You are on page 1of 4

ა.

ვალდებულების შესრულების პრინციპებთან დაკავშირებული კაზუსები


კაზუსი N1
სამშენებლო კომპანიამ 2011 წლის 20 მაისს ცემენტის ქარხანასთან დადო 150 ტონა ცემენტის
ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ცემენტი მიწოდებული უნდა ყოფილიყო 3 ნაწილად 50 ტონის
ოდენობით. გამყიდველმა დათქმულ ვადაში მიაწოდა მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ოდენობით ცემრნტი, მაგრამ სამშენებლო კომპანიამ მხოლოდ 100 ტონა ცემრენტის მიღებაზე განაცხადა
თანხმობა, ხოლო 50 ტონა ცემენტის მიღებაზე კი უარი განაცხადა და უკან დაუბრუნა გამყიდველს.
გამყიდველმა სამრჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მყიდველისაგან ნასყიდობის
ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მყიდველმა შესაგებელში
სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ, ჯერ ერთი, მუშახელის სიმცირის გამო არ შეეძლო აეთვისებნა ამდენი
რაოდენობით ცემენტი ხოლო, მეორეს მხრივ კი, მოსარჩელემ (გამყიდველმა) დარჩენილი 50 ტონა ცემენტი სხვას
მიჰყიდა და არავითარი ზიანი არ განუცდია.
 რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი N2
ებრალიძემ შპს „კომფორტულ ავეჯთან“ 2011 წლის 10 ივნისს ქალაქ თბილისში დადო ნარდობის
ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდეს შემკვეთისათვის უნდა დაემზადებინა საძინებელი ავეჯის
გარნიტური შემკვეთის მიერ მიტანილი ესკიზის მიხედვით. მენარდემ იკისრა ვალდებულება სამუშაო
შეესრულებინა თავის მასალით. ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ მასალა უნდა ყოფილიყო
კაკილის ხე, სამუშაო კი უნდა შესრულებულიყო 2011 წლის პირველი ივლისისათვის. შემკვეთმა წინასწარ
გადაიხადა შეთანხმებული საზღაურის 30%. მენარდემ სამუშაო შეასრულა 2011 წლის პირველი
აგვისტოსათვის.
დამზადებული ავეჯის დათვალიერებისას შემკვეთმა აღმოაჩინა, რომ კარადის უჯრა არ იკეტებოდა.
შემკვეთმა მენარდეს მოსთხოვა ნაკლის გამოსწორება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს
შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
ხელშეკრულების ფასის 30%-ის ოდენობით. მენარდემ უარი განუცხადა შემკვეთს მოთხოვნების
დაკმაყოფილებაზე.
ებრალიძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას
მოპასუხე შპს „კომფორტული ავეჯის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისაგან დამზადებული ავეჯის
ნაკლის გამოსწორება, აგრეთვე სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგსამტეხლოს გადახდა
ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ფასის 3%-ის ოდენობით. შპს „კომფორტულმა ავეჯმა“
შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შეთანხმებული გასამრჯელოს 50%-ით გაზრადა
იმ საფუძვლით, რომ ნარდობის ხელშეკრულების დადებიდან ორი კვირის შემდეგ კაკლის ხის მასალა
გაძვირდა ორჯერ და აღნიშნულის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე რომ სცოდნოდა, საერთოდ არ
დადებდა ხელშეკრულებას, ან დადებდა მას სხვა პირობით.
 როგორ უნდა გადაწყდეს დავა? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი N3
ავტომაღაზია შპს „X“ მდებარეობს ქალაქ თბილისში, N ქუჩა 12-ში და რეალიზაციას უკეთებს
სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ ავტომანქანებს. გიორგიმ შპს „X“-ს მიმართა ავტომანქანის შეძენის
სურვილით. შპს-მ მას გააცნო ტიპიური ხელშეკრულება, რომელსაც, როგორც წესი, დებს მყიდველებთან
სტანდარტლი პირობებით. მხარეებმა 2008 წლის 10 მარტს დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება ავტომანქანა
მერსედესის შეძენის თაობაზე.
ხელშეკრულების პირველი პუნქტის მიხედვით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, რომ ავტომანქანა
არ იქნებოდა ნაავარიები და გარბენი ექნებოდა არაუმეტეს 50 000 კილომეტრი. ხელშეკრულების მეორე
პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 15 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მესამე
პუნქტით, ავტომანქანის ჩამოყვანის ვადად განისაზღვრა 2008 წლის 10 მაისი. ხელშეკრულების მეოთხე
პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს, ამასთან მხარემ,
რომელიც მოითხოვს შეცვლას, მეორე მხარეს უნდა გაუგზავნოს წერილობითი ინფორმაცია ცვლილებამდე
არაუგვიანეს 10 დღისა. ხელშეკრულების მეხუთე პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ
მხარეებს არა აქვთ უფლება ცალმხრივად გავიდნენ ხელშეკრულებიდან (უარი თქვან ხელშეკრულებაზე);
ხელშეკრულების მეექვსე პუნქტის შესაბამისად შპს „X“ პასუხს არ აგებს ავტომანქანის ნაკლის გამო.
