You are on page 1of 7

იურიდიული ფაკულტეტი

ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი ფინალური გამოცდა - 36 ქულა (წერის


ხანგრძლივობა 5 საათი და 30 წუთი)

პედაგოგი: ასოც. პროფ. ნათია ჩიტაშვილი

ნაშრომზე მიუთითეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სემინარის ხელმძღვანელი


ნაშრომი გაუგზავნეთ სემინარის ხელმძღვანელს ელექტრონულ მისამართზე 6 ივლისის 16:40
საათამდე.

გიორგი მანქანებით მოვაჭრე ფირმის ,,დავითი და მეგობრები“ სარეკლამო ბუკლეტში


ამოიკითხავს, რომ ფირმას ჩამოჰყავს საოცნებო მანქანები უცხოეთიდან ორი თვის ვადაში,
შერჩეული მანქანის საფასურის ოდენობის ნახევრის წინასწარი გადახდით. გიორგი, რომელიც
გადაწყვეტს დიდი ხნის ოცნება აიხდინოს, მიმართავს ფირმას განცხადებაში მითითებულ
მისამართზე. ის დიდხანს ათვალიერებს ფირმის წარმომადგენლის დავითის მიერ შემოთავაზებულ
კატალოგს და ბოლოს არჩევანს აკეთებს 1999 წლის ლურჯ მერსედეს ბენცზე c-220 მოცემული
მონაცემებით – გარბენი_67000კმ, ძრავის მოცულობა_2,2ლ. შემოთავაზებულ ფასად 12000 აშშ
დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება იდება 1 მარტს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია
ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო, სხვა ვალდებულებები მხარეებს არ აქვთ
შეთანხმებული. მანქანის საკუთრებაში გადაცემა უნდა განხორციელდეს 1 მაისს. გიორგი
განუმარტავს კომპანიას, რომ ის 1 მაისს მანქანა უნდა გასცეს იჯარით შემოსავლის მიღების მიზნით
თვეში 500 ლარად.

ერთ თვეში, 1 აპრილს გიორგი არასახარბიელო ინფორმაციას შეიტყობს. მის შერჩეულ ფირმას
სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და საოცნებო მანქანების მოლოდინშიც არაერთია
იმედგაცრუებული. დაეჭვებული გიორგი შიშობს, რომ ვერ მიიღებს მანქანას დათქმულ დროში,
შეშფოთებული უკავშირდება დავითს და სთხოვს, სასწრაფოდ უზრუნველყონ მისთვის მანქანის
ჩამოყვანა (შესრულების ვადაზე ადრე მოთხოვნა), წინააღმდეგ შემთხვევაში ის უარს იტყვის
ხელშეკრულებაზე (ვადაზე ადრე ხელშეკრულებიდან გასვლა). დავითი უცხადებს გიორგის, რომ
ფირმის მიერ დათქმული დრო არ გასულა და რომ ფირმა მერსედეს ბენცს ჩამოიყვანს ზუსტად
დათქმული დღისთვის მისი განმარტებით, ფირმის გადახდისუუნარობა დადასტურებული არ
არის და გიორგის ეჭვის საფუძველი არ აქვს. დავითი აქვე უთითებს, რომ თუკი ჩქარობს, მაშინ
გამოსავალს შესთავაზებს - შეთანხმებული მერსედესის ნაცვლად შეიძინოს გამოფენაზე
გამოტანილი იმავე ღირებულების ჯიპი, მიცუბიში მონტერო, რომელიც ჩამოყვანილიცაა და
განბაჟებულიც. მაგრამ გიორგი ამაზე თანახმა არ არის, რადგან მისი საოცნებო მანქანა მერსედესია
(სხვა შესრულების მიღების ვალდებულება არსებობს, თუნდ მაღალი ღირებულების მქონესი?).

