You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 303. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნაყოფი


უძრავ ნივთზე აუქციონის გამოცხადებიდან ან სასამართლოს გადაწყვეტილების
მიღებიდან მესაკუთრე კარგავს უფლებას, დაიტოვოს ნივთის ნაყოფი.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა განსაზღვრავს იპოთეკის საგნის რეალიზაციისას ნაყოფის იურიდიულ 1
ბედს და მისი მიზანია იპოთეკარის ინტერესების დაცვა აუქციონის გამოცხადებიდან ან
სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან იპოთეკის საგნის ნაყოფის მიღებაზე
უფლების მინიჭებით.

II. იპოთეკის საგნის ნაყოფის იურიდიული ბედი

იპოთეკის მოქმედების პერიოდში, როგორც წესი, იპოთეკის უფლება არ ვრცელდება 2


იპოთეკის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე (293); თუმცა იპოთეკის საგანზე აუქციონის
გამოცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მესაკუთრე
ყველა შემთხვევაში კარგავს ნაყოფის მიღების უფლებას.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like