You are on page 1of 18

ლექცია - 6

თანამედროვე სამართლებრივი სისტემები


განსახილველი საკითხები:

❑სამართლებრივი გეოგრაფია, თანამედროვე სამართლებრივი სისტემები;


❑ანგლოამერიკული და კონტინენტურევროპული სამართალი, ანგლოამერიკული
სამართლის მახასიათებლები; ამერიკული და ინგლისური სამართლის
ურთიერთმიმართება;
❑კონტინენტურევროპული სამართლის მახასიათებლები, ფრანგული და გერმანული
სისტემების ურთიერთმიმართება;
❑აფრიკული და ჩვეულებითი სამართლის ქვეყნები, რელიგიური სამართალი და
ჰიბრიდული სამართლებრივი სისტემები.
სამართლის ოჯახები

❑გამოიყოფა 2 უდიდესი სამართლის ოჯახი:

კონტინენტური ევროპის სამართალი ანგლო-ამერიკული სამართალი


სამართლის ოჯახები

სამართლებრივი გეოგრაფია არ ემთხვევა კონტინენტურ გეოგრაფიას.

იაპონია არ არის კონტინენტური ევროპის ოჯახის წევრი, შოტლანდია კი არ არის


ანგლო-ამერიკული ოჯახის წევრი

სამართლებრივი გეოგრაფია გულისხმობს იდეურ დაყოფას და არა კონტინენტურ


გეოგრაფიას

განსაკუთრებული ოჯახია რელიგიური სამართალი. რელიგიური სამართლის


ოჯახებში წევრიანდება, როგორც წესი ისლამის, ბუდიზმისა და ინდუიზმის
წარმომადგენლები

ჩვეულებითი სამართლის ოჯახი კი სახელმწიფოს გარეშეა ჩამოყალიბებული და


დღემდე არსებობს
დისკუსია

❑რატომ გამოვყოფთ კონტინენტურ და არა ევროპულ სამართალს?


რა არის მიზეზი?
კონტინენტური სამართლის ოჯხი

❑კონტინენტურ სამართლის ოჯახს ინგლისურად ეძახიან Civil Law of Country -


სამოქალაქო სამართლის ოჯახი. ეს სახელწოდება ასოცირდება ძველ რომთან, ანგლო-
ამერიკულ სამართალს ინგლისურად ეწოდება Commoon Law

❑კონტინენტური სამართლის ოჯახში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა იუსტინიანემ


(ბიზანტიის იმპერატორი), რომელმაც VI საუკუნეში დაავალა თავის იუსტიციის
მინისტრს შეეკრიბა და შეექმნა კორპუს იურის ცივილუს, სამოქალაქო სამართლის
კრებული, რომელიც IV ნაწილისაგან შედგებოდა და შემდგომ განვითარდა, რასაც ხელი
შეუწყო დიდმა კოდიფიკაციამ, რომელიც საუკუნე ნახევარი გრძელდებოდა.
სახელმწიფოებმა გააერთიანეს კანონმდებლობა და შექმნეს ერთიანი კოდექსები. ჯერ
დაიწყო სკანდინავიის ქვეყნებში, შემდეგ პრუსიაში

❑ ავსტრიაში 1804 წელს ნაპოლეონმა მიიღო ლეგენდარული სამოქალაქო კოდექსი, რაც


იმითაა გამორჩეული, რომ დღემდე მოქმედებას ინარჩუნებს, იმ კლასიკურ ფორმას,
რომელიც მას ქონდა, სტრუქტურა, - პირები, ქონება, სარჩელი.
კონტინენტური სამართლის ოჯხი

❑კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი აერთიანებს ფრანგულ-რომანულ და


გერმანულ სისტემებს.

❑ფრანგულ-რომანული სამართლის ოჯახი დაეფუძნა 1804 წლის ნაპოლეონის სამოქალაქო


კოდექსს და მოსამართლეების შეზღუდულ როლს (შიში მოსამართლეების მიმართ).
უმთავრესი წყარო არის პოზიტიური სამართალი.

❑მოტესკიე ამბობს: La bouche de droit -სამართლის პირი უნდა ახმოვანებდეს სამართლის


შინაარს. ფრანგულ-რომანული სამართალი გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, მის მიერ
დაპყრობილ ტერიტორიებზე: იტალია, ესპანეთი, რუმინეთი, რუსეთი, სომხეთი,
სამხრეთ ამერიკა (ლუიზიანას შტატი). ნაპოლეონის სიტყვებია: არასოდეს ვიბრძოდი
ტერიტორიის დასაპყრობად, ვიბრძოდი იდეოლოგიის გასავრცელებლადო.

❑ფრანგულ-რომანულ ოჯახს მიეკუთვნება ასევე ბელგია, ლუქსემბურგი, მონაკო, ჰაიტი,


ნიდერლანდები, კვებეკი (კანადა) და აფრიკის ფრანკოფონური ქვეყნები (საფრანგეთის
ყოფილი კოლონიები სადაც დიდი გავლენა აქვს ჩვეულებით სამართალსა და რელიგიას).
კონტინენტური სამართლის ოჯხი
❑გერმანული სამართლის ოჯახი დაეფუძნა გერმანიის სამოქალაქო კოდექსს, თუმცა მისი
მიღება ძალიან გაჭიანურდა. ვერ დაძლიეს ზედმეტი კონსერვატივიზმი, მხოლოდ 1900
წელს მიიღეს.