2008 წლის 1 აპრილს შპს „X“-მა წერილი გაუგზავნა გიორგის და შეატყობინა, რომ აშშ-მი მომხდარი
წყალდიდობის გამო ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას 2008 წლის 1 ივნისამდე. გიორგიმ წერილი
მიიღო და არაფერი უპასუხა.
2008 წლის 1 ნოემბერს ავტომანქანა ჩამოვიდა და გიორგიმ შპს „X“-ს გადაუხადა 10 000 ლარი, ხოლო
დარჩენილ 5 000 ლარზე მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, რომ გიორგის იგი უნდა გადაეხადა 2008 წლის 1
დეკემბრისათვის. ავტომანქანის მყიდველისათვის გადაცემისას შპს „X“-მა განაცხადა, რომ ჩამოყვანილი
ავტომანქანა არ იყო ნაავარიები და გარბენი ჰქონდა 40 000 კილომეტრი. გიორგიმ არ შეასრულა თანხის
დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება 2008 წლის 1 დეკემბრისათვის. 2009 წლის 10 იანვარს გიორგიმ
წერილობით აღიარა შპს „X“-ის მიმართ 5 000 ლარის გადახდის ვალდებულება და იკისრა მისი შესრულება ორი
თვის ვადაში 2009 წლის 10 მარტისათვის. გიორგიმ არც ამჯერად შეასრულა ვალდებულება.
2012 წლის 10 თებერვალს შპს „X“-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგის
წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 5 000 ლარის გადახდის დაკისრება.
გიორგიმ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „X“-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ნასყიდობის
ხელშეკრულებიდან გასვლა. მან შეგებებულ სარჩელში მიუთითა, რომ, ჯერ ერთი, ავტომანქანა დაგვიანებით
ჩამოუყვანეს და მეორეც, როგორც საახელოსნოში ავტომანქანის კომპიუტერული დათვალიერების შედეგად
აღმოჩნდა, ავტომანქანა ნაავარიები იყო და გარბენი ჰქონდა არა 40 000, არამედ 65 000 კილომეტრი. ამიტომაც
იგი ითხოვდა ხელშეკრულებიდან გასვლას, ასევე მისი აზრით, შპს „X“-ის მოთხოვნა 5 000 ლარის გადახდასთან
დაკავშირებით ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შპს „X“ გიორგის შეგებებულ სარჩელს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ მან ხელშეკრულება გააფორმა
სტანდარტული პირობების შესაბამისად, რომელიც გამორიცხავს მყიდველის მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში
ხელშეკრულებიდან გასვლას და გამყიდველის პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების
არაჯეროვანი შესრულებისათვის, აგრეთვე მოთხოვნა 5 000 ლარის გადახდის შესახებ არ არის ხანდაზული.
 როგორ უნდა გადაწყდეს დავა? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი N4
შპს „მედიცინამ“ შპს „სტომატოლოგთან“ 2010 წლის 20 სექტემბერს წერილობითი ფორმით დადო
სამედიცინო აპარატურის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულება შედგენილ იქნა ერთიანი დოკუმენტის
სახით. გამყიდველის- შპს „სტომატოლოგიის“ დირექტორმა ხელშეკრულების ტესტს მოწერა ხელი და დაუსვა
ბეჭედიც, ხოლო მყიდველის- შპს „მედიცინას“ დირექტორმა კი ნასყიდობის ხელშეკრულებას დაუსვა ბეჭედი
და არ მოწერა ხელი, რაც გამყიდველმა ვერ შენიშნა. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველს ერთი თვის
განმავლობაში ოთხ ნაწილად უნდა მიეწოდებინა მყიდველლისათვის სამედიცინი აპარატურა, ხოლო
მყიდველი კი ვალდებული იყო ყოველი ნაწილის მიწოდებიდან სამი დღის განმავლობაში გადაეხადა
გამყიდველისათვის მიწოდებული სამედიცინო აპარატურისათვის შეთანხმებული ფასი.
გამყიდველმა მყიდველს ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში მიწოდა სამედიცინო აპარატურის
პირველი ნაწილი, მყიდველმა კი გადაიხადა შეთანხმებული ფასი. ამის შემდეგ გამყიდველმა მყიდველს
მიწოდა სამედიცინო აპარატურის მეორე ნაწილი, თუმცა მყიდველმა აღარ გადაუხადა გამყიდველს
შეთანხმებული ფასი და გამყიდველის არაერტგზის მოთხოვნის მიუხედავად, მაინც არ დაფარა წარმოქმნილი
დავალიანება. ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო 1000 ლარის ოდენობა პირგასამტეხლო
მყიდველის მიერ თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ამ საფუძვლით გამყიდველმა
სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მყიდველისაგან პირგასამტეხლოს გადახდა. მყიდველმა
შეგებებული სარჩელით უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და თავის მხრივ, მოითხოვა
ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე არ არის
მყიდველის ხელმოწერა, ამიტომაც ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც ფორმის დაუცველად დადებული
ხელშეკრულება, უცილოდ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
 ნამდვილია თუ არა მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება? პასუხი დაასაბუთეთ.