1 მაისს კომპანია ატყობინებს გიორგის, რომ მანქანის მიწოდებას დასჭირდება კიდევ 30 დღე,
რადგან მანქანა შესყიდვის ქვეყნიდან უკვე გამოგზავნილია. გიორგი თანხმდება დამატებითი
ვადის დანიშვნას, რადგან ახალი მანქანის ჩამოყვანას უფრო დიდი დრო დასჭირდება და შედეგად
უფრო დიდი ხნით დაყოვნდება მისთვის შემოსავლის მიღება მანქანის იჯარით გაცემის
შეუძლებლობის საფუძველზე.

30 მაისს ჩამოყვანილი მერსედეს ბენცი გიორგის სპეციალისტთან მიჰყავს შესაფასებლად, სადაც ის


აღმოაჩენს, რომ მანქანა ნაავარიევია, რაც კარგადაა შენიღბული კაპიტალური რემონტით, რომელიც
1 კვირის წინ არის ჩატარებული (აღმოჩნდა რომ კომპანიას მანქანა 1 კვირის წინ ჩამოუყვანია და
შეუკეთებია). ნაკლის გარეგნული გამოსწორების მიუხედავად, მანქანა ექსპერტიზის დასკვნით
შეზღუდულად ახორციელებს მის სამეურნეო დანიშნულებას, რომელიც დროთა განმავლობაში
კიდევ ექვემდებარება გაუარესებას. აღშფოთებული გიორგი მიდის დავითთან, მოითხოვს მისგან
მანქანის უკან დაბრუნების სანაცვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ეს უკანასკნელი კი
ამტკიცებს, რომ მანქანა უკვე შეკეთებულია და ნაკლი გამოსწორებულია, ხოლო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მახასიათებლები დაცულია. გიორგი ამტკიცებს, რომ კაპიტალური რემონტი
ვერ აღადგენს ნივთს უნაკლო მდგომარეობაში, რადგან მანქანის ღირებულება მისი
ნაავარიებულობის გამო 5 000 აშშ დოლარით არის შემცირებულია და ამასთან, შემცირებულია
მანქანის ტექნიკური რესურსი, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება.

კომპანია აცხადებს, რომ ის გადამყიდველია, არაფერი იცოდა ნაკლის შესახებ (იპოვეთ მუხლი
ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებში, როდესაც გამყიდველი
ინფორმირებულია ნაკლზე) და არ აგებს პასუხს მანქანის ხარისხზე (აღწერეთ რა არის
გამყიდველის ძირითადი ვალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულებაში).

გიორგი ითხოვს 1. ხელშეკრულებიდან გასვლას (გადახდილი სახელშეკრულებო თანხის ნახევრის


დაბრუნებას), 2. ბანკისათვის გადახდილი პროცენტის ანაზღაურებას, რომელიც მან გადაიხადა
სახელშეკრულებო თანხის სესხად მიღებისათვის (ხელშეკრულებაში მითითებული იყო რომ
გიორგიმ სახელშეკრულებო თანხა ბანკისგან სესხის სახით ჰქონდა მიღებული, რომელსაც
დაფარვადა მანქანის ოჯარით გაცემისგან მისაღები შემოსავლით). 3. პირგასამტეხლოს
ანაზღაურებას; 4. გიორგი ასევე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით,
რომელიც მან დაკარგა მანქანის იჯარის ხელშეკრულებით სარგებლობაში გადაცემის
შეუძლებლობის გამო. ახალი მანქანა 2 თვის შემდეგ ჩამოვა საქართველოში, ამიტომ დაკარგული
მიუღებელი შემოსვლის ოდენობა ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოში მანქანის
შესყიდვა ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან უმრავლესობა ნაავარიევი და
შეკეთებულია.

კომპანია აცხადებს რომ გიორგის მხოლოდ პირგასამტეხლოს და ფასის შემცირების (5000 აშშ
დოლარით) მოთხოვნა შეუძლია, რადგან ვალდებულება შესრულებულია, თუმც დამატებით
ვადაში. ამიტომ გიორგის ვალდებულების დარღვევისთვის შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ
პირგასამტეხლო და შეუმცირდეს სახელშეკრულებო ფასი, მან უნდა დაიტოვოს ნაკლიანი ნივთი
და ხელშეკრულება უნდა დარჩეს ძალაში.

