You are on page 1of 4

უძრავი ქონების წინასწარი ნასყიდობის

უფლების ხელშეკრულება

ბათუმი 21 მარტი 2022 წ.

“გამყიდველი”
შ.პ.ს “კრისტალი”
ს.კ. 245441865
წარმომადგენელი ზურაბ მგელაძე (პ/ნ 61001078041)
ს.ს. „საქართველოს ბანკი“
მფო BAGAGE22
IBAN ა.ა. GE06BG0000000139276600GEL

“მყიდველი”
მზია კვირიკაძე-ჩიკვაიძე
პირადი ნომერი 61006044416

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. გამყიდველი იღებს ვალდებულებას გადასცეს მყიდველს მშენებარე საცხოვრებელი ფართის


სამომავლო უფლება, (მდებარე ქ. ბათუმი პუშკინის ქ.#33-ში), ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას
მიიღოს ფართის სამომავლო უფლება მშენებარე, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში და
გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადი.
1.2. “მყიდველისათვის” საცხოვრებელი ფართის ძირითადი საკუთრების უფლების გადაცემა მოხდება
“მყიდველის” მიერ შეთანხმებული საზღაურის სრულად გადახდისა და საცხოვრებელი სახლის
ექსპლუატაციაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
1.3 სამომავლო უფლების ნასყიდობის საგანი-ს მახასიათებლებია:
 „ბ“ ბლოკი, მეორე სადარბაზო, სართული - მე-4, ბინა # 4 (პროექტის შესაბამისად)
 საცხოვრებელი ფართი - 71,69 კვ/მ, (საერთო ფართის აზომვა ხორციელდება შიდა-
კონტურის კედლების მიხედვით, გარე-კონტურის კედლების მიერ დაკავებული
ფართი მხედველობაში არ მიიღება). საერთო ფართში შედის ტიხრების, კოლონების
და ბალკონების მიერ დაკავებული ფართი).
 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: #05.28.18.009

2. გარანტიები და პასუხისმგებლობები

2.1. გამყიდველი ადასტურებს რომ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტში:


2.1.1. გასასხვისებელი (ბინის, სამომავლო უფლების) სახლის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.
ბათუმი, პუშკინის ქ.#33-ში, შ.პ.ს “კრიტალი”-ს საკუთრებაა და გამყიდველს ნარდობის
ხელშეკრულების საფუძველზე სრული უფლებაა გააჩნია განახორციელოს ფართების რეალიზაცია.
2.1.2. გამყიდველს გააჩნია ქ. ბათუმში პუშკინის ქ.#33-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, (წარმოდგენილი
პროექტის თანახმად) საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის უფლებამოსილება,
გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით;
2.1.3. წინასწარი ნასყიდობის საგანის უფლება არ არის გასხვისებული, არ არის სადაო და
კომპეტენტური ორგანოს მიერ, არც რაიმე გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც დააბრკოლებდა
გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
2.1.4 მყიდველი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია პროექტში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ,
რის გამოც შესაძლებელია განხორციელდეს გაყიდული სამომავლო უფლების ფართში ცვლილებები,
რაც სავალდებულოა მხარეთათვის შესასრულებლად და ფართის მეტობის ან/და ნაკლებობის
შემთხვევაში მისი ანაზღაურება/კომპენსირებისათვის.
2.2. მყიდველი ადასტურებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტში გააჩნია
საკმარისი სახსრები, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი და წინამდებარე
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად;
2.3. მხარეები ადასტურებენ, რომ:
2.3.1. პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის უტყუარობასა და
სისრულეზე.
2.2.6. სრულყოფილად არიან გაცნობილნი წინამდებარე ხელშეკრულებას, საფუძვლიანად აქვთ
გააზრებული მისი ყველა დებულება და გამოთქვამენ მზადყოფნას საკუთარი ვალდებულები
შეასრულონ ზუსტად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

3. ხელშეკრულების თანხა და ანგარიშსწორების წესი

3.1. ნასყიდობის საგნის ღირებულებაა - 14 338 (თოთხმეტი ათას სამასოცდათვრამმეტი )


აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომელიც გადახდილია სრულად.
3.2. საბოლოო ანგარიშსწორება “მყიდველსა” და “გამყიდველს” შორის მოხდება აშენებული ფართის
შიგა-კონტურის კედლებიდან აზომვების შედეგების მიხედვით (აზომვა ხორციელდება შიდა-
კონტურის კედლების მიხედვით და გარე-კონტურის კედლების მიერ დაკავებული ფართი
მხედველობაში არ მიიღება). საერთო ფართში შედის ტიხრების, კოლონების და ბალკონების მიერ
დაკავებული ფართი.) იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო აზომვის შედეგად საკუთრებაში გადასაცემი
ფართი აღმოჩნდება 1.3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ან ნაკლები, მაშინ მეტობის შემთხვევაში
მყიდველი, ხოლო ნაკლებობის შემთხვევაში გამყიდველი მოახდენს კომპენსირებას, საცხოვრებელი
ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე 200 (ორასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით
გადახდის დღეს არებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
4. მხარეთა ვალდებულებები:
4.1. “გამყიდველი” იღებს ვალდებულებას გადასცეს “მყიდველს” ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ფართი შემდეგ მდგომარეობაში:
ა) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული;
ბ) შენობის ფასადი დასრულებული;
გ) სადარბაზო მოპირკეთებული და შეღებილი;
დ) ექსტერიერზე მეტალო_პლასმასის კარ_ფანჯარა ჩასმული
ე) წყლის და კანალიზაციის ძირითადი ვერტიკალური დგარები ბინაში მიყვანილი;
ვ) ცენტრალური შესასვლელი კარი დამონტაჟებული
ზ) ელექტროგაყვანილობის ცენტრალური კომუნიკაციები ბინამდე მიყვანილი
4.2. გამყიდველს უფლება აქვს, მყიდველის მიერ თანხის სრულად გადახდისთანავე, გადასცეს
ძირითადი საკუთრების უფლება მყიდველს მშენებარე სახით, რაც ითვლება ვალდებულების
შესრულებულად გამყიდველის მხრიდან.
4.3. “მყიდველი” იღებს ვალდებულებას:
4.3.1. მშენებლობის პროცესში დაიცვას ობიექტზე დაწესებული უსაფრთხოების წესები;
4.3.2. გადაიხადოს ფართის საფასური ამ ხელშეკრულების მე-3 პუნქტის შესაბამისად;
4.3.3. არ დაარღვიოს ფასადების იერსახე, არ გადააადგილოს გარე კონტურის კედლები;
4.3.4. საკუთრების უფლებით გადაცემული ფართის თეთრი კარკასის კონდიციამდე მიყვანა (შავი
სარემონტო სამუშაოების დასრულება) დაასრულოს საკუთრების უფლების გადაცემიდან 4 (ოთხი)
თვის ვადაში
4.3.5. თავისი ხარჯებით შეასრულოს უძრავ ქონებაზე სამომავლო უფლებისა და ძირითადი
საკუთრების უფლების გადასვლის რეგისტრაციისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება.

5. ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობები

5.1. ხელშეკრულების საგანთან ერთად მყიდველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი


წესით გადადის წილი საერთო საკუთრებაზე.
5.2. საერთო საკუთრების რეგულირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5.3. საერთო საკუთრებას არ მიეკუთვნება ის ფართი, რომელიც საჯარო რეესტრში ინდივიდუალური
საკუთრების სახით რეგისტრირებულია გამყიდველის ან/და ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ.
5.4. მყიდველს არა აქვს უფლება გამყიდველს წაუყენოს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა რომელიმე
საერთო საკუთრების ფართის საჯარო რეესტრში ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციის გამო.

