You are on page 1of 3

საგანი: ვალდებულებითი სამართალი

პროფესორი: დევი ხვედელიანი

სტუდენტი: გვანცა კვაჭაძე

კაზუსი შუალედურისთვის

2008 წელს ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის გაფორმდა კონტრაქტი ღვინის


მიწოდებაზე. კონტრაქტის თანახმად ქართულ მხარეს უნდა მიეწოდებინა უკრაინული
მხარისათვის 5000 ბოთლი ღვინო 20-22 აგვისტოს, თუმცა აღნიშნული ვალდებულება
ქართულმა მხარემ არ შეასრულა, ვინაიდან საომარი მოქმედებისგან გამომდინარე
აფეთქებულ იქნა რკინიგზა, რის გამოც ღვინო ვერ ჩავიდა ფოთის პორტში , ხოლო
უკრაინულმა მხარემ ნახა ზარალი. ამის გამო უკრაინულმა კოპანიამ მოთხოვა ქართულ
კომპანიას ზიანის ანაზღაურება და ვალდებულების შესრულება . რაზეც ქართულმა მხარემ
უარი კანაცხადა - კერძოდ ქართულმა კომპანიამ თანხმობა განაცხადა კვლავ ღვინის
მიწოდებაზე, მაგრამ არა ზიანის ანაზღაურებაზე.

 სწორია თუ არა ქართული კომპანიის პოზიცია?

ამოხსნა

კაზუსიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომ ქართულ კომპანიას დაეკისროს ზიანის


ანაზღაურება და ვალდებულების შესრულება, როგორც ვიცით გარიგება არის, ცალმხრივი,
ორმხრივი ან მრავალხმრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი
ურთიერთობის წარშოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისასკენ. ყოველგვარი ნების გამოვლენა არ
წარმოადგენს გარიგებას. ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის
დადგომა. 50-ე მუხლის მიხეთდვით ეს სამართლებრივი შედეგი გამოიხატება
სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში, რა თქმა უნდა,
სირთულეებთან არის დაკავშირებული გარიგების მსგავსი ნების გამოველენის გამიჯვნა
გარიგევევისაგამ, რომლებიც გარეგნულად ჰგვანან ნების გამოვლენას, მაგრამ არ
წარმოადგენს გარიგებას, რადგან უშუალოდ არ იწვევს სამართლებრივი შედეგის დადგომას,
მაგალითად, დამატებითი ვადის დანიშვნა (394მუხლის II), შეტყობინება (374) და ა.შ. თუმცა
მათი ნამდვილობის მიმართ ზოგიერთ შემთხვევაში გარიგების მომწესრიგებელი ნორმები
გამოიყენებოდეს.

ქართულ და უკრანიულ კომპანიებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 327 მუხლის I


ნაწილით, რომელის მიხედვითაც ხელშეკრულება დადებულად ითვლება, მაშინ როდესაც
მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული
ფორმით. სახეზეა ორი ურთიერთმფარავი ნება და შეთანხმება ხელშეკრულების არსებით
პირობებზე, შესაბამისად ხელშეკრულება ითვლება ნამდვილად.
361 მუხლის II ნაწილი გულისხმობს,რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს
ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაშიც
იყო ვადა დაწესებული ვალდებულების შესრულებისათვის და ეს ვალდებულება დანიშნულ
ვადაში ვერ შესრულდა. 394 მუხლის I ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების
დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და
როგორც ჩვენთვის ცნობილია ასეც იქცევა უკრაინული მხარე და ითხოვს ზარალის
ანაზღაურებას, თუმცა 394 მუხლის II ნაწილი ამბობს, რომ მოვალის მიერ ვადის
გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების
შესრულებისათვის აუცილებელი დრო, და თუკი მევალე ამ დროშიც არ შეასრულებს
ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად
მოთხოვოს ზიანის ანაზღაურება. დამატებით ვადას აზრი არ ააქვს, მაშინ როდესაც ვადის
გადაცილების გამო შესრულებამ აზრი დაკარგა მოცემულიდან გამომდინარე თუ
უკრაინულმა მხარემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება და ვალდებულების შესრულებაც
ფაქტია, რომ ვალდებულების შესრულებას აზრი არ ააქვს დაკარგული. მოცემულ კაზუსში არ
არის ნახსენები, რომ უკრაინულ მხარეს ეს ღვინო კონკრეტული ღონისძიებისთვის
სჭირებოდა და ამიტომ ნახა ზარალი, ამიტომაც, ჩემი აზრით ძალიან სწორი იქნება მისი
გადაწყვეტილება თუ დამატებით დროს მისცემს ქართულ კომპანიას ვალდებულების
შესრულებისთვის.

სანამ უკრაინული მხარე ზიანს მოითხოვს მან უნდა დაადგინოს : აქვს თუ არა
მართლსაწინააღმდეგო ქმდება, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ
შედეგს შორის და ასევე შედეგი რომელიც კოპანიის ბრალეული ქმდებით დადგა, როგორც
ვხვდებით ქართული მხარის შემთხვევაში იყო ფორსმაჟორული სიტუაცია ანუ დაუძლეველი
ძალა - ეს არის მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი, განსაკუთრებული მოვლენები,
ობიექტურად არსებული გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის პირის მიერ
ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას და რომლის გათვალისწინებაც მხარეებს წინასწარ
არ შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს საომარი მოქმედება, სტიქიური მოვლენა ან ეპიდემია. თუ
უკრაინულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე
სასაამართლო გაინიხლავს რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიტუაცია ‘’დაუძლეველი
ძალის’’ განმარტებას. კრინიგზის აფეთქება მოვალისგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო
მოხდა, ამიტომაც ქართულ კომპანიას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

395 მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების მოვალებისაგან განთავისუფლების შესახებ


წინასწარი შეთანხმება დაუშვებელია მისი I ნაწილი ამბობს, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა
დაეკისრება მხოლოდ განზარახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული
ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა
რამ არ გამომდინარეობს, ვინაიდან როგორც უკვე ავღნიშნეთ ფორსმაშორული სიტუაციის
წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა. 

412 მუხლის მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარებას მხოლოდ ის ზიანი, რომელიც


მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწევევი მოქმედების
უშუალო შედეგს, ვინაიდან, რადგან მოვალისთვის არ იყო ცნობილი მოცემული შედეგი
( რომ აფეთქდებოდა რკინიგზა) მას არ უნდა დაეკისროს ზარალის ანაზღაურება მას უნდა
მიეცეს ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

You might also like