დაასაბუთეთ გიორგის მოთხოვნების საფუძვლიანობა.

შეკითხვები (2-2 ქულა)

1. რომელი მეორეული მოთხოვნის უფლებებია ერთმანეთთან თავსებადი და რომელი


ალტერნატიული?

2. რამდენად დასაშვებია ხელშეკრულებიდან გასვლა გულისხმიერების ვალდებულების


დარღვევის საფუძველზე და სსკ-ის უშუალოდ რომელი მუხლიდან გამომდინარეობს აღნიშნული?
ამოხსნა:

ჰიპოთეზა: შესაძლოა გიორგის ჰქონდეს სსკ 405 და 491 მუხლის მიხედვით


ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

თავდაპირველად უნდა შევამოწმოთ წარმოიშობილია თუ არა ვალდებულება.სსკ-ის 317-ე


მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის წინაპირობებს, რომლის
მიხედვითაც, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეებს შორის დადებული ნამდვილი
ხელშეკულება - ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა (ოფერტი და აქცეპტი) და არსებით
პირობებზე შეთანხმება (სსკ-ის 327 მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 327-ე მუხლის მეორე
ნაწილის მიხედვით კი შესაძლებელია არსებითი პირობები კანონით იყოს დადგენილი.
ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში კი კანონით დადგენილი არსებითი პირობებია:
მხარეები, საგანი და ფასი.მოცემული პირობების არსებობისას წარმოიშობა ორმხრივი
სახელშეკრულებო ვალდებულება -დავითის (რომელიც წარმოადგენს „დავითი და მეგობრები“
მოვაჭრე ფირმას,სსკ-ის 103 მუხლი) ,მიერ ავტომანქანა „მერსედერს ბენცის“ ჩამოყვანა,ხოლო
გიორგის მიერ თანხის გადახდა.

სსკ-ის 103-ე მუხლი განამტკიცებს გარიგებაში წარმომადგენლის ცნებას, რომლის მიხედვითაც -


„გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის
უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების
(მინდობილობის) საფუძველზე.“ როგორც აღნიშნულ მუხლშია მოცემული, წარმომადგენლობა
შეიძლება მომდინარეობდეს კანონისმიერ ან მინდობილობის საფუძველზე.კაზუსიდან
გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ,რომ საქმე გვაქვს მინდობილობის
(დავალების)საფუძველზე წარმოშობილ წარმომადგენლობასთან.ანუ დავითი წარმოადგენს
„დავითი და მეგობრები“ წარმომადგენელს გარიგებებში.წარმომადგენლობაზე საუბრისას
მხედელობაშ უნდა მივიღოთ შემდეგი პირობები:

1. წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას;


2. ამას აკეთებს სხვისი სახელით
3. უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს. (104-ე მუხლის პირველი
ნაწილი).
სწორედ ამ პირობების ერთობლიობა ქმნის სამართლებრივ სედეგს.

როგორც კაზუსიდან ირკვევა მხარეებს შორის დაიდო ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება


სსკ-ის 477-ე მუხლის გაგებით,რომელიც შეიცავს არსებით პირობებსაც: საგანი , ფასი და ასევე
პირგასამტეხელოც , რომლის ინდივიდუალური მახასიათებლებიც შეთანხმებული იყო,ფასი-
12000 $,გამოშვების წელი-1999,მატორის მოცულობა-2,2,გარბენი-67000 კმ.(სსკ-ის 327-ე მუხლის
მეორე ნაწილი) შესაბამისად სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი
წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
კანონისმიერი არსებითი პირობების გარდა, მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ დამატებით
პირობებზე, რომლებიც, ზოგადად, წარმოადგენენ არაარსებით პირობებს, მაგრამ
ხელშეკრულების მონაწილეებმა შესაძლოა სსკ-ის 327-ე მუხლის მეორე ნაწილის გაგებით
არსებითი ხასიათი მიანიჭონ. შესაბამისად, მისი შეცვლა/არ შესრულება ჩაითვლება
ვალდებულების დარღვევად. მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრულია მიწოდების თარიღი-1
მაისი ,რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას და თარიღის გადაცილება
ჩაითვლება ძირითადი ვალდებულების დარღვევად.ასევე მხარეების მიერ განსაზღვრული არის
(ხელშეკრულებაშიც ჩაიწერა) პირგასამტეხელო ვადის გადაცილებისთვის.