❑გერმანიის სამოქალაქო კოდექსი 2 წლით ადრე იაპონელებმა მიიღეს. პუხტა, სავინი,


ჰიუგო, ტიბო ამტკიცებდნენ რომ კოდიფიკაცია იყო ხალხის სულის შედეგი, ანუ
კოდივფიკაცია თავად ისტორიას უნდა მოეტანა.

❑გერმანულ კოდექს განსხვავებული დაყოფა აქვს: ზოგადი და კერძო. ეს ოჯახი უფრო


მეტ თავისუფლებას აძლევს მოსამართლეს, თუმცა აქაც მკაცრი მიდგომაა, მოსამართლემ
არ უნდა შექმნას კანონი, ის უნდა იყოს აღმასრულებელი.

❑გერმანული სამართლის ოჯახის უმთავრესი წყაროა პოზიტიური სამართალი,


გერმანულ სამოქალაქო კოდექსს ეძახიან იურისტებისთვის დაწერილ კოდექსს, იმდენად
რთულია. გერმანული სამართლის ოჯახი მოქმედებს: საქართველო თურქეთი,
აზერბაიჯანი, ავსტრია, გერმანია, შვეიცარია, პოლონეთი, ბელგია, სკანდნავიის ქვეყნები,
იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, საბერძნეთი.
კონტინენტური სამართლის ოჯხი

კონტინენტური სამართალი ემსახურება სტატუს-კვოს შენარჩუნებას, უპირატესია


პოზიტიური სამართალი და არა სასამართლო გადაწყვეტილება, მოსამართლე
შეზღუდულია დისკრეციით.
ანგლოამერიკული სამართლის ოჯახი
❑ანგლოამერიკული სამართლის ოჯახში გამოყოფენ ინგლისური სამართლის ქვეყნებს და
ამერიკულ სამართალს.

❑აღნიშნული სისტემის სამართალი იყოფა ორ ძირითად დარგად, სტატუტის სამართალი


(statute law), რომლის წყაროს წარმოადგენს პარლამენტი და საერთო ე.წ. პრეცედენტული
სამართალი (common law), რომელიც ჩამოყალიბდა XIII-XIV სს-ში სამეფო სასამართლოების
პრაქტიკის განზოგადებისა და ადგილობრივი ჩვეულებების საფუძველზე.

❑პრეცედენტულ სამართალში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სამართლებრივ


დოქტრინას. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ ითვლება პრეცედენტად,
როდესაც კონკრეტული შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად
უდევს მომავალში ანალოგიური შემთხვევის გადაწყვეტას.
ანგლოამერიკული სამართლის ოჯახი

❑ პრეცედენტებს აქვთ მბოჭავი ძალა, ისინი დაცულნი უნდა იყვნენ იმის მიუხედავად, ეს
გადაწყვეტილებები სწორად მიაჩნია თუ არა ქვემდგომ სასამართლოს. ამ
გადაწყვეტილებებში მოცემული წესები მანამდეა მბოჭავი, ვიდრე ისინი არ გაუქმდება.
გაუქმება კი შეიძლება ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით ან კანონით.

❑სასამართლოს შეუძლია გათავისუფლდეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებისგან,


როდესაც ადგენს ახალ სამოსამართლო სამართალს, მაგალითად, როდესაც გადახვევა
დასაბუთებულია ერთეული შემთხვევის განსაკუთრებულობით.

❑პრეცენდენტი გამორჩეულია იმით, რომ ერთხელ მოხდა, მეორედ განმეორდა და


კანონიერ ძალაში შევიდა. მაგ: ალიასკას შტატში აკრძალულია ლოსთან ერთად (ირემი)
პარაშუტიდან გადმოხტომა (სწორედ ასეთი შემთხვევაა). სწორედ ესაა რაც გამოარჩევს
ინგლისურ სამართალს.
ანგლოამერიკული სამართლის ოჯახი

❑ინგლისური სამართლის ქვეყნებს, გარდა ინგლისისა, მიეკუთვნება უელსი, ჩრდილოეთ


ირლანდია (მაგრამ არა შოტლანდია), ირლანდიის რესპუბლიკა, კანადა, ავსტრალია,
ახალი ზელანდია და ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები (სადაც ინგლისური სამართალი
გარკვეულწილად შერეულია რელიგიური და ჩვეულებითი სამართლის ტრადიციებთან).
ამ უკანასკნელთ განეკუთვნება ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ბანგლადეში, ბირმა,
მალაიზია, ფიჯი, ნიგერია, ურგანდა და სხვა.
❑ინგლისური სამართალი საკმაოდ ძველია. დიდ ბრიტანეთში დღემდე მოქმედებს
ფიქცია, რომლის თანახმად უზენაეს მართლმსაჯულებას ახორციელებს პარლამენტის
ზედა პალატა. თუმცა, სინამდვილეში საქმე ეხება პარლამენტისაგან განცალკევებულ,
დამოუკიდებელ სასამართლოს.
კონტინენტური ევროპისა და ანგლოამერიკული
სამართლის ოჯახებს შორის განსხვავება

კონტინენტური ევროპის ოჯახი ჩამოყალიბდა, რომაული, გერმანული და კანონიკური


ტრადიციების საფუძველზე (Civil Law). ინგლისისა და ინგლისური გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების
სამართლებრივი სისტემები აყალიბებენ ანგლოამერიკული სამართლის ოჯახს (Common Law).

