You are on page 1of 1

კაზუსი

გურგენიძემ გადასცა თავისი ავეჯი სარესტავრაციო კომპანია "რენესანსს". მხარეთა


შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ავეჯი მზად იქნებოდა ერთ თვეში, ხოლო
რესტავრაციის თანხა შეადგენდა 4000 ლარს. კომპანიამ შეკვეთა დროულად
შეასრულა და შეატყობინა შემკვეთს ამის შესახებ, თუმცა გურგენიძემ ავეჯი
დროულად არ ჩაიბარა კიდევ 2 კვირის განმავლობაში. ამ დროს საწყობი გაიქურდა
და სხვა ავეჯთან ერთად მოიპარეს გურგენიძის ავეჯი. ამის გამო მან კომპანიას
მოსთხოვა ან ავეჯის დაბრუნება და ღირებულების ანაზრაურება. აღნიშნულზე
კომპანიამ უარი განაცხადა და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ
ანაზრაურება. გურგენიძის დამატებითი არგუმენტი იყო ის, რომ ავად იყო და ამის
გამო ავეჯი ვეღარ წაიღო.

კითხვა:
ვის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს დავა თუ მხარეები მიმართავენ სასამართლოს? 

ამოხსნა:

393-ე მუხლი წარმოშობს კრედიტორისთის ვადის გადაცილების შედეგებს: „იგი


ვალდებულია აუნაზრაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი
ხარჯები“ მას ეკისრება „ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი“.

კაზუსის მოცემულობიდან გამომდინარე კრედიტორს სამართლებრივი ტვირთის


მატარებელს ხდის 393-ე მუხლი, აქედან გამომდინარე , სასამართლო დავა გადაწყდებოდა
მოვალის სასარგებლოდ.

You might also like