ასევე,გიორგის მოთხოვნა ,რომ დაუყივნებლივ დაჩქარდეს მანქანის ჩამოყვანა გამომდინარეობს


მისი ეჭვებისგან,რომ ფირმას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს ,მაგრამ ამ მოთხოვნაზე
ფირმის წარმომადგენელი დავით განუცხადებს,რომ მანქანას ჩამოიყვანს ზუსტ დათქმულ
დროში და ფირმის გადახდისუუნარობა არ არის დადასტურებული.შესაბამისად, სსკ-ის 367-ე
მუხლის თანახმად,გიორგის არ წარმოეშვება უფლება,რომ ხელშეკრულებიდან ვადაზე ადრე
გავიდეს.

ხელშეკრულებიდან გასვლის აუცილებელი პირობაა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა,


სსკ-ის 361-ე მუხლის მიხედვით,ვალდებულება უნდა შესრულდეს
ჯეროვნად,კეთილსინდისიერად,დათქმულ დროსა და ვადაში.კეთილსინდისიერების პრინციპი
გულისხმობს მხარეთა უფლებების პატივისცემას და ვალდებულების პასუხისმგებლობით
შესრულებას რაც მოცემულ კაზუსში დარღვეულია.გიორგის სახელშეკრულებო ინტერესი
მიმართილი იყო ხარისხიანი უნაკლო და ახალი
ნივთის შესყიდვიდკენ რაც არიქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ და შესაბამისად
დაირღვა
როგორც სსკ 361 მუხლის მოთხოვნა (ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად
შესრულების შესახებ) ასევე სსკ 487 მუხლის მოთხოვნა რაც ითვალისწინებს უნაკლო ნივთის
გადაცემის ვალდებულებას. გამომდინარე აქედან სსკ 361 და 487 მუხლის მიედვით სახეზეა
ვალდებულების დარღვევა გამოხატული მის არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად
შესრულებაში.

დავითი გიორგის სთვაზობს,რომ შეიძინოს გამოფენაზე გამოტანილი ჯიპი მიცუბიში,რომელიც


ჩამოყვანილიც არის და განბაჟებულიც.ამ შეთავაზებით დავითი ოფერტს ახლდან სთავაზობს
გიორგის რაზეც გიორგიმ უარი განუცხადა (უარი ოფერტზე),რადგან მისი საოცნებო მანქანა
მერსედეს ბენცი არის.

იმისათვის,რომ პირს წარმოეშვას სამართლებრივი უფლება ხელშეკრულებიდან გასვლისთვის


აუცილებელია მან შეასრულოს სსკ-ის 355-ე და 405-ე მუხლების პირობები.
405 მუხლი კი ითვალისწინებს დამატებითი ვადის დანიშვნის ვალდებულებას,
რაც ცხადყოფს რომ ვალდებულებითი სამართლის მიზანია ხელშეკრულების შენარჩუნება და
მისი შესრულება და არა ურთიერთობის გაწყვეტა და პასუხისმგებლობის დაკისრება. მოვალის
მიერ,ვადის გადაცილებას სსკ-ის 400-ე მუხლის მიხედვით,ადგილი აქვს მაშინ,როდესაც
ვალდებულება არ სრულდება დათქმულ დროში და არ სრულდება გაფრთხილების შემდეგადაც.

