You are on page 1of 17

უსაფუძვლო გამდიდრება

შესრულების კონდიქცია
სსკ-ის 976-981 მუხლები
• 976.1 მუხლი განმარტავს მოთხოვნის უფლების
წინაპირობებს.
• 976.2. განმარტავს შემთხვევებს, რომლებშიც
შესრულების კონდიქცია გამორიცხულია.
• მოთხოვნის უფლების მოცულობა გამომდინარეობს
არა 976-ე მუხლიდან, არამედ 979-981-ე
მუხლებიდან.
• მოთხოვნა, რომელიც 976-ე მუხ. წინაპირობების
მიხედვით არსებობს, 979-ე მუხ. მე-3
(გამდიდრების გაქარწყლება, განმდიდრება) და
მე-4 (ბათილი ორმხრივი ხელშეკრულების
უკუქცევა) ნაწილების წესების მიხედვით
შესაძლებელია მაინც გამოირიცხოს.
უკან დაბრუნების საფუძველი
• რა მოცულობით უნდა
განხორციელდეს უსაფუძვლო
გამდიდრების გადაცემა,
მოწესრიგებულია 979-ე - 981-ე
მუხლებში. ეს მუხლები არ მოთხოვნის
დამფუძნებელი.
• არაკეთლსინდისირები პირი პასუხს
აგებს 981-ე მუხლის პირველი
ნაწილის შესაბამისად.
• კეთილსინდისიერი პირი პასუხს აგებს
979-ე და 980-ე მუხლების
სსკ-ის 976-ე მუხლი
• 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების
შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია
მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი
უკან დაბრუნება, თუ:
• ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა
საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან
შეწყდა შემდგომში;
• ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი
შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი
დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის
წარდგენა.
შესრულების კონდიქციის წანამძღვრები

• შესრულება ნიშნავს სხვისი ქონების


შეგნებულ და მიზანმიმართულ
ზრდას.

• შესაძლებელია შესრულების უკან


მოთხოვნა, თუ არ არსებობს
შესრულების სამართლებრივი
საფუძველი, კერძოდ, ვალდებულება.
განხორციელებული შესრულება
• მოთხოვნის უფლების პირველი წინაპირობა
976-ე მუხ. პირველი ნაწ. მიხედვით არის
ის, რომ მიმღებს რაღაც „გადაეცა“.
• გადაცემა წარმოადგენს მოქმედებას,
როდესაც მიმღებს გადაეცემა ან მის მიმართ
განხორციელდება გარკვეული სახის
შესრულება შეგნებულად და
ნებაყოფლობით, მიზანმიმართულად და
გაცნობიერებულად.
• 976-ე მუხლში მოცემული გადაცემა უნდა
განხორციელებულიყო „ვალდებულების
შესრულების მიზნით“.
ვალდებულების არარსებობა
• შესაძლებელია მხოლოდ „ჩაშლილი“
შესრულების უკან მოთხოვნა.
• არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამ
გამოიწვია შესასრულებელი ვალდებულების
არარსებობა.
• ასევე სულერთია მოთხოვნის
საფუძვლებისთვის, ვალდებულება
თავიდანვე არ არსებობდა, თუ მოგვიანებით
შეწყდა.
• შემთხვევები, როდესაც სამართლებრივი
საფუძველი თავიდანვე არ არსებობდა,
უმეტესწილად ეფუძნება შემსრულებლის
მიერ დაშვებულ შეცდომას.
ვალდებულების არარსებობა
• ხელშეკრულებები ბათილია
უკანონობის ან ამორალურობის გამო.
• თუ ხელშეკრულებისას ნების
გამოვლენა შეცილებადია შეცდომის,
მუქარის ან მოტყუების გამო.
• „ვალდებულება არ წარმოიშვა“, ეხება
შემთხვევას, როდესაც სამომავლო
ვალდებულებაზე ხორციელდება
წინმსწრები შესრულება.
976-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი
• შესრულების უკუმოთხოვნა მაშინაც არის
შესაძლებელი, თუ ვალდებულება,
მართალია, ფაქტობრივად არსებობდა,
მაგრამ მის შესრულებას უპირისპირდებოდა
მუდმივი ხასიათის (პერემპტორული)
შესაგებელი
• ზოგადი წესი - ვალდებულების არ
არსებობა, აქ არ მოქმედებს.
• მოთხოვნის განხორციელების შემთხვევაში
გათანაბრებულია სამართლებრივი
საფუძვლის არარსებობასთან.
შესრულების კონდიქციის გამორიცხვა

2.უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:


• ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან
• ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან
• გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა
გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის
პირველი ნაწილის პირობები, ანდა
• დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო
ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის
შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
• ყველაზე რთულად გამოყენებადია მე-2 ნაწ. „დ“ ქვეპუნქტის
რეგულაცია. ის გამოიყენება მხოლოდ ბათილი
გარიგებებისას. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ
ბათილი გარიგების უკუქცევა უსაფუძვლო გამდიდრების
სამართლის მიხედვით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს
კანონის ნორმის არსს.
კაზუსი

