You are on page 1of 31

შესრულების

კონდიქცია II
კაზუსი განხილვისთვის
• ანრი არის ბებიის დანატოვარი ჩინური ვაზის მესაკუთრე, რომელსაც ის თვალის
ჩინივით უფრთხილდება, თუმცა კვირა საღამოს ბარში შეხვდება თავის მეგობარ
ბესოს, რომელსაც რატომღაც აჩუქებს ამ ვაზას.
• ორი დღის შემდეგ როდესაც ბესო გამოუვლის ანრის და მოსთხოვს ვაზის
გადაცემას, ანრი მიუგებს, რომ კვირა საღამოს იყო გვარიანად ნასვამი, მანამდე
კი მიღებული ჰქონდა ანტიდეპრესანტების დიდი დოზა, რის გამოც საერთოდ არ
ახსოვს ნახა თუ არა ბესო, ნივთის ჩუქებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
• შეატყობს რა ბესოს უკმაყოფილებას, ანრი, რომელიც დარწმუნებული არ არის
აძელვს თუ არა მისი ეს ხსენებული მდგომარეობა შესრულებაზე უარის თქმის
უფლებას, მაინც გამოატანს ბესოს ვაზას. გარკვეული დროის შემდეგ ანრი
შეამჩნევს, რომ ბებიის დანატოვარი ვაზის გაჩუქების შემდეგმ მისი ოთახი
დაცარიელდა. მწარედ ნანობს ჩადენილს და მიმართავს თავის ახლობელ
ადვოკატს რჩევის საკითხავად.
• შეაფასეთ ანრის სამართლებრივი მდგომარეობა. რისი მოთხოვნის უფლება აქვს
ანრის?
კაზუსი განხილვისთვის
• ელენე ახვლედიანის ჩანახატები
• ალეკოს, რომელიც ქართული ხელოვნების სპეციალისტია ეროვნულ მუზეუმში, ქართული
ხელოვნების დღეებთან დაკავშირებულ გამოფენა–გაყიდვაზე გასაყიდად თავისი კერძო
ნახატების კოლექცია გამოაქვს, მათ შორის ორი ფანქრით შესრულებული ჩანახატი. ალეკოს
მიერ მომზადებულ კატალოგში ეს ჩანახატები აღწერილ იქნა როგორც „ უცნობი მხატვრის მიერ
შესრულებული მშვენიერი ნამუშევრები“. ლევანმა თავისი გალერეისათვის 400-400 ლარად
შეიძინა ფანქრით შესრულებული ეს ორი ულამაზესი ჩანახატი. ლევანმა გადასცა ალეკოს თანხა,
ხოლო ალეკომ ლევანს გამოფენის შემდეგ ნახატების გამოთხოვის უფლება დაუთმო.
გამოფენის დასრულებამდე დარჩენილია 2 კვირა და ლევანი არ ჩქარობს ჩანახატების
გამოთხოვას.
• მეორე დღეს ალეკო პრესის მეშვეობით იგებს, რომ ეს ორი ჩანახატი ექსპერტების მიერ
მიჩნეულ იქნა ელენე ახვლედიანის აქამდე უცნობ ავთენტურ ნამუშევრებად, რაც
წარმოუდგენელ მაღალ ფასად მათი გაყიდვის შესაძლებლობას ქმნიდა. ალეკო ნანობს, რომ ასე
ჩალის ფასად გაყიდა ჩანახატები, თითო ჩანახატში გადახდილი ფასი, ყველა შემთხვევაში
ბევრად ნაკლებია იმ დროისათვის ამ ჩანახატების რეალურ ღირებულებასთან შედარებით.
ალეკო სასწრაფოდ ურეკავს ლევანს და აცნობებს, რომ ჩანახატების შეფასებაში შეცდა.
ალეკო გაუქმებულად მიიჩნევს მათ შორის დადებულ ხელშეკრულებას და ნახატების უკან
დაბრუნებას მოითხოვს.
• აქვს თუ არა ალეკოს ჩანახატების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება და რის საფუძველზე?
უკან დაბრუნების ფარგლები სსკ-ის 979-
ე მუხლი