კონტინენტურ ევროპაში პოზიტიური კანონმდებლობა არის სამართლის წყარო.


ანგლოამერიკულში – კი სასამართლო პრეცედენტი (არსებითი განსხვავება). კონტინენტურ
ევროპის სამართალში პრეიუდიციებს არ აქვთ მბოჭველი ძალა. ანგლოამერიკულში - კი
მოსამართლე შებოჭილია სამოსამართლო სამართლით

.
შეფარდებისას ამერიკელი იურისტი დაკავებულია არა იმდენად კანონის შინაარსის, არამედ ამ
შინაარსის შესახებ არსებული პრეცედენტების გარკვევით. მისთვის კანონის შინაარსი არის ის,
რასაც ამ კანონის შესახებ ამბობს უზენაესი სასამართლო. საკუთარი უფლებების სასამართლოში
დაცვა კონტინენტური ევროპის ქვეყნებში უფრო “იაფია”, ვიდრე ანგლოამერიკულში.
კონტინენტური ევროპისა და ანგლოამერიკული
სამართლის ოჯახებს შორის განსხვავება

კონტინენტური ევროპისა და ანგლოამერიკული სამართლის ოჯახებს შორის განსხვავება,


ეფუძნება იურიდიული აზროვნების წესსა და მეთოდებს. კონტინენტური ევროპის იურიდიულ
აზროვნებას ახასიათებს მეცნიერული სტილი. ინგლისში კი ბატონობდა აზროვნების
სამოსამართლო სტილი. კონტინენტურის იურიდიული აზროვნების წესი დედუქციურია –
მიმართულია ზოგადიდან კონკრეტულისკენ. ანგლოსაქსური - კი პირიქით, ინდუქციურია –
მიმართულია კონკრეტულიდან ზოგადისკენ (კონკრეტული შემთხვევიდან აყალიბებენ ზოგად
პრინციპებს).
.
სასაცილო პრეცედენტები

📌 ქალაქ სისაიდში სავალდებულოა, ყველა სახლს გარს ეკრას თეთრი ღობე და ჰქონდეს
ლამაზი ტერასა, რათა ქალაქის იერსახე მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის
📌 ჰავაიზე აკრძალულია რეკლამა ქუჩებსა და სახალხო ადგილებში, რათა ტურისტებს
ყურადღება არ გაეფანტოთ და მაქსიმალურად დატკბნენ ჰავაის პეიზაჟებით
📌 მიჩიგანის შტატში აკრძალულია რვაფეხას სროლა ხალხმრავალ ადგილზე. ამ კანონის
მიღებას წინ უძღოდა სტენლის თასის ჩემპიონატი. ჯგუფს გამარჯვებამდე 8 თამაშის
მოგება სჭირდებოდა, რის გამოც მხარდამჭერები სიმბოლურად მოედანზე რვაფეხებს
ისროდნენ
📌 ქალაქ მინესოტაში აკრძალულია სარეცხ თოკსა თუ საშრობებზე ქალისა და მამაკაცის
ტანსაცმლის ერთად გამოფენა
📌 ილინოისის შტატში 1000$ აჯარიმებენ მას, ვინც ბეისბოლის ჯოხით თაგვს სცემს
📌 ტენესიში ბაყაყებს ეკრძალებათ ყიყინი ღამის 11 საათის შემდეგ
რელიგიური და ჩვეულებითი სამართლის ოჯახი

სამართლის განსაკუთრებულ ოჯახს აყალიბებს ისლამის, ინდუიზმის და ბუდიზმის რელიგიური


სამართალი. ამ ოჯახს განეკუთვნება ქრისტიანული რელიგიების საეკლესიო სამართალიც, თუმცა
ქრისტიანობა ნაკლებად ინტეგრირებულია სახელმწიფოსთან და არ ცდილობს ცალკე სამართლის
ჩამოყალიბებას. ისლამური თეოლოგია იგივე ისლამური სამართალია,

ჩვეულებითი სამართლის ოჯახი აერთიანებს ქვეყნებს, რომელსაც აკმაყოფილებს ის


გარემო, რომელშიც არიან. აქ ხალხის მიერ დადგენილი წესებით ასამართლებენ
(მაგალითად: მონღოლეთი)
დავალება

გამოკითხვა წერითი

ლიტერატურა:
❑ გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, მე-2 გამოცემა, თბილისი, 2015, გვ. 266-274

You might also like