You are on page 1of 2

კაზუსი

სამოქალაქო საპროცესო სამართალი

სახელი გვარი:

ჯგუფი:

თარიღი:

თბილისის ძველი ქუჩის, კერძოდ აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთი ეზოს მაცხოვრებელ


ნანული დარასელიას განზრახული ჰქონდა მიშენების ხარჯზე სამზარეულო გაედიდებინა.
ნანულის სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი ჰქონდა. მან იცოდა, რომ მეზობლები არცთუ
გახარებულები იქნებოდნენ ნანულის იდეით. მისი 6 მეზობლის აზრის უკითხავად, მან
განცხადებით მიმართა თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ თბილისი
არქიტექტურის სამსახურს, რომელშიც მისი ნათესავი გივი ძიძიგური მუშაობდა. გივის
დახმარებით ნანულიმ მალევე მიიღო ნებართვა. (იხ. დანართი)
ნანულიმ ძალიან მოკლე ვადაში მიაშენა მის სამზარეულოს დამატებითი ფართი (იხ. ფოტო).
სამზარეულო ოთახი ინდივიდუალური პროექტით არცთუ პროფესიონალურად აშენდა.
სამზარეულო ოთახმა მთლიანად დაჩრდილა პირველ სართულზე მაცხოვრებელი ლიზას ბინა,
ხოლო მეორე სართულზე მცხოვრები ნათელას ქუჩისპირა ოთახის და სამზარეულოს იატაკი,
კონსტუქციის ზედმეტი ზეწოლის გამო იმდენად დაზიანდა და დეფორმირდა რომ ნათელას
აზრით იგი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. ნათელა ფიქრობს, რომ საცხოვრებელი ბინის
პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას დასჭირდება 20 000 ლარი.
შეიტყვეს რა, ეს ვანდალური აქტი მისმა მეზობლებმა განიზრახეს მოეძებნათ ადვოკატი და
დაეცვათ მათი უფლება.

1.ვინ არიან ამ დავის მონაწილეები?


2.გთხოვთ განსაზღვროთ კაზუსში მოყვანილი თითოეული პირის საპროცესო როლი?
3. რომელ უწყებას უნდა მიმართონ უფლებაშელახულმა პირებმა? იმსჯელეთ დავის
უწყებრივ ქვემდებარეობასა და განსჯადობაზე (განსაკუთრებით დარგობრივ
განსჯადობაზე);
4. ჩამოაყალიბეთ და გამიჯნეთ ერთმანეთისაგან სხვადასხვა მოთხოვნები და მიაკუთვნეთ
ისინი სამართლის სხვადასხვა დარგს.
5.რა სახის მტკიცებულებები შეიძლება გამოყენონ მხარეებმა მოცემულ შემთხვევაში?
6.გთხოვთ იმსჯელოთ დავის თქვენთვის სავარაუდო შედეგზე.
დანართი

ქალაქ თბილისის მერიის

საჯარო სამართლის იურიდიული პირი -

თბილისის არქიტექტურის სამსახური

N: 01-12/2163 01.02.2019

გადაწყვეტილება

ნანული დარასელიასათვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე

თბილისის მერიის არქიტექტურის სასმსაუხრს 2018 წლის 10 ნოემბერს მომართა


მოქალაქე ნანა დარასელიამ, რომელმაც მოითხოვა დავით აღმაშენებლის 111 ნომერში
კაპიტალური მიშენების აგების ნებართვის გაცემა.
ნანა დარასელიამ არქიტექტურის სამსახურში წარმოადგინა არქიტექტურული
პროექტი, ფოტომონტაჟი, საკუთარი თანხმობა და პირადობის მოწმობის ასლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნანული დარასელიას მიეცეს
კაპიტალური მიშენების აგების ნებართვა.

სამსახურის უფროსი: /გივი ძიძიგური/

You might also like