You are on page 1of 15

გიული და „დეას სამყაროს“ კაზუსი:

ჰიპოთეზა-შესაძლოა გიულის ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის


უფლება-ს.კ405-491, შედეგი-352

მოთხოვნის საფუძველი-ს.კ405-491-352

წინაპირობა-ამისათვის საჭიროა, რომ ვალდებულება იყოს დარღვეული-ს.კ361,


რისთვისაც წარმოშობილი უნდა იყოს ვალდებულება, ამისათვის კი საჭიროა
გიულისა და დეას შორის დადებული ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება ს.კ477-
ე მუხლის შინაარსით და ორი შინაარსობრივად ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა
ოფერტისა და აქცეპტის სახით, ანუ მხარეთა შორის შეთანხმება ყველა არსებით
პირობაზე ს.კ327-ე მუხლის შესაბამისად.

ამოხსნა:

1)კომპანია „დეას სამყაროს“ მიერ გაკეთებული სარეკლამო განცხადება არის მოწვევა


ოფერტზე-ს.კ329-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად-ვინაიდან განცხადება
მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი.

2)გიულის მიერ დეას კომპანიაში კატალოგის თვალიერება და არჩევანის გაკეთება


არის ოფერტი თანმყოფ პირებს შორის-ს.კ330-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად-
ვინაიდან გიულის მიერ გაკეთებული წინადადება მიმართულია განსაზღვრული
პირისაკენ, კერძოდ დეასკენ-და თანმყოფიი პირები არიან , რადგან ოფერენტის-
გიულის-მიერ გამოვლენილი ნება ადრესატის-დეას-მიერ მიიღება მაშინვე.

3)დეას მიერ გიულის მონაცემების ჩანიშვნა არის აქცეპტი გიულის მიერ გაკეთებულ
ოფერტზე-ს.კ331-ე მუხლის თანახმად-ვინაიდან ეს არის ოფერტის ადრესატის-დეას
პასუხი გიულის მიერ გაკეთებული პირობების მიღების თაობაზე.

4)გიულის მიერ დეასთან შეთანხმება მანქანა 2002 წლის ტოიტოა კოროლაზე


(გარბენი 80000კმ, ძრავის მოცულობა 2,2ლ) 11000 აშშ დოლარად არის მხართა შორის
შეთანხმება ყველა არსებით პირობაზე-ს.კ327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად-
ვინაიდან სახეზეა ნასყიდობისთვის აუცილებელი არსებითი პირობა, კერძოდ:
საგანი-მანქანა ტოიოტა კოროლა და ფასი-11000 აშშ დოლარი, რომელიც წინასწარ
გადაიხადა გიულიმ, შესაბამიდსად სახეზე გვაქვს მხარეთა შორის ხელშეკრულება
დადებულად ითვლება.

5)დეას მიერ გიულისთვის კონკრეტული მანქანის ჩამოყვანა და მისთვის გადაცემა


გულისხმობს ვალდებულების არსებობას-ს.კ361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,
რომელიც უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად , დათქმულ დროსა და
ადგილას-ს.კ361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად და ამასთან დეა ვალდებულია
გიულის გადასცეს უნაკლო ნივთი-ს.კ487-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან დეა,
როგორც გამყიდველი, ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და
უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი.

6)გიულის მიერ დეასათვის დარეკვა მანქანის სასწრაფოდ ჩამოყვანის


უზრუნველყოფაზე არის არამართლზომიერი-ს.კ366-ე მუხლის თანახმად, რადგან
ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო დრო, რომ დეა გიულის მანქნას 10 ივნისს
ჩამოუყვანდა და გადასცემდა, ამიტომ გიულის, როგორც კრედიტორს, არ შეუძლია
დეას მოსთხოვოს ვადამდე ვალდებულების შესრულება. ამასთან ფაქტობრივი
გარემოებებიდან არ ჩანს, რომ დეას კომპანია გადახდისუუნარო გახდა-ს.კ367-ე
მუხლის თანახმად-შესაბამისად გიული ვერ მოითხოვს მოვალისგან, დეასგან
ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებას.

7)ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება, რომ მომავალში შეიძლება დადგეს


ხელსეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი-ს.კ405-ე მუხლის მე-4 ნაწილის
თანახმად-ვინაიდან დეა გიულის ეუბნება , რომ მანქანას დათქმულ დროს
ჩამოუყვანდა, ამიტომ გიული შესრულების ვადის დადგომამდე ვერ გავიდოდა
ხელშეკრულებიდან.

8)დეას მიერ გიულისთვის სხვა მანქანაზე , კერძოდ , ტოიოტა რაფ4, შეთავაზებას


გიული არ დასთანხმდა, რაც სრულიად მართებულია-ს.კ381-ე მუხლის თანახმად-
ვინაიდან გიულის მიერ კატალოგიდან განსაზღვრული მანქანა იყო
ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი-კონკრეტული მოდელი კონკრეტული
მონაცემებით და თანაც კატალოგიდან განსაზღვრული, ამიტომ გიული არ იყოო
ვალდებული მიეღო სხვა შესრულება.

