You are on page 1of 17

ფაკულტეტი ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა

დეპარტამენტი სამართალი
სპეციალობა სამართალი
სასწავლო წელი
საგანი სამოქალაქო სამართლის პროცესი 2
პედაგოგი რობიზონ ხურცილავა
გამოცდის სახე შუალედური
სემესტრი საგაზაფხულო

შენიშვნა საკითხების ცხრილის ბოლო სვეტი ივსება შემდეგნაირად საკითხს მიეწერება 1,2,3, . . . რიცხვები. რაც ნიშნავს,
რომ იქმნება შესწავლილი თემების პირობითი ჯგუფები. ბილეთის ფორმირებისას პედაგოგს შეუძლია შეარჩიოს ბილეთში
შემავალი საკითხების რაოდენობა და გაანაწილოს იგი სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით. იხილეთ მესამე ცხრილის
განმარტება.

პასუხისათვის
ტესტის შემთხვევაში ჩაწერეთ საჭირო სურათი
შეკითხვის, დავალების, საკითხის ან საჭირო
წერტილით გამოყოფილი ან ნახაზი (Inline 1, 2, 3, . . .
ტესტის შინაარსი სტრიქონების
პასუხები თვისების მქონე)
რაოდენობა
1. სარჩელის უზრუნველყოფა
2. საქმის მომზადება სასამართლოს
მთავარ სხდომაზე განსახილველად
3. სასამართლოს მთავარი სხდომა
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება
5. თამთა ესებუამ სარჩელით მიმართა
სასამართლოს მოპასუხე გურამ გედენიძის
მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების
მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით
10 000 ლარის დაკისრება. საქმის
მომზადების მიზნით, სარჩელისა და
თანდართული მასალების ასლები
გადაეგზავნა მოპასუხეს და მიეცა 7 დღის
ვადა შესაგებლის წარმოსადგენად,
იმავდროულად განემარტა შესაგებლის
წარმოუდგენლობის შემთხვევაში
მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
მოპასუხე გურამ გედენიძემ აიყვანა
ადვოკატი მისი ინტერესების დასაცავად.
სასამართლომ დანიშნა მოსამზადებელი
სასამართლო სხდომა, სასამართლო
პროცესის თარიღისა და დროის შესახებ
ეცნობა მხარეებს, თუმცა დანიშნულ დროს
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ
გამოცხადდა მოსარჩელე თამარ ესებუა და
სასამართლოს წინასწარ აცნობა
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების
შესახებ, კერძოდ იმყოფებოდა იმავე დროს
სხვა პროცესზე, თუმცა აღნიშნულიოს
დამადასტურებელი მტკიცებულება არ
წარმოუდგენია, სასამართლო პროცესზე
გამოცხადდა მხოლოდ მოპასუხე მხარის
წარმომადგენელი.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე
მოპასუხის წარმომადგენელმა დააყენა
დაუსწრებელი გადაწყვეტილების
გამოტანის შესახებ შუამდგომლობა, რაც
დაკმაყოფილდა, სასამართლომ გამოიტანა
დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელე თამთა ესებუამ აღნიშნულ
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე
წარადგინა საჩივარი, წარადგინა
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზიას
დამადასტურებელი მტკიცებულება,
მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის
წარმოების განახლება.
სასამართლომ საჩივრის განხილვის
სხდომის შესახებ აცნობა ორივე მხარეს,
როგორც მოსარჩელს, ისე მოპასუხეს, თუმცა
გამოცხადდა მხოლოდ მოსარჩელე მხარე და
არ გამოცხადდა მოპასუხე.
სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ არ
იყო პროცესზე გამოცხადებული მოპასუხე
მხარე, საჩივარი განიხილა მოსარჩელე
მხარის მონაწილეობით და გამოიტანა
განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების
გაუქმებისა და საქმის წარმოების
განახლების თაობაზე.
საქმის წარმოების განახლებისთანავე,
მოსარჩელე მხარემ დააყენა შუამდგომლობა
მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო
დაუსწრებელი გადაწყვეტილების
გამოტანის თაობაზე, რაც სასამართლომ არ
დააკმაყოფილა და გადადო საქმის
განხილვა სხვა დროისათვის, რის შესახებაც
აცნობა მხარეებს კანონით დადგენილი
წესით.
სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა
მოპასუხე მხარე, მოსარჩელე მხარის
შუამდგომლობის საფუძველზე
სასამართლომ გამოიტანა მეორე
დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც
გაუგზავნა მოპასუხე მხარეს და განუმარტა,
რომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება
შეიძლება გასაჩივრებულიყო სააპელაციო
წესით.
მოპასუხე გურამ გედენიძემ, მის მიმართ
გამოტანილი დაუსწრებელი
გადაწყვეტილება გაასაჩვრა იმავე
სასამართლოში, რომელიც არ განიხილა
დაუსწრებელი გადაწყვეტილების
გამომტანმა სასამართლომ და
განსახილველად გადააგზავნა ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოში.