• ანრი არის ბებიის დანატოვარი ჩინური ვაზის მესაკუთრე, რომელსაც ის თვალის


ჩინივით უფრთხილდება, თუმცა კვირა საღამოს ბარში შეხვდება თავის მეგობარ
ბესოს, რომელსაც რატომღაც აჩუქებს ამ ვაზას.
• ორი დღის შემდეგ როდესაც ბესო გამოუვლის ანრის და მოსთხოვს ვაზის
გადაცემას, ანრი მიუგებს, რომ კვირა საღამოს იყო გვარიანად ნასვამი, მანამდე კი
მიღებული ჰქონდა ანტიდეპრესანტების დიდი დოზა, რის გამოც საერთოდ არ
ახსოვს ნახა თუ არა ბესო, ნივთის ჩუქებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
• შეატყობს რა ბესოს უკმაყოფილებას, ანრი, რომელიც დარწმუნებული არ არის
აძელვს თუ არა მისი ეს ხსენებული მდგომარეობა შესრულებაზე უარის თქმის
უფლებას, მაინც გამოატანს ბესოს ვაზას. გარკვეული დროის შემდეგ ანრი
შეამჩნევს, რომ ბებიის დანატოვარი ვაზის გაჩუქების შემდეგმ მისი ოთახი
დაცარიელდა. მწარედ ნანობს ჩადენილს და მიმართავს თავის ახლობელ ადვოკატს
რჩევის საკითხავად.
• შეაფასეთ ანრის სამართლებრივი მდგომარეობა. რისი მოთხოვნის უფლება აქვს
ანრის?
კაზუსი
• ზურაბი დაუკავშირდება მიხეილს და შესთავაზებს ბიზნეს
პარტნიორობას, ამის შემდეგ დაარეგისტრირებენ სოლიდარული
პასუხისმგებლობის საზოგადოებას. მიხეილის დედა, მისი
მადლიერების გამოსახატავად მეგობარ ზურაბს აჩუქებს უახლეს
მობილურ ტელეფონს. ზურაბიც სიხარულით მიიღებს და დაიწყებს მის
გამოყენებას.

• მოგვიანებით, ზურაბი და მიხეილი შეწყვეტენ თანამშრომლობას.


მიხეილის დედა, იმ დღესვე მოითხოვს ზურაბისგან ტელეფონის
დაბრუნებას.

• როგორ გადაწყდება დავა?


შესრულების კონდიქცია - ჩაშლილი
მიზნის კონდიქცია
• მუხლი 977. გადაცემული ქონების დაბრუნების მოთხოვნის
დაუშვებლობა

• 1. პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რამეს არა ვალდებულების


შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა
შეასრულოს ან არ შეასრულოს რამე მოქმედება, შეუძლია
გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ
შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.
• 2. დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა. მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს
იცოდა, ან ბ. გადამცემმა მიზნის მიღწევას არაკეთილსინდისიერად
შეუშალა ხელი.
977-ე მუხლი - შესრულების
კონდიქციის სპეციაური ფორმა

• ე.წ. “მიზნის ჩაშლის” კონდიქცია;


• გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მიუხედავად
გარიგების ნამდვილობისა, არ დგება მიზანი, რაც ამ
გარიგებით იყო დასახული.
• მიზნის შეთანხმებისათვის არ არის საკმარისი ერთ მხრის
ცალმხრივი მოლოდინი, აუცილებელია ასვე მეორე მხარის
სულ მცირე კონკლუდენტური თანხმობა.
მაგალითი
• შვილიშვილი მონაწილეობას იღებს ბაბუის ძველი სახლის
გარემონტებაში, რათა ამ უკანასკნელმა დაუფინანსოს მას
უნვერსიტეტში სწავლა, რაზეც ბაბუა თანახმაა.

• ბაბუასა და შვილიშვილს შორის დადებული გარიგება ამ


შემთხვევაში არის დავალების ხელშეკრულება, რომლის
ფარგლებში შვილიშვილი უსასყიდლოდ არემონტებს ბაბუას
სახლს. თუმცა მისი მიზანი სცდება მხოლოდ გარიგებით
ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და უკავშირდება
სწავლის დაფინანსებას. თუ ბაბუა გადაუხვევს თავის
დაპირებას, მაშინ შვილიშვილს შეუძლია არა შესრულების
კონდიქციით, არამედ შესრულებით დასახული მიზნის
ჩაშლის მოტივით მოითხოვოს გაწეული ხარჯების
ანაზღაურება სსკ-ის 977-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
სსკ-ის 978-ე მუხლი
იძულებისა ან მუქარის საფუძველზე გადაცემულის
დაბრუნების მოთხოვნა

• პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს


არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ
იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია
მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა
გადაცემულზე.

• კონკურენცია სსკ-ის 85-ე მუხლთან;


• შენარჩუნების საფუძველი.
მადლობა ყურადღებისთვის !

You might also like