You are on page 1of 19

საოჯახო სამართალი

ოჯახი
ოჯახის ჩამოყალიბება
ქორწინების ფორმაბი და ოჯახი საბოლოო ანგარიშით მატერიალურ სიკეთეთა წარმოების
პროცესში წარმოშობილი ეკონომიკური ურთიერტობებით განისაზღვრებიან.

საზოგადოების განვითარების ადრეულ საფეხურზე, როდესაც ადამიანები ჯოგებად


ცხოვრობდნენ, ჯოგის ყველა ქალი ეკუთვნობა ყველა კაცს და სქესთა შორის ურთიერთობა
შეზღუდული არ იყო.
მეურნეობის განვითარებამ და სქესთა შორის საქმეთა გადანაწილებამ ჯოგები გადააქცია
სისხლით მონათესავე პირთა კავშირად - გვაროვნულ თემებად. თემებში ჰყავდათ საერთო
ცოლები და ქმრები. სქესობრივი ურთიერთობა წინაპარსა და შთამომავალს შორის აიკრძალა.
ოჯახის განვითარების შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება და-ძმას შორის ურთერთობის
აკრძალვა. ბავშვის წარმოშობა დედის მეშვეობით განისაზღვრებოდა, რამაც ასევე განაპირობა
მატრიარქატის ჩამოყალიბება.
მატრიარქატის განვითარებამ საფუძველი დაუდო წყვილად ქორწინებას - ქალმა დაიწყო
ქმრის ამორჩევა.
მეურნეობაში ქალის როლის დაკნინებამ გამოიწვია პარტიარქატის ჩამოყალიბება.
გაძლიერდა კაცის როლი, ხოლო ქალი მის მსახურად გადაიქცა. მონათმფლობელურ ეპოქაში
კაცის სტატუსი კიდევ უფრო გაძლიერდა. წყვილადი ქორწინება გარკვეულ ფიქციად გადაიქცა,
რომლის დარღვევის უფლება მამაკაცს ყოველთვის ჰქონდა. წყვილადი ქორწინებით შებოჭვას
უკავშირებენ პროსტიტუციის ჩამოყალიბებას.
მონოგამიური ქორწინების წარმოშობა დაკავშირებულია კერძო საკუთრების
წარმოშობასთან.
საოჯახო სამართლის ჩამოყალიბება
საოჯახო ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
ძველი წ. აღ. მე-18 საუკუნით დათარიღებულ ბაბილონურ კანონთა კრებულში, რომელიც
ისტორიაში შევიდა ბაბილონის მეფის, ჰამურაბის კანონების სახელით, მე-6 ნაწილი
არეგულირებდა საოჯახო სამართლის საკითხებს.
რომი
რომაული სამართალი ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავდა მისი სტატუსის
მიხედვით.ძველი რომის სამართალი ადამიანის სამ სტატუსს იცნობდა: სტატუს ლიბერტატის,
ე.წ.თავისუფლების სტატუსი. იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონოდა რაიმე უფლება, იგი
აუცილებლად თავისუფალი უნდა ყოფილიყო. სტატუს ცივიტატის, ე.წ. მოქალაქეობის სტატუსი.
რომის მოქალაქეს იმპერიაში გაცილებით დიდი უფლებები ჰქონდა, ვიდრე არამოქალაქეს.
სტატუს ფამილიე, ე.წ. ოჯახური სტატუსი, რომელიც განსაზღვრავდა პირის ოჯახურ
მდგომარეობას და იმას, თუ რა ადგილი ეჭირა მას ოჯახში.
რომში უძველესი დროიდან არსებობდა მონოგამიური პატრიარქალური ოჯახი, რომელსაც
სათავეში ედგა შეუზღუდავი უფლებების მქონე მამაკაცი - პატერფამილია. ოჯახში ქმრის
