You are on page 1of 6

ქ. თბილისი 22.01.2018წ.

წინარე ხელშეკრულება № 38
საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ

მუხლი 1. ხელშეკრულების მხარეები:


1.1 „მყიდველი“:
1.1.1 სახელი და გვარი: შორენა ყაველაშვილი
1.1.2 დაბადებული: 06.07.1978წ.
1.1.3 პირადი ნომერი: 25001000304
1.1.4 მისამართი: ქ. თბილისი, სანზონა,მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორია
1.1.5 ტელეფონის ნომერი: 577 92 52 25
1.1.6 ელექტრონული ფოსტა: sh.kavelashvili78@gmail.com
1.2 „გამყიდველი“:
1.2.1 სახელწოდება (საფირმო): შპს „ბაუსტარი მმ“
1.3 საიდენტიფიკაციო ნომერი: 404504639
1.3.1 საკორესპონდენციო (ფაქტობრივი) მისამართი: ქ. თბილისი, ე. მიქელაძის ქ. № 9ა
1.3.2 ტელეფონის ნომერი: 591 37 32 32; 596 04 09 09
1.3.3 ელექტრონული ფოსტა: baustar2015@gmail.com Baustarimm@gmail.com
1.3.4 წარმომადგენელი (ხელმომწერი პირი) დირექტორები:
1.3.4.1 სახელი და გვარი: ქრისტიან შარაშენიძე (პ/ნ 911121/8039)
1.3.4.2 სახელი და გვარი: ნატო ბერიკაშვილი (პ/ნ 13001058569)

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი:


2.1. ხელშეკრულების საგანია გამყიდველის ვალდებულება ააშენოს საცხოვრებელი კორპუსი მისამართზე:
ქ. თბილისი, ე. მიქელაძის № 9ა მდებარე მიწის ნაკვეთზე და გადასცეს “მყიდველს“ საკუთრების უფლება
მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ.

მუხლი 3. ქონება:
3.1 გასაყიდი ქონება არის სამომავლო, რადგან მისი აშენება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ
მდგომარეობაში მოყვანა მოხდება გამყიდველის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.

3.2 ქონების აღწერა:


მისამართი: ქ. თბილისი, ქ. თბილისი, ე. მიქელაძის ქ. № 9ა
მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 01.13.03.023.089
სადარბაზო: 1
სართული: 8
ბინა: № 36 (იხილეთ დანართი N1)
საერთო ფართი: 78,4 კვ.მ. (სამოცდათვრამეტი მთელი და ოთხი მეათედი) (ფართში ითვლება ბინის გარე
კონტურის შიდა პერიმეტრზე არსებული ფართი)

„გამყიდველი“ „მყიდველი“

/------------------------------/ /----------------------------/

/-----------------------------/

Page 1 of 6
3.3 ქონების კონდიციები:
ა) სადარბაზო და სახურავი დასრულებული;
ბ) კიბის უჯრედი და საფეხურები მოწყობილი;
გ) დამონტაჟებული მაღალი ხარისხის ორი ლიფტი (მათ შორის ერთი სატვირთო);
დ) ფასადი შეღებილი, მოაჯირები დამონტაჟებული (კიბის და აივნის);
ე) რკინის ცენტრალური კარი დამონტაჟებული(ქართული წარმოების მაღალი ხარისხის);
ვ) ელექტროენერგია, წყალი,გაზი კანალიზაცია მიყვანილი დგარებზე და ჩართული ქსელში;
ზ) ბინის გარე პერიმეტრზე ჩასმული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები ორმაგი მინაპაკეტით;
თ) შიდა ტიხრები ამოშენებული სურვილის შესაბამისად და გალესილ მდგომარეობაში (თ/კ);
ი) იატაკი - მოწყობილი და მოჭიმულ მდგომარეობაში (თ/კ).