9)10 ივნისს დეას მიერ ტოიტა კოროლას გიულისთვის ჩამოყვანა, რომელიც


აღმოჩნდა რომ მანქანის მონაცემები არ ემთხვევა შეთანხმებულ მონაცემმებსა და
ასევე ის რომ მანქანა ნაავარიები იყო, გულისხმობს ვალდებულების დარღვევას
მოვალის მიერ-ს.კ361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან დეამ
ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, ამასთან დაარღვია უნაკლო ნივთის
გადაცემის ვალდებულება-ს.კ487-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან გიულისთვის
ჩამოყვანილი მანქანა არ იყო შეთანხმებული ხარისხის-ს.კ488-3 მუხლის
გათვალისწინებით, ამიტომ დეამ დააღვია ვალდებულება.

10)ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება გარემოება, რომ გიული მეწარმეა-


ს.კ496-ე მუხლის 1-ლი ნაწილი-შესაბამისად, ის , როგორც არამეწარმე მყიდველი, არ
იყო ვალდებული დეას მიერ ჩამოყვანილი ნაკლიანი მანქანა დაუყოვნებლივ
შეემოწმებინა.
11)დეას მიერ გაკეთებული პირობა, რომ დეას კომპანიას ჰქონდა სპეციალური
პირობა, კერძოდ მანქანის ხარისხის შესახებ პრეტენზია მიიღება მანქანის
ჩამოყვანიდან მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, და ამდ როის გასვლის შემდეგ
კომპანია იხსნიდა ყველანაი პასუხსიმგებლობას, წარმოადგენს ხელშეკრულების
სტანდარტულ პირობას-ს.კ342-ე მუხლის 10ლი ნაწილის თანახმად, ვინაიდან ეს არის
წინასწარ იყო ჩამოყალიბებული ერთი მხარის, კერძოს დეას კომპანიის მიერ, თუმცა
აღნიშნული სტანდარტული პირობა არის ბათილი-ს.კ348-ე მუხლის „ზ“ ნაწილის
თანახმად, ვინაიდან აღნიშნული სტანდარტული პირობა ხელშეკრულების მეორე
მხარეს, ანუ გიულის უზღუდავს უფლებას გავიდეს ხელშეკრულებიდან ან
მოითხოვოს ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება, ვინაიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ გიული ვერცერთ
ზემოაღნიშნულს გააკეთებდა, ამიტომ ეს სტანდარტული პირობა ბათილია.

12)ფაქტობრივი გარემობებიდან ჩანს, რომ გიულისთვის ჩამოყვანილი მანქანა


ნაავარიები იყო და მანქანის მონაცემები არ ემთხვეოდა შეთანხმებულს, შესაბამისად-
ს.კ490-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად-აზრი ეკარგება მოვალის, დეას მიერ
ნაკლის გამოსწორებას, ვინაიდან მანქანა ნაავარიები იყო და ასევე, ვერ შეცვლის
მანქნას, ვინაიდან გიულის მიერ შეკვეთილი მანქნა იყო ინდივიდუალურად
განსაზღვრული ნივთი, და ის არ იყო გვაროვნული ნივთი, რომლის ჩანაცვლებასაც
დეა შეძლბდა.

ამიტომ

13)გიულის შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან-ს.კ405-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა


და 491-ე მუხლის თანახმად-ვინაიდან დეამ, მოვალემ, დაარღვია ხელშეკრულებიდან
ნაკისრი ვალდებულება, რადროსაც დამატებითი ვადის დაწესებას აზრი არ აქვს და
ასევე მანქანა არის ნაკლიანი ნივთი, რა დროსაც გიულის შეუძლია გავიდეს
ხელშეკრულებიდან, შესაბამისად ს.კ352-ე მუხლის 10ლი ნაწილის მიხედვით,
გიულის უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ დეასათვის წინასწარ გადახდილი თანხა-
11000 აშშ დოლარი.

დასკვნა:

გიულის აქვს აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლება-ს.კ405(1)-491 და


შედეგი-11000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება-ს.კ352
დევი და გაგას კაზუსი:

ჰიპოთეზა-დევის შესაძლოა ჰქონდეს: ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება-ს.კ394(1)-


494

დევის შესაძლოა ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლება-ს.კ405(1)-491-


შედეგი-ს.კ352

დევის შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი შესრულების, კერძოდ ნაკლის გამოსწორებისა და


ნივთის შეცვლის, მოთხოვნის უფლება-ს.კ405(1)-490

დევის შეიძლება ჰქონდეს ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება-ს.კ492

წინაპირობა-იმისათვის, რომ დევის წარმოეშვას ყველა ზემოაღნიშნული მოთხოვნები


საჭიროა, რომ ვალდებულება იყოს დარღვეული, რისთვისაც ჯერ უნდა არსებობდეს დევისა
და გაგას შორის დადებული ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება ს.კ477-ე მუხლის
თანახმად, ანუ სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება ყველა არსებით პირობაზე-ს,კ327-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.

ამოხსნა:

1)დევის მიერ გაგასთან შეთანხმება, რომ გაგას დევისთვის უნდა მიეწოდებინა ოპელ ვექტრა
8000 ლარად, გულისხმობს მხარეთა შეთანხმებას ყველა არსებით პირობაზე-ს.კ327-ე მუხლის
1-ლი ნაწილის თანახმად-ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის
ხელშეკრულებისთვის აუცილებელ არსებით პირობებზე, კერძოდ: საგანზე-ოპელი ვექტრა
და საგნის ფაზე-8000 ლარზე, შესაბამისად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება
სახეზე გვაქვს.

