You are on page 1of 11

კაზუსი №1

2010 წლის 15 დეკემბერს ირაკლიმ, როგორც ერთადერთმა კანონით მემკვიდრემ


მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი დის სამკვიდრო ქონება, რომელშიც შედიოდა
აგრეთვე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინაც. 2010 წლის 28 დეკემბერს ირაკლი წერილობითი
ფორმით დაპირდა თავის მეზობელ კახას, რომ საჩუქრად გადასცემდა მემკვიდრეობით
მიღებულ სახლს, თუ კახა წარჩინებით დაასრულებდა ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამას.

ჩუქების დაპირებიდან ორი წლის შემდეგ კახამ წარჩინებით დაამტავრა უნივერსიტეტის


საბაკალავრო პროგრამა და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. კახამ მოსთხოვა
ირაკლის საცხოვრეებლი ბინის საჩუქრად გადაცემა, თუმცა ირაკლიმ უარი განაცხადა
დაპირებული საცხოვრებელი სახლის კახასათვის საჩუქრად გადაცემაზე იმ მოტივით, რომ
ირაკლის შეეძინა მესამე შვილი, რის გამოც შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობა და
ამიტომ აღარ შეუძლია სახლის გაჩუქება. კახამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა
ირაკლისაგან ჩუქების დაპირების შესრულება, აგრეთვე მიყენებული მორალური ზიანის
ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. კახა თავის მოთხოვნებს იმით ასაბუთებდა, რომ
მართალია, საჩუქრის დამპირებელს შეეძინა მესამე შვილი, მაგრამ მას დაპირებული
საცხოვრებელი ბინა სრულებით არ სჭირდება, რადგან ამ ბინის გარდა აქვს კიდევ ორი
საცხოვრებელი სახლი, და შესაბამისად, შემპირებლის ქონებრივი მდგომარეობა არ
გაუარესებულა, ხოლო თვითონ იგი კი განიცდის საცხოვრებელი ფართის სივიწროვეს,
რადგან არის მრავალშვილიანი და თანაც შრომისუუნარო.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №2

მარიამი შვილთან - ლალისთან და არსრულწლოვან 10 წლის შვილიშვილთან -


გიორგისთან ერთად ცხოვრობდა კოოპერატიულ ბინაში. 1997 წელს მარიამმა მოახდინა
ბინის პრივატიზაცია და საჯარო რეესტრში ბინა დაირეგისტრირა მხოლოდ თავის სახელზე.
2008 წელს მარიამმა გადაწყვიტა ლალისათვის (შვილი) ეჩუქებინა პრივატიზებული ბინა,
რაზედაც ლალიმ თანხმობა განაცხადა. მარიამმა და ლალიმ ჩუქების ხელშეკრულების
დასადებად და დასადასტურებლად მიმართეს ნოტარიუსს, მაგრამ ნოტარიუსმა მარიამს
განუცხადა, რომ ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ერთდროულად მარიამის
შვილთან და შვილიშვილთან და არ შეიძლება პრივატიზებული ბინის საჩუქრად გადაცემა
მხოლოდ შვილისათვის. მარიამმა ამაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მას, მართალია
ძალიან უყვარს თავისი შვილიშვილი გიორგი, მაგრამ სურს, რომ ბინა აჩუქოს მხოლოდ
თავის შვილს ლალის, ხოლო შემდეგ კი ლალიმ თავისი შეხედულებისამებრ, თვითონ გადაწ-
ყვიტოს, როგორ განკარგოს ნაჩუქარი ბინა. ამასთან მარიამმა ნოტარიუს განუცხადა, რომ მას
კიდევ ჰყავს ერთი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.
მარიამის პასუხის მოსმენის შემდეგ, ნოტარიუსმა მას ურჩია, რომ დაეწერა ანდერძი შვილის -
ლალის სახელზე და ამგვარად გადაეცა მისთვის პრივატიზებული ბინა.

მართლზომიერია თუ არა ნოტარიუსის მოქმედება? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №3

2012 წლის 10 მაისს მარტოხელა ილიამ საკუთრებაში არსებული ოროთახიანი


საცხოვრებელი ბინა საჩუქრად გადასცა ნათლულს - იას. ჩუქების ხელშეკრულება
დადებული იქნა მარტივი წერილობითი ფორმით. 2012 წლის 11 მაისს დასაჩუქრებულმა იამ
მოახდინა ნაჩუქარ ბინაზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2012
წლის 15 მაისს ილიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იასთან დადებული
ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ჩუქების ხელშეკრულების
დადებისას მოსარჩელე იმყოფებოდა დროებითი სულიერი აშლილობის მდგომარეობაში,
აგრეთვე გაჩუქებული ბინის გარდა მას სხვა საცხოვრისი არ გააჩნია. მართალია, ამჟამად
მოსარჩელე ისევ გაჩუქებულ ბინაში ცხოვრობს, მაგრამ დასაჩუქრებული ია იმის გამო, რომ
სხვა ქალაქში ცხოვრობს, არანაირ ყურადღებას არ აქცევს და არ ეხმარება, მოსარჩელეს კი,
შრომისუუნარობის გამო ესაჭიროება მატერიალური დამარება. იამ შესაგებელში სარჩელი არ
ცნო და მიუთითა, რომ ჩუქების ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა
შესაბამისად, მან ნაჩუქარ ბინაში ჩაატარა კაპიტალური რემონტი, იხდის ყველანაირ კომუ-
ნალურ გადასახადს და გარდა ამისა, ილიას ყოველთვიურად უგზავნის 200 ლარს
(წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები).

