You are on page 1of 16

ლექცია - 12

სამართლის ნორმის განმარტება


განსახილველი საკითხები:

❑სამართლის ნორმის განმარტების ფუნქციური და პრაქტიკული დანიშნულება;


❑განმარტების მეთოდები და სახეები;
❑სიტყვასიტყვითი, ტელეოლოგიური, სისტემური და ისტორიული ინტერპრეტაცია,
შედარებითსამართლებრივი განმარტების მეთოდი;
❑აარონ ბარაკის სტანდარტი და მიზნობრივი ინტერპრეტაცია;
❑ კონსტიტუციის განმარტების თავისებურებები, კონსტიტუციის განმარტების
სუბიექტური (ორიგინალისტური) და ობიექტური (არაორიგინალისტური) მეთოდები
სკალიასა და ჰებერლეს მიდგომები.
დისკუსია

❑რას ნიშნავს ინტერპრეტაცია?

❑ინტერპრეტაცია არის იგივე განმარტება. ისინი ერთმანეთის სინონიმებია და ნიშნავს


აღვადგინოთ ტექსტის შინაარსი, გავიგოთ რა წერია ტექსტში და გადმოვცეთ ეს
საკუთარი ლექსიკური მარაგით.
ინტერპრეტაცია

ავთენტური ინტერპრეტაცია - ესაა შესაბამისი უფლებამოსილი პირის განმარტება,


გამოიყენება ორიგინალის განმარტებით, უტყუარი, უეჭველი, ნამდვილი.

ჩვეულებრივი ინტერპრეტაცია - ნებისმიერმა პირმა და ის არ არის სავალდებულო.


დისკუსია

❑რას ნიშნავს სამართლის ნორმის განმარტება?

❑სამართლის ნორმის განმარტება გულისხმობს მისი შინაარსის გარკვევას, ე.ი. იმის


დადგენას, თუ რა აზრი ჩააქსოვა მასში კანონმდებელმა.
სამართლის ნორმის განმარტება

❑ნორმის განმარტებას საფუძველი ჩაუყარა


გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ კარლ ფონ
სავინიმ (1779-1861) ჩამოაყალიბა.

❑სავინი გამოყოფდა ნორმის გრამატიკულ,


ლოგიკრ, ისტორიულ და სისტემურ
განმარტებას. სავინი ეწინააღმდეგებოდა
ტელეოლოგიურ განმარტებას.
სამართლის ნორმის განმარტება
❑არსებობს 4 კლასიური და 1 პოსტ-კლასიკური განმარტება:

სიტყვა-სიტყვითი ტელეოლოგიური ისტორიული


განმარტება განმარტება განმარტება

სისტემური განმარტება

შედარებითი-სამართლებრივი განმარტება
სამართლის ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტება
❑ნორმის სიტყვა-სიტყვითი (გრამატიკული) განმარტება ნორმის გრამატიკული
ინტერპრეტაციაა, რაც ნიშნავს არ ვაძლევთ ნორმაში გამოყენებულ სიტყვებს დამატებით
მნიშვნელობას, გამოიყენება მათი პირველადი ლიტერატურული მნიშვნელობის და
კლასიკური გრამატიკის წესები რომ გავიგოთ რა წერია ნორმაში.

❑სამართლის ნორმის შინაარსს და მნიშვნელობას არც ვავიწროვებთ და არც


ვაფართოვებთ

❑ უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება კანონის სიტყვა-სიტყვითი ინტერპრეტაცია, რათა


დაცული იქნას ადამიანის უფლებები და ყველამ თავისი შეხედულებისამებრ არ
განმარტოს ნორმა.

❑თუმცა ეს ყოველთვის სასარგებლო ვერ არის, ვინაიდან ყოველთვის არ ირკვევა რა


წერია ნორმაში.
ტელეოლოგიური ინტერპრეტაცია
❑ტელეოლოგიური ინტერპრეტაცია ნიშნავს მიზნობრივ, ლოგიკურ ინტერპრეტაციას,
რაც გულისხმობს ნორმის განმარტებას მისი შინაარსიდან და მიზნიდან გამომდინარე.

❑არსებობს გაფართოებული და შემცირებული ტელეოლოგიური ინტერპრეტაცია.


გაფართოებული ინტერპრეტაციის დროს ნორმა ინმარტება უფრო ფართოდ, ვიდრე ეს
მოცემულია.