2)გაგას მიერ დევისთვის მანქანის გადაცემა გულისხმობს ვალდებულების არსებობას-ს.კ361-


ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რომელიც გაგამ უნდა შეასრულოს ჯეროვნად
კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა,კერძოდ 1 მარტს და დათქმულ დგილას-ს.კ361-ე
მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

3)3 მარტს გაგას მიერ დევისთვის დარეკვა და მანქანის მიწოდების დაგვიანებაზე


ინფორმაციის მიწოდება ითვლება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის
გადაცილება-ს.კმე-400 მუხლის თანახმად-ვინაიდან გაგამ ვალდებულება არ შეასრულა
დადგენილ დროში-1 მარტს არ ჩამოუყვანა დევის მანქანა, ამიტო გაგა ითვლება ვადის
გადამცილებლად.

4)გარემოებებიდან ჩანს, რომ გაგამ დევისთვის მანქანის მიწოდება იმიტომ ვერ მოახერხა,
რომ მიმწოდებელი, რომლისგანაც მანქანა უნდა სეეძინა, აგვიანებდა, შესაბამისად-ს.კ397-ე
მულხის თანახმად, გაგა პასუხისმგებელია შესრულებისთვის, ვინაიდან მას ის გარემოება,
რომ სხვა პირისაგან უნდა მიეღო შესრულების საგანი, არ ათავისუფლებს
პასუხიმგებლობისაგან. აქედან გამომდინარე სახეზე გავქვს გაგას ბრალი, რის გამოც მან ვერ
შეასრულა ვალდებულება და ასეთ დროს ის თვლება ვადის გადამცილებლად-ს.კ401-ე
მუხლის თანახმად.

5)ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, რომ გაგა დევის მანქნას 10 მარტისთვის ჩამოუყვანდა,


თუმცა 11 მარტისთვის დევი იმედგაცრუებული ურეკავს გაგას, ვინაიდან მანქანა კიდევ არ
ჩამოუყვანია გაგას, შესაბამისად, ს.კ405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახეზე გვაქვს
დამატებით დაწესებული ვადა-გაგა 10 მარტს ჩამოუყვანდა მანქანას, თუმცა ასეთ დროსაც არ
შეასრულა გაგამ ვალდებულება, რა დროსაც დევის წარმოეშვა ხელშეკრულებიდან გასვლის
უფლება, თუმცა დევიმ კიდევ შანსი მისცა გაგას, დასთანხმდა, რომ მნაქნას ორ დღეში
ჩამოუყვანდა-ანუ დევის არ გამოუყენებია ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ამ ეტაპზე.

6)გაგას მიერ დევისთვის ოპელ ვექტრას ჩამოყვანა სულ სხვა მონაცემებით, ვიდრე მხარეები
იყვნენ შეთანხმებული , არის ვალდებულების დარღვევა-ს.კ361-ე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, ვინაიდან გაგამ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა-ს.კ487-ე მუხლის
გათვალისწინებით, რომ გაგა, როგორც მოვალე, ვალდებული იყო დევისთვის გადაეცა
უნაკლო ნივთი, თუმცა გადასცა ნაკლიანი-ს.კ488-ე მუხლის თანახმად, რადგან მანქანის
მონაცემები არ შეესაბამებოდა შეთანხმებულს.

7)ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, რომ მანქანა არის ინდივიდუალური ნივთი, ვინაიდან


მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ მანქანის კონკრეტულ მონაცემებზე-შესაბამისად-ს.კ490-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ნივთის შეცვლას ეკარგება აზრი, რადგან მანქანა არ არის
გვაროვნული ნივთი და ასევე მანქანის ნაკლის აღმოფხვრაც შეუძლებელია, ვინაიდან
მანქანას სხვა მონაცემები აქვს, ამიტომ დევი ვერ მოითხოვს გაგასგან დამატებით
შესრულებას-კერძოდ ნივთის შეცვლასა და ნაკლის აღმოფხვრას.

8)მიუხედავად იმისა, რომ გარემოებებიდან არ იკვეთება დევის მიერ ფასის შემცირების


მოთხოვნა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ დევი არ გავა ხელშეკრულებიდან მას შეეძლება
მოითხოვოს ფასის შემცირება-ს.კ492-ე მუხლის თანახმად-ანუ 8000 ლარის შემცირების
მოთხოვნის უფლება.

9)ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, რომ გაგამ დაარღვია ვალდებულება, შესაბამისად-


ს.კ405-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა თანახმად დევის შეუძლია გავიდეს ხელსეკურილებიდან,
რადგანაც დამატებით დაწესებული ვადა უშედეგოდ გავიდა და ასევე ს.კ491-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის თანახმად გაგამ ნაკლიანი მანქანა გადასცა დევის, ამიტომ ზემოაღნიშული ორივე
მუხლის საფუძველზე დევის აქვს უფლება გავიდეს ხელშეკრულებიდან.

