You are on page 1of 4

შუალედური გამოცდა ვალებულებითი სამართალი

ლექტორი: ზურაბ ძლიერიშვილი

სტუდენტი: ველიხან გაბრიელიან

შპს `ფარმა წარმოება~ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია


ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებით და უკავია დომინირებული მდგომარეობა
ფარმაცევტულ ბაზარზე, ხოლო შპს `მკურნალი~ არის სააფთიაქო ქსელი, რომელიც
დაკავებულია ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოებული პროდუქტის გასაღებით
(გაყიდვით).

შპს `მკურნალისათვის~ ცნობილი გახდა, რომ შპს `ფარმა წარმოების~ მიერ


შემუშავებულ იქნა ახალი სამედიცინო პრეპარატი `კარდიო~, რომლითაც
შესაძლებელი გახდა გულის დაავადებების სწრაფი და უსაფრთხო მკურნალობა
ქირურგიული ჩარევის გარეშე და დაინტერესებულია ამ პრეპარატის ექსკლუზიური
უფლებით შეძენით.

მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა პირობაზე და გააფორმეს


ხელშეკრულება. გამყიდველი მყიდველს პირველი სამი თვის განმავლობაში
აწვდიდა შეთანხმებულ პროდუქციას შეთანხმებული პირობებით, მაგრამ 3 თვის
გასვლის შემდეგ შპს `მკურნალმა~ ვერ შეძლო პრეპარატის ღირებულების გადახდა.
შპს `მკურნალმა~ სთხოვა გამყიდველს, არ შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. შპს
`ფარმა წარმოება~ დაეთანხმა ხელშეკრულების გაგრძელებას იმ პირობით, თუ
მყიდველი სანოტარო წესით გააფორმებდა ვალის არსებობის აღიარების დოკუმენტს.
მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარების ხელწერილი
დაიდო და დამოწმდა სანოტარო წესით.

თანამშრომლობის დაწყებიდან 6 თვის თავზე შპს `მკურნალმა~ უარი


განაცხადა შპს `ფარმა წარმოებისათვის~ ამ უკანასკნელის მიერ ბოლო 3 თვის
მანძილზე მიწოდებული საქონლის მიღებაზე, მისი ღირებულების და საერთოდ,
არსებული დავალიანების გადახდაზე იმ მოტივით, რომ პაციენტებისაგან შემოდის
ბევრი საჩივარი პრეპარატის უკუჩვენებებთან დაკავშირებით, რომელთა თაობაზეც
გამყიდველს მყიდველისათვის არ უცნობებია ხელშეკრულების დადების მომენტში.
შპს `ფარმა წარმოება~ არ დაეთანხმა შპს `მკურნალის~ პოზიციას იმ მოტივეით, რომ
მართალია, პრეპარატს აქვს უკუჩვენებები, მაგრამ გამყიდველს არ ჰქონდა
მყიდველისათვის ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რადგან მყიდველი
წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ოფერენტს და მან
აქცეპტი განახორციელა შემოთავაზებულ პირობებზე, ხოლო ოფერტის ან/და
ხელშეკრულების პირობებში არაფერი იყო ნათქვამი ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულებაზე; გარდა ამისა, არსებობს ვალის არსებობის აღიარების ხელწერილი,
რომელიც რეალურად წარმოადგენს ხელშეკრულებას და თუნდაც მის საფუძველზე
მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ნასყიდობის ფასი.

შპს `მკურნალმა~ გაუგზავნა წერილი შპს `ფარმა წარმოებას~, რომლის


მიხედვითაც აცნობა ამ უკანასკნელს, რომ გადიოდა ხელშეკრულებიდან და
მოითხოვა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. შპს `ფარმა წარმოება~ არ
დაეთანხმა ხელშეკრულებიდან გასვლად და საპასუხო წერილით განმარტა, რომ
მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების პირობების დარღვევას და არ
არსებობდა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი. შპს `მკურნალმა~ მოითხოვა
ხელშეკრულებიდან გასვლა, მის მიერ განხორციელებული შესრულების დაბრუნება
და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მის საქმიან რეპუტაციას მიადგა პრეპარატის
უკუჩვენებებზე ინფორმაციის არარსებობის გამო.

არსებობს თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი? არსებობს თუ არა


ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი? როგორ გადავწყვიტოთ დავა?

პასუხი

ჰიპოთეზა: შესაძლოა შპს მკურნალს ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება


ვალდებულების შეუსრულებლობის ფარგლებში სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი
ნაწილის, სსკ-ის 491-ე მუხლისა და სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად. და ასევე მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის
უფლება 352 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ?

არსი: ხელშეკრულების ნამდვილობა ვალდებულების შესრულებლობის


საფუძველზე ხელშეკრულებიდან გასვლისა და მის ფარგლებში სახელშეკრულებო
თანხის მოთხოვნის უფლება მიხენებული მორალური და მატერიალური ზიანის
ანაზღაურების უფლებამოსილება.