ბ. ხელშეკრულების შესრულების ადგილთან დაკავშირებული კაზუსები


კაზუსი N1
რუსაძემ 2010 წლის 30 მარტს თერთმეტი თვით სესხად გადასცა ხარაბაძეს 5 000 ლარი. სესხის
ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოვალის მიერ ვადის გადაცილების შემთხვევაში მას დაეკისრებოდა
პირგასამტეხლოს გადახდა 800 ლარის ოდენობით. 2011 წლის 15 თებერვალს რუსაძე საცხოვრებლად გადავიდა
სხვა ქალაქში. თავისი ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი რუსაძემ ხარაბაძეს შეატყობინა 2011 წლის 27
თებერვალს, რომ არ გადაეცილებინა ვალის გადახდის ვადას და არ დარიცხულიყო სესხად აღებულ თანხაზე
ვადის გადაცილებისათვის მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, ხარაბაძემ 2011 წლის 28
თებერვალს რუსაძეს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა სესხად აღებული თანხა. ხარაბაძემ თანხა გადარიცხვის
ხარრჯები გადაიხადა სესხის თანხიდან.
 მართლზომიერია თუ არა ხარაბაძის მოქმედება? პასუხი დაასაბუთეთ.
კაზუსი N2
შპს „X“-სა და შპს „Z“-ს შორის 2006 წლიდან არსებობს შეთანხმება შპს „Z“-სათვის შაქრის მიწოდებასთან
დაკავშირებით ერთი კილოგრამი ერთ ლარად და 40 თეთრად. მიწოდება პერიოდულად ხდება შპს „Z“-ის მიერ
გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, ადგილზე მიტანით შპს „Z“-ის იურიდიულ მისამართზე ქალაქ
გურჯაანში, N ქუჩა 20-ში. 2007 წლის 20 მაისს „Z“-მა შეუკვეთა შპს „X“-ს ათი ტონა შაქარი 2007 წლის 20
ივნისისათვის, კილოგრამი ერთ ლარად და 40 თეთრად, როგორც მათ შორის მიღებული იყო. შპს „X“-მა
განაცხადა თანხმობა, მაგრამ არა ერთ ლარსა და 40 თეთრზე, არამედ ერთ ლარსა და 60 თეთრზე. შპს „Z“-საგან
ამაზე პასუხი მიღებული არ იქნა.
2007 წლის 20 ივნისს შპს „X“-მა შეკვეთილი ათი ტონა შაქარი მიიტანა მყიდველის იურიდიულ
მისამართზე- გურჯაანში, N ქუჩა 20-ში.თუმცა აღმოჩნდა, რომ შპს „Z“ ამ მისამართზე აღარ მდებარეობდა. შპს
„X“-მა შაქარტი შესანახად მიაბარა საწყობს, მდებარე გურჯაანში, N ქუჩა 22-ში. 2007 წლის 30 ივნისს შპს „X“-ს
დაუკავშირდა შპს „Z“-ის წარმომადგენელი და შეახსენა განაცხადი ათი ტონა შაქრის მიწოდების თაობაზე.
ასევე მიუთითა საწარმოს ახალი მისამართი- ქალაქი თელავი, N ქუჩა 60. შპს „X“-ის ხელმძღვანელობამ შპს „Z“-