10)ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ თუ ვივარაუდებთ, რომ დევის წინასწარ ჰქონდა


გადახდილი 8000 ლარი მანქანისთვის, მას უკან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა, თუ
არ ჰქონდა გადახდილი, მაშინ დევი ვალდებულია გაგას დაუბრუნოს უკან მანქნა-ს.კ352-1
მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რადგან აღდგეს მხარეებს შორის ის მდგომარეობა , რაც
მათ შორის ხელშეკრულების დადებამდე არსებობდა.~

11)გაგას მიერ დევისთვის გაკეთებული პირობა, რომ ის არ აგედბა პასუხს მანქანის ნაკლისა
და ზიანის ანაზღაურების გამო არის არამართლზომიერი-ს.კ395-ე მუხლის
გათვალისწინებით, მოვალეს, ანუ გაგას პასუხიმსგებლობა დაეკისრება, ვინაიდან მისი
განზრახი ქმედება იყო, რადგანაც ჩანს, რომ გაგამ აღნიშნული მანქანის მონაცემთა სხვაობის
შესახებ იცოდა და ამასთან დაუშვებელია მხარეთა წინასწარ შეთანხმება იმის შესახებ, რომ
მოვალე გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისაგან, მოვალის
განზრახი ქმედების დროს. შესაბამისად გაგას მიერ წაყენებული პირობა არანამდვილია.

12)იმისათვის , რომ დევის ჰქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხვნის უფლება სახეზე უნდა
იყოს შემდეგი წინაპირობები:ვალდებულების დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და
ბრალი.

გაგას მიერ ვალდებულების დარღვევა სახეზე გავქვს-ს.კ361-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ასევე,
487-488-ე მუხლების გათვალისწინებით.

ასევე ჩანს გაგას ბრალეული ქმედება-397-ე მუხლის თანახმად, რომ ის პასუხისმგებელია


მაშინაც, როდესაც შესრულების საგანს სხვა პირისაგან ელოდება, ამიტომ ბრალელული
ქმედება ჩანს და გაგა ვადის გადამცილებელია-ს.კ401-ე მუხლის თანახმად.

კაზუსში არ არის ასახული ის გარემოება, განიცადა თუ არა დევიმ ზიანი გაგას ბრალეული
ქმედების გამო, შესაბამისად არ გვაქვს სახეზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ერთ-ერთი
ელემენტი, ამიტომ დევი ვერ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას გაგასგან -ს.კ394-ე მუხლის 1-
ლი ნაწილისა და 494-ე მუხლების თანახმად.

დასკვნა:

დევის არ აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება-ს.კ394(1)-494

დევის აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლება-ს.კ405(1)-491-შედეგი-ს.კ352

დევის არ აქვს დამატებითი შესრულების, კერძოდ ნაკლის გამოსწორებისა და ნივთის


შეცვლის, მოთხოვნის უფლება-ს.კ405(1)-490

დევის აქვს ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ის არ გავა


ხელშეკრულებიდან-ს.კ492
ლალი და პეტრე-ბე:

ჰიპოთეზა-შესაძლოა პეტრეს ლალის მიმართ ჰქონდეს ბე-ს უკან დაბრუნებისა და ზიანის


ანაზღაურების მოთხოვნის უფლება-ს.კ423(2)-394(1)

წინაპირობა-იმისათვის, რომ პეტრემ ლალისაგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საზეხე


უნდა იყოს ოთხი შემადგენელი ელემენტი,კერძოდ: ვალდებულების დარღვევა, ზიანი,
მიზეზობირივი კავშირი და ბრალი.

ამისათვის კი საჭიროა ლალისა და პეტრეს შორის დადებული ნამდვილი ხელშეკრულება,


ანუ მხარეების მიერ შეთანხმება უნდა იყოს ყველა არსებით პირობაზე-ს.კ327-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის თანახმად.

ამოხსნა:

1)ლალისა და პეტრეს მიერ შეთანხმება იმის შესახებ, რომ ლალი პეტრეს მიაქირავებდა
საგურამოში მდებარე სახლს, თვეში 2000 ლარად, გულისხმობს მხარეებს შორის შეთანხმებას
ყველა არსებით პირობაზე-ს.კ327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად-ვინაიდან სახეზე
გვაქვს ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა, კერძოდ:
საგანი-საგურამოში მდებარე სახლი და ფასი-თვეში 2000 ლარი. ამასთან, ჩანს ბოჭვის ნება,
რომ მხარეები მზად არიან შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები-
მიაქირაოს სახლი და გადაუხადოს ქირის საფასური, შესაბამისად ვასკვნით, რომ მხარეებს
შორის დადებულია ხელშეკრულება.

2)ლალის მიერ პეტრესთვის ბინის მიქირავება გულისხმობს ვალდებულების არსებობას-


ს.კ361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რომელიც ლალიმ უნდა შეასრულოს ჯეროვნად,
კეთილსინდისიერად, დათქმულ დორს-1მაისს და დათქმულ ადგილას-ს.კ361-ე მუხლის მე-2
ნაწილი.

3)პეტრეს მიერ ლალისთვის წინასწარ 500 ლარის მიცემა იმ დათქმით, რომ ეს არის ბე-ს.კ421-
ე მუხლის თანახმად-გულისხმობს , რომ პეტრეს მიერ ლალისთვის 500 ლარის მიცემით
დადასტურდა ხელშეკრულების დადების ფაქტი.

