You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

მუხლი 485. საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის

თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა


ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ
საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ — მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე
დაიდო.

I. ზოგადად ...................................................................................................................................................... 1
II. შემადგენლობა ............................................................................................................................................. 2
1. გამყიდველის მიერ ერთი და იმავე საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის ...................... 2
2. მფლობელობაში გადაცემა..................................................................................................................... 2
III. სამართლებრივი შედეგი ............................................................................................................................ 3

I. ზოგადად
უპირველესად, დასადგენია ნორმის გამოყენების სფერო. ნორმის ფორმულირების 1
გათვალისწინებით, მოწესრიგება საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებას ეხება და ის,
ვენის ნასყიდობის სამართლის გაგებით („ware“, „good“), მხოლოდ მოძრავ ნივთებს
მოიცავს. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ
საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო
(სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით) მიიჩნევს, რომ ნორმა ვრცელდება
როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ნივთებზე 147-ე მუხლის გაგებით.1 შესაბამისად,
სასამართლო პრაქტიკაში სადავოა საკითხი, 485-ე მუხლი ანალოგიით გავრცელდეს
უძრავ ნივთის ან უფლების ნასყიდობაზე,2 გამოირიცხოს მისი გამოყენება3 თუ
ჩვეულებრივ გავრცელდეს უძრავ ნივთებსა და უფლებაზე დადებულ
ხელშეკრულებებზე.4

მოწესრიგების მიზანი იმ მყიდველის ინტერესების დაცვაა, რომელმაც, გარკვეული 2


ობიექტური კრიტერიუმებით, უპირატესი დაცვის უფლება მოიპოვა. კერძოდ,
კანონმდებელი 485-ე მუხლის შემადგენლობით გამორიცხავს ან ზღუდავს
გამყიდველის ნების თავისუფლებას, ვალდებულება შეასრულოს იმ კრედიტორის
წინაშე, რომელიც მისთვისაა სასურველი ან ხელსაყრელი. ამ შემთხვევაში
კანონმდებელი სწორედ კრედიტორის ინტერესების დაცვას მიიჩნევს უპირატესად.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსი არ აწესრიგებს საქონლის რამდენიმეჯერ გაყიდვის 3


შემთხვევას, თუმცა სკ-ის 485-ე მუხლისაგან განსხვავებულია მიდგომა გერმანულ
დოქტრინაში. კერძოდ, თუ გამყიდველი ნივთს რამდენჯერმე ყიდის, გამყიდველი
უფლებამოსილია თავად აირჩიოს, თუ რომელ ხელშეკრულებას შეასრულებს.5 პირველ

1 შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის N ას-287-273-2013 გადაწყვეტილება;


ასევე 2012 წლის 3 იანვრის N ას-719-678-2011 გადაწტვეტილება.
2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/2961-12 გადაწყვეტილება.

3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 28 ივნისის №3კ-375 გადაწყვეტილება.

4 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის N ას-287-273-2013 გადაწყვეტილება.

5 Faust, in Beck OK BGB, § 433, Rn, 29.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

შემძენს არ ენიჭება არავითარი უპირატესობა სხვა მყიდველებთან შედარებით.6 უძრავ


ნივთებთან დაკავშირებით, პირველმა მყიდველმა სხვა მყიდველებთან მიმართებით
საკუთარი უფლება წინასწარი რეგისტრაციით უნდა უზრუნველყოს. ასეთ
შემთხვევაში, ცხადია მას მიენიჭება უპირატესობა.

II. შემადგენლობა

1. გამყიდველის მიერ ერთი და იმავე საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის


4 485-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელია, სახეზე იყოს ერთი და იმავე ნივთის
ერთი და იმავე გამყიდველის მიერ რამდენჯერმე გაიყიდვის შემთხვევა. აღნიშნული
წინაპირობები კუმულაციურია და ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს
მოწესრიგების გამოყენების შესაძლებლობას. სწორედ ამ საფუძვლით არ გამოიყენა
სააპელაციო სასამართლომ 485-ე მუხლი შემთხვევაზე, როდესაც სახეზე იყო ერთი და
იმავე ნივთის რამდენჯერმე გაყიდვის შემთხვევა, თუმცა გამყიდველი სხვადასხვა
პირი იყო. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ერთი და იმავე უფლების ორჯერ
გასხვისებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ განსახილვევლ შემთხვევაში გამყიდველი არ იყო
ერთი და იგივე პირი.7

2. მფლობელობაში გადაცემა
5 ნორმის თანახმად, უპირატესობა ენიჭება იმ მყიდველს, რომელსაც ნივთი პირველად
გადაეცა მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში უმნიშვნელოა, პირმა რომელმაც
პირველად მიიღო ნივთი მფლობელობაში, როდის გააფორმა ხელშეკრულება.

6 სავარაუდოა, რომ მოწესრიგების მიზნის გათვალისწინებით, მფლობელობაში გადაცემა


მხოლოდ პირდაპირ მფლობელობაში გადაცემას უნდა გულისხმობდეს. თუმცა, ასეთ
შემთხვევაში, მოწესრიგება ვიწროდ უნდა განიმარტოს და არ გავრცელდეს
მფლობელობის გადაცემის სხვა შემთხვევებზე.