6.ფორს-მაჟორი

6.1. მხარეები თავისუფლდებიან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებიდან, თუკი ეს


გამოწვეულია გადაულახავი ძალით. გადაულახავი ძალა ნიშნავს ისეთ გარემოებებს რომლებიც არ
არსებობდნენ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, წარმოიშვნენ მხარეთა ნების გარეშე, რომლის
დადგომის და მოქმედების კონტროლი აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს, კერძოდ სტიქიური
უბედურებები, მიწისძვრები, საომარი მოქმედებები, მმართველობის ადგილობრივი, ცენტრალური და
სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები, რითაც შეუძლებელი ხდება ამ ხელშეკრულების
გათვალისწინებული მოქმედებების შესრულება. სამოქალაქო არეულობები. ასევე ყველა სხვა სახის
ქმედებები, მათ შორის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის საპატიო
მიზეზები, რომლებიც ზემოთ ხსენებული ქმედებების მსგავსად შეუძლებელს გახდიან ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებას _ მათ შორის მესამე მხარისაგან აღძრული სასამართლო დავა, რომლის
დროსაც შეიძლება სასამართლოს მიერ შეჩერებული იქნეს მშენებლობის წარმოება საქმის არსებითად
განხილვის დასრულებამდე.
6.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის გარემოებათა გამო
ვალდებულია ამის შესახებ ერთი თვის ვადაში (თუ ასეთი მოქმედება შესაძლებელია ფორსმაჟორული
გარემოების სპეციფიკიდან გამომდინარე) აცნობოს მეორე მხარე-ს წერილობით. შესაბამისად, ნაკისრი
ვალდებულების შესრულების დრო გადაწეული იქნება დაუძლეველი ძალის არსებობის ვადის
მოქმედების პერიოდით.
6.3. თუკი ფორსმაჟორული გარემოებები და მისი შედეგები გრძელდება ექვს თვეს და მყიდველი
მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე კონტრაქტის შეწყვეტისა და ურთიერთანგარიშსწორების
შესახებ. ამის შესახებ უნდა აცნობოს წერილობით გამყიდველს, რა დროსაც გამყიდველი იღებს
ვალდებულებას პირველ რიგში დაიწყებს კლიენტის მოძიებასა აღნიშნული მშენებარე საცხოვრებელი
ფართის გაყიდვისათვის და მხოლოდ მისი რეალიზაციისთანავე დაუბრუნებს მყიდველს მის
შემოტანილ ფულს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ხარჯების გამოკლებით

7. ხელშეკრულების შეწყვეტა

7.1. იმ შემთხვევაში, თუ “მყიდველი” ვერ შეძლებს მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას


ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში (იგულისხმება თანხის დაფართვის
გრაფიკით გათვალისიწინებული თანხის სრული ან ეტაპობრივი შენატანის დარღვევა) “გამყიდველი”
შეტყობინების გარეშე ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას და იწყებს ფართის გასხვისების
პროცედურას ახალი “მყიდველის” მოძებნით გზით.
7.2. “გამყიდველს” უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ
“მყიდველი“ დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ნებისმიერ
ვალდებულებებს.
7.3. მხარეები თანმხდებიან, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისა განხორციელდება მყიდველის
ინიციატივით ან ბრალეულობით, ნასყიდობის ღირებულების 20 %-ი რჩება გამყიდველს, ხოლო
დარჩენილი თანხა გადაეცემა მყიდველს მხოლოდ აღნიშნული ფართის რეალიზაციისა და თანხის
სრულად მიღების შემდგომ, ხუთი საბანკო დღის ვადაში.

8. განსაკუთრებული პირობები

8.1. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ


ვადაში.
8.2. ნებისმიერი ცვლილება და დამატება წინამდებარე ხელშეკრულებაზე, რომელიც დამოწმებულია
მხარეები-ს მიერ, ხელშეკრულების ყველა დანართი, ასევე მის შესრულებასთან დაკავშირებული
ნებისმიერი მიმოწერა და შეტყობინება წარმოადგენს მის განუყოფელ და შემადგენელ ნაწილს.
8.3. მხარეები მათ შორის წამოჭრილი ყველა პრობლემის მოგვარებას ეცდებიან მოლაპარაკების გზით,
წინააღმდეგ შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ნებისმიერი დავა
განსახილველად გადაეცემა სასამართლოს, მხარეები თანხმდებიან რომ პირველი ინსტანციის
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
8.4. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე
ეგზემპლარად თითოეული მხარისათვის, ქართულ ენაზე და ერთი ეგზემპლეარი წარედგინება საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს, ხოლო დანარჩენი გადაეცემა მხარეებს.

„გამყიდველი“

-------------------------------------------------------

„მყიდველი“

------------------------------------------------------

You might also like