You are on page 1of 4

წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება

თბილისი 6.04.2022წ.

1. მხარეები

1.1 დავით ც-ს (პ/ნ___) ,,გამყიდველი“ და (პ/ნ ) მყიდველი“ წინამდებარე


ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შევთანხმდით შემდეგზე:

2. ხელშეკრულების საგანი

2.1. „გამყიდველმა“ გაყიდა, ხოლო „მყიდველმა“ იყიდა გამყიდველის საკუთრებაში არსებული


უძრავი ნივთი, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა (შემდგომში - ნასყიდობის საგანი) მდებარე ა)
მისამართი : ქ. თბილისი, გ______ ქ. N20თ,
ბ) ფართობი: სართული11, ბინა N63, ფართი 434,93 დან კვ.მ
გ) მდგომარეობა: თეთრი კარკასი
ბინის ს/კ 01.10.1_________

3. ნასყიდობის საგნის ღირებულება და გადახდის წესი

3.1. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს აშშ დოლარის


ექვივალენტი ლარში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის
შესაბამისად).

3.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება აშშ დოლარს მყიდველი
გადაიხდის მომავალ მესაკუთრედ რეგისტრაციისას, ხოლო დარჩენილ აშშ დოლარს მყიდველი
გადაიხდის ყოველთვიურად აშშ დოლარს 2022 წლის 31 აგვისტომდე.

4. ნასყიდობის საგნის ნივთობრივი და უფლებრივი მდგომარეობა

4.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგანს გამყიდველი მყიდველს გადასცემს შემდეგ
მდგომარეობაში:
_ გაჯით მოპირკეთებული კედლები
_ მოჭიმული იატაკი
_ დასრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები;
_ მოწესრიგებული საერთო სარგებლობის ფართები, ფასადი და სახურავი;
_ გარე პერიმეტრზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები;
_ დამოტაჟებული შესასვლელი რკინის კარი;
_ ელექტრო-დგარი დაქსელილი პროექტის შესაბამისად (ამასთან, მრიცხველის დამონტაჟების
საფასურს იხდის მყიდველი,
_ წყლის დგარი დაქსელილი პროექტის შესაბამისად (ამასთან, მრიცხველის დამონტაჟების
საფასურს იხდის მყიდველი
1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განსაზღვრული
მოვალეობები გამყიდველმა უნდა შეასრულოს 2022 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში.

5. ხელშეკრულების დამატებითი პირობები

5.1. გამყიდველი ვალდებულია ნასყიდობის საგანი საკუთრების უფლებით გადაუფორმოს


მყიდველს საჯარო რეესტრში მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის
საფასურის სრულად გადახდისთანავე. ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად დაფარვისთაბავე
მყიდველი დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, როგორც მესაკუთრე.

5.2. წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ:

 თუ გამყიდველი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულების 4.2 პუნქტით


გათვალისწინებულ პირობას, ეს უკანასკნელი პირგასამტეხლოს სახით გადაუხდის
მყიდველს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდილი თანხის 0.1%-ს. თუ ასეთი
ვადაგადაცილება გაგრძელდება 2 თვეზე მეტ ხანს, გამყიდველი უფლებამოსილია,
ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება და თანხა დაუბრუნოს
სრულად მყიდველს ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.

6. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

6.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან ნოტარიუსთან. შესაბამის სარეგისტრაციო ხარჯებს გაიღებს
მყიდველი.
6.2. მხარეთა შორის სადავო საკითხები გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეუთანხმებლობის
შემთხვევაში კი - დავა გადაწყდება საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
6.4. მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება როგორც წინამდებარე ხელშეკრულებით
განსაზღვრული პირობების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.5. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა
ურთიერთშეთანხმებით, რომელიც გაფორმდება წერილობით, დაერთვის წინამდებარე
ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ცალმხრივად შეტანილ ცვლილებებს
იურიდიული ძალა არ გააჩნია.
6.6. მხარეები ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება
არ მოიცავს ბუნდოვან დებულებებს და რომ ისინი სრულად გაეცნენ და მიიღეს აღნიშნული
პირობები.
6.7. ხელშეკრულების ხელმოწერიდან ნებისმიერ დროს ამ ხელშეკრულების რომელიმე
დებულების ძალადაკარგულად ცნობა საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო
გადაწყვეტილების ან სხვა გარემოების საფუძველზე, არ იქონიებს გავლენას წინამდებარე
ხელშეკრულების სხვა დებულების ნამდვილობაზე. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ასეთ
შემთხვევაში კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა ხელშეკრულებაში შეტანილ
იქნას ისეთი ცვლილებები, რომლებიც შეძლებისდაგვარად შეინარჩუნებს მხარეთა თავდაპირველ
მიზანს.
6.8. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის
მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად და გადაეცემა თითოეულ მხარეს.

7. მხარეთა რეკვიზიტები

ა) მიმღების ბანკი:ს.ს. საქართველოს ბანკი


ბ) საბანკო კოდი:________
გ) ანგარიშის N: GE77555 __________
7.3 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, მხარეები ვალდებულნი არიან,
დაუყოვნებლივ შეატყობინონ ერთმანეთს ამ პუნქტში გათვალისწინებული რეკვიზიტების
შეცვლის შესახებ და შეიტანონ შესაბამისი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში.

გამყიდველი: მყიდველი:

___________________________ _______________________ _

/ხელმოწერა/ბეჭედი/ /ხელმოწერა/

You might also like