You are on page 1of 1

კაზუსი

საქართველოს მუზეუმმა საბერძნეთში ინათხოვრა ანტიკვარული ვაზა თავისი


ექსპოზიციისათვის, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 2019 წლის 25 აპრილს. მხარეები
შეთანხმდნენ ყველა დეტალზე. არნიშნულის შემდეგ ვაზა დროებით გადმოიტანეს
საქართველოში. ექსპოზიციის მსვლელობისას ერთ-ერთი მოქალაქის გაუფრთხილებლობის
გამო, ვაზა დაზიანდა. აღნიშნულის შემდეგ ქართულმა მხარემ შესთავაზა ბერძულ მხარეს
კომპენსაციის სახით სხვა უფრო მაღალი ღირებულების მქონე ანტიკვარული ვაზა, რაზეც
ბერძნულმა მხარემ უარი განაცხადა.

სწორი იყო თუ არა უარის თქმა? როგორ შეიძლება შეწყდეს ვალდებულება? პასუხი
დასაბუთეთ მუხლის მითითებით!

ამოხსნა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 379-ე მუხლი „ კრედიტორის უფლება სხვა


შესრულების მიღებაზე“. მიგვითითებს, რომ კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა
შესრულება გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 381-ე მუხლი „ვალდებულების შესრულება


ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის არსებობისას“ ეს მუხლი განმარტავს ასევე რომ ,
თუ ხელშეკრულების საგანია ინდივიდულაურად განსაზღვრული ნივთი, კრედიტორი არ
არის ვალდებული მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე.

ბერძნული მხარე არ იყო ვალდებული კომპენსაციის სახით მიიეღო სხვა უფრო მაღალი
ღირებულების ნივთი და მას თავისუფლად შეძლო უარი ეთქვა ქართული მხარესთვის.

You might also like