You are on page 1of 19

დანახარჯების კონდიქცია VIII ლექცია

კაზუსი
• კარინასა და ნინოს შორის 2020 წლის 21 ივნისს დაიდო უძრავი
ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით,
რომლითაც კარინამ ნინოს მიყიდა კუთვნილი უძრავი ქონება.
• უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური შეადგენდა 300 000 აშშ
დოლარს, ხოლო გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 3 თვით.
2021 წლის აგვისტოს თვეში კარინამ ქონების გამოსყიდვის
მიზნით ნინოს გადასცა 60 000 აშშ დოლარი. კარინამ
ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში ვერ შეძლო უძრავი
ქონების გამოსყიდვა; უძრავი ქონება, საკუთრების უფლებით
აღირიცხა ნინოს სახელზე. ნინომ გაყიდა კარინას სახლი,
თუმცა კარინას 60 000 აშშ დოლარი არ დაუბრუნა.
• კარინამ გადაწყვიტა საკუთარი უფლების დაცვა
სასამართლოში, რა საფუძვლით და რისი მოთხოვნის
უფლება აქვს კარინას ნინოსგან და რა გადაწყვეტილებას
მიიღებს სასამართლო?
კაზუსი განხილვისთვის
შოთო არასწორი ცხოვრების წესმა არასწორ დღეში ჩააგდო, მათ შორის
ფინანსურად. სახლში არაფერი დარჩა, გარდა ძველებური ჩუქურთმიანი
მაგიდისა (ღირებულება: 3000 ლარი) და ოქროს შანდლისა (ღირებულება –
1000 ლარი). მაშინ, როდესაც შანდალი უნაკლოდ არის შენახული, ეს
ძველებური მაგიდა შოთოს ძნელბედობისას ცოტათი შემოეფხაჭნა. მაისის
სუსხიან დილას ორივეს დაავლებს ხელს და ანტიკვარიატით მოვაჭრე
გიზოსაკენ გააქცუნებს. გიზო, შოთოს ძველი ნაცნობი და ბაბუამის კაკოს
ყოფილი მეგობარი, თითქოს იხსენებს კიდეც, როგორ ამაყობდა ცხონებული
კაკო ამ ნივთებით, ანუ ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ნივთები შოთოს ეკუთვნის და
დაუფიქრებლად ყიდულობს მათ ობიექტურ ფასში. მოგვიანებით მაგიდას
თავიდან გადაღებავს, რის შედეგადაც მისი ღირებულება 3500-ამდე იზრდება,
ხოლო შანდალს კი ნაცნობ ოქრომჭედელ თენგიზს გადაადნობინებს და
ოქროდან ყელსაბამს გამოაჭედინებს. საბოლოოდ, გამოირკვევა, რომ
ცხონებული კაკო სულ სხვა ნივთებით ამაყობდა, ხოლო ეს მაგიდა და შანდალი
შოთომ მეზობელი ნიკოსგან მოიპარა და სახლში დაიდგა. ნიკო გიზოსგან
ითხოვს მაგიდის დაბრუნებასა და გადამდნარი შანდლის ღირებულების
ანაზღაურებას.

•შეაფასეთ სამართლებრივი მდგომარეობა!


• ნიკას მოთხოვნები შოთოს და გიზოს
მიმართ, მიუთითეთ საფუძლები;
• გიზოს მოთხოვნა ნიკას მიმართ,
მიუთითეთ საფუძველი.
შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება 986-ე მუხლი

• პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით


სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს
მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

• სიტუაცია, რომლის მიხედვითაც შეიძლება 986-


ე მუხლიდან გამომდინარეობდეს მოთხოვნის
უფლება, აუცილებლად სამ პირს მოიცავს.
• უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორმა „ა“-მ
შეასრულა უსაფუძვლო გამდიდრების
მოვალის „ბ“-ს ვალდებულება მისი
კრედიტორის „გ“-ს წინაშე.
რეგრესის კონდიქციის
წინაპირობები 986-ე მუხლი
1. მოვალის მიერ ქონებრივი სარგბელის მიღება
ვალდებულებისაგან გათავისუფლების სახით;

2. გადამხდელს არ უნდა ჰქონდეს არც კანონისმიერი და არც


სახელშეკრულებო ვალდებულება სხვისი ვალის დაფარვისა.