4)გარემობებიდან ჩანს, რომ 1 ივნისს საგურამოში ჩასულ პეტრეს ბინა ღამბაშიძეზე დახვდა
გაქირავებული, აღნიშნული კი წარმოადგენს ვალდებულების დარღვევას-ს.კ361-ე მუხლის-
მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ლალიმ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება,
ვინაიდან ლალის განუხრელად არ დაუცვია მოვალის ის მოთხოვნები, რომელიც
დაკავშირებული იყო შესრულების საგანთან-ანუ ბინა მიქირავა სხვას, როდესაც პეტრესთვის
უნდა მიექირავებინა, ამიტომ სახეზეა ვალდებულების დარღვევაში მისი ბრალი.

5)პეტრეს მიერ ლალისაგან 1000 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნა, რასაც ლალი
აპროტესტებს, არის მართლზომიერი-ს.კ423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან
ლალიმ ვალდებულება არ შეასრულა თავისივე ბრალეული ქმედებით, შესაბამისად ის
ვალდებულია ბე-ს მიმცემს, ანუ პეტრეს დაუბრუნოს გადახდილი ბე-500 ლარი ორმაგად, ანუ
1000 ლარი. ასევე ლალის არგუმენტი , რომ ბე-ზე შეთანხმების ფორმა დარღვეულია, არის
არამართლზომიერი, ვინაიდან კანონი ბე-სთან მიმართებით არ ითვალისწინებს წერილობით
შეთანხმებას, ამიტომ მხარეთა შროის ზეპირი შეთანხმების შემთხვევაშიც ლალი
ვალდებულია პეტრეს დაუბრუნოს 1000 ლარი.

6)პეტრე ითხოვს მანქანის დაქირავებისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას არის


მართებული-ს.კ394-ე მუხლის 1-ლი ნაწილი-ვინაიდან ლალიმ დაარღვია ვალდებულება-
პეტრეს 1 ივნისს საგურამოს სახლი ლალის მიერ სხვაზე დახვდა დაქირავებული და
იძულებული გახდა, რომ ავეჯისთვის დაქირავებული მანქანით ისევ უკან წამოსულიყო
თბილისში. შესაბამისად პეტრემ განიცადა ზიანი-კერძოდ საგურამოდან უკან
დასაბრუნებელი მგზავრობის ხარჯები, რადგან რომ არა ლალის მიერ ღამბაშიძეზე სახლის
მიქირავების პირობა, პეტრე აღარ იქნებოდა იძულებული უკან ტრანსპორტირებისთვის
გადაეხადა და გაეწია ხარჯები.

შესაბამისად, ვინაიდან სახეზე გვაქვს ლალის მიერ ვალდებულების დარღვევა-ს.კ361(2),


ასევე ზიანი-საგურამოდან უკან თბილისში ტრანპორტირების ხარჯები, რომელიც პეტრემ
განიცადა-ს.კ394(1), ასევე ლალის ბრალი ვალდებულების დარღვევაში და მიზეზობრივი
კავშირი ზიანსა და ვალდებულების დარრვევას შორის, პეტრე მოითხოვს ლალისაგან ზიანის
ანაზღაურებას-ს.კ394(1).

დასკვნა:

პეტრეს შეუძია ლალისაგან მოითხოვოს ბე-ს ორამგად უკან დაბრუნება და ზიანის


ანაზღაურება-ს.კ423(2)-394(1)
ნინო და კომპანია „მარანი:

ჰიპოთეზა-შესაძლოა ნინოს ჰქონდეს „მარანისაგან“ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის


უფლება-ს.კ394(1)

მოთხოვნის საფუძველი-ს.კ394(1)-ე მუხლი

წინაპირობა-იმისათვის, რომ ნინომ მოითხოვოს ზიანი ანაზღაურება სახეზე უნდა იყოს


ოთხი აუცილებელი ელემენტი, კერძოდ: ვალდებულების დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი
კავშირი და ბრალი.

ამისათვის საჭიროა, რომ მხარეებს შორის არსებობდეს ვალდებულება, ანუ მხარეების მიერ
გამოვლენილი იყოს ორი შინაარსობრივად უერთიერთმფარავი ნება და დადებული იყოს
ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება ს.კ477-ე მუხლის გათვალისწინებით, ანუ მხარეთა
შეთანხმება ყველა არსებით პირობაზე-ს.კ327(1).

ამოხსნა:

1)ნინოსა და კომპანია „მარანს“ შორის შეთანხმება ღვინის თაობაზე კონკრეტულ ფასად


გულისხმობს მხარეთა შეთანხმებას ყველა არსებით პირობაზე-ს.კ327-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის თანახმად-ვინაიდან სახეზე გვაქვს ნამდვილი ხელშეკრულებისთვის აუცილებელი
არსებითო ბირობა, კერძოდ: საგანი-ღვინო და კონკრეტული ფასი, ასევე ჩანს ბოჭვის ნება,
რომ მხარეები მზად არიან შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, მიაწოდოს ღვინო და
გადაიხადოს ღვინის ფასი, ამიტომ მხარეთა შორის დადებული ნამდვილი ხელშეკრულება
საზეზე გვაქვს.

2)კომპანია „მარანის“ მიერ ნინოსთვის ღვინის მიწოდება გულისხმობს ვალდებულების


შესრულებას-ს.კ361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რაც კომპანიამ უნდა შეასრულოს
ჯეროვნად, კეთილსინდისიერად , დათქმულ დროს-24 ნოემბერს და დათქმულ ადგილას-
ს.კ361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

3)კომპანია „მარანის“ მიერ ღვინის 24 ნოემბერს არ მიწოდება გულისხმობს მის მიერ ვალის
გადაცილებას-ს.კმე-400 მუხლის თანახმად- ვინაიდან მან, როგორც მოვალემ, ვალდებულება
არ შეასრულა დადგენილ დროში.