კითხვა - შეაფასეთ მოსარჩელე მხარის,


მოპასუხე მხარის და სასამართლოს
მოქმედებები

6. ნინო ჩადუნელმა სარჩელით მიმართა


თბილისის საქალაქო სასამართლოს გია
ჩხობაძის მიმართ და მოითხოვა მიუღებელი
შემოსავლის ანაზღაურების სახით 20 000
ლარის დაკისრება, იმავდროულად
მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიების განჩინების გამოტანა ,
რომლითაც ყადაღა დაედებოდა გია
ჩხობაძის საკუთრებაში არსებულ უძრავ
ქონებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
დააკმაყოლა ნინო ჩადუნელის
შუამდგომლობა სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და
ყადაღა დაადო გია ჩხობაძის საკუთრებაში
არსებულ უძრავ ქონებას, იმ მოტივით, რომ
არსებოპბდა დასაბუთებული ვარაუდი
სარჩელის დაკმაყოფილების და საქმეზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე
მოპასუხე მხარეს შესაძლოა გაესხვისებინა
მის საკუთრებაში არსებული უძრავი
ქობნება, რითაც აღუსრულებელი
დარჩებოდა სარჩელის დაკმაყოფილების
შემთხვევაში გადაწყვეტილება.
მოპასუხე მხარემ განჩინების ჩაბარებიდან 4
დღის ვადაში გაასაჩივრა სასამართლოს
განჩინება ყადაღის დადების შესახებ და
მოითხოვა გამოყენებული სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების ყადაღის
გაუქმება და ალტერნატივის სახით
საჩივრის დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში ყადაღის შეცვლა აკრძალვით,
კერძოდ აეკრძალოს მის საკუთრებაში
არსებული უძრავი ქონების განკარგვა,
ვინაიდან ყადაღის შემთხვევაში ვერ
გააქირავებს უძრავ ქონებას და
გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არ
დაკმ,აყოფილდა მოპასუხე მხარის საჩივარი
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების
გაუქმების შესახებ, თუმცა სასამართლომ
გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების სახით
ყადაღის ნაცვლად აკრძალვის გამოყენების
შესახებ და განჩინებით მოპასუხე გია
ჩხობაძეს აეკრძალა მის საკუთრებაში
არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია და
იპოთეკით დატვირთვა.
სასამართლოს განჩინება არ ყოფილა
გასაჩივრებული მხარეების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
დანიშნა სასამართლოს მთავარ სხდომა,
სადაც მოისმინა მხარეთა ახსნა-
განმარგებები, გამლოიკვლია საქმეში
არსებული მტკიცებულებები და იმავე დღეს
გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელის
დაკმ,აყოფილებაზე უარის თქმის შესახებ,
თუმცა გამოყენებული სარჩელის
უზრუნველყოფის შესახებ განჩინება
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე დატოვა უცვლელად.