• მოთხოვნის წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ სახეზეა


მოთხოვნის უფლება 976, 977 ან 978 მუხლების მიხედვით.
• 979-ე მუხლი აწესრიგებს მოთხოვნის უფლების მოცულობას
კეთილსინდისიერი პირის და იმ პირის მიმართ, რომლის
წინააღმდეგაც არ არის აღძრული სარჩელი.
• 979-ე მუხ. აწესრიგებს უშუალოდ მხოლოდ მოთხოვნის უფლების
ფარგლებს შესრულების კონდიქციისას.
• სისტემური თვალსაზრისით უფრო სწორი იქნებოდა, რომ
მომხდარიყო 980-ე მუხ. აგრეთვე 979-ე მუხლში ინტეგრირება
სსკ-ის 979-ე მუხლის სისტემა
• ნატურით დაბუნება - 979.1.
• საერთო ღირებულების ანაზღაურება - 979.2.
• გამდიდრების აღარ არსებობა (გამდიდრების
გაქარწყლება, განმდიდრება, 979.3).
• ორმხრივი ხელშეკრულების უკუქცევა - 979.4 და 5.
• „განმდიდრების” შესაგებლის ნაწილობრივ
გამოუყენებლობა - 979.4.
ნატურით დაბრუნება 979.1. უკან დაბრუნების მოთხოვნა
ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა
ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის
განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო
ანაზღაურების სახით.

• მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბრუნების მოთხოვნის


უფლება მიმართულია „შენაძენზე“.
• ეს თავდაპირველად წარმოადგენს თვითონ საგანს, რომელიც გადაეცემა
მიმღებს.
• დაბრუნების მოთხოვნის უფლება არსებობს მხოლოდ
იმ ფარგლებში, რომელშიც „შენაძენი“ ჯერ კიდევ არსებობს უსაფუძვლო
გამდიდრების მოვალესთან.
• თუ ნივთი დაბრუნების მომენტში გაცილებით უარეს მდგომარეობაშია ვიდრე
მიღებისას, შესაძლებელია დაზიანებულიც კი, მიმღები არ არის ვალდებული,
ისე შეაკეთებინოს ავტომობილი, რომ ის იმ მდგომარეობას შეესაბამებოდეს,
რა მდგომარეობაშიც მან ის მიიღო.
ნატურით დაბრუნება
• მოძრავი/უძრავი ნივთები;
• უფლება - მოთხოვნის დათმობის გზით;
• მოთხოვნის შესრულება - რეგისტრაციის გაუქმებაზე
თანხმობა და სხვა.
• განსხვავება ვინდიკაციისაგან !
სარგებლის დაბრუნება
• გარდა ამისა აგრეთვე უნდა დაბრუნდეს უსაფუძვლო
გამდიდრების შედეგად მიღებული სარგებელი,
როგორც უსაფუძვლო გამდიდრების კიდევ ერთი საგანი.

• დასაბრუნებელი სიკეთეები გულისხმობს იმას, რაც 154-ე


მუხ. 1-3 ნაწილებს.
საერთო ღირებულების ანაზღაურება
(მე-2 ნაწილი)

• თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის


მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ
შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა
აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება
განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების
წარმოშობის დროის მიხედვით.
• საერთო ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის
უფლება წარმოიშობა, თუ შეუძლებელია „მიღებულის“
დაბრუნება მისი თვისებების გამო ან სხვა გარემოებების
გამო შეუძლებელია და თუ მის სანაცვლოდ არც
სუროგატი არსებობს.
სუროგატის დაბრუნება
• პირველი ნაწილის მიხედვით დაბრუნების ვალდებულება
მიმართულია არა მარტო თვითონ მიღებულის წინააღმდეგ,
არამედ აგრეთვე გარკვეული სუროგატების მიმართ
(უსაფუძვლო გამდიდრების მეორადი საგანი).

