You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 288. მესაკუთრის იპოთეკა


თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა, არ წარმოშობილა,
იგი ქარწყლდება ან გადადის უძრავი ნივთის მესაკუთრეზე, მაშინ იპოთეკაც გადადის
ამ უკანასკნელზე (მესაკუთრის იპოთეკა).

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა ადგენს იპოთეკის ერთ-ერთ სახეს - მესაკუთრის იპოთეკის წარმოშობის 1
საფუძვლებს და მისი მიზანია იპოთეკის საგნის მესაკუთრის დაცვა იმ შემთხვევაში,
როდესაც მიუხედავად იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა
უზრუნველყოფილი მოთხოვნა არ წარმოიშობა, უქმდება ან გადადის იპოთეკის საგნის
მესაკუთრეზე.

II. მესაკუთრის იპოთეკა

ვინაიდან იპოთეკა აქცესორული უფლებაა, იგი შეიძლება არსებობდეს და ეკუთვნოდეს 2


მხოლოდ იმ პირობით, რომ არსებობს მის მიერ უზრუნველყოფილი მოთხოვნა. თუ
იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა არ წარმოიშობა, მოგვიანებით უქმდება ან
გადადის იპოთეკის საგნის მესაკუთრეზე, ფორმალური იპოთეკარი არ არის „ღირსი“,
ჰქონდეს იპოთეკის უფლება და (მითუმეტეს) - განახორციელოს მისგან გამომდინარე
უფლებამოსილებები. შესაბამისად, კანონმა მოახდინა რეაგირება აღნიშნულ
სიტუაციაზე და დაადგინა, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრეზე გადადის იპოთეკის
უფლება საკუთარ უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, კრედიტორს აღარ აქვს იპოთეკა
მიუხედავად საჯარო რეესტრში ამის შესახებ რეგისტრაციისა.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like