კითხვა
შეაფასეთ სასამართლოს მოქმედები

7. 2017 წლის 3 აპრილს ეკა ბალანჩივაძემ


მიმართა რაიონულ სასამართლოს გიორგი
გამყრელიძის წინააღმდეგ და მოითხოვა
ბინის ქირავნობის ხელშეკრულების
ვადამდე შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ
მოპასუხე უკვე ექვსი თვეა რაც არ იხდის
ხელშეკრულებით დადგენილ ბინის ქირას.
2017 წლის 8 აპრილს რაიონულმა
სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე და
მისი მომზადების მიზნით სარჩელი
თანდართულ დოკუმენტებთან ერთად
გადაუგზავნა მოპასუხეს. ამასთან
განუსაზღვრა შესაგებლის წარდგენის 10
დღიანი ვადა. სასამართლო გზავნილი
სასამართლოში დაბრუნდა წარწერით, რომ
მოპასუხემ უარი განაცხადა უწყების
ჩაბარებაზე. სასამართლოს მიერ დანიშნულ
ვადაში გიორგი გამყრელიძემ არ წარადგინა
წერილობითი შესაგებელი. მოპასუხის მიერ
წერილობითი შესაგებლის
წარუდგენლობის გამო მოსამართლემ
გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება
სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
გიორგი გამყრელიძემ აღნიშნული
გადაწყვეტილება გაასაჩივრა
გადაწყვეტილების გამომტან
სასამართლოში და მიუთითა, რომ მას არ
ჩაჰბარებია სარჩელი თანდართულ
დოკუმენტებთან ერთად. დაუსწრებელი
გადაწყვეტილების გამომტანმა
მოსამართლემ საჩივარი დასაშვებად არ
მიიჩნია და განუხილველად დატოვა ის.

შეაფასეთ სასამართლოს მიერ


შესრულებული თითოეული საპროცესო
მოქმედება.

8. 2018 წლის 10 ივლისს ქეთი მაჩიტიძემ


რაიონულ სასამართლოს მიმართა
საჩივრით დემნა გასვიანის წინააღმდეგ და
მოითხოვა სესხად გადაცემული 10 000
ლარის უკან დაბრუნება. 2018 წლის 18
ივლისს რაიონულმა სასამართლომ
წარმოებაში მიიღო ქეთი მაჩიტიძის
სარჩელი, მოამზადა საქმე და დანიშნა მისი
განხილვის დღე 2018 წლის 23 აგვისტოს,
რის შესახებაც სასამართლო უწყებები
გაუგზავნა მხარეებს. 2018 წლის 10
აგვისტოს გაგზავნილი სასამართლო უწყება
14 აგვისტოს სასამართლოში დაბრუნდა
წარწერით, რომ მოსარჩელის დედამ უარი
განაცხადა უწყების ჩაბარებაზე. 2018 წლის
23 აგვისტოს სასამართლოს მთავარ
სხდომაზე არ გამოცხადდა ქეთი მაჩიტიძე.
აქედან გამომდინარე,
მოსამართლემ,მოპასუხის
შუამდგომლობით, გამოიტანა
დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელეს დაუსწრებელი
გადაწყვეტილება ჩაბარდა 2018 წლის 25
აგვისტოს. მან 2018 წლის 29 აგვისტოს
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან
სასამართლოს მიმართა საჩივრით და
მოითხოვა დაუსწრებელი
გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის
განახლება, იმ საფუძვლით რომ,
სასამართლოს არ ქონდა უფლება განეხილა
საქმე და მიეღო დაუსწრებელი
გადაწყვეტილება, ვინაიდან მას არ
ჩაჰბარებია სასამართლო უწყება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების
გამომტანმა მოსამართლემ დააკმაყოფილა
მოსარჩელის საჩივარი და განაახლა საქმის
წარმოება.

შეაფასეთ სასამართლოს მიერ


შესრულებული თითოეული საპროცესო
მოქმედება.

9. A-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში B-ს


მიმართ, სესხის ნაწილის თანხის - 400
ლარისა და პროცენტის - 2200 ლარის
დაბრუნებას. მოპასუხემ სარჩელი არ
ცნო. გორის რაიონული სასამართლოს
2020 წლის 20 ოქტომბრის
გადაწყვეტილებით A-ს სარჩელი
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, B-ს
დაეკისრა 400 ლარის გადახდა და
პროცენტის - 1222 ლარის გაგახდა. A-მ
სააპალეციო სასამართლოში გაასაჩივრა
გადაწყვეტილება. სასამართლომ
მოსმენა დანიშნა 2020 წლის 15
დეკემბერს, რის შესახებ სასამართლო
უწყებები მხარეებს გაეგზავნათ
შესაბამის მისამართებზე, თუმცა მათ არ
ჩაჰბარდათ. როგორც აღმოჩნდა A უკვე 4
თვეა რაც უკრაინაში, ქალაქ კიევში
გადასახლდა, ხოლო B_ქალაქ ქუთაისში
გადავიდა საცხოვრებლად. A-ს
საჩივარი დარჩა განუხილველი მხარეთა
გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო
სასამართლოში სარჩელით A-მ
მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება
და საქმის წარმოების განახლება
შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ
დაარღვია სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით
გათვალისწინებილი ნორმა. მისი
განცხადებით მას არ ჩაჰბარებია უწყება
და არც არსებობს ჩაბარების
დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის
განხილვის თარიღის შეტყობის
შემთხვევაში ის აუცილებლად
დაესწრებოდა საქმის განხილვას.