• უნდა დაბრუნდეს ის „რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული


საგნის განადგურების.... სანაცვლო ანაზღაურების სახით.

დაბრუნების შეუძლებლობა
• დაბრუნების შეუძლებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს
„გადაცემული საგნის მდგომარეობიდან“.
• მიღებული მომსახურება;
• გაწეული სამუშაო;
• ხელშეკრულების საგანი გასხვისდა, განადგურდა, დაიხარჯა;
• მოთხოვნის უფლება თავიდანვე საერთო ღირებულების
ანაზღაურებაზეა მიმართული, ვინაიდან მიღებულის
დაბრუნება შეუძლებელია.
მოთხოვნათა რიგითობა
• ნატურით დაბრუნების მოთხოვნას ენიჭება უპირატესობა;
• არც „განმდიდრებულს“ და არც უსაფუძვლოდ
გამდიდრებულს არ აქვთ ამორჩევის საშუალება,
• მათ არ შეუძლიათ ავტომატურად მოითხოვონ ფულადი
კომპენსაცია იქამდე, სანამ შესაძლებელია გადაცემულის
დაბრუნება.
ღირებულების განსაზღვრა 979-ე
მუხლის მეორე ნაწილის მიზნებისთვის

• განმსაზღვრელია დროის ის მომენტი, როდესაც მოთხოვნის


უფლება წარმოიშვა.
• ღირებულებაში იგულისხმება საბაზრო ღირებულება.
• რა თანხა უნდა გადაიხადოს მიმღებმა საგნის ან
მომსახურებისთვის, რასაც ის ვერ აბრუნებს? - ხელშეკრულებით
შეთანხმებული ფასი გამოდგებოდა საორიენტაციოდ.
• როგორ უნდა შეფასდეს მიღებული სარგებელი? - ფაქტობრივად
მიღებულით კონკრეტული ურთიერთობის შინაარსის მიხედვით.
გამდიდრების აღარ არსებობა
(გამდიდრების გაქარწყლება) (მე-3
ნაწილი)

• 3. არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები


საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის,
გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და
არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.

• პრინციპი - კეთილსინდისიერი მიმღები უსაფუძვლო


გამდიდრების წესების გამოყენების შედეგად არ უნდა
აღმოჩნდეს უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიდრე ის იქნებოდა
შესრულების მიღების გარეშე.
გამდიდრების შესაგებელი
• განმდიდრება, ანუ გამდიდრების გაქარწყლება.
• მტკიცების ტვირთი და ელემენტები:
• განმდიდრების შესაგებლით მიმღებმა უნდა ამტკიცოს
გამდიდრების გაქარწყლება.კერძოდ, გამდიდრების მოვალემ
უნდა ამტკიცოს რომ (1) შენარჩუნებულია ქონებრივი
დანაკლისი; (2) რომ ეს დანაკლისი არ წარმოიშვებოდა რომ
არა გამდიდრება; (3) განმდიდრებას არ მოჰყვა გამდიდრების
შენარჩუნება; (4) მიმღებმა არ იცოდა და არც შეეძლო
სცოდნოდა, რომ გამდიდრება უსაფუძვლო იყო.
განმდიდრების შესაგებელი
• კეთილსინდისიერი მიმღები - მიმღები არ იყო
ვალდებული ევარაუდა მიღებული შესრულების
დაბრუნება.
• შეცდომით ვალდებულების შესრულება - შეცდომით
უფრო მაღალი ხელფასის გადახდა ვიდრე შეთანხმებული
იყო. ბანკმა არასწორ ადრესატთან გადარიცხას თანხა, ან
შეცდომით ორჯერ მოხდა გადარიცხვა.
გამდიდრების გაქარწყლება
• შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის „არც ნივთით და არც ამ
ნივთიდან მიღებული ღირებულებით“ არ გამდიდრებულა. მაგალითად
მიმღები დაკარგავს ნივთს, ვინაიდან ეს ნივთი მოპარულია.
• „განმდიდრება“ აგრეთვე მაშინაც არის სახეზე, როდესაც მიმღებმა წააგო
ფული.
• მიმღების „განმდიდრებას“ აგრეთვე გაყიდული ნივთის მყიდველის
გადახდისუუნარობის შემთხვევაშიც შეიძლება ჰქონდეს ადგილი.
• ნივთის გაჩუქება ყოველთვის არ იწვევს გამდიდრების გაქარწყლებას.
• სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფულის მიღება - ხარჯის მიზნობრიობა
განაპირობებს გამდიდრების გაქარწყლების საკითხს -. მაგ. კვება თუ
დასვენება?
ორმხრივი ხელშეკრულებების უკუქცევა
(მე-4 და მე-5 ნაწილი)
• 4. თუ ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების
ბათილობის გამო უკან უნდა დააბრუნონ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით
მიიღეს, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს არ შეუძლია დაბრუნება ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გამო, მაშინ მას არ ეკისრება
უკან დაბრუნების მოვალეობა, თუ ეს გამომდინარეობს სამართლის იმ
ნორმის არსიდან,რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულება ბათილად
იქნა ცნობილი.