მუხლი 4. ქონების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი:


4.1. გასაყიდი ქონების ღირებულებაა 55 664 (ორმოცდათხუთმეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) აშშ
დოლარის ექვივალენტი ლარში. თანხის გადახდა მოხდება შემდეგი გადახდის გრაფიკით:
- 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა მოხდება ხელშეკრულების
გაფორმებისას;
- 2018 წლის თებერვალში გადაიხდის 1000 (ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2018 წლის მარტში გადაიხდის 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
- 2018 წლის აპრილში გადაიხდის 2 000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2018 წლის მაისში გადაიხდის 1000 (ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2018 წლის ივნისში გადაიხდის 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2018 წლის ივლისში 2 000 (ორი ათასი )აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2018 წლის აგვისტოში გადაიხდის 1000 (ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2018 წლის სექტემბერში გადაიხდის 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2018 წლის ოქტომბერში გადაიხდის 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2018 წლის ნოემბერში გადაიხდის 1000 (ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2018 წლის დეკემბერში გადაიხდის 1000 (ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში;
- 2019 წლის იანვარში გადაიხდის 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში.
- დარჩენილ თანხას, რაც შეადგენს 29 664 (ოცდაცხრა ათასი ექვსას სამოცდაოთხი) აშშ დოლარის
ექვივალენტს ლარში, დაფარავს კორპუსის საცხოვრებლად ვარგისიან მდგომარეობაში მიყვანისთანავე.
- ნებისმიერი ანგარიშსწორება მოხდება ლარში, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ ლარის აშშ დოლართან მიმართებით დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით.

4.2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დაარღვევს გადახდის გრაფიკს (დარღვევად ჩაითვლება გადასახდელი


ვადის გადაცილება ან თანხის არასრული გადახდა) და ვერ შეძლებს დარღვევის აღმოფხვრას ან ახალი
შეთანხმების მიღწევას ხელშეკრულების დარღვევიდან 15 დღის ვადაში, ასეთ შემთხვევაში გამყიდველს
უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მყიდველის მიერ გადახდილი
თანხა დაუბრუნოს მყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

მუხლი 5. ქონების გადაცემის დრო და ადგილი:


5.1. ქონების გადაცემის ადგილია მისი ადგილსამყოფელი.

„გამყიდველი“ „მყიდველი“

/------------------------------/ /----------------------------/

/-----------------------------/

Page 2 of 6
5.2. სამუშაოების შესრულების ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:
5.2.1. სამუშაოების დასრულება მოხდება 2018 წლის დეკემბრამდე. მყიდველს არ აქვს უფლება წარუდგინოს
გამყიდველს რაიმე პრეტენზია მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით, თუ გამყიდველი მშენებლობას
დაასრულებს შესაბამისი უფლებამოსილების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან
შეთანხმებული პროექტითა და ნებართვით გათვალისწინებულ ვადაში.
5.3. სამუშაოების დასრულების და მყიდველის მიერ ქონების ღირებულების სრულად და ჯეროვნად
გადახდის შემდეგ, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა განხორციელდება „ძირითადი
ხელშეკრულების“ გაფორმებით, რომელსაც ხელს აწერს მყიდველი და გამყიდველი.

მუხლი 6. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები:


6.1. მხარეები ვალდებული არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულონ
ჯეროვნულად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.2 მყიდველი ვალდებულია:
6.2.1 მყიდველი ვალდებულია არ მოახდინოს გარე ფასადის თვითნებურად შეცვლა (ნებისმიერი ფორმით
შეცვლას).
6.2.2 მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს გაზის, წყლის და დენის აბონირების ხარჯები.
6.2.3. მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში შეათანხმოს ბინის
დაგეგმარება და ტიხრების ამოშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს ტიხრების
განლაგება განახორციელოს სამშენებლო პროექტის შესაბამისად.
6.2.4. მყიდველი ვალდებულია დაეთანხმოს გამყიდველს მასზედ, რომ მან საცხოვრებელი კორპუსის
ექსპლუატაციაში შესვლამდე საკუთარი შეხედულებით მოახდინოს მშენებარე კორპუსის პროექტის
ნებისმიერი სახით კორექტირება (საერთო სამშენებლო ფართის ან/და სართულიანობის შეცვლა და ა.შ.), რაც
არ გულისხმობს მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების შესაბამისად შესაძენი ქონების ფართის ცვლილებას
ან/და სართულიანობის შეცვლას, ასევე მის კორექტირებას განშლის ოქმში.
6.2.5 წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მყიდველი ადასტურებს , რომ საცხოვრებელი ბინის
მშენებლობის ფაქტობრივი დასრულების შემდეგ თანახმაა გააფორმოს დამატებითი ხელშეკრულება
სამომავლოდ მთლიან საცხოვრებელ კვარტალზე სერვისის მოწოდებასთან და მომსახურებასთან
დაკავშირებით: ლიფტის მომსახურება, სადარბაზოს დასუფთავება და კონტროლი, რეკრეაციული ზონის
მოვლა, პარკინგის დასუფთავება და კონტროლი, ვიდეო კამერებით მომსახურეობა და სხვა..). სერვისის
მომწოდებლები და ტარიფები დადგინდება და გადაწყდება მაცხოვრებლების საერთო კრებაზე.
6.2.6 მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს გამყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საზღაური და მიიღოს ნაყიდი ქონება ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
6.2.7 მყიდველი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული საცხოვრებელი ადგილის, ელ.
ფოსტის ან ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში 5 დღის ვადაში შეატყობინოს გამყიდველს,
წინააღმდეგ შემთხვევაში გაგზავნილი შეტყობინებები და წერილები ჩაითვლება მიღებულად.