3. რეგრესის კონდიქცია უკან იხევს ასევე სხვა უფრო სპეციალური


დანაწესების წინაშე. მაგალითად დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულების მიმართ, თუ ვალის გადახდა
შეესატყვისებოდა მოვალის ინტერესებსა და ნებას.
შეცდომით ხარჯების გაწევა სხვა პირის
ქონებაზე 987-ე მუხლი
• 1. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია
მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი
დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
• 2. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა
მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების
გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
• 3. მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
• ა. პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია მოითხოვოს
დანახარჯების ამოღება და ამოიღებს მას, ან
• ბ. პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა
შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ, ანდა
• გ. პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა
ხარჯები მათ განხორციელებამდე.
გაწეული ხარჯების ცნება

• გაწეული დანახარჯების ცნება კანონში


განმარტებული არ არის.

• 987-ე მუხლში მოიაზრება ყველა სახის


გაწეული ხარჯი. ხოლო რადგან მათ
უნდა გამოიწვიონ მესაკუთრის
გამდიდრება, ამიტომაც ხშირად საქმე
ეხება სარგებლის მომტან ხარჯებს.
უსაფუძვლო გამდიდრების არსებობა
(თავსდახვეული გამდიდრება)

• ანაზღაურების მოთხოვნა გაწეული


ხარჯებისთვის შეიძლება მხოლოდ, თუ
მე-2 ნაწილში განსაზღვრული
მომენტისთვის სახეზე იყო
გამდიდრება.
გამდიდრების მომენტი

• 987-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ


ღირებულების დასადგენად რელევანტურია არა
ხარჯების გაწევის მომენტი, არამედ ის მომენტი,
როდესაც მესაკუთრეს შეუძლია მოახდინოს
ღირებულების მატების რეალიზაცია - ნივთის
დაბრუნების მომენტი.

• გამდიდრების კრედიტორი სწევს რა უცხო პირის


ქონებაზე ხარჯებს, ის ამით გამდიდრების მოვალეს
აიძულებს გამდიდრების მიღებას, რომლის
ღირებულებასაც ის შემდეგ კონდიქციის მოთხოვნის
მეშვეობით უკან მოითხოვს.
მოთხოვნის უფლების გამორიცხვა
• 987-ე მე-3 ნაწილი შეიცავს სამ გამონაკლისს,
რომელთაც საფუძვლად უდევს ერთი მიზანი -
თავიდან აცილებულ იქნეს თავს მოხვეული
გამდიდრება.
• ა. პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია
მოითხოვოს დანახარჯების ამოღება და ამოიღებს
მას, ან
• ბ. პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად
დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის
შესახებ, ანდა
• გ. პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო
გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე.
ხარჯების კონდიქციის წინაპირობები 987- ე
მუხლი
• სხვის ქონებაზე დანახარჯის გაწევა.
• უკან იხევს დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულებისა და მესაკუთრე-მფლობელს შორის
ურთიერთობებში.
• გამოიყენება მაშინ, როდესაც დანახარჯების გამწევი
არ არის ამავდროულად ნივთის მფობელი.
• გამოიყენება „თავსმოხვეული გამდიდრების“
შემთხვევაშიც. - მე-3 ნაწილი შეიცავს სამ
გამონაკლისს, რომელთაც საფუძვლად უდევს ერთი
მიზანი - თავიდან აცილებულ იქნეს თავს მოხვეული
გამდიდრება.
თავსმოხვეული გამდიდრების გაქარწყლება

1. თუ მოთხოვნის უფლების მოწინააღმდეგეს შეუძლია


მოითხოვოს და მოითხოვს კიდევაც გაწეული ხარჯების შედეგად
შექმნილის მოცილებას.