5. შესრულების საგნის დაღუპვა ან გაფუჭება, რისთვისაც შემსრულებელს
დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების ნამდვილობის დროს,
ყოველთვის ათავისუფლებს მიმღებს ანაზღაურების მოვალეობისაგან.
კაზუსი - რაც მოგივა დავითაო ყველა შენი
თავითაო
• დავითმა დადო მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება თინასთან. მანქანა
გადაეცა თინას, ხოლო მისი ღირებულება დავითს. დავითმა განზრახ დამალა
ის ფაქტი, რომ მანქანას ჰქონდა არსებითი ნაკლი, რაც საფრთხის შემცველი
იყო მისი უსაფრთხო გამოყენებისათის. ამ საფუძლით მოხდა გარიგების
შეცილება. თუმცა, უკუქცევის მომენტისთვის მყიდველს არ შეუძლია
დააბრუნოს ავტომობილი, ვინაიდან მას ის მოპარეს.
• მოთხოვნები
• მყიდველს შეუძლია მოითხოვოს ნასყიდობის თანხის დაბრუნება 976-ე და
979-ე მუხ. პირველი ნაწ. მიხედვით.
• გამყიდველს 976-ე და 979-ე მუხ. მე-2 ნაწ. მიხედვით აქვს ღირებულების
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ავტომობილის მოპარვის შედეგად
არარსებობის გამო.
• თუმცა თუ მყიდველი შეძლებს 979-ე მუხ. მე-3 ნაწ. მიხედვით გამდიდრების
გაქარწყლების დამტკიცებას თავს გაინთავისუფლებს მიღებულის
დაბრუნებისგან.
განსაკუთერბული შემთხვევა
(მე-5 ნაწ)
• იქნებოდა თუ არა ხელშეკრულების მეორე მხარე ნივთის განადგურებაზე
პასუხისმგებელი, თუ ხელშეკრულება არა ბათილი, არამედ ნამდვილი
იქნებოდა.
• რაც მოგივა დავითაო ყველა შენი ბრალითაო !!!
• თუ გამყიდველი მყიდველს ნაკლოვან ნივთს გადასცემს და ეს ნივთი
მყიდველის ხელში ნაკლის გამო ნადგურდება ან ზიანდება, ამ შემთხვევაში
პასუხისმგებლობა ეკისრება არა მყიდველს, არამედ გამყიდველს.
• მყიდველი მოითხოვს გადახდილ თანხას (მიუთითეთ საფუძველი).
• მყიდველი წარადგენს განმდიდრების შესაგებელს (მიუთითეთ საფუძველი).
კაზუსი - აღშფოთებული
მშობლები
• მყიდველი მცირეწლოვანი (არასრულწლოვანი) იყო და ავტომობილი შეიძინა მისი კანონისმიერი
წარმომადგენლის თანხმობის გარეშე. ის წვეულებაზე დალევს ალკოჰოლს, რის შემდეგაც
გამოიწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც ავტომობილს მიადგება ტოტალური ზიანი.
• ავტოვარარიის შემდეგ მყიდველის მშობლები იგებენ დადებული გარიგების შესახებ და სასტიკ
უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით. მათ აღშფოთებას ამძაფრებს
განვითარებული მოვლენებიც. მშობლები ითხოენ გარიგების ბათილად ცნობას და გადახდილი
თანხის უკან დაბრუნებას.
• როგორ გადაწყდება დავა?
• ვინაიდან 58-ე მუხ. მიზანს წარმოადგენს ზოგადად მცირეწლოვნის დაცვა სამართლებრივი
გარიგების შედეგებისგან, რადგან კანონი ვარაუდობს, რომ მას არ შეუძლია სამართლებრივი
გარიგების შედეგების შესაბამისად შეფასება, ეს იწვევს იმას, რომ მას შეუძლია მოითხოვოს
გადახდილი ნასყიდობის თანხის სრულად დაბრუნება, ისე რომ თავად არ აანაზღაუროს
ავტომობილის ღირებულება.
მუხლი 980.
ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების
წესი

1. თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი


დანაკლისი იმასთან დაკავშირებით,რომ საგანი სამუდამოდ
შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი
ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ
გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის
საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.

2. ანაზღაურების მოვალეობანი 979-ე და 980-ე მუხლების


მიხედვით უნდა შესრულდეს ერთდროულად. უკან დაბრუნების
ხარჯები და რისკი ეკისრება შემსრულებელს.
„სამუდამოდ შეძენილი“
• კეთილსინდისიერი შემძენი - არ არის საკმარისი, რომ მიმღებს
ჰქონდეს ნდობა ნივთის სამუდამოდ შეძენასთან დაკავშირებით,
არამედ მას უნდა ჰქონდეს ამ ნდობის ქონის უფლება.
• 980-ე მუხლი კეთილსინდისიერ მიმღებს აძლევს შესაძლებლობას
დაუპირისპირდეს შემსრულებლის მოთხოვნას მიღებულის
დაბრუნებაზე.
• მას შეუძლია მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების საფასურის
ანაზღაურება, იმ არგუმენტით, რომ ის „განმდიდრდება“, თუ ის
შესაბამისი ანაზღაურების გარეშე დააბრუნებს მიღებულ ნივთს.
განმდიდრების შესაგებელი
980-ე მ.
• წინაპირობა, რომ დაბრუნებისას სახეზე უნდა იყოს
გამდიდრება, 980-ე მუხლის შემთხვევაში მოცემული არ
არის.
• არ არის აუცილებელი, რომ ეს ხარჯები იყოს ან
სარგებლის მომტანი, ან საერთოდ აუცილებელი.
• არ არის აუცილებელი, რომ დასაბრუნებელი საგნის
ღირებულება გაღებული ხარჯების გამო გაზრდილი იყოს.
• მიმღბმა უნდა დააბრუნოს უსაფუძვლო გამდიდრებით
მიღებული ქონება, მაგრამ არა მისი „განმდიდრების“
ხარჯზე.
მაგალითი
• „ა“ „ბ“-სგან ყიდულობს ავტომობილს 2000 ლარად. ის
დამატებით 500 ლარს გაიღებს ავტომობილის შეკეთებისთვის,
რის შემდეგაც გაირკვევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება
ბათილი იყო. 976-ე მუხ. მიხედვით „ა“-მ უნდა დაუბრუნოს „ბ“-ს
ავტომობილი, რის სანაცვლოდაც მან უკან უნდა მიიღოს
გადახდილი 2000 ლარი. შედეგად ის 500 ლარით „განმდიდრდა“.
• „ა“ ვალდებული იქნება დააბრუნოს ავტომობილი მხოლოდ მის
მიერ გაწეული 500 ლარის ოდენობის ხარჯების სანაცვლოდ,
ამრიგად ეს ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს მისი დაცვა
„განმდიდრებისგან“.
გამკაცრებული პასუხისმგებლობის
წინაპირობები 981.1.
• როდესაც გადაცემის მოთხოვნით სარჩელი სასამართლო
წარმოებაშია მიღებული;
• როდესაც მიმღებმა იცის სამართლებრივი საფუძვლის
ნაკლის შესახებ;
• როდესაც მიმღებმა უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ
იცის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა.
გამკაცრებული პასუხისმგებლობის ზოგადი
შედეგები