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №4

ნელიმ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თავის ძმისშვილ ბექასთან


დადებული ჩუქების ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების
ბათილად ცნობა და გაჩუქებულ საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების აღდგენა.
სასარჩელო განცხადებაში ნელიმ აღნიშნა, რომ სარჩელის შეტანამდე ერთი წლის უკან
მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაავადებული იყო ავთვისებიანი სიმსივნით. ეს ცნობილი
გახდა აგრეთვე მისი ძმისშვილის ბექასათვის, რომელმაც არ მოასვენა მანამ, სანამ არ
შეადგენინა ანდერძი თავის სასარგებლოდ, შემდეგ კი წაიყვანა ნოტარიუსთან, სადაც
მოსარჩელეს ეგონა, რომ ხელს აწერდა ანდერძს, სინამდვილეში კი, თურმე ხელი მოუწერია
ჩუქების ხელშეკრულებისათვის, რომლის საფუძველზე თბილისში მდებარე ერთადერთი
საცხოვრებელი ბინა თურმე საკუთრებაში გადასცა მოპასუხეს. ნელის ძმისშვილმა ბექამ
სარჩელი არ ცნო და წერილობით შესაგებელში აღნიშნა, რომ მამიდამისმა ხელშეკრულებაზე
ხელმოწერისას მშვენივრად იცოდა, რას აწერდა ხელს და რა სამართლებრივ შედეგებთან იყო
ეს დაკავშირებული, რადგან ამის შესახებ ნოტარიუსმა მოწმეების თანდასწრებით
რამდენჯერმე განუმარტა. ჩუქების ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის
შემდეგ დასაჩუქრებულმა ბინაში ჩაატარა უმაღლესი დონის ევრორემონტი და შეიძინა ახალი
ავეჯი. ამჟამად გამჩუქებელმა მოსარჩელემ მონახა ბინის შეძენის მსურველი და სურს, რომ
მას მიჰყიდოს ბინა. მოპასუხემ აგრეთვე წარადგინა მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს
სოფლად გააჩნია საკუთრებაში კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №5

2017 წლის 25 ივლისს ქეთევანმა სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და


მოითხოვა გელასთან დადებული ოროთახიანი საცხოვრებელი ბინის ჩუქების
ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების დადებისას იგი
მოპასუხის მიერ შეცდომაში იქნა შეყვანილი ხელშეკრულების სამართლებრივ შედეგებთან
დაკავშირებით. სასარჩელო განცხადებაში ქეთევანმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 20 ივნისს
მოპასუხეს საკუთრებაში არსებული ოროთახიანი ბინა გადასცა იმ პირობით, რომ მოპასუხე
აცხოვრებდა მას ამ ბინაში, მოუვლიდა და მატერიალურ დახმარებას გაუწევდა სიცოცხლის
ბოლომდე, თუმცა დასაჩუქრებულმა დაარღვია შეთანხმება და მოსარჩელეს მართალია
აცხოვრებს გადაცემულ ბინაში, მაგრამ არც უვლის და არც რაიმე მატერიალურ დახმარებას
უწევს. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წერილობით შესაგებელში აღნიშნა, რომ ჩუქების
ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ


საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ჩუქების ხელშეკრულების
დადებისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეზე ზეწოლის ან შეცდომაში შეყვანის ფაქტი.
მოსარჩელე სრულად აცნობიერებდა თავის მოქმედებებს და, გარდა ამისა, მან ვერ შეძლო
სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც
დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელის სამისდღეშიო რჩენის პირობით.

ქეთევანმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო


წესით. სააპელაციო საჩივარში მან აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულება დადებულ იქნა იმ
პირობით, რომ დასაჩუქრებული გაუწევდა მას მატერიალურ და სხვა სახის დახმარებას,
გადაუხდიდა კომუნალური მომსახურების ხარჯებს და რომ მას სურდა გაეფორმებინა ბინა
ანდერძით მოპასუხის სახელზე, მაგრამ მოპასუხემ შესთავაზა, რომ ეჩუქებინა ბინა ამ
პირობებით. პირველ ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა თავიანთ
ჩვენებებში განმარტეს, რომ მოსარჩელის სიტყვებიდან მათთვის ცნობილი იყო, რომ ხელ-
შეკრულება არ იყო უსასყიდლო, გადაცემული ბინის სანაცვლოდ მოპასუხემ იკისრა
ვალდებულება მატერიალური დახმარება გაეწია მოსარჩელისათვის სიცოცხლის ბოლომდე,
თუმცა არ ასრულებს თავის დაპირებას.

