You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 287. საერთო იპოთეკა


თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით
(საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი
ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით
დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა ადგენს იპოთეკის ერთ-ერთ სახეს - საერთო იპოთეკას. 1

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია შეიცვალა 2007 წლის 29 ივნისის №5127 კანონით, 2
რომლითაც მუხლის მე-2 წინადადებას დაემატა სიტყვები: „...თუ მხარეები სხვა რამეზე
არ შეთანხმებულან“.

II. საერთო იპოთეკა

როდესაც ერთი და იგივე მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამოდენიმე უძრავ ნივთზე 3


დადგენილი იპოთეკის უფლებით, მაშინ სახეზეა საერთო იპოთეკა. ამ დროს
თითოეული უძრავი ნივთი პასუხისმგებელია უზრუნველყოფილი მოთხოვნისათვის.

იპოთეკარს, როგორც წესი, აქვს არჩევანის უფლება, თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს 4


ნებისმიერი ან ყველა უძრავი ნივთიდან, თუმცა, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ
განსხვავებულ წესზე.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like