You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 268. მოგირავნის უფლებების დაცვა


თუ მოგირავნეს ხელი შეუშალეს თავისი უფლებების განხორციელებაში, მას შეუძლია
იგივე უფლებები გამოიყენოს, რაც მესაკუთრემ.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმის რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა ადგენს გირავნობის უფლების დაცვის პრინციპებს და მისი მიზანია 1
მოგირავნის ინტერესების დაცვა ამ უკანასკნელისათვის საკუთრების უფლების
დაცვითი სარჩელების წარდგენის უფლების მინიჭებით.

II. გირავნობის უფლების დაცვა

სხვა სანივთო უფლებების მსგავსად, გირავნობის უფლება დაცულია კანონით 2


ნებისმიერი დამრღვევი პირისაგან საკუთრების უფლების დაცვითი სარჩელებით (172 I,
II). მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში მოგირავნეს გირავნობის საგანზე თავისი
მფლობელობის დასაცავად შეუძლია ისარგებლოს ასევე მფლობელობითი დაცვის
სარჩელებითაც 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like