ძალაუფლება ცოლზე მყარდებოდა: 1- რელიგიური ქორწინებით, 2- ყიდვით,
XII ტაბულის კანონებმა ძვ.წ.V საუკუნეში შემოიღო მე-3 გზა - თხოვება - ე.წ. დროებითი
ქორწინება. დროებით ქორწინებისას ქალი მხოლოდ ბავშვის გაჩენის მიზნით შედიოდა ოჯახში.
ის ოჯახის წევრად არ ითვლებოდა და საოჯახო ურთიერთობები მამის ოჯახთან აკავშირებდა.
რადგან მამაკაცებს ეს არ აკმაყოფილებდათ, დაწესდა, რომ თუ ქალი 1 წელზე მეტხანს
დარჩებოდა ოჯახში ქმრის ძალაუფლების ქვეშ მოექცეოდა. ამიტომ წლის ბოლო სამ დღეს
ქალი ატარებდა მამის ოჯახში და წლის დასაწყისში თავიდან შედიოდა ქმრის ოჯახში დროის
თავიდან ასათვლელად. აქედან წარმოშობილად შეიძლება ჩავთვალოთ ქართული ტერმინი
,,გათხოვება“.
ფეოდალიზმი
ფეოდალიზმის პერიოდში ქალის უფლებები არ
გაფართოებულა. მონებისათვის ქორწინების აკრძალვას
ჩაენაცვლა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის უფლება -
ხანდახან პირველი ღამის უფლების გამოყენებითაც.
ძველ ქართულში გამოიყენებოდა ტერმინი ,,სახლი“, რომელსაც
შუა საუკუნეებში ჩაენაცვლა თურქული წარმოშობის ტერმინი
,,ოჯახი“. ის თურქული წარმოშობისაა და ნიშნავს კერას, სახლს.
საქართველოში ისტორიულად საზოგადოების აღწარმოება
გვარის შიგნით დაიწყო ე.წ. სისხლლითმონათესავე სქესთა
შეუღლების გზით, რომელსაც მეცნიერებაში ენდოგამია
ეწოდება. ქართული”მამაძუძუობის” ძალით მამაკაცი შედიოდა
გვარის შიგნით შვილების გაჩენის მიზნით. ქორწინების
ქართული ქორწილის ხალხურ ჩვეულებეში ჩაგვრისა და
მოტაცების ანარეკლი მკაფიოდ მოსჩანს.
მონოგამიური ოჯახები
ინდოეთი
მონოგამიური ოჯახის საუკეთესო მაგალითია, რადგან ინდური ქორწინება არის წმინდა
რიტუალი რომელიც ქალსა და მამაკაცს აერთიანებს არამარტო ამ არამედ იმიერ
ცხოვრებაშიც. საოჯახო სამართალი რელიგიური და ტრადიცული სამართლის ნაწილია .
1954 წელს გამოცემულ იქნა სპეციალური საქორწინო აქტი, რომელიც ვრცელდება
ინდოეთის მთელ ტერიტორიაზე ორი შტატის გარდა. ეს აქტი ადგენს აკრძალულ
ურთიერთობებს სისხლით ნათესავებს შორის . როდესაც პირები გადაწყვეტენ
დაქორწინებას, მათ შეაქვთ განცხადება ერთ-ერთის საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით. აღნიშნული განცხადების გაპროტესტება ნებისმიერი პირის მიერ
შესაძლებელია 30 დღის ვადაში. ქორწინება თუ არ გაპროტესტდება , შესაძლებელია
ვადის ამოწურვის შემდეგ. ქორწინება არ შედგება თუ ქორწინების ოფიცერი დაადგენს
რომ პროტესტი საფუძვლიანია. ოფიცრის გადაწყვეტილების გასაჩივრება
შესაძლებელია სასამართლოში. განქორწინების მოთხოვნის უფლება ქალს მიეცა
ბოლო პერიოდში. განქორწინებულმა წყვილებმა გარკვეული პერიოდი 1-3 წელი არ
უნდა მიმართონ ოფიცერს ახალი ქორწინების მოთხოვნით.
 
