You are on page 1of 1

კაზუსი

მოქალაქე კაპანაძემ ნახა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეკლამა, რომელშიც


მითითებული იყო საქონლის მოდელი, ფასი, საგარანტიო ვადა და მიწოდების
პირობები. ამის შემდეგ კაპანაძე გამოცხადდა შესაბამის მაღაზიაში და მოითხოვა
მასთან ხელშეკრულების დადება, რაც არ მოხერხდა მიწოდების პირობების
შეუთანხმებლობის გამო. კაპანაძემ ჩათვალა, რომ მაღაზიამ რეკლამის მეშვეობით
გააკეთა ოფერტი, რომელიც თვითოვნე დაარღვია, და გადაწყვიტა ამის გამო
სასამართლოში ჩივილი და მაღაზიის იძულება დაედო ხელშეკრულება.

სამართლერივად განმარტეთ რა შედეგები შეიძლება დადგეს, თუ კაპანაძე მიმართავს


სასამართლოს.

კაზუსი ამოხსნა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 პუნქტის განმარტებით:


„წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს
მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული“. თუ
რეკლამას ოფერტად ჩავთლიდით, მაშინ მაღაზია ვალდებული იქნებოდა მყიდველისთის
მიეყიდა იგივე პირობებით, რაც გამოცხადებული იყო რეკლამაში, ამიტომ ამ შემთხვევაში
ოფერტი იქნებოდა მყიდველის წინადადება, რომ იგი შეიძენდა საქონელს მიწოდების თავისი
პირობებით, რაზევ შეთანხმება ვერ მოხერხდა მყიდველსა და გამყიდველს შორის აქედან
გამომდინარე ხელშეკრულებაც არ დაიდება და არ დადგება სამართლებრივი შედეგი.

მაღაზიის წარმომადგენლის ქმედებით არ წარმოშობილა სამართლებრივად დასაძრახი


ქმედება, რადგან ეს იყო მოწვევა ოპერტზე.

You might also like