You are on page 1of 4

ისლამური სამართლის შუალედური გამოცდა

23.04.2021

სტუდენტის სახელი და გვარი

 შუალედური გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი;


 ტექსტი აკრეფეთ Sylfaen-ით და გაგზავნეთ Word-ის დოკუმენტით;
 შესრულებული წერითი დავალება ნუგზარ სურგულაძისა და მარიამ ხოფერიას
სტუდენტებმა უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე mariam.khoperia@tsu.ge, ხოლო
გულიკო ფერაძის სტუდენტებმა ელ.ფოსტაზე guliko.peradze@tsu.ge

II varianti

1. ქორწინების წესი და პირობები (10ქულა)


ისლამური სამართლისათვის ქორწინება ღვთისთვის სასურველი ქმედებაა და
რელიგიურ მოვალეობებსაც წარმოშობს. მუსლიმები შვილებს ადრეული
ასაკიდანვე აქორწინებენ თუმცა ქორწინებას წინ სხვა წინაპირობები უძრვის.
პირველ რიგში მამაკაცცს უნდა გააჩნდეს ისეთი შემოსავალი რომ შეძლოს ცოლის
რჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას რელიგია უფლებას აძლევს ყავდეს მხევალი,
რომელტანაც სამართლებრივი ვალდებულებები არ გააჩნია. ასევე სურვილის
შესაბამისად მუსლიმ მმაამაკაცს შეუძლია ცოლად შეირთოს მხევალი თუმცა
ამისათვის იგი ჯერ უნდა გაათავისუფლოს და შემდეგ მოიყვანოს ცოლად. ტუ
მამაკაცს შვილი მხევალისაგან ეყოლა მაშნ ბავშვი დაბადებიდანვე თავისუფლად
ითვლება და თუ შვილად აღაურებს მაშინ მას იგივე უფლებებუი მიეცემა რაც
კანონიერი ქორწინებიდან შეძენილ შვილს, ხოლო ასეთ შემტხვევაში მხევალი
კაცის გარდაცვალების შემდეგ თავისუფლად ითვლება. ასევე მუსლიმი
მამაკაცბისათვის დასაშვებია მრავალცოლიანობა, თუმცა პრაქტიკულად ერთზე
მეტი ცოლი მუსლიმურ სამყაროში მდიდარ მამაკაცებს ყავთ, ვინაიდან ცოლის
მოყვანა მამაკაცის ეკონომიკურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად
იმისა რომ მუსლიმთათვის მრავალცოლიანობა დასაშვებია მუჰამედი
უპირატესობას მაინც ერთ ცოლიანობას ანიჭებდა, თუმცა თავად მასაც კი 9 ცოლი
ყავდა.
ისლამურ სამართალში ასევე დეტალურადაა გათვალისწინებული ქორწინების
წესი, ზოგიერთი მათგანი სავალდებულო ხასიათშ ატარებს, ხოლო ზოგიერთი კი
რეკომენდაციის სახიტაა გაცემული. აუცილებელი ნორმების დაუცველობა კი
იწვევს ქორწინების გაუქმენას, ხოლო ნორმის დამრღვევისათვის საჯელიცაა
გათვალისწიებული. ქორწინება რომ კანონიერად ცაითვალოს აუცილებელია
რამოდენიმე პირობის შესრულება: 1. არ უნდა არსებობდეს ისლამნური
სამართლით გათვალისწინებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები. 2.
წესების დაცვით უნდა დაიდოს საქორწინო ხელშეკრულება, რომლისთვისაც
ორივე მხარის თანხმობაა აუცილებელი. 3. უნდა განისაზღვროს „მაჰრი“ და უნდა
შესრულდეს გარკვბეული ფორმალობები და სხვა.
მუსლიმურ კანონიერ ქორწიენებასაც თან ახლაცვს დამაბრკოლებელი
გჰარემოებებეი. ერთ ერთი ასეთი გარემოებაა ასაკი. მუსლიმურ სამყაროში
მიიჩნევენ რომ ქალის გათხოვება მხოლოდ მისი სქესობრივი ასაკის მომწიფების
შემდეგაა შესაზლებელი, და ამის ქვედა ზღვრად მიიჩნევა ქალებისათვის 9 წლის
ასეკი , რაც უკავშირდებაიმ ფაქტს რომ მუჰამედის ერთ–ერთი ცოლი აალაჰის
მოციქულზე 9 წლის ასაკში დაქორწინდა. კაცემისათვის ეს ზღვარი წინასწარ არაა
დადგენილი თუმცა სწავლულ მუსლიმთა უმრავლესობა მიიჩნევს რომ მამაკაცის
ქორწინების ასაკად 15 წელია. ასევე არსებობს სხვა დამაბრკოლებელი
გარემოებები ქორწინებისა, როგორებიცა ძუძუმტეობა, სისხლით ნათესაობა,
ურწმუნოება, მრუშობა და ა.შ.