ანგლოსაქსურმა და კონტინენტურმა ქვეყნებმა და მათმა სამართლებრივმა
სისტემებმა საოჯახო სამართლის ძირითად პრინციპად აირჩიეს მონოგამიის
პრინციპი, განსხვავებით მუსლიმანური სამართლის პრინციპებიდან, რომელიც
უშვებს პოლიგამიურ საქორწინო კავშირებს (მრავალცოლიანობა ).
პოლიგამია და პოლიანდრია
მუსლიმური სამართალი
შარიათი, თარგმანში „ბილიკი”, ისლამურ კოდექსთა ყოვლისმომცველი ტერმინია . ის მუსლიმის ცხოვრების
ერთგვარი გზამკვლევია და ყველაფერს ფარავს – სოციალური ნორმებიდან დაწყებული კრიმინალის
ჩათვლით. შარიათი ყურანზე და მუჰამედის გამოთქმებზეა (სუნა ) დაფუძნებული . ახალ საკითხთა
განსახილველად მუსლიმ სწავლულთა მიერ პრეცედენტი და ანალოგიაა გამოყენებული . სასამართლოს ყადი
(მოსამართლე) ზედამხედველობს, რომელსაც ფიქჰი (სამართლებრივი ინტერპრეტაცია ) ღრმად უნდა
ჰქონდეს შესწავლილი.
მუსლიმური სამართალი მამაკაცისათვის აწესებს პოლიგამიის პრინციპს . მას შუძლია ერთდროულად ჰყავდეს
4 ცოლი და განუსაზღვრელი რაოდენობით გამოიცვალოს ისინი.
ირანი - 1967 წელს ირანმა მიიღო ოჯახის დაცვის აქტი, რომელიც იცავდა ქალთა საოჯახო უფლებებსაც , მაგრამ
იგი გაუქმებულ იქნა 1979 წელს რევოლუციის შედეგად. თავდაპირველად ქალისათვის საქორწინო ასაკად
დაწესებული იყო 9 წელი, შემდეგში იგი 15 წლამდე გაიზარდა. ამ დროს დაწესდა შეზღუდვა , რომლითაც
მამაკაცს მეორე ცოლის მოყვანა შეეძლო სასამართლოსა და პირველი ცოლის თანხმობით . განქორწინება
რჩება ტრადიციული ისლამის ფარგლებში , სადაც მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ მამაკაცს აქვს . თუმცა
მითითებულ პერიოდში განქორწინების უფლება ქალებსაც მიეცათ . განქორწინება 7 მიზეზითაა შესაძლებელი ,
რომელთა შორისაცაა უშვილობა, მეუღლის ნების შეუსრულებლობა , 5 წელზე მეტხანს პატიმრობა ,
ავადმყოფობა და ა.შ. მამაკაცის მოვალეობას ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა წარმოადგენს .
შარიათის მიხედვით ქალის სამართლებრივი სტატუსი უთანაბრდება მცირეწლოვნებისას და
ქმედუუნაროებისას. მათ არ შეუძლიათ მამაკაცი მეურვეების გარეშე ქორწინება , თავისივე შვილებზე
მზრუნველობა ქმრის გარდაცვალების შემდეგაც. ისინი მემკვიდრეობით იღებენ მამის ქონებიდან იმის
ნახევარს, რასაც ძმები, ხოლო ქმრის ქონებიდან მეოთხედს შვილების არ ყოფნის შემთხვევაში , ხოლო
შვილების არსებობისას ერთ მერვედს.
პოლიანდრია - საოჯახო ურთიერთობები როდესაც ერთ ქალს ჰყავს რამოდენიმე ქმარი . ეს ძირითადად
გავრცელებული იყო ტიბეტში, ერთ ოჯახს, ძმებს ჰყავდათ საერთო ცოლი და ეფუძნებოდა იმ კულტურულ
შეხედულებას, როპ ბავშვს შეეძლო ჰყოლოდა რამოდენიმე მამა . ჰიმალაის მთებში აღნიშნული
გამომდინარეობდა მიწის სიმწირიდან. ერთი ოჯახის მამაკაცებისათვის ერთ ქალზე ქორწინება საშუალებას
იძლეოდა არ მომხდარიყო საოჯახო მიწის დაყოფა და მოსახლეობის განუსაზღვრელად ზრდა .
ოჯახის ცნება
ოჯახი საზოგადოების ძირითადი უჯრედია . მის სიმტკიცეზე დამოკიდებულია არა
მარტო ოჯახის წევრთა კეთილდღეობა, არამედ მთელი საზოგადოების , მთელი
ქვეყნის წინსვლა. შესაბამისად, სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ -ერთი
უმთავრესი მიმართულებაა საოჯახო სამართალი, მისი სრულყოფილად
რეგულირება და ოჯახის, როგორც უმნიშვნელოვანესი სამართალსუბიექტის როლის
გამოკვეთა სამოქალაქო სამართალურთიერთობებში.
ოჯახის ცნება
ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოში განსაზღვრული არაა
ოჯახის ცნება და ოჯახის წევრთა სტატუსი. აღნიშნული განპირობებულია
კანონმდებლების არაერთგვაროვანი მიდგომით ოჯახის შემადგენლობისადმი .
მსოფლიოში მიმდინარეობს ჰარმონიზაციის მასშტაბული პროცესი . ჰარმონიზაციის
საუკეთესო ნიმუშია ევროკავშირი, რომელმაც საოჯახო საკუთრების რეჟიმებთან
დაკავშირებით მიიღო 2016/1103/1104 რეგულაციები. მიუხედავად ჰარმონიზაციის
მცდოლობებისა, ევროკავშირმა ამ რეგულაციებში არ განსაზღვრა ოჯახის ცნება ,
ვინაიდან ევროკავშირი გამოხატავს პატივისცემას ყველა ქვეყნის ნაციონალური
სამართლით დაწესებული ტრადიციული მიდგომებისადმი , პირადი და ოჯახური
ცხოვრებისადმი, საკუთრების უფლებისადმი, არადისკრიმინაციულობის
პრინციპისადმი, ქორწინების უფლებისა და შიდა კანონმდებლობებით
დადგენილი ,,ოჯახის“ ცნებისადმი.
საერთაშორისო აქტები
 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
მუხლი 16.
1. სრულასაკოვნებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე , დაქორწინდნენ და ოჯახი
დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას.
2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას .
3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
 
