You are on page 1of 6

5.

გამქირავებელს შესაძლოა ჰქონდეს რატისგან


ივლისის თვის ქირის მოთხოვნის უფლება, ამისთვის
საჭიროა წარმოშობილი მოთხოვნა არ იყოს
შეწყვეტილი და იყოს განხორციელებადი. კაზუსიდან
ვარკვევთ, რომ პირებს შორის დადებულია
ქირავნობის ხელშეკრულება. ქირავნობის
ხელშეკრულება შესაძლოა, მოშლილიყო და
ხელშეკრულება შემწყდარიყო 1 ივლისს. ამისთვის
საჭიროა რატის მხრიდან ხელშეკრულების მოშლა
ვადების დაცვით,შინაარსობრივად რატის წერილი
შიცავდა ხელშეკრულების მოშლის ნებას. ნების
გაცხადება ნიშნავს გამოვლენილი ნების
ნებაყოფლობით ადრესატისთვის იმგვარად
მიწოდებას, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ნების
ადრესატამდე მისვლა მოსალოდნელია. მოცემულ
მომენტში ეს წესი დაცულია და სახეზეა ნების
გაცხადება რატის მიერ. მაგრამ საჭიროა ნების
მისვლა ადრესატთან. ხელშეკრულების თანახმად
ქირავნობის ხელშეკრულების 1 ივლისს
მოსაშლელად საჭირო იყო რატის მხრიდან ამის
თაობაზე ერთი თვით ადრე, 31 მაისამდე,
გაფრთხილება.
შუალედური დასკვნა: დაგვიანებული ნების
გამოვლენის გამო ხელშეკრულება არ მოიშლება 1
ივლისს და სულ მცირე, მთელი ივლისის
განმავლობაში მხარეთა შორის იარსებებს ნამდვილი
ქირავნობის ხელშეკრულება.
საბოლოო დასკვნა: ქირავნობის ხელშეკრულება
არის, ხელშეკრულების მოშლა არ არის, ნების
გაცხადება არის, ხოლო ნების მისვლა დროულად
არა. ამიტომ გამქირავებელს შეუძლია რატისგან
მოითხოვოს ივლისის თვის ქირა.

6. აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობისათვის


საჭიროა დათოსა და ლაშას შორის დადებული იყოს
ნასყიდობის ხელშეკრულება. ამისათვის
აუცილებელია სახეზე იყოს ოფერტი და აქცეპტი.
დათოს ოფერტი სახეზეა, მან ლაშას შესთავაზა
თავისი ძველი ველოსიპედის ყიდვა 100 ლარად.
მაგრამ, საკითხავია, სახეზეა თუ არა ლაშას აქცეპტი.
აქცეპტი მიღებსავალდებულო ნების გამოვლენაა და
მისი ნამდვილობისათვის საჭიროა როგორც ნების
გაცხადება ისე მისი მისვლა ადრტესატამდე, ნების
გაცხადება სახეზეა. მოცემულ მომენტში ნების
მისვლაც სახეზეა, რადგან ნება მისულად ჩაითვლება,
როდესაც იგი ადრესატის ძალაუფლების საფეროში
მოექცევა. მაგრამ საკითხავია ხომ არ გაუუქმებია
ლაშას თავისი აქცეპტი. აქცეპტის გაუქმებაც აგრეთვე
მიღებსავალდებულო ნების გამოვლენაა, რომლის
ნამდვილობაც დამოკიდებულია მის გამოვლენასა და
მეორე მხარის მიერ დროულ მიღებაზე. ასევე
მეზობელი შეიძლება იყოს ლაშას წარმომადგენელი,
რადგან ლაშამ მას დაავალა, რომ შეეტყობინებინა
ის, რომ ველოსიპედს აღარ ყიდულობდა.
შუალედური დასკვნა: ნასყიდობის
ხელშეკრულება დადებული არ არის. ოფერტი
სახეზეა, აქცეპტი კი არა. თანხმობის წერილი ნების
მისვლა აქცეპტის გაუქმება და გაუქმების ნების
გაცხადება სახეზეა და ეს სტადიები დაცულია, მაგრამ
ნება დროულად არ არის მისული. ლაშას ნამდვილი
აქცეპტი არაა სახეზე დათოსა და ლაშას შორის არ
დადებულა ნასყიდობის ხელშეკრულება.
საბოლოო შედეგი:დათოს არ აქვს ლაშასგან
ველოსიპედის საფასურის გადახდის მოთხოვნის
უფლება.

