You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 285. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები


1. გირავნობის საგნის რეალიზაციით შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება,
გარდა 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის არამართლზომიერი რეალიზაციის შემთხვევაში
შემძენი იძენს საკუთრების უფლებას, თუ იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს გირავნობის საგნის გირავნობის საგნის მართლზომიერი და 1
არამართლზომიერი რეალიზაციის შედეგებს და მათი მიზანია გირავნობის საგნის
შემძენის ინტერესების დაცვა გირავნობის საგნის, როგორც წესი, დაუტვირთავად
შეძენის სანქციონირებით.

II. გირავნობის საგნის მართლზომიერი რეალიზაციის შედეგი

გირავნობის საგნის მართლზომიერი რეალიზაციის შედეგია მასზე საკუთრების 2


უფლების გადასვლა შემძენზე, ხოლო თავად გირავნობის უფლება უქმდება. შემძენი
გირავნობის საგანს იძენს, როგორც წესი, დაუტვირთავად, თუმცა, ამ წესიდან არსებობს
გამონაკლისიც, კერძოდ, გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ მოგირავნეთა
უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის
განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას (279 IV).

III. გირავნობის საგნის კეთილსინდისიერი შეძენა

არამართლზომიერი რეალიზაციის შემთხვევაშიც შემძენი იძენს საკუთრების უფლებას 3


იმ პირობით, რომ იგი არამართლზომიერი რეალიზაციის ფაქტის მიმართ
კეთილსინდისიერია ანუ მან არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა არამართლზომიერი
რეალიზაციის ფაქტის შესახებ (285 II).

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like