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 23
1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და უფლება აქვს, დაცული იქნას საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ.
2. ქორწინების ასაკს მიღწეულ მამაკაცთა და ქალთა უფლება შექმნან ოჯახი უნდა იქნას აღიარებული.
3. ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე.
4. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები დაქორწინების , ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა
თანასწორი უფლებებისა და მოვალეობებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა
ბავშვის საჭირო დაცვა.
 
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
    მუხლი 10
წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ:
1. ოჯახს, რომელიც საზოგდოების ბუნებრივი და ძირითადი ერთეულია, უნდა გაეწიოს შეძლებისდაგვარად ყველაზე ფართო დაცვა და დახმარება,
განსაკუთრებით მისი შექმნის დროს და იმ პერიოდში, სანამ ბავშვზე ზრუნვის და მისი აღზრდის პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ის დამოუკიდებელი
გახდებოდეს. ქორწინება უნდა ხდებოდეს დასაქორწინებელ პირთა თანხმობით;
 
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია რომი , 1950 წლის 4 ნოემბერი
    მუხლი 12. ქორწინების უფლება
საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონის შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების
განხორციელებას.
 
ევროპის სოციალური ქარტია, 1996
მუხლი 16 - ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება
საზოგადოების ძირითადი უჯრედის - ოჯახის სრული განვითარების აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ
ოჯახის ეკონომიკური, იურიდიული და სოციალური დაცვა, ისეთი საშუალებებით, როგორიცაა სოციალური და ოჯახისათვის განკუთვნილი დახმარების გაცემა ,
საგადასახადო შეღავათები, ოჯახის უზრუნველყოფა ბინით, შეღავათები ახალდაქორწინებულთათვის და სხვა შესაბამისი შეღავათები.
ოჯახის სოციოლოგიური გაგება
არსებობს ოჯახის სოციალური და სამართლებრივი ცნება:
სოციოლოგიური ცნება: ოჯახი არის პირთა ქორწინებაზე,
ნათესაობასა და ბავშვების აღზრდაზე დაფუძნებული კავშირი,
რომელიც განპირობებულია ერთად ცხოვრების, ინტერესთა
ერთიანობისა და ურთიერთზრუნვის ფაქტორით.
 