7. როგორც კაზუსიდან ირკვევა რატიმ, როდესაც


დარეკა მაღაზიაში განახორციელა ოფერტი,
მაღაზიამ კი აქცეპტი მაგრამ როგორც კაზუსიდან
ირკვევა რატი ჯერ 15 წლისაა. სკ-ის მე-14 მუხლის
მიხედვით ის შეზღუდულქმედუნარიანია. სკ-ის მე-15
და 63-ე მუხლების თანახმად ასეთ სიტუაციაში
აუცილებელია კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობა, რომ ხელშეკრულება ნამდვილი იყოს.
მაგრამ რატის არც თავდაპირველად ქონია ნებართვა
და არც შემდეგ კანონიერი წარმომედგონლის
მოწონება. ხელშეკრულება ნამდვილი იქნებოდა, თუ
რატის ექნებოდა კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობა. მართალია ეს იყო რატის ჯიბის ფული,
მაგრამ ამ შემთხვევაში იდებოდა ნასყიდობის
ხელშეკრულება, და რატის თავისი ჯერ არ აქვს
შსრულებული, მას ფული არ გადაუხდია. შსაბამისად,
სახეზე არ გვაქვს არც უფლებრივი სარგებლის არც
“ჯიბის ფულის” განკარგვის შმთხვევები, რომელთა
საფუძველზეც რატის ნების გამოვლენა მაინც
იქნებოდა ნამდვილი იყო თუ არა კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობა. შსაბამისად რატის
ნების გამოვლენა არის ბათილი, სკ-ის მე-15 და 63-ე
მუხლების საფუძველზე.
საბოლოო დასკვნა: სპორტული ინენტარის
მაღაზიას არ აქვს რატისგან 180 ლარის გადახდის
მოთხოვნის უფლება.

10. ლევანის შესაძლოა ჰქონდეს ნინისგან მასთან


ინტიმური ღამის გატარების მოთხოვნის უფლება, “
ერთი ღამით სიყვარულის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე”. ამისათვის საჭიროა, რომ მას და
ნინოს შორის დადებულიყო ნამდვილი
ხელშეკრულება, პირველ რიგში, გიორგი ლევანთან
ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა როგორც
ნინის წარმომადგენელი, შესაბამისად ამ
ხელშეკრულებიდან უფლებები და ვალდებულებები
წარმოეშობა ნინოს, მაგრამ ნინოსა და ლევანს
შორის დადებული ხელშეკრულება შესაძლოა
ბათილი იყოს როგორც ამორალური გარიგება სკ-ის
54-ე მუხლის საფუძველზე. ამისათვის საჭიროა, რომ
გარიგება არღვევდეს ზნეობის ნორმებს. მოცემულ
მონაკვეთში კი ლევანმა ნინოს შესთავაზა ინტიმური
კავშირის დამყარება რაც თავის მხრივ
ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.
შუალედური დასკვნა: ნინოსა და ლევანს შორის
დადებული ხელშეკრულება ბათილია მისი
ამორალურობის გამო, სკ-ის 54-ე მუხლის
საფუძველზე.
საბოლოო შედეგი: ლევანს არ აქვს ნინოსგან
“ერთი ღამით სიყვარულის” ხელშეკრულებით მასთან
ინტიმური ღამის გატარების მოთხოვნის უფლება.