• იწვევს მხოლოდ უსაფუძვლო გამდიდრებიდან


გამომდინარე დაბრუნების მოთხოვნის მოცულობის
გაფართოებას
• 981-ე მუხლის მე-3 ნაწილით პირდაპირ არის
განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება
მხოლოდ ნივთზე გაწეული საჭირო ხარჯები.
• მიუღებელი სარგებლის ანაზღაურება.
მიუღებელი სარგებელი, პროცენტი, მიღებული
შემოსავალი (მე-2 ნაწილი)

• ერთის მხრივ მიუღებელი სარგებელი უნდა


განეკუთნებოდეს „მეურნეობის სათანადო გაძღოლის“
ფარგლებს და მეორეს მხრივ პირს ბრალეულად უნდა
ემოქმედა.
• არაკეთილსინდისიერმა უსაფუძვლო გამდიდრების
მოვალემ უნდა გადაიხადოს პროცენტი ფულად ვალზე.
• უსაფუძვლო გამდიდრების მოვალემ გარდა ამისა უნდა
დააბრუნოს „მიღებული შემოსავალი“
დაღუპვა, გაუარესება, ხარჯები (მე-
3 ნაწილი)

• კეთილსინდისიერი უსაფუძვლო გამდიდრების მოვალისთვის 979-ე მუხ. მე-


2 ნაწ. აწესრიგებს, რომ დაბრუნების მოთხოვნა, თუ თავად მიღებულის
დაბრუნება შეუძლებელია, ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნად
იქცევა.
• ეს რეგულაცია ძალაში რჩება აგრეთვე უსაფუძვლო გამდიდრების
მოვალის გამკაცრებული პასუხისმგებლობის პირობებშიც, როგორც ეს
981-ე მუხ. პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს. მაგრამ აქ იგი
ფართოვდება ბრალეულ მოქმედებაზე პასუხისმგებლობით.
• შესრულებისას გადაცემული საგნის დაღუპვის ან გაფუჭებისათვის
მიმღები მოვალეა აანაზღაუროს ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მას ბრალი მიუძღვის (981.3.1.).
პასუხისმგებლობა ვალდებულების
შესრულების ვადის გადაცილებისთვის
(მე-4 ნაწილი)

• 4. ვადის გადაცილებისათვის მოვალის


პასუხისმგებლობაზე ეს წესები არ ვრცელდება.
• თუ უსაფუძვლო გამდიდრების მოვალე გადააცილებს
ვალდებულების (უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე
ნივთის დაბრუნება ან ღირებულების ანაზღაურება)
შესრულების ვადას, ამ შემთხვევაში დგება 402-404-ე
მუხლების სამართლებრივი შედეგი. ამის მიხედვით უნდა
დაწესდეს პროცენტი ფულადი ვალის შემთხვევაში 403- ე
მუხ. შესაბამისად.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like