You are on page 1of 16

სახელშეკრულებო სამართალი

ლექტორი დარია ლეგაშვილი


სამართლის დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი
 ნასყიდობა
 გაცვლა
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ)
მუხლი 477. ცნება. შინაარსი

1.ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა


გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე,
მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს
საქონელი.
2.მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს
შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
3.თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის
მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი
განსაზღვრის საშუალებებზე.
 ნასყიდობის ხელშეკრულება
 ორმხრივად მავალდებულებელი,
 კონსენსუალური და
 სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.

 ნასყიდობისხელშეკრულების არსებითი პირობები:


 ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები
 ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი
 ნასყიდობის ხელშეკრულების ობიექტი
 ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი
 გამყიდველის ვალდებულებები:
 გადაცემის ვალდებულება:

 საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულება

- მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა - სსკ-


ის 186-ე მუხლი
- უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა - სსკ-ის
183-ე მუხლი
 ნივთთან დაკავშირებული საბუთები

 მყიდველის ვალდებულებები
- ფასის გადახდის ვალდებულება
- მიღების ვალდებულება
 გამყიდველის მოვალეობანი საქონლის გაგზავნისას
 მიწის ნაკვეთის გამყიდველის ვალდებულებანი
სსკ-ის მუხლი 482. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის
გადასვლა
 1. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე
გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი,
თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
 2. თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით
გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო
გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან
გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა
გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის
შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.

 წაღების, მიტანის თუ გაგზავნის ვალდებულება?


 კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება
 გაგზავნის ვალდებულების შემთხვევაში რისკის გადასვლის
განსხვავებული წესი
სსკ-ის 486-ე მუხლი
 გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ
ერთი მხარის მიერ მიწოდების მხოლოდ ერთი
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა
რეალური საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების
ვალდებულებებიც არ შესრულდება, მაშინ მეორე მხარეს
შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

 სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი


...თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა,
მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას
ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ
მისთვის დაკარგა ინტერესი.
 სსკ-ის მუხლი 487. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა
 გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და
უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 სსკ-ის მუხლი 488. ნივთობრივად უნაკლო ნივთი


1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული
ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული,
მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი
სარგებლობისათვის.
2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის
მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით
ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს
შესრულებაზე.
 მუხლი 489. უფლებრივად უნაკლო ნივთი
1. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ
შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი
უფლებების გამო.
2. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში
რეგისტრირებულია არარსებული უფლება.
ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილი მოთხოვნის უფლებები
 სსკ-ის მუხლი 505. ცნება
 განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია
გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის
ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ
დროის განსაზღვრულ შუალედებში.

 განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა


 სსკ-ის მუხლი 509. ცნება
 თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს
გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება
დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

 სსკ-ის მუხლი 515. ოფცია


 მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს
ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს
განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე
(შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში, გამყიდველს
უფლება აქვს საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის
ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება
ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები
სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
 სსკ-ის მუხლი 516. ცნება
1. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ
უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე
პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის
ხელშეკრულებას.
2. უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა
და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
 სსკ-ის მუხლი 521. ცნება

 1. გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების


უფლების ურთიერთგადაცემა.
 2. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების
გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ
იღებს.

 სსკ-ის მუხლი 522. გასაცვლელი ქონების არატოლფასოვნება

 თუ გასაცვლელი ქონება არატოლფასოვანია, მხარეთა შეთანხმებით


ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულით.

 სსკ-ის მუხლი 523. გაცვლის მიმართ გამოყენებული წესები

 გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი


წესები.
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like