2. ნივთების კლასიფიკაცია (10qula)


არაბული ტერმინი შაი ნებისმიერ ნივთს , საგანს აღნიშნავს,თუმცა ისლამური
სამართლის მიხედვით ყველა ნივთი არ შეიძლება იყოს სანივთო სამართლის
საგანი. ნივთის ერთიანი ზოგადი ცნება ისლამურ დოქტრინას არ გააჩნია ამიტომ
მას ყველა სხვადასხვანაირად განმარტავს. მუსლიმ მეცნიერთა უმრავლესობა
თანხმდება ნივთის შემდეგი სამი თვისების არსებობაზე: 1. ნივთშ უნდა ჰქონდეს
ღირებულება, 2. იგი უნდა იყოს გამოსაყენებლად ვარგისი და 3. ნივთის
ბუნებიდან გამომდინარე შესაძლებელი უნდა იყოს მისი საკუტრებაში არსებობა.
ის ნივთები კი, რომელთაც არ გააჩნდათ ეს სამი თვისება მუსლიმური
სამართლისათვის არ წარმოადგენდნენ სამართლის ობიექტს, გარიგების საგანს,
არ შეიძებოდა ყოფილიყო ვინმეს საკუთრებაში და ა.შ. ასევე ისლამური
სამართალი გვთავაზობს ამგვარი საგნების კატეგორიზაციას: 1. ნივთები,
რომლებიც თავიანტი ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარე არ ემორჩილებიან
ადამიანის ნებას, როგორებიცაა ჰაერი, ქვიშა და ა.შ. 2. ნივთები, რომლების სხვის
საკუტრებაში ყოფნას ეწინააღმდეგება თავად „ღვთიური კანონი“. 3. ნივთები,
რომლებიც წარმოადგენენ მუსლიმური საზოგადოების გაუსხვისებელ
საკუთრებას, როგორიცაა მეჩეთები , სკოლები და ა.შ . 4. ნივთები რომლებიც
წარმოადგენენ საერთო საკუტრებას, მაგალიტად ცხოველები, ფრინველები . 5.
ნივთები რომელთაც ზიანი მოაქვს ისლამური სამყაროსათვის, ე,წ „უწმინდური
ნივთები“ მაგალიტად როგორიცაა ჯვარი . 6. და ბოლოს ნივთები, რომელთა
გამოყენება მუსლიმებისთვის კანონითაა აკრძალული, ესეთი ნივთებია ღვინო,
ღორის ხორცი და ა.შ.
ნივთების ზემოტ აღნიშნული კატეგორია სამოქალაქო ბრუნვიდანაა ამორებული,
ხოლო დანარცენი სხვა ყველა წარმოადგენს ისლამური სამართლის ობიექტს.
ისლამური სამართლის დოქტრინა ამ უკანასკნელტა სხვადასხვა კატეგორიას
გვთავაზობს, რომელტაგან ყველაზე მნიშვნელოვბანია მათი დაყოფა მოძრავ და
უძრავი ნივთების კატეგორიად. მოძრავი ნივთების კატეგორიაში გადის ისეთი
ნივთები რომელტა ერთი ადგილიდან მეორეზე გადატყანა ადვილადაა
შესაძლებელი, ასევე ნივთები, რომელტა ზომა–წონის დადგენაცაა შესაძლებელი,
გამონალკლის წარმოადგენს პირუტყვი, რომელიც ისლამური სამართლის
მიხედვიტ უნდა გაიყიდოს ცალობით. განსხვავებული და მრავალფეროვბანია
უძრავი ნივთების ცნება ისლამური სამართლისათვის. უმეტესობა უძრავ
ნივთების კატეგორიას მიაკუთვნებს ისეთ ნივთებს რომელთა ერთი ადგილიდან
მეორეზე გადაადგილება შეუძლებელია. ასეთ კატეგორიას მიაკუთვნებენ მიწას,
თუმცა ზოგიერთი სამართალმცოდნის მოსაზრებით უძრავ ნივტების კატეგორიას
მიაკუთვნებენ იმ ტექნიკას რომელიც მიწის დასამუშავებლადაა აუცილებელი.
ზემოთ აღნიშნულის გარდა ნივთები ასევე იყოფა შეცვლად და შეუცვლელ
კატეგორიებად. შეცვლადია ისეთი ნივტები რომელტა შეძენაც ადვილადაა
შესაძლებელი და განადგურების შემთხვევაში კი შესაძლებელია მათი
ჩანაცვლება. ე.ი. ნივთები რომლებიც ექვემდებარებია ნაღდგენას. ხოლო
შეუცვლელია ნივთები რომელთა აღდგენაც შეუძლებელია.
ნივთებს ასევე ყოფენ ინდივიდუალური თვისებების მქონედ და ასეთი
თვისებების არმქონე ნივთებად. ამ კატეგორიის ნივთებთან მიმართებითაც
დოქტრინაში ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. ზოგიერთი სამართალმცოდნის
მოსაზრებით ინდივიდუალური ნივთების კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი
ნივთები რომელტა აღქმა გრძნობის ორგანოების მეშვეობიტაა შესაძლებელი,
ხოლო ასეთი თვისების არმქონე ნივთებს მიაკუთვნებენ ისეთ ნივთებს რომელტა
აღქმაც გრძნობის ორგანოებით ვერ ხდება. ასევე ,აქვე მნიშვნელოვანია ისიც რომ
ისლამური სამართალი ასევე იცნობს ნივთების მთავარ და არამთავარ
კატეგორიებად დაყოფას.