ანალიზი: შპს მკურნალმა შესაძლოა ჰქონდეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება


ვალდებულებების შეუსრულებლობის ფარგლებში სსკ-ის 405-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის, სსკ-ის 491-ე მუხლისა და სსკ-ის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.
ასევე სახელშეკრულებო თანხის უკან დაბრუმების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 352-ე
მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად.

იმისთვის რომ, გავარკვიოთ რეალურად აქვს თუ არა შპს მკურნალს


ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, პირველ რიგში უნდა შევამოწმოთ არის თუ
არა სახეზე ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები.

პირველ რიგში ვამოწმებთ წარმოიშვა თუ არა ვალდებულება ნამდვილი


ხელშეკრულების საფუძველზე. ცნობილია რომ შპს მკურნალმა და შპს ფარმამ სსკ-ის
629 მუხლის თანახმად გააფორმეს ნარდობის ხელშეკრულება. რომლის თანახმადაც
ფარმამ იკისრა ვალდებულება კარდიო~, რომლითაც შესაძლებელი გახდა გულის
დაავადებების სწრაფი და უსაფრთხო მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე.
რომლიც დაინტერესებდა შპს მკურნალი.
შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდა სსკ-ის 327-ე მუხლის პრინციპეპის დაცვით,
სადაც მხარეები არსებით პირობებზე შეთანხმდნენ და ვალდებულება წარმოიშვა
ნამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე სსკ-ის 317-ე მუხლის თანახმად.

შემდეგ ვამოწმებთ გვაქვს თუ არა სახეზე არაჯეროვანი შესრულება


ვალდებულების. სსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს
ჯეროვნად, კეთილსინდისიერად. მოცემულ კაზუსში ირკვევა რომ შპს ფარმამ გარდა
იმისა რომ პაციენტებისაგან შემოდის ბევრი საჩივარი პრეპარატის უკუჩვენებებთან
დაკავშირებით მან კიდევ გაყიდა პრეპარატი შპს მკურნალს. მართალია, პრეპარატს
აქვს უკუჩვენებები, მაგრამ გამყიდველს არ ჰქონდა მყიდველისათვის ამ
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. მაგრამ აქ შპს ფარმამ არ სახეზე არ ჰქონდა
კეთილსინდისიერი მოქმედება.

არაჯეროვანი შესრულების შემდეგ უნდა მოვახდინოთ დარღვევის ტიპის


ინდენტიფიცირება. მოცემულ კაზუსში შპს `მკურნალმა~ გაუგზავნა წერილი შპს
`ფარმა წარმოებას~, რომლის მიხედვითაც აცნობა ამ უკანასკნელს, რომ გადიოდა
ხელშეკრულებიდან და მოითხოვა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
შპს `ფარმა წარმოება~ არ დაეთანხმა ხელშეკრულებიდან გასვლად და საპასუხო
წერილით განმარტა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ხელშეკრულების
პირობების დარღვევას და არ არსებობდა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი.

მოცემული კაზუსში ირკვევა რომ მხარეებმა ნარდობის ხელშეკრულება


გააფორმეს წერილობით. შესაბამისად მათი შესაგებელი ამ შემთხვეაში რაიმე
სამართლებრივი ცვლილებებს ვერ გამოიწვევს. რადგან სიმართლეს არ შეესამება და
მსგავსი შეთანხმება წერილობით იყო გაფომებული. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მათ
ბრალი არ მიუძღვოდათ ვალდებულების დარღვევაში, და მასალები დროულად არ
მიაწოდეს, ამ შესაგებელს უპირისპირდება სსკ-ის 397-ე მუხლის დანაწესი, რომლის
მიხედვითაც მოვალე მაშინაც პასუხისმგებელიაშესრულებისთის, როცა შესრულების
საგანი სხვა პირისგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო.

შესაბამისად ორივე შესაგებელი გაბათილდა, აქედან გამომდინარე შპს


მკურნალმა აქვს სრული უფლებამოსილება სსკ-ის 405-ე 1-ლი ნაწილისა და სსკ-ის-
491ე მუხლის თანახმად გავიდეს ხელშეკრულებიდან. შემდეგ სსკ-ის 352-ე მუხლის
1-ლი ნაწილის თანახმად იქნება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, და შპს
მკურნალს გადახდილი ტანხა დაბრუნდება უკან.

შპს მკურნალს ასევე შესაძლოა ჰქონდეს სსკ-ის 407-ე მუხლის, სსკ-ის 394-ე
მუხლის 1-ლი ნაწილისა და სსკ-ის 494-ე მუხლის თანახმად მიღებული ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
დასკვნა: შპს მკურნალს შეუძლია სსკ-ის405-ე სსკ-ის 491-ე მუხლების
თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლა, სსკ-ის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
თანახმად შეუძლია მოითხოვოს სახელშეკრულებო თანხის დაბრუნება. 407-
ე მუხლის, სსკ-ის 494-ე და სსკ-ს 394-ე მუხლის თანახმად ქონებრივი ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება

You might also like