You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 267. საგნის დაგირავება რამდენჯერმე და გირავნობის უფლებათა რიგითობა


1. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა
რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.
2. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ დამგირავებლის მიერ
ქონების შეძენის შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს წარმოშობილი გირავნობის
უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის დროს წარმოშობილ გირავნობის უფლებას,
მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.
3. ამ კოდექსის 568-ე, 586-ე, 596-ე, 634-ე, 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი
დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა მოგირავნესთან შედარებით.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს ერთი და იგივე ქონებაზე არსებული რამდენიმე გირავნობის 1
უფლებათა რიგითობას და მათი მიზანია იმ მოგირავნის ინტერესების დაცვა, რომლის
გირავნობის უფლებაც უფრო ადრე იქნა რეგისტრირებული სხვა მოგირავნეების
გირავნობის უფლებებთან შედარებით.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია ორჯერ შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30 2
ივნისის №1826 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ მუხლის საბოლოო
რედაქცია ჩამოყალიბდა 2007 წლის 11 მაისის №4744 კანონით.

II. გირავნობის უფლებათა რიგითობა

ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. ამ შემთხვევაში 3


აქტუალური ხდება გირავნობის უფლებებს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხის
გადაწყვეტა. ზოგადი წესის თანახმადაც გირავნობის უფლებათა კონკურენციისას
უპირატესობა ენიჭება უფრო ადრე დადგენილ გირავნობის უფლებას, ანუ გირავნობის
უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის
შესაბამისად.
ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გაკრიტიკებულია მუხლის ნორმებით 4
გათვალისწინებული გირავნობის უფლებათა რიგითობის წესები, ვინაიდან მათში
საუბარია მხოლოდ რეგისტრირებულ და არა მფლობელობით გირავნობაზე.1

1 შნიტგერი, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი საქართველოში, 2011, გვ. 10.


1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

III. გამონაკლისები გირავნობის უფლებათა რიგითობის ზოგადი წესიდან

5 აღნიშნული ზოგადი წესიდან კანონი ადგენს გამონაკლისებსაც:


- უპირველეს ყოვლისა, გამონაკლისს წარმოადგენს სამომავლო ქონებაზე გირავნობის
დადგენის წესი, რომლის თანახმადაც გირავნობის უფლება წარმოშობილად ითვლება
არა გირავნობის ხელშეკრულების დადების, არამედ ქონების წარმოშობის ან შეძენის
მომენტი;
- მეორე გამონაკლისი სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალი
რედაქციის მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს: 267 III ნორმა უპირატესობას ანიჭებს
კანონისმიერ გირავნობის უფლებას სახელშეკრულებო გირავნობის უფლებასთან
შედარებით, როდესაც პირველი წარმოიშობა ისეთი ვალდებულებით-სამართლებრივი
ურთიერთობებიდან, რომლებსაც განეკუთვნება: ქირავნობა (568), იჯარა (586),
სასოფლო-სამეურნეო იჯარა (596), ნარდობა (634), გადაზიდვა-გადაყვანა (685) და
მიბარება სასაქონლო საწყობში (796).

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like