You are on page 1of 2

სანივთო სამართალი

თეორიული საკითხი (10 ქულა): უზუფრუქტის სამართლებრივი ბუნება

თეორიული საკითხი (10 ქულა): იპოთეკა

1. კაზუსი (10 ქულა)

პირობადებული სანივთო გარიგება; ხელშეკრულების დარღვევით დათქმული


პირობადებული საკუთრება)

გიზო ბოჭორიშვილი და ლენგერ კობახიძე მეგობრები აღარ არიან. თუმცა გამომდინარე


იქიდან, რომ პირველი ტრაქტორების ერთადერთი დისტრიბუტორია საქართველოში, ხოლო
მეორე კი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილესი ქსელის მფლობელი, მაინც უწევთ
ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა. ამჯერად გიზოს ხელში ჩაუვარდა უახლესი იაპონური
ტრაქტორი, რომლის ფასიც 100 000 ლარს აღწევს და რომლის მიყიდვასაც აპირებს
ლენგერისათვის. ლენგერიც თანახმაა, თუმცა შესანიშნავად უწყიან რა ერთმანეთის ფლიდი
ხასიათის შესახებ, გიზო არ აპირებს, შეელიოს ტრაქტორზე საკუთრებას მანამ, სანამ მთლიან
ფასს არ მიიღებს, ხოლო ლენგერი კი, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მხოლოდ ფასის
ნახევრის გადახდა შეუძლია, გეგმავს, დაუყოვნებლივ წამოიყვანოს ტრაქტორი, რათა გიზომ
ის სხვას არ მიჰყიდოს და, გარდა ამისა, ავტომატურად გახდეს მესაკუთრე ფასის დარჩენილი
ნაწილის გადახდასთან ერთად, გინდ გამყიდველმა ამ შუალედში თავისი წინადადება
გამოიხმოს. მხარეებს აინტერესებთ, თუ როგორ უნდა გამართონ ხელშეკრულების შინაარსი,
რომ თითოეული მათგანი დაცული იყოს მეორის ფლიდობისაგან.

ვარიანტი:

გიზო და ლენგერი ათანხმებენ ნასყიდობას ყოველგვარი დამატებითი დათქმის გარეშე. ერთი


კვირის შემდეგ კი ტრაქტორის მიწოდებისას მიღება-ჩაბარების აქტს დიდი შრიფტით
თანდართული აქვს პირობა, რომლის მიხედვითაც გიზო ინარჩუნებს ტრაქტორზე
საკუთრებას ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე. ლენგერს ეს პირობა თავიდანვე
თვალში მოხვდება, თუმცა დიდ ყურადღებას არ მიაქცევს და უსიტყვოდ ჩაიბარებს ნივთს. ის
მიიჩნევს, რომ, რა თქმა უნდა, უპირობო საკუთრება მოიპოვა, როგორც ეს ნასყიდობით იყო
შეთანხმებული.

შეაფასეთ სამართლებრივი მდგომარეობა ორივე შემთხვევისათვის!

2. კაზუსი (10 ქულა)

მეცნიერებათა აკადემიას სახელმწიფომ გადასცა უსასყიდლო უზუფრუქტით შენობა.


მეცნიერებათა აკადემიამ აღნიშნული შენობის ნაწილი იჯარით გადასცა მეწარმეს, რათა
იჯარის თანხიდან მიღებული შემოსავლებით სამეცნიერო კვლევები დაეფინანსებინა.

სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ იჯარიდან შემოსული თანხა სახელმწიფო


ბიუჯეტში ჩარიცხა, რაზედავ აკადემიამ სარჩელინ შეიტანა.

გადავწყვიტოთ დავა.

You might also like