You are on page 1of 1

ამოხსნა:

პირველ რიგში უნდა გგანისაზღვროს, თუ რა სახის ხელშეკრულება იყო დადებული


მხარეებს შორის, თუმცა მანამდე უნდა აღინოს ის ფაქტი, რომ სსკ-ის 329-ე მუხლის
შესაბამისად მაღაზიამ გააკეთა მოწვევა ოფერტზე პირთა განუსაზღვრელი წრისადმი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაშ კი რეზოსაა და მაღაზიას შორის სსკ-ის 505-ე მუხლის
შესაბამისად დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით,
რაც გულისხმობს იმას, რომ გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს
ფასის გადახდამდე, ხოლო ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ.
სსკ-ის 507-ე მუხლი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, რა შემტხვევაშიც მყიდველმა
უნდა გადაიხადოს ნივთის საფასური ყცველანაირი პროცენტის გარეშე, თუმცაღა ეს
დებულება მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ხელშეკრულება
დადებილია სსკ-ის 506-ე მუხლის პირობების დარღვევით, აღნიშნულ კაზუსში კი
მსგავს დარღვევებს ადგილი არ აქვს. კაზუსიდან ირკვევა, რომ თავად მაღაზიას
გარკვეული პირობები ჰქონდა გაწერილი ხელშეკრულებაში, შესაბამისად
საფუძვლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულება იყო
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისი, რაც სსკ-ის 342-ე მუხლით
რეგულისრდება და გულისმობს ისეთ ხელშეკრულებას, რომლის პირობებიც
წინასწარ არის ჩამოყალიბებული, რომელსაც ერთი მხარე უდგენს მეორე მხარეს,
მოცემულ კაზუსშიც ნათლად ჩანს, რომ მაღაზიის შიდაინსტრუქციაშიც და
ხელშეკრულებაშიც არსებობდა მითითება იმის შესახებ, რომ დეტალური
ინფორმაციისათვის უნდა ენახათ კომპანიის ვებგვერდი შესაბამისად სახეზეა
ხელშეკრულების სტანდარტული პირობა.კაზუსიდან ირკვევა, რომ რეზომ
დაუფიქრებლად მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, თუმცა მას ჰქონდა ვალდებულება,
რომ დეტალურად გაცნობოდა ხელშეკრულებას და მასში ჩაწერილ დებულებებს და
თუ რაიმე პრეტენზია ექნებოდა შეეძლო ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოეწერა.

დასკვნა:

რეზოს არ აქვს უფლება სასამართლოში მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა სსკ-


ის 342-ე, 347-ე მუხლების თანახმად, ვინაიდან მხარეებს შორის დადებული იყო
ხელშეკრულება სტანდარტული პირობების შესაბამისად და რეზო ვალდებული იყო
დეტალურად გაცნობოდა ხელშეკრულებაში გაწერილ პირობებს.

You might also like