You are on page 1of 5

ქირავნობის ხელშეკრულება

Შევსების თარიღი ,,----” ,, ,,-----” 2022 წელი

Ჩვენ ქვემო ხელისმომწერნი ერთის მხრივ ---------------------------------- (შემდგომში

,,გამქირავებელი”) და მეორეს მხრივ ---------------------------------------


( შემდგომში ,,დამქირავებელი”) ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

Მუხლი1. Ხელშეკრულების საგანი:

1. Გამქირავებელი ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს დროებით სარგებლობაში


წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღწერილი უძრავი ნივთი, მისცეს მას
საშუალება ისარგებლოს უძრავი ნივთით წინამდებარე ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.
2. Დამქირავებელი , თავის მხრივ ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს
წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებული ქირა.

Მუხლი 2. ქირავნობის ობიექტი:

Წინამდებარე ხელშეკრულებით დროებით სარგებლობაში გადადის გამქირავებლის

კუთვნილი --------- კვ.მ ბინა მდებარე --------------------------------------------------------------

Მუხლი 3. ხელშეკრულების ვადა:

Წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია _____________ ვადით 2022 წლის ------------- დან

2023 ---------------- მდე.

Მუხლი 4. ხელშეკრულების ძალაში შესვლა:

Წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.


Მუხლი 5.ფართის გადაცემა:

Გამქირავებელი ვალდებულია გადასცეს დამქირავებელს ფართი წინამდებარე


ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე.

Მუხლი 6. ქირა, ანგარიშწორების პირობები:

Წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ქირა


განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

1. Ქირის ოდენობა შეადგენს -------------------------- ლარს ყოველთვიურად.


2. Ანგარიშწორება წარმოების ყოველი თვის ბოლოს.

Მუხლი 7. ფართის ხარისხი, გამქირავებლის გარანტია, დამქირავებლის მიერ გამქირავებლის


გაფრთხილება და ზიანის ანაზღაურება:

1. Გამქირავებელი აცხადებს, რომ ფართი უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლოა .


2. ,,უფლებრივად უნაკლო” ფართის ქვეშ მხარეები გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს
არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები დამქირავებელს ფართის გამო. ,, ნივთობრივად
უნაკლო” ფართის ქვეშ მხარეები გულისხმობენ იმას, რომ ფართი ვარგისია
ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
3. Გამქირავებელი აცხადებს აგრეთვე , რომ წინამდებარე ხელშეკრულების დადების
მომენტისათვის ფართი არ არის გაქირავებული ( იჯარით გადაცემული) ,
გასხვისებული ან დატვირთული.
4. Თუ ფართს აღმოაჩნდება ნაკლი ან წინასწარ გაუთვალისწინებელი საფრთხისგან
ფართის დასაცავად საჭირო იქნება აუცილებელი ზომების მიღება ან მესაე პირი
განაცხადებს თავის უფლებებს მასზე, მაშინ დამქირავებელმა ამის შესახებ
დაუყონებლივ უნდა აცნობოს გამქირავებელს, რომელმაც თავის მხრივ ყოველი ღონე
უნდა იხმაროს ამ გარემოების თავიდან ასაცილებლად.
5. Თუ ფართის ნაკლის გამო დამქირავებელს მიადგა ზიანი, გამქირავებელი
ვალდებულია აანაზღაუროს ასეთის ზიანი.

Მუხლი 8. ფართის მოვლა:

1. Დამქირავებელი ვალდებულია გამოიყენოს ფართი პირდაპირი დანიშნულებით და


იზრუნოს მისი სათანადოდ მოვლისთვის.
2. Სათანადოდ მოვლაში იგულისხმება:

ა. ფართის სისტემატური დასუფთავება.

ბ. სან. Ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა.

Მუხლი. 9 დამქირავებლის პასუხისმგებლობა ფართის დაზიანებისა თუ გაუარესებისათვის.

1. Დამქირავებელი პასუხს აგებს მომხდარი ხანძრისათვის გარდა იმ


შემთხვევებისა,როდესაც :

ა. ხანძარი გამოწვეულია შემთხვევითი გარემოებებით.

ბ. დაუძლეველი ძალით

გ. ელექტროენერგიის, მიზეზით.

დ. ხანძარი გადმოვიდა მეზობელი ფართიდან ან სახლიდან.

Მუხლი 10. Პასუხისმგებლობა

Მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების


შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.

Მუხლი 11. Ფართის დაბრუნების ვალდებულება.

1. Დამქირავებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ


დაუბრუნოს ფართი გამქირავებელს.

Მუხლი 12. ფორს -მაჟორი

1. Წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება


დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში. Მხარეები თავისუფლდებიან
პასუხისმგებლობისგან ვალდებულების სრული და ნაწილობრივი
შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის
დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულება.
2. ,,დაუძლეველი ძალის ” ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდა
წინამდებარე ხელშეკრულებების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და
ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ,
კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა ,აფეთქებები, ხანძარი, ავარია, ომი, და საომარი
მოქმედებები, ბლოკადა, გაფიცვები, კანონმდებლობის ცვლილებები და სხვა
გარემოებები.
Მუხლი 13. Ხელშეკრულების შეწყვეტა.

1. Წინამდებარე ხელშეკრულება წყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე.

ბ. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ნებისმიერ დროს

გ. დამქირავებლის მიერ ფართზე საკუთრების უფლების მოპოვებით.

დ. ფართის სრული განადგურებით.

ე. სამოქალაქო კანონით დადგენილ ვალდებულების შეწყვეტის სხვა შემთხვევებში.

ვ. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები


ვალდებულნი არიან მოახდინონ ხელშეკრულების ფაქტობრივი მოქმედებიდან გამომდინარე
ურთიერთანგარიშწორება.

Მუხლი 14. Დამატებითი დებულებები

1. Წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ორ ეგზემპლარად. Ერთი ეგზემპლარი


ინახება გამქირავებელთან, ერთი- დამქირავებელთან, ორივე ეგზემპლარს თანაბარი
იურიდიული ძალა აქვს .
2. Მხარეთა შორის წარმოქმნილი ყველა დავა მხარეთა მიერ გადაწყდება
ურთიერთშეთანხმების გზით, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, დავა გადაწყდება
სასამართლოს გზით.
3. Მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებაში
შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
Გამქირავებელი დამქირავებელი

_________________________________________ _______________________________

Პირადობის მოწმობის Პირადობის მოწმობის

პირადი ნომერი ---------------------------------- პირადი ნომერი --------------------

Პირადობის მოწმობის N ------------------------- პირადობის მოწმობის N ------------

Გამქირავებლის დამქირავებლის

Ხელმოწერა : ხელმოწერა :

You might also like