სამართლებრივი გაგებით ოჯახი მისი წევრების იურიდიული
კავშირია. ის არის იმ პირთა წრე, რომლებიც ერთმანეთთან
დაკავშირებულნი არიან ქორწინების, ნათესაობის შვილად
აყვანის, ბავშვის აღსაზრდელად მიღების საფუძველზე
წარმოშობილი უფლება-მოვალეობებით.
ამ ორს ერთმანეთისგან ის განასხვავებს, რომ თუ პირველი გაგებით
ის აღარ არსებობს, სამართლებრივი კავშირი მაინც ნარჩუნდება.
(განქორწინებისას, ალიმენტის მიღება).
საოჯახო სამართალი და მისი ადგილი სამართლის
სისტემაში

1970 წლიდან დამოუკიდებლად არსებობდა საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსი.


1997 წელს მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლის სამოქალაქო
კოდექსის 1 მუხლში მითითებულია, რომ ის აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ
კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.“ სამოქალაქო კოდექსის მე-5
წიგნში მოთავსდა საოჯახო სამართალი. პანდექტუტი სამართლის პრინციპების (გერმანულის
საფუძველი) შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსში საოჯახო
სამართალი პირველ წიგნადაა შესული როგორც ეს იყო იუსტნიანეს ინსტიტუციებში .
იურიდიულ ლიტერატურაში საოჯახო სამართლის ადგილთან დაკავშირებით აზრთა
სხვადასხვაობაა. ერთნი ფიქრობენ რომ დამოუკიდებელი დარგი უნდა იყოს, ხოლო მეორენი
ფიქრობენ რომ სამოქალაქო სამართლის ქვედარგია.
ძირითადად აღიარებულია, რომ საოჯახო სამართალი სამართალი დამოუკიდებელი
ინსტიტუტია. ის მოიცავს განსაკუთრებულ ინსტიტუტებს ქორწინება, განქორწინება და ა.შ .
ვინაიდან საოჯახო სამართლის ნორმები სპეციფიურია, ის ცალკეა მოთავსებული კოდექსში.
მაგრამ, ვინაიდან ამ ინსტიტუტების რეგულირება სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირების
საერთო ჩარჩოშია მოქცეული და ამიტომ სამოქალაქოს ნაწილს წარმოადგენს.,  

საოჯახო სამართალი - იმ ნორმების ერთობლიობაა, რომელიც ოჯახის წევრებს შორის


წარმოშობილ პირად და ქონებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.
ამ ცნებაში განსაზღვრულია ორი საკითხი 1. საოჯახო ურთიერთობის მონაწილეები და 2.
ურთიერთობათა შინაარსი.
ოჯახი წევრები
კითხვაზე - ვინ არიან ოჯახის წევრები? კონკრეტული უნივერსალური პასუხი არ არსებობს .
განსაზღვრისათვის ერთობლიობაში უნდა იყოს ქორწინება, ერთად ცხოვრება და საერთო
მეურნეობის წარმოება, სისხლით ნათესაობა, რომელიც დაბადებების რაოდენობით
განისაზღვრება.

ნათესაობა ბიოლოგიური ცნებაა და სახელმწიფო მას სამართლებრივ სახეს აძლევს . ნათესაობის