6.3 გამყიდველი ვალდებულია:


6.3.1. გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს მე–3 მუხლით გათვალისწინებული ქონება
ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.

„გამყიდველი“ „მყიდველი“

/------------------------------/ /----------------------------/

/-----------------------------/

Page 3 of 6
6.3.2. გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისგან
თავისუფალი ქონება.
6.3.3. ნივთობრივი ნაკლის ქვეშ იგულისხმება, რომ ნასყიდობის საგანს არ გააჩნია რაიმე თვისება, რომლის
გამოვლინების შედეგად ადგილი ექნება მის დაზიანებას, განადგურებას, ღირებულების შემცირებას ან
გაუფასურებას;
6.3.4. უფლებრივი ნაკლის ქვეშ იგულისხმება, რომ ნასყიდობის საგანი არ არის სადავო, არ არის აღძრული
სარჩელი მესამე პირის მიერ ნასყიდობის საგანზე საკუთრების ან სხვა (მფლობელობის, სარგებლობის)
უფლების მოპოვების მოთხოვნით.
6.3.5. გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მყიდველის მიერ
ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.

მუხლი 7. ხელშეკრულების მოქმედება:


7.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე, და მოქმედებს თითოეული
მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად
შესრულებამდე.
7.2. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე ღირებულების სრულ
გადახდამდე
7.2.1. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გამყიდველს წერილობით შეატყობინებს ხელშეკრულების დარღვევის
შესახებ 4.2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე, მყიდველს გადახდილი თანხა დაუბრუნდება
სრულად, მხოლოდ ბინის ხელმეორედ გაყიდვის შემდეგ, ახალი მყიდველის მიერ გამყიდველისთვის
თანხების გადახდის შესაბამისად).
7.2.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება 4.2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში,
მყიდველს გადახდილი თანხა (8.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გამოკლებით)
აუნაზღაურდება მხოლოდ ბინის ხელმეორედ გაყიდვის შემდეგ, ახალი მყიდველის მიერ
გამყიდველისთვის თანხების გადახდის შესაბამისად.
7.3. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება შეწყდა 4.2 პუნქტის მიხედვით, გამყიდველი არ არის ვალდებული
აუნაზღაუროს მყიდველს საკუთარი სახსრებით შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

მუხლი 8. მხარეთა პასუხიმგებლობა:


8.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს წინამდებარე
ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი
შესრულება.
8.2. მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის ან მე-4 მუხლის
შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველს აქვს უფლება მოსთხოვოს მყიდველს პირგასამტეხლო 4.1
დარჩენილი თანხის 10%-ის ოდენობით.
8.3. მხარეები ერთმანეთს შეტყობინებას უგზავნიან ელ-ფოსტით ან/და ხელშეკრულებაში მითითებულ
მობილური ტელეფონის ნომერზე გზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
8.4 ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით გაგზავნილი ინფორმაცია
ჩაბარებულად ითვლება, თუ ინფორმაცია გაგზავნილია ხელშეკრულების 1.1.5 და 1.1.6 . მუხლში
მითითებულ მისამართზე და გამგზავნს არ უბრუნდება ავტომატური შეტყობინება ელექტრონული
გზავნილის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ.

„გამყიდველი“ „მყიდველი“

/------------------------------/ /----------------------------/

/-----------------------------/

Page 4 of 6
8.5 მხარე უფლებამოსილი არ არის სადავო გახადოს ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური
შეტყობინების მიღების/მიუღებლობის ფაქტი, თუ ასეთი გზავნილი შესრულებულია 8.3 და 8.4 პუნქტებით
დადგენილი წესით, ვინაიდან, მხარე თვითონ უთითებს ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის
სასურველ მისამართს, თვითონ აქვს წვდომა შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფასთან და თვითონ
განსაზღვრავს პირებს, რომლებიც მართავენ ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო ნომრის შესაბამის
ანგარიშებს.