კითხვა: დააკმაყოფილებს თუ არა


სასამართლო A-ს სააპელაციო სარჩელს.

10. ა-მ გ-სთან 2015 წლის 6 ივნისს


დადო უსასყიდლო სესხის
ხელშეკრულება, რომლითაც
ა-მ გ-სგან მიიღო 5000 ლარი.
ეს თანხა გ-ს უნდა
დაებრუნებინა 2016 წლის 10
ივნისს. ა-ს ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულების
დარღვევის გამო გ-მ სარჩელი
შეიტანა სასამართლოში.
სასამართლომ სარჩელი
მიიღო განსახილველად და
სხდომა ჩანიშნა 2017 წლის 16
თებერვალს, ამის შესახებ კი
მხარეებს აცნობა დადგენილი
წესით. სასამართლოს
სხდომაზე მოპასუხე არ
გამოცხადდა, მოსამართლემ
კი მოსარჩელე მხარის
შუამდგომლობის გარეშე
სარჩელში მითითებული
ფაქტობრივი გარემოებები
დამტკივცებულად ჩათვალა
და სარჩელი დააკმაყოფილა.
მოპასუხეს დაუსწრებელი
გადაწყვეტილების ასლი
გაეგზავნა მისი გამოტანიდან
მე-7 დღეს, ხოლო მისი
ჩაბარებიდან მე-9 დღეს გ-ს
წარმომადგენელმა
აღნიშნული გადაწყვეტილება
გაასაჩივრა მის გამომტან
სასამართლოში. გ-ს
წარმომადგენელი საჩივარში
მიუთითებდა, რომ მხარის
სხდომაზე
გამოუცხადებლობის მიზეზი
სსკ-ის 70-78 მუხლებით
დადგენილი წესების
დარღვევით მხარის
სასამართლოში მოწვევა იყო,
კერძოდ, მისი თქმით უწყება
გაეგზავნა მხოლოდ მის
მარწმუნებელს იმ
საცხოვრებელ ადგილას
რომელიც მათ წარდგენილ
შესაგებელში იყო
მითითებული და სადაც
უწყების გაგზავნის
დროისათვის აღარ
ცხოვრობდა.
წარმომადგენლის აზრით
ზემოაღნიშნული
წარმოადგენდა
სასამართლოს
გადაწყვეტილების გაუქმების
საFუძველს.
შეაფასეთ შექმნილი
სამართლებრივი ვითარება.
რა გადაწყვეტილებას
მიიღებს საჩივარზე
სასამართლო?

11. 2017წლის 15 ნოემბერს ბ


ავტომობილით დაეჯახა გ-ს
მოტოციკლს, რის შედეგადაც
მოტოციკლი
ექსპლუატაციისათვის
გამოუსადეგარი გახდა. გ-მ
2017 წლის 3 დეკემბერს
სასამართლოში შეიტანა
სარჩელი ბ-ს წინააღმდეგ და
მოითხოვა მიყენებული
ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხეს კანონით
დადგენილი წესის დაცვით
გაეგზავნა სარჩელი და
თანდართული დოკუმენტების
ასლები და სასამართლოს
მიერ კანონით დადგენილ
ფარგლებში განესაზღვრა
ვადა შესაგებლის
წარდგენისათვის. მოპასუხემ
შესაგებელი წარადგინა
სარჩელისა და თანდართული
დოკუმენტაციის მიღებიდან
22-ე დღეს, მოსამართლემ
ჩათვალა რომ დაირღვა
შესაგებლის წარდგენისთვის
განსაზღვრული ვადა და
იმსჯელა დაუსწრებელი
გადაწყვეტილების გამოტანის
საკითხზე, თუმცა რადგან
რადგან სარჩელში
მითითებული გარემოებები
იურიდიულად ვერ
ამართლებდა სასარჩელო
მოთხოვნას არ გამოიტანა
დაუსწრებელი
გადაწყვეტილება და
დაინიშნა სასამართლოს
მთავარი სხდომა, რის
შესახებაც მხარეებს ეცნობათ
სსსკ-ის 70-78 მუხლებით
დადგენილი წესით.
სასამართლო სხდომაზე
ორივე მხარე გამოცხადდა,
მოსამართლემ ორივე
მხარისგან მოისმინა
სამართლებრივი
მოსაზრებები სასარჩელო
მოთხოვნასთან
დაკავშირებით და როგორც
მოსარჩელისგან ასევე
მოპასუხისგან მიიღო
მტკიცებულებები. ჰქონდა თუ
არა მოსამართლეს ამის
უფლება?

