კაზუსიდან ჩანს ქვემოქირავნემ გივიმ
თვითნებურად მოახდინა საცხოვრებელი სადგომის კედლის გამონგრევა. სკ-ის 548-ე
მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დამქირავებელს არ აქვს საცხოვრებელი
სადგომის რეკონსტურუქციის ან გადაკეთების უფლება გამქირავებლის თანხმობის
გარეშე. როგორც ვხედავთ აქ საუბარი არაა ქვემოქირავნეზე და საუბარია
დამქირავებელზე. მაგრამ დამქირავებელი პასუქხიმგებელია ქვემოქირავნის
ქმედებებზე. შესაბამისად რადგან დამქირავებელი პასუხს აგებს ქვემოქირავნის
ქმედებებზე სკ-ის 548-ე მუხლის მესამე ნაწილი გვეუბენბა რომ გამქირავებელს
შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება თუ სახეზე იქნება სკ-ის 548-ე მუხლის
წინაპიროებბი. შესაბამისად გამქირავებლ ნიკოს შეუძ₾ია მოითხოვოს 4000 ლარის
ანაზღაურება ბაჩოსგან სკ-ის 548-ე მუხლის საფუძველზე. რათქმაუნდა იმ
შემთხვევაში თუ გივი არ იქნებოდა გადაკარგული, თავდაპირველ გამქირავებლ
ნიკოს უფლება ექნებოდა ქვემოქირავნისაგან მოეთხოვა გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება. ნიკოსა და და ბაჩოს ურთიერთობის დასრულების შემდეგ კი ბაჩოს
სრული უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, 4000 ლარის ოდენებობით
გივისგან,

You might also like