You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი

თუ მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთი


მალფუჭებადია, ან მას გაუფასურება მოელის, ანდა მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის
დაკავშირებული, მხარე, რომელსაც ეკისრებანივთის შენახვა, ვალდებულია იგი
გაყიდოს 503-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

I. ზოგადად
504-ე მუხლი 503-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას განავრცობს და მე-500 და 1
501-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობების არსებობისას ნივთის გაყიდვის
ვალდებულებას აკისრებს მხარეს იმ შემთხვევაში, თუ ნივთი მალფუჭებადია ან მას
გაუფასურება მოელის, ანდა შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

შემადგენლობა არსებითად განსხვავდება სკ-ის 503-ე მუხლით გათვალისწინებული 2


მოწესრიგებისაგან იმით, რომ ნივთის შენახვის ვალდებულების მქონე მხარეს, 504-ე
მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო წინაპირობების არსებობისას, აქვს
ნივთის გაყიდვის ვალდებულება და არა მხოლოდ უფლებამოსილება.

II. შემადგენლობა
504-ე მუხლი, ვენის ნასყიდობის კონვენციის 88-ე მუხლის მსგავსად, ითვალისწინებს 3
ალტერნატივებს, როდესაც მხარე ვალდებულია გაყიდოს ნივთი. ასეთი ვალდებულება
წარმოიშობა, თუ ნივთი მალფუჭებადია, ან მისი შენახვა დიდი ხარჯებთან არის
დაკავშირებული. ვენის ნასყიდობის კონვენციისაგან განსხვავებით, 504-ე მუხლი
ითვალისწინებს დამატებით შემთხვევას, როდესაც ნივთს მოელის გაუფასურება.

1. მალფუჭებადი
მალფუჭებად ნივთებში, როგორც წესი, საყოფაცხოვრებო საქონელი მოიზარება.1 4
მალფუჭებადია ნივთი, რომელიც ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე, დროის
მოკლე მონაკვეთში ფუჭდება, ანუ კარგავს მის გამოყენებისთვის აუცილებელ
თვისებებს.2 ვენის ნაყიდობის კონვენციის ფარგლებში მხოლოდ ნივთის ეკონომიკური
ღირებულების გაუარესება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ნივთი მალფუჭებადად
ჩაითვალოს.3

2. მოსალოდნელი გაუფასურება
ნივთის გაუფასურების მოსალდნელობა, ვენის ნასყიდობის კონვენციისაგან 5
განსხვავებით, დამოუკიდებელ ალტერნატივად განიხილება 504-ე მუხლის
შებადგენლობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნივთის საბაზრო ღირებულება
არსებითად მცირდება. ვენის ნასყიდობის სამართალში ასეთი გარემოების არსებობა
მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სავალდებულო გაყიდვის წინაპირობად, თუ მისი შენახვის

1 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 6.


2 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 10.
3 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 10.

1
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

ხარჯები ცდება მის ღირებულებას.4 ასეთ დათქმას არ ითვალისწინებს 504-ე მუხლი,


შესაბამისად დასაფიქრებელია, როგორ უნდა შეფასდეს ნივთის გაუფასურების
მოლოდინი და რამდენად არსებითი უნდა იყოს ნივთის ღირებულების გაუფასურება,
რომ შემთხვევა 504-ე მუხლის მოწესრიგების ქვეშ მოექცეს. შესაძლებელია,
მიზანშეწონილი იყოს ამ წინაპირობის კონვენციის შესაბამისად განმარტება.

3. შენახვის დიდი ხარჯები


6 „დიდი ხარჯების“ შეფასება ცალკეული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით
უნდა მოხდეს. კერძოდ, დასადგენია, თუ რამდენად თანაზომიერია შენახვის ხარჯები
ნივთის ღირებულებასთან. ხარჯები უდავოდ „დიდად“ ჩაითვლება, როდესაც შენახვის
ხარჯები ნივთის ღირებულას აღემატება.5