ხაზისა და ნათესაობის ხარისხით განისაზღვრება რჩენის ვალდებულების შესრულების რიგითობა .
ნათესაობის ხაზი
ნათესაობა პირდაპირი ხაზისაა, როცა პირები ერთმანეთისაგან არიან წარმოშობილი .
აღმავალია როცა შთამომავლობიდან წინაპრისკენ მიიმართება ;
დაღმავალია თუ წინაპრიდან შთამომავლობისაკენ მიდის .
გვერდითი შტოსია როცა საერთო წინაპრიდან მოდის - ძმები, ბიძაშვილები...
ნათესაობის ხარისხი
ნათესაობის სიახლოვე იზომება ნათესაობის ხარისხით - დაბადებათა იმ რაოდენობით , რომლებიც
პირებს აკავშირებთ. (ნათესაობის გამოთვლის რომაული სისტემა).(წინაპრის დაბადება
მხედველობაში არ მიიღება).
მამა-შვილი - 1 ხარისხი, პაპა-შვილიშვილი - პირდაპირი და 2 ხარისხი. და-ძმა - გვერდითი ხაზის
და მეორე ხარისხის - 2 დაბადება. ბიძა-ძმისშვილი - მესამე ხარისხი, გვერდითი, ბიძაშვილები - 4
ხარისხი.
მამის ხაზით ნათესაობა- ჯიში, დედის ხაზით - ჯილაგი. შვილად აყვანა გათანაბრებულია პირველი
ხარისხის სისხლის ნათესაობასთან. ცოლ ქმარი ნათესავები არ არიან . ეს უნიკალური
ურთიერთობა წარმოიშობა ქორწინებით.
საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობები:
ბიოლოგიური და ეკონომიკური საწყისების ერთიანობა განაპირობებს ოჯახის შექმნისა
და მისი არსებობის დროს წარმოშობილ ურთიერთობათა სპეციფიკურ ხასიათს .
საოჯახო ურთიერთობათა უმეტესი ნაწილი სამართლის მიღმაა და ზნეობრივი
ნორმებით რეგულირდება. სამართლით რეგულირებულია მხოლოდ განსაკუთრებული
საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები - გვარი, შვილების აღზრდა ადა აშ .
საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობები განსხვავდება ფაქტობრივი საოჯახო
ურთიერთობებისგან.
სამოქალაქო სამართლით რეგულირებული სხვა ურთიერთობებისაგან საოჯახო
სამართლით რეგულირებული ურთიერთობების განმასხვავებელი თავისებურებები:
- წმინდა სამოქალაქო ქონებრივი ურთიერთობები ძირითადად ეკონომიკურ
მოთხოვნილებებს ეფუძნება, საოჯახო კი ფიზიკურსა და ზნეობრივს .
- საოჯახო ურთიერთობის წარმოშობა (გარდა ქორწინებისა ) მონაწილეების ნების
გარეშე ყალიბდება (მშობლებისა და შვილების);
- მათი გადაცემა ან უარის თქმა დაუშვებელია;
- დაკავშირებულია კონკრეტულ ფიზიკურ პირთან, მისი სუბიექტები მხოლოდ ფიზიკური
პირები არიან.
- განსაზღვრული დროით არ შემოიფარგლება.
დასკვნა: თუ სხვა სახის ქონებრივ და პირად ურთიერთობები პრივატული ხასიათისაა
და განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს კერძო ავტონომიას და პირად თავისუფლებას ,
საოჯახო სამართალში საოჯახო ურთიერთობები აბსოლუტური ხასიათისაა , ამიტომ
უფრო საჯარო ხასიათისაა.
საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობები:
საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობები იყოფა შემდეგ სახეებად:
 პირადი არაქონებრივი - სახელი, ღირსება და აშ.
ქონებრივი - ქონება, ალიმენტი.
 სუბიექტების ინდივიდუალიზაციის მიხედვით იყოფა შემდეგნაირად:
ოჯახში არსებული ქონებრივ ურთიერთობები უფრო ფარდობითი ხასიათისაა და დაკავშირებულია
საოჯახო ურთიერთობებთან, თუმცა სახელმწიფო ინტერესებსაც ეხება.
ფარდობითი უფლებები - სუბიექტის პიროვნული უფლება, რომლის აღიარება და ხელყოფისგან
თავის შეკავება მოეთხოვება ერთ ან განსაზღვრული რაოდენობის სამართლის სუბიექტს. 
აბსოლუტური უფლებები - სუბიექტის პიროვნული უფლება, რომლის აღიარება და ხელყოფისგან
თავის შეკავება მოეთხოვება სამართლის ყველა სხვა სუბიექტს.
შესაძლოა იყოს მრავალსუბიექტიანი ფარდობითი, რომელშიც თითოეულს დამოუკიდებელი
უფლებები და ინტერესები აქვს. ეს განსხვავდება ვალდებულებით სამართალში არსებული პირთა
სიმრავლისაგან.
წარმოშობის საფუძვლებისა და სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით: საქორწინო,
მშობლიური, შვილად აყვანის, ოჯახის სხვა წევრთა.
საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებს უნიკალური სახე აქვთ: საოჯახო ს-სამართლებრივ
ურთიერთობათა სუბიექტებს სპეციფიკური უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა აქვთ.
უფლებაუნარიანობა დაბადებიდან წარმოეშობა პირს, შემდეგ კი ასაკის და
ფსიქოფიზიკურიპიროებბის გათვალისწინებით უფართოვდება და გარდაცვალებით წყდება. 10
წლიდან აუცილებელია გასაილებელი პირის თანხმობა, 14 წლიდან არასრულწლოვანი
დამოუკიდებლად მიმართავს სასამართლოს მშობლების მხრიდან მოვალეობების შეუსრულებლობის
შემთხვევაში. ქმედუნარიანობა სრული მოცულობით 18 წლის ასაკიდან იწყება.
საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობების შინაარსს წარმოადგენს ის კონკრეტული უფლება-
მოვალეობები, რომლებიც მათ სუბიექტებს გააჩნიათ. უფლება არის საოჯახო სამართლის სუბიექტის
შესაძლებელი ქცევის ზომა. ვალდებულება- მოქმედების შესრულების აუცილებლობა. ეს
უფლებამოვალეობები დაკავშირებულია მათ სუბიექტებთან და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია
მისი გადაცემა შესაძლებელი. დაუშვებელია ამ უფლებების ბოროტად გამოყენება.
იურიდიული ფაქტები
 