ის წარმომადგენელს განუცხადა, რომ შაქარი ინახებოდა გურჯაანში, N ქუჩა 22-ში. შპს „Z“-ის მოთხოვნით შპს
„X“-მა საწყობში მიბარებული შაქარი მიიტანა შპს „Z“-ის საწარმოს ადგილსამყოფელის მიხედვით ქალაქ
თელავში, N ქუჩა 60-ში. შპს „Z“-მა შპს „X“-ის საბანკო ანგარიშზე, როგორც ეს მიღებული ჰქონდათ, გადარიცხა
ათი ტონა შაქრის- ერთი კილოგრამი X ერთ ლარსა და 40 თეთრზე ღირებულება- სულ 14 000 ლარი.
2008 წლის 25 იანვარს შპს „X“-მა წერილობით მიმართა შპს „Z“-ს და მოითხოვა ნასყიდობის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დარჩენილი ნაწილის (10 000X1,60=16 000) სულ- 2000 ლარის შპს „X“-
ის საბანკო ანგარიშზე შეტანა. შპს „Z“-მა ეს მოთხოვნა არ შეასრულა. 2008 წლის 10 აგვისტოს შპს „X“-ის
მოთხოვნის საფუძველზე შპს „Z“-მა წერილობით აღიარა შპს „Z“-მა წერილობით აღიარა შპს „X“-ის მიმართ ათი
ტონა შაქრის დარჩენილი ნაწილის- 2000 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობა და იკისრა მისი გადახდა
2008 წლის შემოდგომის ბოლოსათვის, თიმცა ვალდებულება არც ამჯერად შეასრულა.
2011 წლის 25 ნოემბერს შპს „X“-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და შპს „Z“-საგან მოითხოვა
შაქრის ღირებულების დარჩენილი ნაწილი, 2000 ლარის გადახდა, აგრეთვე 2007 წელს საწყობში მიბარების და
თელავში შაქრის მიტანის ტრანსპორტირებით გამოწვეული დამატებითი ხარჯების ანაზღაურება 400 ლარის
ოდენობით.
შპს „Z“-მა შესაგებელში მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნები დამატებითი ხარჯების
ანაზღაურებისა და 2000 ლარის გადახდის დაკისრებასთან დაკავშირებით ხანდაზმულია. გარდა ამისა,
ვალდებულება, რომელიც მათ აღიარეს (შაქრის ღირებულების ნაწილის- 2000 ლარის გადახდის შესახებ), არ
არსებობს, რადგან ისინი შეთანხმებული იყვნენ შაქრის ღირებულების თაობაზე კილოგრამი ერთი ლარი და 40
თეთრი და არა ერთი ლარი და 60 თეთრი. სწორედ ამიტომ არ უპასუხეს შპს „X“-ის განაცხადს ფასის
მომატებასთან დაკავშირებით. შესაბამისად არც იყვნენ ვალდებული შეეტყობინებინათ გამყიდველისათვის
საწარმოს ადგილსამყოფელის (იურიდიული მისამართის) შეცვლის შესახებ.
 როგორ გადავწყვიტოთ დავა? პასუხი დაასაბუთეთ.