7 დასაფიქრებელია, უძრავ ნივთებზე ნორმის გავრცელების შემთხვევაში, ნივთის


მფლობელობაში გადაცემა რამდენად წარმოშობს უპირატესობას. მაგალითად, თუ
გამყიდველი დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას ერთი და იმავე საგანზე ორ
სხვადასხვა პირთან, ხოლო მათ შორის ერთ-ერთს გადასცემს ნივთს მფლობელობაში,
მოწესრიგების თანახმად, ამ უკანასკნელს წარმოეშობა ნივთის საკუთრებაში გადაცემის
უპირატესი მოთხოვნა. თუმცა თუ გამყიდველი, ამის მიუხედავად, მეორე შემძენს
გადასცემს საკუთრების უფლებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, უპირატესი
მოთხოვნის მქონე პირი დაკარგავს 485-ე მუხლით შედავების უფლებას.

8 დასაფიქრებელია, როგორ უნდა დადგინდეს ნასყიდობის საგანზე მფლობელობის


გადაცემის ფაქტი, თუ ნასყიდობის საგანი უფლებაა. უფლებაზე მფლობელობის
მოპოვების ერთ-ერთ საშუალებად სასამართლო მართებულად მიიჩნევს უფლების
რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. გასათვალისწინებელია სასამართლოს განმარტება
დავაზე, სადაც პირველ შემძენს უფლება პირველად ჰქონდა დარეგისტრირებული

6 Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 433, Rn. 73.
7 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/2961-12 გადაწყვეტილება.
2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 28 მარტი, 2016

საჯარო რეესტრში, თუმცა მეორე შენძენს პირველს ჰქონდა მოპოვებული ნივთზე


პირდაპირი მფლობელობა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ წინასწარ რეგისტრაციას
მიანიჭა უპირატესობა ნივთის მფლობელობაში მიღებასთან შედარებით (შდრ. 4.4.).8

გასაზიარებელია მიდგომა, რომლის შესაბამისად, უფლებასა თუ უძრავ ქონებაზე 9


გამყიდველის მიერ რამდენიმე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უპირატესობა
მიენიჭოს მას, ვინც პირველად დარეგისტრირდება მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.9
მიდგომა უნდა გავრცელდეს ასევე იმ შემთხვევებზედაც, როდესაც გამსხვისებელი
არაუფლებამოსილი პირია, მაგრამ შემძენი კეთილსინდისიერია ამ ფაქტის მიმართ.

485-ე მუხლი უპირატესობას ანიჭებს იმ მყიდველს, რომელთანაც ხელშეკრულება 10


უფრო ადრე დაიდო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთზე მფლობელობის გადაცემა
არ მომხდარა.

III. სამართლებრივი შედეგი


485-ე მუხლი ნათლად განსაზღვრავს ნორმის შინაარსს, თუმცა პრაქტიულად როგორ 11
უნდა განხორციელდეს აღნიშნული უფლება, სადავოა. მოწესრიგება მხოლოდ ისეთ
შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც გამყიდველს არც ერთი მყიდველის მიმართ
ვალდებულება არ შეუსრულებია. ასეთ შემთხვევაშიც კი 485-ე მუხლის გამოყენება
მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ უპირატესი უფლების მქონე პირი
განახორციელებს საკუთარ უფლებას მოთხოვნის წარდგენისა და დროული
უზრუნველყოფის გზით სასამართლოში.

თუ გამყიდველმა ერთ-ერთ მყიდველს გადასცა ნივთი საკუთრებაში, ასეთ 12


შემთხვევაში 485-ე მუხლის გამოყენება უნდა გამოირიცხოს.10

ამ თვალსაზრისით სამსჯელოა საკასაციო სასამართლოს განმარტება, რომლის 13


თანახმად, 485-ე მუხლი შემძენის ინტერესების დაცვას ემსახურება, თუმცა დაცვას
ექვემდებარება მხოლოდ ის პირები რომლებიც კეთილსინდისიერად გვევლინებიან
აღნიშნულ ურთიერთობაში.11 რამდენად შეიძლება აღნიშნული განმარტების
საფუძველზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ერთ-ერთი შემძენის მიერ საკუთრების
უფლების მოპოვება ნივთზე, მაშინ როდესაც მან იცოდა ან, მოძრავი ნივთის
შემთხვევაში, შეეძლო სცოდნოდა, რომ არსებობდა სხვა უპირატესი უფლების მქონე
შემძენი, სადავოა. 485-ე მუხლის მოწესრიგება ამაგვარი ფართო განმარტების
შესაძლებლობას ნაკლებად ტოვებს.

8 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/2961-12 გადაწყვეტილება.


9 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის №2ბ/2961-12 გადაწყვეტილება
(4.2.).
10 შდრ. Beckmann, in Staudinger BGB, Buch 2, 14. Aufl., 2004, § 433, Rn. 73

11 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის N ას-287-273-2013 გადაწყვეტილება.

3
სოფიო ჩაჩავა

You might also like