You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

მუხლი 258. რეგისტრირებული გირავნობა


1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების
წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის
უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის
მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.
2. გარიგებაში უნდა აღინიშნოს:
ა) მისი შედგენის თარიღი;
ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;
გ ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური
ნიშნებით აღწერა იმგვარად , რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა. თუ გირავნობის
საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება, თუკი მხარეთა
შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და
მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს
უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
3. გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით.
31. ფინანსურ გირაოსთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „საგადახდო
სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის
აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით
განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ
პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.
ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების
მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:
ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში
უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;
ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო
საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული
დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-
სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების
რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 2


1.მუხლის ნორმების რეგულირების საგანი .......................................................................................... 2
2.ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია.................................................................................... 2
II. რეგისტრირებული გირავნობის დადგენა .............................................................................................. 2
III. სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ
საშუალებაზე გირავნობის დადგენა ................................................................................................................. 3
IV. ფინანსური გირაო ....................................................................................................................................... 3

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების რეგულირების საგანი


1 მუხლის ნორმები არეგულირებს რეგისტრირებული გირავნობის დადგენის წესს, მათ
შორის, - სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე
ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის დადგენისა და რეგისტრაციის ზოგად წესებს.
გარდა ამისა, მუხლში მოცემულია მითითება ფინანსურ გირაოზე, რომელიც
რეგულირდება 2012 წლის 25 მაისს მიღებული №6304 კანონით „საგადახდო სისტემისა
და საგადახდო მომსახურების შესახებ“.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


2 მუხლის თავდაპირველი რედაქცია არაერთხელ შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30
ივნისის №1826 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ მუხლის ტექსტი
შეიცვალა კიდევ შვიდჯერ, რაც ძირითადად უკავშირდებოდა, ერთი მხრივ, სანოტარო
წესით გარიგების დამოწმების აუცილებლობის გაუქმებას, მეორე მხრივ, სატრანსპორტო
საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე
გირავნობის დადგენის სპეციალური წესის დადგენას და, მესამე მხრივ, - ფინანსურ
გირაოს შესახებ ნორმის დამატებას.

II. რეგისტრირებული გირავნობის დადგენა

3 რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში მოგირავნის ან მესამე პირის


მფლობელობაში მოძრავი ნივთის გადაცემა საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში
პუბლიკაცია მიიღწევა გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში (სატრანსპორტო
საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე
გირავნობის შემთხვევაში - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის გზით.

4 გირავნობის დადგენის შესახებ შეთანხმება (ხელშეკრულება) უნდა დაიდოს


წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

- ხელშეკრულების დადების თარიღი;

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

- მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;


- გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა;
- უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და
მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს
უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

გირავნობის უფლება წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან. 5

III. სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე


ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის დადგენა

სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ 6


საშუალებაზე გირავნობის დადგენის მიმართ გამოიყენება რეგისტრირებული
გირავნობის მომწესრიგებელი ნორმები იმ სპეციფიკით, რომ სატრანსპორტო
საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე
დადგენილი გირავნობის რეგისტრაცია ხორციელდება სსიპ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. სატრანსპორტო საშუალებას
მიეკუთვნება შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის
ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია და ელექტროძრავიანი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური
გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია („საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე ტექნიკურ საშუალება კი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე
ჩასაბმელ და მასთან ერთად ექსპლუატაციისათვის განკუთვნილ დამხმარე ტექნიკურ
საშუალებას (მოწყობილობას), რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო,
სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად („საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 70-ე პუნქტი). რეგისტრაციის წესი განისაზღვრება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის,
ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებით.

IV. ფინანსური გირაო

ფინანსური გირაოს შემთხვევაში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად 7


გამოყენებულია ფინანსური ინსტრუმენტები ან ანგარიშზე რიცხული ფულადი
სახსრები. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრულ პირებს
შორის, რომლებსაც წარმოადგენენ საქართველო, საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების აგენტი,
ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი, უცხოური ცენტრალური ბანკი, უცხოური
ფინანსური ინსტიტუტი ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, თუმცა,
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე
3
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

შეიძლება ასევე იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, თუ მეორე მხარე კომერციული


ბანკია. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება იდება წერილობით და მოგირავნეს ან მის
მიერ უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს ფინანსური გირაოს საგნის ფლობის ან
კონტროლის შესაძლებლობა. რომელიმე მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია
აუცილებელი არ არის. ფინანსური გირაოს ერთი და იგივე საგნის რამდენჯერმე
დაგირავება დაუშვებელია. ფინანსური გირაოს მიმართ გამოიყენება 2012 წლის 25
მაისის №6304 კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“.

4
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like