7 4. შეტყობინება
მხარეს, 503-ე მუხლისაგან განსხვავებით, არ ეკისრება შეტყობინების ვალდებულება.
მიუხედავად ამისა, ასეთი ვალდებულება, როგორც არაძირითად ვალდებულება, მხარეს
უნდა დაეკისროს ზოგადი წესების შესაბამისად. იგი გამომდინარეობს 316-ე მუხლის მე-
2 ნაწილიდან იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია განსაკუთრებული დამატებითი
დანახარჯის გარეშე.6 ასეთ დათქმას ითვალისწინებს ვენის ნასყიდობის კონვენციის 88-ე
მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანხმად, იმ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია, მხარე
ვალდებულია, შეატყობინოს ნივთის გაყიდვის შესახებ მეორე მხარეს. შესაძლებლობის
შეფასება ხორციელდება ნივთის გაფუჭებისა თუ გაუფასურების საფრთხესთან
ურთიერთმიმართებით, ასევე, თუ შეტყობინების განხორციელებით არ წარმოიშობა
დამატებითი არათანაზომიერი ხარჯები.7

5. გაყიდვა
8 გაყიდვის მართლზომიერება ფასდება 503-ე მუხლის მსგავსად. თუმცა, ნივთის
მალფუჭებადობის, გაუფასურებისა თუ ხარჯების გაზრდის რისკის გათვალისწინებით,
504-ე მუხლის მოთხოვნასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით ნივთის
გასხვისება მართლზომიერად და თანაზომერად შეიძლება ჩაითვალოს.8 მხარე
ვალდებულია, არ მოაკლოს ძალისხმევა, გაასხვისოს ნივთი შეძლებისდაგვარად კარგი
პირობებით.9

9 ვენის ნასყიდობის კონვენციით გათვალისწინებული მოწესრიგების თანახმად, მხარე


ვალდებულია, შეეცადოს, მიიღოს ზომები ნივთის გასაყიდად, თუმცა მას პირდაპირი
ვალდებულება არ აკისრია. აღნიშნული გამართლებულია და, შესაბამისად,
სასურველია 504-ე მუხლის ფორმულირება სწორედ ამგვარად განიმარტოს, ვინაიდან
მხარე ვალდებულია, მიიღოს ზომები ნივთის გაყიდვის მიზნით,10 თუმცა ნივთის

4 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 6.


5 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 11.
6 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 12.

7 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 7.

8 Saenger, Beck OK BGB, Art. 88 CISG, Rn. 8.

9იქვე.
10შდრ. ვენის ნასყიდობის კონვენციის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადება „თუ საქონელი
მალფუჭებადია ან თუ მისი შენახვა იწვევს არაგონივრულ ხარჯებს, იმ მხარემ, რომელიც ვალდებულია
2
სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 1 აპრილი, 2016

გაყიდვის ვალდებულება მას არათნაზომიერ რისკად დააწვებოდა. ასეთი მიდგომა


გამართლებულია განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული
ვალდებულების დარღვევა შესაბამის მოთხოვნებს წარმოშობს მეორე მხარისათვის.11

III. სამართლებრივი შედეგები


504-ე მუხლი არ ითვალისწინებს სამართლებრივ შედეგებს 504-ე მუხლის 10
წინაპირობების არსებობის ან მისი დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, უნდა
გავრცელდეს 503-ე მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, მხარე რომელიც ვალდებულია
გაასხვისოს ნივთი, უფლებამოსილი იქნება, დაიკმაყოფილოს მიღებული საფასურით
მის მიერ გაღებული ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯები. დარჩენილი თანხა კი
დაუბრუნოს მეორე მხარეს (შდრ. 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის კომენტ.).

გაყიდვის ხარჯებში მოიაზრება ნივთის ტრანსპორტირების, შუამავლობის და ნივთის 11


გასხვისებასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ხარჯები.12

მხარის მიერ 504-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის 12


შემთხვევაში, ის პასუხს აგებს ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული
ზოგადი წესების შესაბამისად.

შეინახოს საქონელი 85-ე და 86-ე მუხლების შესაბამისად,უნდა განახორციელოს გონივრული


ღონისძიებები მის გასაყიდად.“
11 შდრ. MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 13.

12 MüKo/Huber, BGB, 7. Aufl, 2016, Art. 88 CISG, Rn. 16.

3
სოფიო ჩაჩავა

You might also like