12. 2018 წლის 25 მარტს ა-სა და გ-ს


შორის დაიდო ტელეფონის
ნასყიდობის ხელშეკრულება.
ა-მ ტელეფონი
ხელშეკრულების
დადებისთანავე გადასცა ბ-ს,
ხოლო ტელეფუნის საფასური
ხელშეკრულების თანახმად ა-
ს 2018 წლის 25 აპრილს უნდა
გადასცემოდა. ბ-მ დაარღვია
ხელშეკრულების პირობა და
ა-ს საფასური არ გადაუხადა,
ა-მ კი თავისი დარღვეული
უფლების აღსადგენად
სასამართლოს მიმართა.
მოსამართლემ სხდომა
ჩანიშნა 2018 წლის 22
დეკემბერს და ამის შესახებ
მხარეებს კანონით
დადგენილი წესის დაცვით
აცნობა. სასამართლო
სხდომაზე არ გამოცხადდა
მოსარჩელე, მოსამართლემ კი
მოპასუხის შუამდგომლობის
საფუძველზე გამოიტანა
დაუსწრებელი
გადაწყვეტილება სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის
თქმის შესახებ. აღნიშნული
გადაწყვეტილების ასლი
მოსარჩელეს გადაეცა მისი
გამოტანიდან მე-5 დღეს. ა-ს
წარმომადგენელმა
გადაწყვეტილების ასლის
მიღებიდან მე-6 დღეს
გაასაჩივრა მიღებული
გადაწყვეტილება და აღნიშნა,
რომ მოსარჩელე საპატიო
გარემოებების გამო ვერ
გამოცხადდა სხდომაზე,
კერძოდ, სასამართლო უწყება
გაეგზავნა ა-ს საცხოვრებელი
სახლის მისამართზე, ა კი ამ
დროს იწვა საავადმყოფოში
და აღნიშნულის შესახებ არ
შეეძლო ეცნობებინა
სასამართლოსთვის.
მოსამართლემ
მხარეებისათვის
შეტყობინების გარეშე
გამოიტანა განჩინება
საჩივრის მიღების თაობაზე. ბ-
ს წარმომადგენელმა
აღნიშნულ განჩინებაზე
შეიტანა კერძო სარჩელი და
მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლომ
დააკმაყოფილა კერძო
საჩივარი, გააუქმა
დაუსწრებელი
გადაწყვეტილება, განაახლა
საქმის წარმოება და
გააგრძელა მისი არსებითი
განხილვა.

სამართლებრივად შეაფასეთ
ბ-ს წარმომადგენლის და
სასამართლოს ქმედება.

შენიშვნა ცხრილის პირველი სტრიქონი ნიშნავს, რომ მაგალითად, საგამოცდო საკითხებში პირველი, მეორე, მესამე და ა.შ.
ჯგუფის ან სირთულის დავალებებია. ცხრილის მეორე სტრიქონი ნიშნავს, რომ პირველი ჯგუფიდან (სირთულიდან)
ბილეთში შევა 1, მეორე ჯგუფიდან 3 და მესამედან 3 საკითხი (დავალება, ტესტი) და ა. შ.

1 2 3
1 1 1
ფაკულტეტის დეკანი : ნ.შონია
დეპარტამენტის კოორდინატორი: მ.შენგელია
საგნის პედაგოგი: რ. ხურცლავა

You might also like