16. შესაძლოა, გუგას ჰქონდეს ლევანის მიმართ


მოთხოვა “ფორდ-მუსტანგ gt-ის” მიღებისა და
სანაცვლოდ 30 000 აშშ-ის დოლარის გადახდის
თაობაზე. ამისათვის აუცილებელია დადებულ იქნას
ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეთა ნების
განმარტებით, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ
ხელშეკრულება დაიდო ლევანის მიერ შერჩეულ
მანქანაზე და არა ხელშეკრულებაში განსაზღვრულზე,
ვინაიდან მხარეთა ნების განმარტებისას ნება უნდა
დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, სადაც
უპირატესობა ენიჭება მხარეთა რეალურ ნებას და
არამარტო სიტყვასიტყვით აზრს, ამ დროს ნების
გამოვლენის ობიექტური შინაარსი
არარელევანტურია და შესაბამისად, მხარეთა
ერთობლივად განსაზღვრულ მცდარ სახელწოდებას
ყურადღება არ ექცევა. მაშასადამე ვთქვათ, რომ
ხელშეკრულება დადგენილია. მაგრამ, ლევანმა
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მარტო მანქანის
ნაკლის შსახებ გუგას უარი განუცხადა მანქანის
წამოყვანასა და ფასის გადახდაზე. ეს არის შეცილება
და სკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება
დადების მომენტიდან ბათილია, თუ მოხდება
შეცილება, მაგრამ შეცილების უფლება, სკ-ის 74-ე
მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თვისებრიობაში
დაშვებული შეცდომის გამო შეცილების უფლება
უნარჩუნდება გამყიდველს.
შუალედური დასკვნა: ნასყიდობის ხელშკრულება
დადებულია, ბათილობა შეცილების გამო სახეზე არ
არის, მაგრამ ხელშკრულებაზე უარის თქმა არის
სახეზე.
საბოლოო შედეგი: გუგა ვერ მოითხოვს
ლევანისგან ფორდ მუსტანგის მიღებასა და
სანაცვლოდ 30 000 აშშ-ის დოლარის გადახდას
ვინაიდან მოთხოვნა შეწყდა ხელშეკრულებიდან
გასვლით.

17. გიგასა და ირაკლის შორის დადებულია


ნასყიდობის ხელშეკრულება. სკ-ის 59-ე მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად, შესაძლოა გიგასა და ირაკლის
შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება
ბათილი იყოს მისი დადების მომენტიდან. ასევე
ირაკლის მიერ განხორციელებული შეცილების
საფუძველი შესაძლოა იყოს მოტყუებით დადებული
გარიგება სკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით. მოტყუების
მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს
მართლსაწინააღმდეგო, მოქმედება მაშინ არის
მართლსაწინააღმდეგო როდესაც იგი
ეწინააღმდეგება მართლწესრიგს. კაზუსში არ არის
რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც გიგას მოტყუების
ფაქტს გაამართლებს და მასაშადამე ვასკვნით, რომ
მოტყუება მართლსაწინააღმდეგოა. ნასყიდობის
ხელშეკრულება დადებულია, ხელშეკრულების
ბათილობა სკ-ის 59 2 სახეზეა, შეცილების
საფუძველი სკ-ის თანახმად სწორია.
შუალედური შედეგი: მოტყუებით დადებული
გარიგებების შეცილება ნამდვილია სკ-ის 81-ე და
მომდევნო მუხლების წინაპირობები დაცულია.
მასაშადამე, სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, გიგასა და ირაკლის შორის დადებული
ნასყიდობიდ ხელშეკრულება ბათილია დადების
მომენტიდან.
სამართლებრივი შედეგი: ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, გიგას ეკისრება ირაკლისადმი თანხის
ანაზღაურების ვალდებულება. თანხის დაბრუნება
უნდა განხორციელდეს მანქანის გადაცემის
სანაცვლოდ და ერთდროულად. მოთხოვნის
შეწყვეტის საფუძველი კაზუსიდან არ იკვეთება და
ამასთანავე მოთხოვნა განხორციელებადია.

You might also like