4)კომპანია „მარანის“ მიერ წაყენებული არგუმენტი, რომ მან ღვინის მიწოდება იმიტომ ვერ
მოახერხა , რომ შეკვეთილმა ღვინომ ქარხნიდან 2 კვირა დააგვიან არის არამართზომიერი-
ს.კ397-ე მუხლის გათვალისწინებით, რადგან კომპანია, როგორც მოვალე, იმ დროსაც არის
პასუხისმგებელი ვალდებულების შესრულებისთვის, როცა შესრულების საგანს სხვისგან
ელოდება, შესაბამისად სახეზე გვაქვს კომპანიის ბრალი ვალდებულების
შეუსრულებლობაში, რის გამოც ის ითვლება ვადის გადამცილებლად ს.კ401-ე მუხლის
თანახმად.
5)შესაბამისად, კომპანია „მარნის“ მიერ ნინოსთვის ღვინის დათქმულ დროს არ მიწოდება
გულისხმობს ვალდებულების დარღვევას-ს.კ631-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად-
ვინაიდან კომპანიამ ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, არ მიიტანა დათქმულ დროს
შესრულების საგანი-ღვინო.

6)ცინაიდან სახეზე გვაქვს კომპანია „მარნის“ მიერ ვალდებულების დარღვევა-ს.კ361-ე


მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასევე ჩანს მისი ბრალი ვალდებულების
შეუსრულებლობაში-ს.კ397-ე მუხლის თანახმად და ასევე ზიანი, რომელიც ნინოს მიადგა,
კერძოდ იმისთვის, რომ ღვინო დროულად ჰქონოდა ნინოს დაბადების დღისთვის მან
კომპანია „ვაზს“ შეუკვეთა ღვინო, რაც 600 ლარით ძვირი დაუჯდა, ამიტომ რომ არა კომპანია
„მარნის“ მიერ ვალდებულების დარღვევის პირობა, ნინოს არ მოუწევდა ღვინოში 600 ლარით
მეტის გადახდა-ანუ სახეზეა ზიანი. რაც შეეხება ტრანსპორტირების 200 ლარს ნინოს ღვინო
ისედაც უნდა მიეტანა ქალაქ გარეთ, ამიტომაც 200 ლარი ზიანს არ წარმოადგენს.

შესაბამისად სახეზე გვაქვს, ზიანი 600 ლარით მეტი და ვალდებულების დარღვევასა და


ზიანის შორის სახეზეა მიზეზობრივი კავშირიც, ამირომ ნინოს შეუძია კომპანია „მარნისაგან
მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება-ს.კ394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.

დასკვნა:

ნინო მოითხოვს კომპანია „მარნისაგან“ ზიანის ანაზღაურებას-600 ლარს-ს.კ394(1).


დათო და ლევანი-ბე:

ჰიპოთეზა-შესაძლოა ლევანს დათოსაგან ჰქონდეს ბე-ს უკან დაბრუნებისა და


ხელსეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლება-ს.კ405(1)-შედეგი-352(1) და 423(2).

მოთხოვნის საფუძველი-ს.კ405(1)-423(2)

წინაპირობა-იმისათვის, რომ ლევანს ჰქონდეს ზემოაღნიშნული მოთხოვნების უფლება


საჭიროა მხარეთა ორი შინაარსობრივად უერთიერთმფარავი ნების გამოვლენა და ნამდვილი
ნასყიდობი ხელშეკრულება-ს.კ477-ე მუხლის თანახმად, ანუ მხარეთა შორის შეთანხმება
ყველა რსებით პირობაზე -ს.კ327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.

ამოხსნა:

1)ლევანსა და დათოს შორის ზეპირი შეთანხმება საძინებელი გარნიტურის 5000 ლარად

მიყიდვაზე , გულისხმობს მხარეთა შორის შეთანხმებას ყველა არსებით პირობაზე-ს.კ327-ე


მულხის 1-ლი ნაწილის თანახმად- ვინაიდან მხარეებს შორის შეთანხმება მოხდა
ხელშეკრულებისთვის აუცილებელ არსებით პირობებზე, კერძოს: საგანი-საძინებელი
გარნიტურა და ფასი-5000 ლარი, ასევე ჩანს ბოჭვის ნება, რომ მხარეები მზად არიან
შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები-გადასცეს ნივთი და გადაიხადოს ფასი, ამიტომ
მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება სახეზეა.

2)ლევანის მიერ დათოსთვის წინასწარ 100 ლარის მიცემა იმ დათქმით, რომ ეს არის ბე-
ს.კ421-ე მუხლის თანახმად-გულისხმობს, რომ ლევანის მიერ დათოსთვის 100 ლარის
მიცემით დადასტურდა ხელშეკრულების დადების ფაქტი.

3)დათოს მიერ ლევანისთვის საძინებელი გარნიტურის გადაცემა გულისხმობს


ვალდებულების არსებობას-ს.კ361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რაც დათომ უნდა
შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს-10 ოქტომბერს, და
დათქმულ ადგილას.