გიორგის მიერ დანიშნული დამატებოთი ვადა უნდა ყოგილიყო გონივრულო ანუ ის


შესაძლებელს უნდა ხდიდეს ვალდებულების შესრულებას. კაზუსის მიხედვით გიორგისა და
კომპანიას შორის დადებულიგარიგება ითვალისწინებდა ნასყიდობის საგნის გადაცემას 1999
წლის 1 მაისს. კომპანიის თხონის
შემდეგ გიორგიმ დანიშნა გონივრული დამატებითი ვადა 30 დღე.აქვე უნდა აღინიშნოს
ვალდებულების დროის დადგომამდე გიორგის მოთხოვნა შესრულება მომხდარიყო ვადამდე
რაც სსკ-ის 366 მუხლის მიხედვით დაუშვებელია. შესაბამისად დაცულია სსკ 405 მუხლის
მოთხოვნა დამატებითი ვადის დანიშვნის ვალდებულების შესრულების სახით. სსკ352 მუხლის
მიხედვით ხელშეკრულებაზე უარის შემთხვევაში მხარეებისს შესრულება უკან უნდა
დაუბრუნდეთ. გიროგიმ წინასწარ გადაიხადა მანქანის ფასის ნახევარი და შესაბამისად აქვს
ხელშეკრულებაზე უარის შემთხვევაში მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება სსკ 352
მუხლის მიხედვით.

შუალედური დასკვნა: მაშასადამე, გიორგის სსკ 352 და 405 მუხლის მოხედვით აქვს
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება და თანხის დაბრუნების უფლება.

მეორე ჰიპოთეზა: გიორგის შესაძლოა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიუღებელი


შემოსავლისთვის სსკ-ის 407 და 394 მუხელბის საფუძველზე და სსკ-ის 411-ე მუხლიდან
გამომდინარე,,ასევე პირგასამტეხელოს ანაზღაურება და ბანკის პროცენტის ანაზღაურების
უფლება.

იმისათვის, რომ პირს წარმოეშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 394-ე
მუხლის მიხედვით, აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა.407 მუხლის მიხედვით
კრედიტორს აქვს უფლება გასვილსას მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება რაც ვალდებულების
შეუსრულებლობით მიადგა.სსკ 394 მუხლზე რომლის მოხედვითაც, ზიანის ანაზღაურებისასთვი
სახეზე უნდა იყოს:აუცილებელია რომ ვალდებულება იყოს წარმოშობილი (+) და არ უნდა იყოს
შესრულებული (+). ვალდებულება უნდა იყოს დარღვეული (+) მართლსაწინააღმდეგო ქმედება
(+)მიზეზობრივი კავშირი (+)მოვალის ბრალი.

მართსაწინააღმდეგო ქმედება გულისხმობს სამართლის ნორმის დარღვევას, რაც გამოხატულ


შეიძლება იქნას როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში. კომპანიის მიერ არ იყო დაცული სსკ
361 მუხლის მოთხოვნები (ვალდებულების ჯეროვნად შესრულება) ანუ ადჰილი აქვს მის მიერ
არამართზომიერ ქმედებას. იმისათვის რომ მოვალეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება სსკ412
მუხლისნკიხედვით ზიანი მისი ქმედების უშუალო შედეგი უნდა იყოს. რომ არა კომპანიის მიერ
ვალდებულების დარღვევა გიორგის არ მიადგებოდა ზიანი, შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი
კავშრიც.

კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს ზიანი. სსკ-ს 408 მუხლი წარმოადგენს ზოგად
ფაბულას, რომლის მიხედვითაც ზიანის მიმყენებელმა მხარემ უნდა აღადგინოს ის
მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი
გარემოება. აღნიშული მუხლის მიხედვით, რესტიტუციის ვალდებულება ორ მიზანს
ემსახურება, ეს არის არსებული ქონების შემცირებით მიყენებული პოზიტიური ზიანის
ანაზღაურება და ასევე ზიანი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დაზარალებულის ქონება არ
გაიზარდა დამზიანებლის ქმედების გამო, რასაც მიუღებელი შემოსავალი ეწოდება (ნეგატიური
ზიანის ანაზღაურება). სკკ ითვალისწინბს ბრალეულ პასუხისმგებლობას (გამონაკლისი სახით
ატსებობს რამდენიმე ნორმა). ის ზიანი რაც გიორგის მიადგა გამოწვეული იყო კომპანიის
უყურადღებობით. სსკ 395 მუხლისნმიზედვით მოვალეს პასუხისგმებლობა დაეკისრება
განზრახი და გაუფრთხილებლობითი მოქმედების გამო.ანაზღაურებას სსკ 411 მუხლის
მიხედვით ექვემდებარება დადებითი ზიანი ანუ ის ზიანი რომლის
ანაზღაურებითაც უნდა დადგეს ის ფაატობრივი გარემოება რომელიცნიარსებებდა მოვლენები
მართლზომიერად რომ განვითარებულიყო.

სსკ-ის 497-ე მუხლიდან ირკვევა,რომ ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს


გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას,მაგრამ ასეთი შეთანხმება
ბათილი იქნება,თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის სესახებ.კაზუსიდან ნათლად
ჩანს,რომ დავითმა არ შეამოწმა მანქანის აღნიშნული ნაკლი,რომ ნაავარიებელი იყო და მეტიც
მანქანა 1 კვირით ადრე იყო ჩამოყვანილი და ამ პერიოდში მოხდა მანქანის შეკეთება. აღნიშნული
ფაქტის შესახებ გიორგიმ არ იცოდა და მხოლოდ მაშინ გაიგო,როდესაც მანქანა შესამოწმებლად
მიუყვანა სპეციალისტს.მისი თქმით,ნაავარიებულობის გამო 5 000 აშშ დოლარით არის
შემცირებულია და ამასთან, შემცირებულია მანქანის ტექნიკური რესურსი, რომელიც აღდგენას
არ ექვემდებარება.

გიორგი კომპანია „დავითი და მეგობრები“ ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას,რომელიც ვადის


გადაცილების გამო მიადგა,რადგან მას მანქანა შემოსავლის მიღების მიზნით იჯარით უნდა
გაეცა თვეში 500 ლარად,მაგრამ ვინაიდან ,ვიცით ,რომ გიორგიმ საკუთარი ნებით დანიშნა
დამატებითუ ვადა და აანალიზებდა მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს არ აქვს უფლება,რომ
კომპანიისგან მიუღებელი ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს.გიორგის შემდეგი მოთხოვნაა
პირგასამტეხელოს მოთხოვნა.სსკ 417 და 418 მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს
შიძლება დაეკისროს მხოლოდ წინასწარ წერილობითი ფორმით გათვალისწინების
შემთხვევაში.კაზუსის მიხედვით,ხელშეკრულება დაიდო კანონის მოთხოვნების დაცვით რაც
წარმოშობს მისი გადახდის ვალდებულებას.სსკ 419 მუხლის მიხეხვით ზიანის ანაზღაურების
უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს ანუ შეიძლება მისი პირგასამატხელოსთან ერთად
მოთხოვნა. თუმცა ამან შეიძება მოვალის არასამართლიანი და ზედმეტი პასუხიმგებლობა
გამოწვიოს ,ასევე შესაძლებელია კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. ამიტომ უნდა მოხდეს
მათი გაქვითვა შემდეგნაირად:თუ ზიანი პირგასამტეხლოზე დიდია ანზრაურება მოხდება
დარჩენილი ზიანისა ხოლო თუ პირგასამტეხლო ზიანზე დიდია, რაც დასაშვებია სსკ 418
მუხლით, შესაძლებელია მხოლოდ მისი ანაზღაურება და ზიანი ჩაითვლება პირგასამტეხლოს
ოდენობაში.ოდენობაში. გიორგი ითხოვს
ანაზღაურდეს ბაკნში აღებული კრედიტის პროცენტი. კრედიტორის სახელშეკრულებო
ინტერესი მოიცავს როგორც პოზტიურ ინტერესს(სავარაუდო შემოსავალი) ისე ნეგატიურსაც,
რაც გულისხმობს ვალდებულების შესრულებბისათვის გაწეულ სამუშაოს. მოცემულ კაზუსში
გიორგის მიერ ბანიკდან აღებული სესხის პროცენტის დაფარვა არის ნეგატიურინინტერესი, ეს
უკანასკნელი კი კრედიტორის დაცვის "უაკანსკნელი იმედია" ანუ მისი ანაზღაურება ხდება
მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა ვერ საბუთდება მიუღებელი შემოსავალი, ფაქტობრივად
დამდგარი ქონებრივი დანაკლისი, მორალური ზიანი ან სხვა ნებისმიერი სახის ზიანი.
შუალედური დასკვნა: გიორგის სსკ 407 და 394 მუხლის საფუძველზე პირგასამტეხელოს
მოთხოვნის უფლება აქვს, სსკ-ის 407 403 და 394 მუხლებით არ აქვს ბანკში აღებული პროცენტის
ანაზრაურების უფლება და ასევე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების უფლება .