გ. ვალდებულების შესრულების დროსთან დაკავშირებული კაზუსები


კაზუსი N1
2011 წლის 23 აპრილს რუხაძემ ბერიძისაგან 1500 ლარად შეიძინა საწერი მაგიდა. მყიდველმა
შეთანხმებული ფასი იმავე დღეს გადაიხადა. ბერიძემ რუხაძეს მისცა ხელწერილი თანხის მიღების შესახებ.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მყიდველი ნაყიდ ნივთს წაიღებდა ხელშეკრულების დადებიდან 6 დრეში.
2011 წლის 29 აპრილს რუხაძე ესტუმრა ბერიძეს და მოითხოვა ავეჯის გადაცემა, მაგრამ ბერიძემ ამაზე უარი
განუცხადა და შესთავაზა რუხაძეს 1500 ლარის უკან დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ, რადგან 2011 წლის 28
აპრილს გავიდა ავეჯის წაღების შეთანხმებული ვადა, ამიტომ მან საწერი მაგიდა მიჰყიდა ლორიას 1800
ლარად. ლორიას საწერი მაგიდა უნდა წაეღო 30 აპრილს.
 მართლზომიერია თუ არა ბერიძის უარი, გადასცეს რუხაძეს საწერი მაგიდა? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი N2
კიკვიძესა და არსენიძეს შორის წერილობითი ფორმით დაიდო საოფისე ფართის განვადებით
ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, არსებიძემ გადაიხადა შეთანხმებული ფასის 10
პროცენტი და იკისრა ვალდებულება, რომ ერთი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ (ყოველკვარტალურად)
გადაეხადა უძრავი ქონების შეძენის შეთანხმებული ფასის დარჩენილი ოდენობა. ნასყიდობის საგანი საჯარო
რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა შემძენზე. ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის გასვლის შემდეგაც
არსებიძეს არ ჰქონდა შეთანხმებული ფასის ნაწილი გადახდილი. კიკვიძემ შეახსენა კონტრაჰენტს
ხელშეკრულების პირობები და განუმარტა, რომ იგი ვალდებული იყო გრაფიკის მიხედვით
(ყოველკვარტალურად) ეხადა შეთანხმებული ფასის ნაწილი. არსენიძემ წერილობით დაუდასტურა კიკვიძეს
მისი მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულების აუცილებლობის შესახებ, თუმცა განუმარტა, რომ იგი
განიცდიდა გარკვეული სახის ფინანსურ პრობლემებს, რის გამოც დროულად (გრაფიკის მიხედვით) ვერ
გადაიხდიდა ნასყიდობის ფასის ნაწილი, თუმცა დაადასტურა, რომ შემდეგ კვარტალში გადაიხდიდა ორივე
კვარტალში გადასახდელ ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ნაწილს.
არსენიძემ მეექვსე თვის ბოლოს კვლავ არ გადაიხადა შეთანხმებული თანხის ნაწილი, რის გამოც
კიკვიძემ სასამართლოში აღძრა სარჩელი და მოითხოვა მოპასუხისაგან (მყიდველისაგან) დავალიანების
გადახდევინება. აღნიშნულ სარჩელზე არსენიძემ შეიტანა სშეფებებული სარჩელი და მოითხოვა ნასყიდობის
ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან, მისი აზრით, ხელშეკრულება დადებული იყო მოტყუების გზით,
რაც მდგომარეობდა იმაში, რომ უძრავი ქონების ღირებულება ხელშეკრულებით გაცილებით უფრო ძვირად
იყო შეფასებული. ვიდრე ეს მის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აუდიტორის დასკვნით
დგინდებოდა.
 როგორ უნდა გადაწყდეს დავა? პასუხი დაასაბუთეთ.