4)გარემოებებიდან ჩანს, რომ 10 ოქტომბერს თელავში ჩასულ ლევანს ავეჯი გაყიდული


დახვდა სანადირაძეზე, ეს კი გულისხმობს, რომ დათომ დაარღვია ვალდებულება-ს.კ361-ე
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად-ვინაიდან მან ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, მან
განუხრელად არ დაიცვა ის მოთხოვნები, რომელიც ლევანს ჰქონდა შესრულების საგნის
მიმართ-ანუ ავეჯი მიჰყიდა სხვას, ამიტომ ვალდებულების დარრვევაში დათოს მიუზღის
ბრალი.

5)ლევანის მიერ 200 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნა, რასაც დათო აპროტესტებს, არის
მართლზომიერი-ს.კ423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ვალდებულება არ
შესრულდა დათოსავე ბრალეული ქმედებით, შესაბამისად ლევანის მიერ წინასწარ
გადახდილი ბე-100 ლარი ლევანს უნდა დაუბრუნოს ორმაგად-200 ლარი.
6)ლევანი ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას, რაც მართლზომიერია-ს.კ405-ე მუხლის 1-
ლი ნაწილის თანახმად-ვინაიდან დათომ დაარღვია ხელშეკრულებიდან გამომდინარე
ვალდებულება, ამასთან დამატებითი ვადის დაწესებასაც აზრი ეკარგება, იმიტომ რომ ავეჯი
უკვე გაყიდული ჰქონდა დათოს და -ს.კ405-ე მულის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად
აშკარაა , რომ დამატებითი ვადის დაწესებას შედეგი არ მოჰყვება, ამიტომ ლევანს შეუძლია
გავიდეს ხელშეკრულებიდან.

7)ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეებმა უნდა დააბრუნონ მიღებული შესრულება


ან სარგებელი-ს.კ352-ე მუხლის 1-ლი ნაწილი-ლევანს უკან არაფერი აქვს დასაბრუნებელი,
ვინაიდან საგანი მას არც არასდროს გადასცემია , დათო კი ვალდებულია დააბრუნოს
ლევანის მიერ წინასწარ გადახდილი 100 ლარი, თანაც ორმაგად-200 ლარი-ს.კ423-ე მუხლის
მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან 100 ლარი წარმოადგენდა ბეს.

8)იმ შემთხვევაში, თუ ლევანი მოითხოვნს ზიანის ანაზღაურებას დათოსგან, სახეზე უნდა


იყოს: ვალდებულების დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. დათოს მიერ
ვალდებულების დარღვევა სახეზე გვაქვს-ს.კ361(2), ასევე მისი დათოს ბრალი. რაც შეეხება
ზიანს, რომელიც ლევანმა განიცადა არ ჩანს, და არც იმ შემთხვევაში იარსებებდა დათოს ,
რომ მისთვის ავეჯი მიეცა, რადგან ლევანს მანქანა სწორედ რომ ავეჯის თელავიდან
თბილისში უკან წასაღებად ჰქონდა დაქირავებული, ამიტომ ლევანი ვერ მოითხოვს ზიიანის
ანაზღაურებას-ს.კ394(1)-407, რადგან სახეზე არ გვაქვს ის ზიანი, რომელიც ლევანმა განიცადა
დათოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.

დასკვნა:

ლევანს აქვს დათოსაგან ბე-ს ორმაგად უკან დაბრუნებისა და ხელშეკრულებიდან გასვლის


მოთხოვნის უფლება-ს.კ405(1)-352 და 423(2).
ლუკა და მერაბი-ავარია:

ჰიპოთეზა -შესაძლოა მერაბს ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის და ნასყიდობის ფასის


უკან მოთხოვნის უფლება-ს.კ405(1)-491-352

მოთხოვნის საფუძველი-ს.კ405(1)-491-352

წინაპირობა-ამისათვის საჭიროა, რომ მხარეებ შორის გამოვლენილი იყოს ორი


შინაარსობრივად ურთიერთმფარავი ნება და ლუკასა და მერაბს შორისდადებული იყოს
ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება-ს.კ477-ე მუხლის თანახმად, ანუ მხარეებს შორის
შეთანხმება უნდა არსებობდეს ყველა არსებით პირობაზე-ს.კ327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
თანახმად.

ამოხსნა;

1)ლუკას მიერ თავისი მეორადი მანქანის მერაბიზე მიყიდვა 7000 ლარას, გულისხმობს
მხარეებს შორის შეთანხმებას ყველა არსებით პირობაზე-ს.კ327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
მიხედვით, ვინაიდან მხარეებს შორის შეთანხმება მოხდა ხელსეკრულებისთვის
აუცლილებელ ყველა არსებით პირობაზე, კერძოდ: საგანი-მანქანა და ფასი-7000 ლარი.
შესაბამისად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება სახეზეა.

2)ლუკას მიერ მერაბისთვის მანქანის გადაცემა გულისხმობს ვალდებულების არსებობას-361-


ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რომელიც ლუკამ უნდა შეასრულოს ჯეროვნად,
კეთილსინდისიეარდ , დათქმულ დროსა და ადგილას-ს.კ361-ე მუხლის მე-2 ნაწილის
მიხედვით. ასევე მას აქვს ვალდებულება მყიდველს, ანუ მერაბს გადასცეს უნაკლო ნივთი-
ს.კ487-ე მუხლის მიხედვით.