მუხლი 9. ფორს-მაჟორი:
9.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების სრული და ნაწილობრივი
შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
9.2. „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომელიც არ არსებობდნენ წინამდებარე
ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ
თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, კერძოდ; წყალდიდობა, მიწისძვრა, ომი და საომარი მოქმედებები,
სამთავრობო ორგანოების მოქმედება, დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების მიღებისა და
ცვლილებებთან, რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივ
სტატუსს და რეჟიმს.აგრეთვე სხვა ისეთი გარემოებები (ნებისმიერი) , რომელიც არ არის დამოკიდებული
მხარეთა ნებაზე და რომელიც ზღუდავს ან აბრკოლებს ვალდებულებების შესრულებას.
9.3. თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებამ უშუალოდ იმოქმედა ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების ვადაზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროს
თანაბარზომიერად გაიზრდება.
9.4. თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გრძელდება ერთ თვეზე მეტხანს მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ
ხელშეკრულების ბედი. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ კომპრომისულ შეთანხმებას, დავას განიხილავს
სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან კერძო არბიტრაჟი მხარეთა
შეთანხმებისამებრ.

მუხლი 10. დავები:


10.1. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება
გადაწყდება მოლაპარაკების გზით.
10.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად ან კერძო არბიტრაჟი მხარეთა შეთანხმებით.

მუხლი 11. დამატებითი დებულებები:


11.1. მყიდველი ცნობად იღებს, რომ გასაყიდ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული
იქნება საერთო ფართი. ასევე შესაძლებელია, რომ ამონაწერში დაფიქსირებულ საერთო ფართსა და
ხელშეკრულებაში ჩაწერილ ფართს შორის იყოს სხვაობა. თუ ამონაწერში დაფიქსირებული ფართი
ხელშეკრულებაში ჩაწერილ ფართზე მეტია,მაშინ მყიდველი თანახმაა შესაბამისად დაამატოს ზედმეტი
ფართის ღირებულება.
11.2. მყიდველი ცნობად იღებს, რომ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ბინის ფასი შესაძლოა შეიცვალოს
ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში

„გამყიდველი“ „მყიდველი“

/------------------------------/ /----------------------------/

/-----------------------------/

Page 5 of 6
11.3. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2
იდენტურ ეგზემპლარად. ერთი ინახება გამყიდველთან, ერთი მყიდველთან.
11.4. ყოველი ცვლილება და დამატება წინამდებარე ხელშეკრულებაში ნამდვილია, მისი წერილობითი
გაფორმებისა და მხარეთა ხელმოწერის შემთხვევაში, რომელიც შეადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ
ნაწილს.
11.5. მყიდველი და გამყიდველი ადასტურებენ რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას საფუძვლად არ უდევს
რაიმე სახის იძულება ან/და მუქარა, მხარეები დეტალურად გაეცნენ ხელშეკრულების ტექსტს, ეთანხმებიან
ხელშეკრულების შინაარსს და სურთ მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა დარეგულირდეს სწორედ
წარმოდგენილი სახით. ყოველივე ამის დასტურად, მხარებმა გონივრული განსჯის შედეგად გამოვლენილი
თავისუფალი ნების საფუძველზე ხელი მოაწერეს წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტს, მასში
მითითებულ დროს და ადგილას.

მუხლი 12. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა:


„გამყიდველი“ დირექტორები : „მყიდველი“
შპს „ბაუსტარი მმ“ ქრისტიან შარაშენიძე სახელი გვარი
ს/კ 404 504 639 ნატო ბერიკაშვილი შორენა ყაველაშვილი

სს „ტერა ბანკი“
ბანკის კოდი: TEBAGE22
ა/ნ: GE07 KS00 0000 0360 5003 18

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“


ბანკის კოდი: UGEBGE22
ა/ნ: GE34 VT11 0000 0000 1336 05

სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი : BAGAGE22
ა/ნ: GE23 BG00 0000 0684 4355 00

სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი : TBCBGE22
ა/ნ: GE45 TB70 5813 6050 1000 02

„გამყიდველი“ „მყიდველი“

/------------------------------/ /----------------------------/

/-----------------------------/

Page 6 of 6

You might also like