You are on page 1of 3

ზურაბ ძლიერიშვილი

იურიდიული ფაკულტეტი

სამოქალაქო საპროცესო სამართალი 2

შუალედური გამოცდა - გამოცდის ხანგრძლივობა -4 საათი

კაზუსი - 30 ქულა (06 მაისი, 2022)

( დასაშვებია ნორმატიული მასალის გამოყენება)

გიორგისა და დავითს შორის 2016 წლის 27 ივნისს მარტივი წერილობითი


ფორმით დაიდო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის
ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა გიორგიმ გადაუხადა გამყიდველ დავითს
ბინის შეთანხმებული ფასი - 120000 ლარი და გადავიდა საცხოვრებლად შეძენილ
ბინაში, თუმცა არ მომხდარა ბინის მესაკუთრედ შემძენის რეგისტრაცია საჯარო
რეესტრში. ბინის რეგისტრირებულ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარჩა
გამყიდველი დავითი. გიორგიმ ნაყიდ ბინაში ჩაატარა 20000 ლარის ღირებულების
სარემონტო სამუშაოები.

მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის


შემდეგ, დავითმა ისარგებლა რა იმ ფაქტით, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით,
კვლავ ირიცხებოდა გასხვისებული ბინის რეგისტრირებულ მესაკუთრედ,
აღნიშნული ბინა ახლა უკვე სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის
ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ბექას, რომელიც საჯარო
რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ბინის მესაკუთრედ.

ბექამ 2017 წლის 20 ივლისს სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს


გიორგის წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი
ბინის გამოთავისუფლება. სასამართლომ 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით
სარჩელი მიიღო წარმოებაში და საქმის მომზადების მიზნით, მოსარჩელე ბექას
დაავალა მოპასუხე გიორგისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების
ჩაბარება, აგრეთვე მოპასუხე გიორგის განუსაზღვრა 10 დღის ვადა წერილობითი
შესაგებლის წარმოსადგენად.
მოპასუხე გიორგიმ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი
შესაგებელთან ერთად, რომლითაც სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ
წარმოადგენდა სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელს, წარადგინა შეგებებული
სარჩელი გამყიდველის - დავითის მიმართ და მოითხოვა, როგორც გადახდილი
ნასყიდობის ფასის, აგრეთვე გაწეული ბინის სარემონტო ხარჯების ანაზღაურებაც
(140000 ლარი). სასამართლომ გიორგის შეგებებული სარჩელი მიიღო წარმოებაში.

2017 წლის 10 აგვისტოს ბექამ განცხადებით მიმართა საქმის განმხილველ


სასამრთლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოითხოვა
მოპასუხე გიორგის საბანკო ანგარიშზე 250000 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება.
რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით ბექას განცხადება
დაკმაყოფილდა. მოპასუხე გიორგიმ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
სასამართლოს განჩინება ჩაიბარა 2017 წლის 22 აგვისტოს.

2017 წლის 18 აგვისტოს განჩინება მოპასუხე გიორგიმ საჩივრით გაასაჩივრა


2017 წლის 27 აგვისტოს და მოითხოვა მისი გაუქმება.

რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 2017 წლის 01 სექტემბრის


განჩინებით საჩივრი მიიღო წარმოებაში, განიხილა, არ დააკმაყოფილა და
დაუსაბუთებლობის გამო გადააგზავნა სააპელაციო სასამართლოში.

რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ საქმე მომზადებულად ჩათვალა,


სსსკ-ის 207-ე მუხლის საფუძველზე დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2018
წლის 25 თებერვალს, რომელზეც ერთად განიხილა როგორც ბექას სარჩელი, ასევე
გიორგის შეგებებული სარჩელი. საქმის არსებითად განხილვის შედეგად,
სასამართლომ ერთობლივი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა როგორც
თავდაპირველი, ასევე შეგებეული სარჩელები, იმავე გადაწყვეტილებით გააუქმა
2017 წლის 18 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიება, თანაც დაადგინა, რომ გიორგის უკანონო მფლობელობიდან
საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლება მოხდებოდა მას შემდეგ, როდესაც დავითი
გადაუხდიდა გიორგის 140000 ლარს.

შეაფასეთ მხარეთა და სასამართლოს მიერ განხორციელებული მოქმედებები.


პასუხი დაასაბუთეთ.

You might also like