❑ტელეოლოგიურ ინტერპრეტაციაში არსებობს კანონსაწინააღმდეგო ინტერპრეტაცია


(კონტრალეგემინტერპრეტაცია), რომელსაც საინტერესო შინაარსი აქვს და იგი
გულისხმობს იმას, რომ ნორმა განიმარტება იმის საწინააღმდეგოდ ვიდრე ეს კანონში
წერია (მაგ: ბავშვი იმყოფება მშობელთან, რომელიც ძალადობს მასზე, უნდა გადაიყვანოს
თუ არა მზრუნველობის ორგანომ... ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა).
ისტორიული ინტერპრეტაცია

❑ისტორიული ინტერპრეტაციისას ნორმის განმარტებელმა მნიშვნელოვანია გაარკვიოს, რა


იყო კანონმდებლის მიზანი, როდესაც ნორმას ქმნიდა. რატომ შექმნა საერთოდ ნორმა, რა იყო
კონკრეტული ნორმის შექმნის ისტორია.

❑ისტორიულ ინტერპრეტაციას ვიყენებთ მაში როდესაც ვერ ვადგენთ ვერც გრამატიკულად,


ვერც შინაარსობრივად, რა უნდოდა ამ ნორმას თავის დროზე და ეხლა ვარკვევთ თუნდაც ამ
ნორმის გაუქმებით ხომ არ დაშავდება რამე.
სისტემური ინტერპრეტაცია

სისტემური ინტერპრეტაციის დროს კონკრეტული ნორმები საჭიროებს სხვა


ნორმებს მათი შინაარსის დასადგენად. მაგ: საქართველოს საარჩევნო კოდექსი.
ცესკო გამოსცემს განკარგულებებს. თუ არ ვიცი რა არის ცესკო, ვერ გავიგებ რა
ორგანოა ეს. ამიტომ ამ შემთხვევაში გვჭირდება ტერმინთა განმარტებები,
ცესკოს განმარტება.
შედარებითი სამართლებრივი ინტერპრეტაცია
❑ქვეყნები ხშირად მიმართავენ კანონის გადმოტანას სხვადასხვა განვითარებული
ქვეყნებიდან. საქართველოშიც კანონთა ნაწილი გერმანიიდან, ნაწილი ძველი რომიდან,
ამერიკიდანაა რეცეფცირებული. შეიძლება იყოს კანონი, რომლის შინაარსსაც ვერ
ადგენდე, იმიტომ რომ აქამდე არ გამოგიყენებია ფიზიკურად და არ იცი რა შინაარსი აქვს
მას.

❑შედარებითი სამართლებრივი ინტერპრეტაციის მეთოდი მიხედვით თუკი რაიმე უცხო


ქვეყნიდან რეცეფცირებულია, ნახე იმ სახელმწიფოში სასამართლო როგორ განმარტავს ამ
ნორმას. მაგ: ვერ დაადგინე რეალაქტის ინსტიტუტი რას ნიშნავს, იმიტომ რომ აქამდე არ
გამოგიყენებია. ვინაიდან გერმანიიდან არის ეს ნორმა გადმოტანილი, ნახე იქ როგორ
წერია და როგორ განმარტავს სასამართლო აღნიშნულ ნორმას და ის განმარტება
გამოიყენე.
კონსტიტუციის ინტერპრეტაცია

კონსტიტუციის ინტერპრეტაცია ოდნავ განსხვავდება რიგითი აქტების ინტერპრეტაციისაგან,


იმიტომ რომ მომეტებული ინტერესები არსებობს მის მიმართ. მისი დანიშნულება არის ფართო,
სხვა რამაა, არის მართლწესრიგის საფუძველი და ყველაფერი ტრიალებს მის გარშემო.
კონსტიტუციის ინტერპრეტაცია განსხვავებული სტატუსის მატარებელია. ორი მეთოდი
არსებობს კონსტიტუციის ინტერპრეტაციის

ამერიკული გაგებით-
ევროპული გაგებით-
ორიგინალისტური და
სუბიექტური და ობიექტური
არაორიგინალისტური.
კონსტიტუციის ინტერპრეტაცია

სუბიექტური ანუ ორიგინალისტური მეთოდი ამტკიცებს რომ კონსტიტუციის


განმარტებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ კონკრეტულ ნორმასთან
დაკავშირებით რას ამბობდა და რას მოიაზრებდა ამაში ამ ნორმის შემქმნელი ანუ
კონსტიტუციის შემქმნელი. უნდა გავარკვიოთ ამ ნორმის შემქმნელმა რა ივარაუდა მასში
და უნდა გამოვიყენოთ იმ გაგებით რაც ივარაუდა ნორმის შემქმნელმა.

ობიექტური ანუ არაორიგინალისტური მეთოდი გულისხმობს და ამტკიცებს, რომ


აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რა თქვეს ნორმის შემქმნელებმა წარსულში,
გაცილებით მნიშვნელოვანია, ნორმა როგორ უნდა განიმარტოს დღეს თანამედროვე
სამყაროში.
დავალება

გამოკითხვა წერითი

ლიტერატურა:
გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, მე-2 გამოცემა, თბილისი, 2015, გვ. 182-
206;
❑ რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, მე-10 გამოცემა, ლ.
თოთლაძის თარგმანი, თბილისი, 2009, გვ. 23-33, 52-55..

You might also like