სამოქალაქო სამართლის სხვა ინსტიტუტებისგან განსხვავებით, სადაც ურთიერთობები ხელშეკრულების
ან დელიქტების საფუძველზე წარმოიშობა, საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშობა
იურიდიული ფაქტების საფუძველზე.
იურიდიული ფაქტები სამართლებრივი შედეგის მიხედვით შეიძლება იყოს :
უფლებაწარმომშობი ;
უფლებააღმდგენი;
უფლებაშემცველი;
უფლებაშემწყვეტი;

იურიდიული ფაქტები იმის მიხედვით უკავშირდება თუ არა სუბიექტის ნებას იყოფა მოქმედებებად
და ხდომილებებად.
ხდომილება- სუბიექტის ნებისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, მაგალითად სიკვდილი. ასევე
ვადები, რომლებიც იმპერატიულია (მაგალითად პირის გარდაცვალებიდან 10 თვეში ბავშვის დაბადება ).
გრძელვადიან ხდომილებების სუბიექტის თვისობრივი მდგომარეობა ეწოდება (შრომისუუნარობა).
მოქმედება - ნებელობითი ქცევა, რომელთანაც დაკავშირებული სამართლებრივი შედეგი შეიძლება
იყოს მართლზომიერი ან არამართლზომიერი (ალიმენტისაგან თავის არიდება).
მოქმედება იყოფა ქცევებად და აქტებად:
საოჯახო სამართლებრივი ქცევა - ნებელობითი ქცევაა, რომელიც არ არის მიმართული სპეციალურად
საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, თუმცა გარკვეულ
შედეგს უკავშირდება (ფაქტობრივი აღზრდა, რაც სარჩოს მოთხოვნის უფლებას იძლევა).
საოჯახო სამართლებრივ აქტები - სპეციალურადაა მიმართული განსაზღვრული შედეგისადმი,
(ქორწინება). აქტები გარიგებების ნაირსახეობაა მაგრამ ახასიათებს სპეციფიური ფორმა, სავალდებულო
რეგისტრაცია სარეგისტრაციო ორგანოებში და მათი უმეტესობა პირად არაქონებრივ ურთიერთობებს
ეხება.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია :
ა) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
(შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით ;
ბ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ,
მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო
დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება );
გ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებშ - ნოტარიუსი (ქორწინების უფლება აქვს მაგრამ ეს ნორმა არ
ამოქმედებულა რეალურად)

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია :


ა) დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის , ქორწინების , განქორწინების , სახელის ან /და გვარის შეცვლისა და
გარდაცვალების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან /და დამატების შეტანა ;
გ) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ;
დ) დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა ;
ვ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა ;
ზ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შენახვა;
თ) საქართველოს მოქალაქეზე , საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათ საზღვარგარეთ
დასაქორწინებლად ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა ;
ი) კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება .

ე) იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტების დადგენა :


ე. ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტის დადგენა;
ე. ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტის დადგენა;
ე. გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა;
ე. დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა;
კანონი სამოქალაქო აქტების შესახებ - მუხლი 4.
იურიდიული ფაქტები - სასამართლოში
უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს შემდეგ საოჯახო სამართლებრივ საქმ
ეებს:
ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ;
იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტების დადგენის შესახებ:
- ა) პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ;
- ბ) პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ;
- გ) მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლის
რეგისტრაციის ან შვილად აყვანის ფაქტების დადგენის შესახებ;
- დ) უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ,
რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის
პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;
- თ) მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა და მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ;
განსჯადობა - განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის
დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს
განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის
შეუძლებლობას. სასამართლო ადგენს ისეთ ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია
მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან
მოსპობა.
სასამართლოს გადაწყვეტილება რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და
გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს.
საოჯახო საქმეების განხილვის თავისებურებანი
სსსკ ცალკე თავით არეგულირებს საოჯახო საქმეთა განხილვის წესებს
მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე:
სამოქალაქო სასამართლოებში დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპისა და
ინკვიზიციურობის (სამძებრო) პრინციპის თანაფარდობა სსსკ -ს მე -4 მუხლის
მე-2 პუნქტითაა დადგენილი: საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს
შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ
ღონისძიებებს. იგი ასახვას პოვებს სსსკ-ს 354-ე მუხლში, რომელიც
სასამართლოს მხოლოდ საოჯახო საქმეთა განხილვისათვის უფლებას აძლევს
მოახდონოს საქმის გარემოების დადგენა სასამართლოს ინიციატივით :
სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ
გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ
გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ .
საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეები არ
შეიძლება განიხილებოდეს სხვა ხასიათის მოთხოვნების შესახებ აღძრულ
საქმეებთან ერთად.
ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში სასამართლოში აღძრული
საქმე უნდა შეწყდეს.
საოჯახო დავების განსჯადობა
საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, განიხილავენ მაგისტრატი
მოსამართლეები პირველი ინსტანციით.
საქალაქო - რაიონული სასამართლოები განიხილავენ შვილად აყვანის, მშობლის უფლების
ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებს, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა
ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
ოჯახური დავებისათვის დადგენილია ტერიტორიული განსჯადობის შემდეგი სახე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 19-ე მუხლით - ოჯახური დავების განსჯადობა
1. სარჩელი ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების ბათილად ცნობის, აგრეთვე ქორწინების არსებობისა
თუ არარსებობის დადგენის შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მეუღლეების
ერთობლივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ სარჩელის შეტანის დროისათვის ასეთი
ადგილი არ არსებობს, მაშინ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მას არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, მაშინ საქმეს
განიხილავს სასამართლო მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. თუ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რაც აძნელებს მის გამოცხადებას
სასამართლოში მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმე შეიძლება მოსარჩელის
თხოვნით გაირჩეს სასამართლოში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. სარჩელი მამობის დადგენის შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში ბავშვის
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში
მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მუხლი 19​1. ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში
მშვილებლის ან გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით.
უფლებათა დაცვა
1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება , რათა
მოაწესრიგოს:
ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები;
ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან;
გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის;
დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება;
ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ;
ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი;
ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების
ავანსის სახით გადახდევინების საკითხი.
განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. განჩინების გამომტან სასამართლოს
შეუძლია, მხარეთა განცხადების საფუძველზე, შეცვალოს ან მთლიანად გააუქმოს თავისი განჩინება.

 საოჯახო უფლებათა დაცვის სასამართლო წესისათვის დამახასიათებელი თავისებურებაა ისიც, რომ


დავათა მნიშვნელოვან ნაწილი განიხილება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მონაწილეობით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანო, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში – ცენტრალური ორგანო,
ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს
ტერიტორიაზე;
უფლებათა დაცვა ასევე შესაძლებელია ადმინისტრაციული წესითაც - რასაც ძირითადად იყენებენ
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები - სოციალური მომსახურების სააგენტო. სააგენტოს
გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში.
უფლებათა დაცვის თავისებურებაა ის, რომ მოთხოვნათა მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელთაც პირადი
არაქონებრივი ხასიათი აქვთ, არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადების მოქმედება.

You might also like