You are on page 1of 2

კაზუსის ამოხსნის სქემა:

1) უწყებრივი ქვემდებარეობა - მიშიკო ამაშუკელმა უნდა მიმართოს სასამართლოს.


2) განსჯადობა:
a. ინსტანციური - მიშიკომ უნდა მიმართოს I ინსტანციის სასამართლოს.
b. დარგობრივი - აღნიშნული კაზუსი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართლის
ნორმებით შესაბამისად დავა სამოქალაქოა და მიშიკომ უნდა მიმართოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
c. ტერიტორიული - მიშიკომ უნდა მიმართოს თბილისის საქალაქო
სასამართლოს, რადგან მოცემულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლოს
შესარჩევად გამოგვადგება ხელშეკრულების შესრულების ადგილის
იდენტიფიცირება. ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო თბილისში.
d. საგნობრივი - აღნიშნული დავის საგნის ღირებულება აღემატება 5000 ლარს
შეადგენს 27 600 შესაბამისად ამას ვერ განიხილავს მაგისტატი მოსამართლე.
3) მხარეები (საპროცესო როლები) –
a. მოსარჩელე - მიშიკო ამაშუკელი
b. მოპასუხე - ნინიკო ორბელაძე
c. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით -
d. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე
4) სასარჩელო მოთხოვნა -
 გთხოვთ დააკისროთ ნინიკო ორბელაძეს 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურება
მიშიკო ამაშუკელის სასარგებლოს.
 გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება იპოთეკის საგნის საჯარო აუქციონზე
რეალიზაციის თაობაზე.

5) ხარჯები და ბაჟი - მიშიკო ამაშუკელმა ბაჟის სახით უნდა გადაიხადოს 828 ლარი.
ვივარაუდოთ, რომ მან აიყვანა ადვოკატი და ჰონორარის სახით გადაუხადა 7% რაც
იქნება 700 დოლარი, ასევე ნოტარიუსთან გააფორმა მინდობილობა რაც დაჯდა 20
ლარი. ასევე ყადაღა დაუჯდა 50 ლარი.
6) ფაქტები და მტკიცებულებები-
 1) ფაქტი: მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება
 მტკიცებულება: ნოტარიული ფორმით დადებული სესხისა და იპოთეკის
ხელშეკრულება

 2) ფაქტი: მიშიკომ გადასცა 10 000 დოლარი


 მტკიცებულება: ხელშეკრულება

 3) ფაქტი: ნინიკომ არ დააბრუნა სესხი დადგენილ ვადაში.


 მტკიცებულება: ახსნა-განმარტება მოსარჩელის
 4) ფაქტი: ნინიკოს განესაზღვრა დამატებითი ვადა რომელიც მან არ გამოიყენა
და მაინც არ შეასრულა ვალდებულება.
 მტკიცებულება: მხარის ახსნა განმარტება.

 5) ფაქტი: ნინიკომ განმიცხადა, სრულიად დაუშვებლად მიიჩნევდა მისი ბინის


იძულებით აუქციონზე გატანას, რადგანაც ქონება არათანაზომიერი იყო.
სესხის სახით მას 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა აღებული ხოლო მისი ქონება 40
000 აშშ დოლარი მაინც ღირდა. ამასთან მიშიკოს მოახსენა, რომ აუქციონის
შედეგად ბინის განკარგვის შემთხვევაშიც კი ურჩი გადამხდელი ნანა არ
დატოვებდა უძრავ ნივთს.
 მტკიცებულება: მხარის ახსნა-განმარტება.

7) მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, დავის სავარაუდო


შედეგი
სამართლებრივი მსჯელობა:
უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა მოთხოვნა და რომელი მუხლების საფუძველზე.
623, 361, 317 და სხვ.
დასკვნა: სარჩელი საფუძვლიანია და დაკმაყოფილდება. ნინიკო ორბელაძეს
დაეკისრება 10 000 დოლარის ანაზღაურება მიშიკო ამაშუკელის სასარგებლოდ.
ამასთან მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას ნინიკოს ქონების აუქციონზე
რეალიზაციის თაობაზე.

You might also like