2. თუ მოთხოვნის წარმდგენმა ბრალეულად დროულად წინასწარ


არ შეატყობინინა მოთხოვნის უფლების მოწინააღმდეგეს
მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.

3. იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც ხორციელდება


მესაკუთრის გამოვლენილი ნების საწინააღმდეგოდ ვერ იქნება
მოთხოვნილი დანახარჯების კონდიქციის მეშვეობით.
კაზუსი
• დათოს შემოსავლის წყაროა ავტოსადგომზე მანქანების საქარე
მინების წმენდა მესაკუთრეთა წინასწარი თანხმობის გარეშე იმ
მოლოდინით, რომ მანქანასთან დაბრუნებული მესაკუთრე
აანზღაურებს დათოს მიერ გაწეულ მომსახურებას.
• ელისო ხედავს, რომ დათო წმენდს მისი მანქანის საქარე მინას
თუმცა არც გადახდას აპირებს და არც დათოს აჩერებს. ელისო
დატოვებს სადგომს დათოსთვის ფულის გადახდის გარეშე.
დათომ კი მხოლოდ მომავალი ანაზღაურების მოლოდინით
გაწმინდა ელისოს მანქანის საქარე მინა.
• შეუძლია თუ არა დათოს მოითხოვოს გაწეული მომსახურების
ანაზღაურება?
მოთხოვნის წინაპირობები
• არაშესრულების კონდიქცია;
• რაიმეს მოპოვება;
• სახელშეკრულებო მოთხოვნის გამორიცხვა;
• დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების
წესების გამოყენების დასაშვებობა;
• თავსმოხვეული გამდიდრება - 987-ე მუხლის მესამე
ნაწილით.
კაზუსი
• გივისა (დამქირავებელი) და ბადრის (გამქირავებელი) შორის
დაიდო ქირავნობის ხელშეკრულბა 10 წლის ვადით. ამ დროის
განმავლობაში გივიმ შეცვალა სამზარეულო გარნიტურა
დაამოტაჟა მასში ძვირადღრებული ტექნიკა. ამით ბინის
ღირებულება აშკარად გაიზარდა. ხელშეკრულების ვადის
გასვლის შემდეგ გივიმ მოითხოვა გაწეული ხარჯების
ანაზღაურება.

• გამქირავებელი უარს ამბობს ხარჯების ანაზღაურებაზე და


მიუთითებს გივის დატოვოს ფართი და მისი ძვირადღირებული
ნივთებიც თან წაიღოს.

• როგორ გადაწყდება დავა?


კაზუსი
• გივისა (დამქირავებელი) და ბადრის (გამქირავებელი) შორის
დაიდო ქირავნობის ხელშეკრულბა 10 წლის ვადით. ამ დროის
განმავლობაში გივიმ გაარემონტა სააბაზანო და სამზარეული.
გამოცვალა სამზარეულო ტექნიკა და სააბაზანო გარნიტურა.
ამით ბინის ღირებულება აშკარად გაიზარდა. ხელშეკრულების
ვადის გასვლის შემდეგ გივიმ მოითხოვა გაწეული ხარჯების
ანაზღაურება.

• გამქირავებელმა უარი განაცხადა ხარჯების ანაზღაურებაზე


იმის გამო რომ ასეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა მის
ინტერესში არასოდეს ყოფილა და არც გივის უცნობებია ამ
შენაძენის შესახებ.

• როგორ გადაწყდება დავა?


დანახარჯების/რეგრესის კონდიქცია -
სქემა
1. დანახარჯების გაწევა/ვალის დაფარვა;
2. უსაფუძლოდ - კონდიქციის კრედიტორს არ
უნდა ჰქონდეს შესაბამისი ვალდებულება;
3. უკან იხევს სხვა უფერო სპეციალური
დანაწესების წინაშე - 969-973; 163-164.
4. თავსმოხვეული გამდიდრების გაქარწყლება
- 987.3;
5. შედეგი - მიღებულის უკან დაბრუნება - 987.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like