საბოლოო დასკვნა: გიორგის სსკ-ის 352 და 405 მუხლების მიხედვით აქვს ხელშეკრულებიდან
გასვლის უფლება და პირგასამტეხელოს მოთხოვნის უფლება,სსკ-ის 407 და 394 მუხელბიდან
გამომდინარე არ აქვს ბანკიდან აღებული სესხის დაფარვის მოთხოვნის უფლება და მიუღებელი
შემოსავლის ანაზღაურების უფლება.

კითხვების პასუხები:
1.დამატებითი შესრულება არის ზიანის ანაზღაურების კუმულაციური.ფასის შემცირება
დამატებითი შესრულების ალტერნატიულია.ზიანის ანაზღაურება კუმულაციური სხვა
მეორეულ მოთხოვნებთან.ხელშეკრულებიდან გასვლა კუმულაციურია ზიანის
ანაზღაურებასთან და ალტერნატიულია ფასის შემცირებასა და დამატებით
შესრულებასთან.ფასის შემცირება თავსებადია ზიანის ანაზღაურებასთან,ხელშეკრულებიდან
გასვლასთან.
2.405 III „ბ“ მუხლის თანახმად,კრედიტორს უფლება აქვს,გავიდეს
ხელშეკრულებიდან.გულისხმიერების ვალდებულების დარღვევის საფუძვლით
ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს,რომ მან დაკარგა ნდობა მის
კონტრაჰენტში,რის გამოც მას არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების გაგრძელება .
გულისხმიერების ვალდებულების დარღვევა უნდა იყოს იმდენად არსებითი, რომ იგი მოვალის
პიროვნებაში ან მის პროფესიულ უნარჩვევებში ნდობას სპობდეს. უმნიშვნელო დარღვევები
საკმარისი არ არის 405 III „ბ“ მუხლის ასამოქმედებლად, თუმცა მათი ერთობლიობა შეიძლება
არსებით დარღვევად იქცეს, თუ, გაფრთხილებების მიუხედავად, დარღვევები განმეორდება. 405
III „ბ“ მუხლის გამოყენებისას აუცილებლად უნდა ხდებოდეს ორივე მხარის ინტერესების
შეჯერება, ყველაფერთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ურთიერთობის ხასიათი და
ნდობის ფაქტორის მნიშვნელობა ამ ურთიერთობაში. თუ ვალდებულება კონტრაჰენტის
პიროვნებაშინდობას განაპირობებს, ან ხანგრძლივ ურთიერთობას გულისხმობს, კრედიტორს
მით უფრო ნაკლებად შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების გაგრძელება. მსგავს შემთხვევაში
გულისხმიერების ვალდებულების ერთჯერადი დარღვევაც კი შესაძლოა ხელშეკრულებიდან
გასვლის საფუძველი გახდეს

სახელი:მანანა
გვარი:ძულიაშვილი
პირადი ნომერი:22001024083

You might also like