მიუხედავად ლუკას ამ ვალდებულებისა, ის არღვევს თავის ნაკისრ ვალდებულებას და


მერაბს მიჰყიდის სინამდვილეში ნაავარიებ მანქანას, შესაბამისად ის ითვლება
ვალდებულების დამრღვევად-ს.კ361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ს.კ487-ე მუხლის
თანახმად, რადგან მანქანა აღმოჩნდა ნაავარიები ის გამოდის ნაკლიანი ნივთი-ს.კ488-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვინაიდან მანქანის ხარისხი არ ემთხვევა მხარეთა შორის
შეთანხმებულს, ლუკა ითვლება ვალდებულების დამრღვევად.

3)მერაბის მიერ ლუკასაგან უკან ფულის დაბრუნების პირობა ითვლება მართლზომიერად, იმ


შემთხვევაში, თუ მერაბი ჯერ გავა ხელშეკრულებიდან-ს.კ405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
თანახმად, ვინაიდან ხელშეკრულების მეორე მხარემ, ლუკამ დაარღვია ნაკისრი
ვალდბულება და თანაც დამატებითი დროის დაწესებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ-ს.კ405-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად აშკარაა, რომ ამ ვადის დაწესებას არავითარი
შედეგი არ მოჰყვება, ამიტომ მერაბს შეუძია გავიდეს ხელშეკრულებიდან-ს.კ405-491

4)მას შემდეგ, რაც მერაბი გავა ხელშეკრულებიდან მას უნდა დაუბრუნდეს უკან
მანქანისთვის გადახდილი თანხა-7000 ლარი, რასაც მერაბი ითხოვს კიდევაც-ს.კ352-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვინაიდან ლუკამ დაარღვია ვალდებულება, რაც
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზი გახდა მერაბისთვის-მხარეებმა ერთმანეთს უნდა
დაუბრუნონ მიღებული შესრულებანი და სარგებელი, ამიტომ მერაბი უკან დააბრუნებს
ჯართად ქცეულ მანქანას, რას ის ეუბნება კიდეც ლუკას, ხოლო ლუკა ვალდებულია მერაბს
დაუბრუნოს 7000 ლარი უკან.

5)რაც შეეხება დამატებითი შესრულების მოთხოვნებს-ს.კ490-ე მუხლის 1-ლი ნაწილის


თანახმად-ნივთის ნაკლის გამოწორებას აზრი ეკარგება, ვინაიდან ჯართში ჩასაბარებელი
გახდა, ასევე მანქანა გვაროვნული ნივთი არ არის, ის არის ინდივიდუალურად
განსაზღვრული ნივთი , ამიტომ ნივთის შეცვალც ვერ მოხერხდება, ამიტომ მერაბს არ აქვს
ზემოაღნიშნულის მოთხვონის უფლება.

6)იმ შემთხვევაში, თუ მერაბი არ გავა ხელშეკრულებიდან, მას შეუძია მოითხოვოს ფასის


შემცირება-ანუ 7000 ლარის შემცირება, თუმცა მერაბი ითხოვს 7000 ლარის უკან დაბრუნებას,
რისთვისაც ჯერ უნდა გავიდეს ხელშეკრულებიდან, ამიტომ ის ფასის შემცირებას ვეღარ
მოითხოვს.

7)იმისათვის, რომ მერაბმა მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სახეზე უნდა იყოს ოთხი
აუცილებელი პირობა: ვალდებულების დარღვევა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი.

ლუკას მიერ ვალდებულების დარრვევის ფაქტი სახეზეა, რომ მან ნაკლიანი ნივთი მიჰყიდა
მერაბს-ს.კ361-(2) და 487-ე მუხლის თანახმად, ჩანს ლუკას ბრალიც, ვინაიდან გარემობებში
ასახულია, რომ მერაბის არ წარმოედგინა, რომ ლუკამ მანქანის ნაავარიების შესახებ არ
იცოდა, ამიტომ ვასკვნით, რომ თუ ლუკამ იცოდა ნივთის ნაკლის შესახებ და მიანც მიჰყიდა
მერაბს, ჩანს მისი ბრალი ვალდებულების დარღვევაში, ვინაიდან განზრახ მოქმედებდა-
ს.კ395. რაც შეეხება ზიანს, რომელიც მერაბმა განიცადა წარმოადგენს შემდეგს, კერძოდ
მერაბმა მანქანა იყიდა 7000 ლარად, რომელიც ნაავარიები იყო, ნაავარიები მანქანის ფასი კი
რეალურად 3500 ლარს წარმოადგენდა, ამიტომ მერაბმა განიცადა 3500 ლარის ზიანი(7000-
3500) ამიტომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ლუკას ბრალით გამოწვეულ ვალდებულების
დარღვევასა და ზიანს შორის, ამიტომ მერაბი მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას-3500 ლარს-
ს.კ394-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 407-408-494-ე მუხლების თანახმად.

8)იმ გარემობების გამო, რომ მანქანა ნაავრიები იყო და მერაბი ავარიაში მოჰყვა, მას
დასჭირდა ყბა-სახის ოპერაცია, რისთვისა მას შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება
არაქონებრივი ზიანისთვისაც-ს.კ413-ე მუხლის თანახმად.

დასკვნა:

მერაბს აქვს ხელსეკრულებიდან გასვლისა და ნასყიდობის ფასის უკან დაბრუნების


მოთხოვნის უფლება-ს.კ405(1)-491-352

You might also like