დ. ვალდებულების შესრულების სუბიექტთან დაკავშირებული კაზუსები


კაზუსი N1
აბესაძემ 500 ლარად შეიძინა ველოსიპედი გუჯაბიძისაგან იმ პირობით, რომ თანხას გადაუხდიდა
ხელშეკრულების დადებიდან ოცდამეათე დღეს, რის შესახებაც გამდყიდველს მისცა ხელწერილი. თანხის
გადახდის ვადის დადგომამდე ორი კვირით ადრე გუჯაბიძემ მყიდველს შეატყობინა, რომ თანხის მოთხოვნის
უფლება დაუთმო ირაკლი სიხარულიძეს. აბესაძე არ დაეთანხმა გამყიდველის მხრიდან ირაკლისათვის თანხის
მოთხოვნის უფლების დატმობას და გადახდის ვადის ვადის დადგომამდე ორი დღით ადრე თავისი ნაცნობის
მეშვეობით თანხა გადაუხადა გუჯაბიძეს. გამყიდველი თანხის მიღების შემდეგ ხანგრძლივი სამსახურებრივი
მივლინებით გაემგზავრა საზღვარგარეთ. დადგა თანხის გადახდის დრო და ირაკლი სიხარულიძემ აბესაძეს
მოსთხოვა თანხის გადახდა.
 შეუძლია თუ არა სიხარულიძეს მოითხოვოს აბესაძისაგან თანხის გადახდა?

კაზუსი N2
შპს „ტექნიკამ“ 2009 წლის 10 იანვარს წერილი მიწერა შპს „სიონს“ და გამოხატა მზადყოფნა 10 ცალი
ტელევიზორის შეძენასთან დაკავშირებით თითო 700 ლარად, ადგილზე მიტანით „ტექნიკის“ იურიდიულ
მისამართზე, თბილისში, დადიანის N5-ში, 2010 წლის 1 ივნისათვის, თუ შპს „სიონი“ 10 დღის ვადაში
დაეთანხმებოდა მის პირობებს. შპს „სიონმა“ წერილი მიიღო 2009 წლის 14 იანვარს და მაშინვე ფოსტით
გაუგზავნა „ტექნიკას“ პასუხი თანხმობის თაობაზე. „ტექნიკამ“ შპს „სიონის“ წერილი მიიღო 27 იანვარს და
არაფერი უპასუხა.
შპს „სიონმა“ ტელევიზორები შპს „ტექნიკას“ მიაწოდა 2010 წლის 1 აპრილს. მყიდველმა არ განაცხადა
უარი შესრულების ვადამდე მიღებაზე, თუმცა კი იმის გამო, რომ თავისუფალი ადგილი არ ჰქონდა, შპს
„ტექნიკამ“ ტელევიზორები შესანახად მიაბარა ახლომდებარე საწყობს. მიბარების სასყიდლიანი
ხელშეკრულებით დღეში 10 ლარად, 2010 წლის 31 მაისს შპს „ტექნიკამ“ ტელევიზორების ნასყიდობის თანხა
საწყობში მიბარების ხარჯების გამოკლებით, სულ 6390 ლარი შპს „სიონის“ თანხმობით გადასცა „სიონის“
წარმომადგენელს დავით მხეიძეს, რომელიც იმავდროულად შპს „ტექნიკის“ დამხმარე თანაშრომელიც იყო.
აღნიშნული თანხა დ. ხეიძემ შპს „სიონს“ გადასცა მხოლოდ 2010 წლის 1 აგვისტოს.
2010 წლის 12 სექტემბერს შპს „სიონმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტექნიკის“ წინააღმდეგ და
მოითხოვა ა) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონით დადგენილი 2%-ის;
ბ) ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის 500 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს; გ) 610 ლარის
ოდენობით მიბარების ხარჯების გადახდის დაკისრება, რადგან შპს „სიონის“ აზრით, მყიდველმა
ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.
 შეაფასეთ ფაქტობრივი გარემოებები. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?

You might also like