You are on page 1of 2

სამართლის საფუძვლები

პასუხი გაეცით ნებისმიერ 5 კითხვას (საკითხს):


1. შეადარეთ სამართლის ნორმა და მორალური (ზნეობრივი) ნორმა
2. განმარტეთ მავალებელი დისპოზიცია
3. განმარტეთ ზოგადი ჰიპოთეზა
4. გამიჯნეთ აბსოლუტურად განსაზღვრული და შედარებით განსაზღვრული სანქცია
5. ჩამოთვალეთ სამართლის ნორმის სახეები მათი იურიოდიული ძალის მიხედვით
6. გამიჯნეთ ნორმის შესრულება ნორმის დაცვისაგან
7. განმარტეთ ნორმათა კოლიზიის არსი
8. განმარტეთ ხდომილება, როგორც იურიდიული ფაქტი და ჩამოთვალეთ მისი
სახეები
9. შეადარეთ სამართლის ნორმა და ჩვეულება (ტრადიცია)
10. დაახასიათეთ ამკრძალავი დისპოზიცია
11. დაახასიათეთ კონკრეტული ჰიპოთეზა
12. დაახასიათეთ ალტერნატიული და კუმულაციური სანქციები
13. გამიჯნეთ მატერიალური და პროცესუალური ნორმები
14. განმარტეთ ნორმის შეფარდება როგორც რეალიზაციის სახე
15. ჩამოთვალეთ ნორმათა კოლიზიის სახეები

2. მავალებელი დისპოზიცია- ეს არის ისეთი სახის დისპოზიცია რა დროსაც კანონი


თუ კანონმდებელი, ავალებს სამართლის სუბიექტს, გარკვეულ პირს, დაემორჩილოს
მოცემულ ნორმას ანუ იმოქმედოს ნორმით დადგენილი წესების შესაბამისად და
აასრულოს მისი მოთხოვნები, მაგალითად სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი მუხლი
ავალებს მშობელს შვილზე ზრუნვასა და მის აღზრდას სრულწლოვნობამდე, ან იმ
შემთხვევაში თუ ის შრომისუუნაროა.

3. ზოგადი ჰიპოთეზა- ანუ ისეთი ჰიპოთეზა , რომელიც ზოგად გარემოებასთანაა


დაკავშირებული და რომელიც ძირითადად მიუთითებს ზოგად პირობაზე,
მაგალითად- თუ ამისთვის გათვალისწინებული ფორმით და წესებით , მხარეები
ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმდებიან , ხელშეკრულება დადებულად
ჩაითვლება,- ანუ აქ საუბარია ზოგად გარემოებასა და წინაპირობაზე გარკვეული
სახის ხელშეკრულების დასადებად.

4. გამიჯნეთ აბსოლუტურად განსაზღვრული და შედარებით განსაზღვრული


სანქცია;

აბსოლუტურად განსაზღვრული სანქცია, ანუ ისეთი სანქცია რომელიც განსაზღვრავს


კონკრეტულ სასჯელს მაგალითად ჯარიმა 800ლარი ან პატიმრობა 1 წლით და ა.შ.
ხოლო შედარებით განსაზღვული სანქცია არის ისეთი სანქცია , რომელიც შეიცავს
სასჯელის ზედა და ქვედა ზღვარს, მაგალითად ჯარიმა 1000 დან 1500ლარამდე ან
თავისუფლების აღკვეთა 10დან 15 წლამდე და ა.შ.

5.ჩამოთვალეთ სამართლის ნორმის სახეები მათი იურიდიული ძალის მიხედვით;

1. კონსტიტუციური ნორმები

2. საერთაშორისო სამართლის ნორმები

3. საკანონმდებლო ნორმები

4. კანონქვემდებარე ნორმები

6.გამიჯნეთ ნორმის შესრულება ნორმის დაცვისგან;

ნორმის შესრულება არის ისეთი ქმედება როდესაც პირი გარკვეული აქტიური


ქმედებით ასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ უფლება-ვალდებულებებს ,
მაგალითად მყიდველისთვის პროდუქციის მიწოდება, გადასახადების პირნათლად
გადახდა და ა.შ ხოლო ნორმის დაცვა შედარებით პასიური ქმედებით ხდება , ამ
დროს სამართლის სუბიექტი უბრალოდ არ არღვევს კანონს, თავს იკავებს მისი
დარღვევისგან და ასრულებს ნორმით დადგენილ წესებს, მაგალითისთვის როდესაც
პირი არ არღვევს საგზაო წესებს, არ ქურდობს და ა.შ. ანუ იცავს შესაბამისი
სამოქალაქო, სისხლის თუ ა.შ სამართლით დადგენილ ნორმებს.

You might also like