3. ყურანი და მისი სტრუქტურა (10ქულა)


სამართლის წყაროს ისლამური კონცეფციის ჩამოყალიბება მუჰამედის დროს
დაიწყო, რომელმაც მის მიერ ქადაგებული ახალი რელიგიისა და ამ რელიგიაზე
დაფუძნებული სამართლის ერთადერთ წყაროდ ღვთის ნება გამოაცხადა.
ისლამური სამართალი სწორედ რომ ღვთის ნების შედეგია. მუჰამედი
გადმოსცემდა ხალხს ღვთის სიტყვას. მისი სიცოცხლის პერიოდში, ღვთის ნებას
იწერდნენ მდივნები, მისი ახლობლები, „თანამოღვაწეები“ იზეპირებდნენ, მაგრამ
ერთ წიგნად შეკრული ყურანი მხოლოდ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ
შეიქმნა. მუჰამედის სიცოცხლეში ეს საჭირო არ იყო, ვინაიდან მან ზეპირად
იცოდა ყველაფერი ის რაც ღმერთმა მას გადმოსცა და ადვილად შეეძლო თავისი
შესაძლებლობებით გადაეწყვიტა გარკვეული სამართლებრივი დავები.
მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა არსებითად შეიცვალა.
აუცილებელი იყო ამ ცოდნის ჩაწერა, რათა იგი დავიწყებას არ მიცემოდა. ახალ
გამოცხადებებსაც აღარ ელოდნენ, ამიტომაც პირველმა ხალიფამ, აბუ ბაქრმა,
მუჰამედის მდივანს ამ ცოდნის ერთ წიგნად შეკვრა დაავალა და მანაც ყურანის
პირველი ხელნაწერი შეადგინა. მესამე ხალიფა ოსმანის დროს უკვე ყურანის
რამდენიმე ხელნაწერი არსებობდა, რომლებიც კერძო პირებს ეკუთვნოდათ. ამ
ხელნაწერებს შორის გარკვეული განსხვავებები არსებობდა, რასაც შეიძლება
განხეთქილება გამოეწვია ისლამში. ოსმანის მითითებით მუჰამედის მდივანმა
სამ სხვა პირთან ერთად სხვადასხვა რედაქციების შეჯერების საფუძველზე
ყურანის ტექსტი დაადგინა. იგი გამოცხადდა ოფიციალურ ტექსტად და სხვა
ყველა რედაქცია უნდა განადგურებულიყო. რაც შეეხება ყურანის სტრუქტურას.
ყურანი დაყოფილია თავებად (სურებად), თითოეული სურა შედგება მცირე
ნაწილებისგან, (ლექსებისგან), რომლებსაც ეწოდებათ „აია” (ნიშანი).
ყურანის თავები დალაგებულია არა თემატურად, არამედ მოცულობის
მიხედვით. პირველი და ბოლო სურების გარდა, ყველა სურა მოცულობით
სჭარბობს მომდევნოს. ამგვარად შედგენილი ყურანი ისლამურმა დოქტრინამ
ისლამური რელიგიისა და სამართლის უმთავრეს წყაროდ აღიარა. ორი ათეული
წლის შემდეგ რაც მუჰამედი გარდაიცვალა უკვე წერილობითი წყარო ჰქონდათ
ისლამის მიმდევრებს, თუმცა ყურანი არ იყო საკმარისი სამართლებრივი
ურთიერთობების მოსაგვარებლად. ყურანი ძირითადად ლოცვების, ქადაგებების,
რელიგიური და მორალური ხასიათის დანაწესებისგან შედგება, სამართლებრივ
ნორმებს შედარებით მცირე ადგილი უჭირავთ, თანაც გარკვეული ინსტიტუტები
არ არის განხილული (მაგ. ყაჩაღობა). ბევრია ასევე ბუნდოვანი ნორმა, რომლებიც
ინტერპრეტაციას საჭიროებენ. ზუსტი ნორმებიც ხშირად გამოსაყენებლად
რთულია, მაგალითად ყურანი ზოგჯერ უარყოფითად აფასებს გარკვეულ
მოქმედებას, მაგრამ არაფერს ამბობს სასჯელზე. ხშირად ასევე საუბარია
სასჯელზე, მაგრამ კონკრეტულად რა სასჯელი იგულისხმება, ამქვეყნიური თუ
იმქვეყნიური, აღარ არის განხილული და ა.შ.

You might also like