ქეთევანმა სააპელაციო საჩივარში დამატებით აღნიშნა, რომ გაჩუქებული ბინა არის მისი
ერთადერთი საცხოვრისი, შრომისუუნაროა და არანაირი სხვა შემოსავლის წყარო მას არ გააჩ-
ნია, ამიტომაც, იგი ვერავის გადასცემდა ბინას უსასყიდლოდ საკუთრებაში სამისდღეშიო
რჩენის პირობის გარეშე.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №6

მარტოხელა და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული გ. ჯ.-ი წერილობითი ფორმით


დაჰპირდა თავის დიდი ხნის მეგობარს – დ.პ-ს, რომ საჩუქრად გადასცემდა საკუთრებაში
არსებულ სამოთახიან საცხოვრებელ ბინას, რომელიც დასაჩუქრებულის საკუთრებაში
გადავიდოდა გამჩუქებლის გარდაცვალების შემდეგ.

გახდება თუ არა დ.პ შეპირებული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე ჩუქების


დამპირებელ გ. ჯ.-ს გარდაცვალების შემდეგ? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №7

2011 წლის 10 სექტემბერს ომარმა თავის დისშვილს ნუცას საქორწილო საჩუქრის სახით
გადასცა 3000 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი. ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებული იქნა
წერილობით და დასაჩუქრებულმა თანხმობა განაცხადა მიეღო საჩუქრად მიწის ნაკვეთი.
2011 წლის 20 ოქტომბერს დასაჩუქრებულმა მოახდინა ნაჩუქარ ქონებაზე საკუთრების
უფლების რეგისტრაცია. 2012 წლის მარტში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებისას
გამოირკვა, რომ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი დაჭაობებული იყო და მისი ამოშრობა დიდ ხარჯს
მოითხოვდა. რადგან დასაჩუქრებულს ასეთი მატერიალური შესაძლებლობა არ გააჩნდა, მან
ზეპირი ფორმით უარი განაცხადა ნაჩუქარ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებაზე.

საჩუქრად გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება


ითვლება მიტოვებულად? აღუდგება თუ არა გამჩუქებელს დასაჩუქრებულის უარის გამო
გაჩუქებულ ქონებაზე საკუთრების უფლება? პასუხი დაასაბუთეთ.
კაზუსი №8

ზაზამ წერილობითი ფორმით შეადგინა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც


თავისი მეუღლის მკურნალ ექიმს მადლიერების ნიშნად საჩუქრად გადასცემდა ოქროს
ბეჭედს ბრილიანტის ქვებით. მკურნალმა ექიმმა თანხმობის ნიშნად ხელი მოაწერა
ხელშეკრულებას. ზაზა დაჰპირდა ექიმს, რომ საჩუქარს მიუტანდა ორ დღეში, მაგრამ
როდესაც შეთანხმებულ ვადაში ზაზამ დასაჩუქრებულს მიუტანა ნაჩუქარი ბეჭედი,
დასაჩუქრებულმა წერილობითი ფორმით უარი განაცხადა საჩუქრის მიღებაზე.

ჩუქების ხელშეკრულება ითვლება თუ არ დადებულად? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №9

ნათიამ თასაკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკიდან ბუკინისტური მნიშვნელობის მქონე


50 წიგნი მეუღლის ლევანის თანხმობის გარეშე, საჩუქრად გადასცა მეგობარს. ხანგრძლივი
სამსახურეობრივი მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ლევანმა აღმოაჩინა, რომ მეუღლეთა
თანასაკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკიდან მისი თანხმობის გარეშე ნათიას
მეგობრისათვის საჩუქრად გადაუცია წიგნები. ლევანმა დასაჩუქრებულს მოსთხოვა
გაჩუქებული წიგნების დაბრუნება. დასაჩუქრებულმა უკან დააბრუნა 35 წიგნი, ხოლო
დანარჩენი 15 წიგნის დაბრუნებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მან ზეპირი
ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მისთვის უცნობ პიროვნებებზე გაასხვისა
ნაჩუქარი წიგნები. ლევანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნათიასა და მისი
დასაჩუქრებული მეგობრის წინააღმდეგ და მოითხოვა მათგან სოლიდარულად მიყენებული
მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №10

დათომ თავის მეგობარ ზაზას წერილობითი სახით გაფორმებული ხელშეკრულებით


საჩუქრად გადასცა ფულადი დანაზოგი, რომელიც მას ჰქონდა ანაბარზე ერთ-ერთ კომერ-
ციულ ბანკში. ზაზამ კომერციულ ბანკს მიმართა საჩუქრად გადაცემული ფულადი
დანაზოგის გამოსატანად, თუმცა კომერციული ბანკის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა
ზაზას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მხოლოდ წარმოდგენილი
ხელშეკრულების საფუძველზე ზაზა არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა დათოს სახელზე
გახსნილ ანაბარზე არსებული თანხა გადაეცა.

მართლზომიერია თუ არა ბანკის ხელმძღვანელობის მოქმედება? პასუხი დაასაბუთეთ.


კაზუსი №11

გიორგიმ თენგოსთან წერილობითი ფორმით დადო ხელშეკრულება, რომლითაც იკისრა


ვალდებულება თენგოს ნაცვლად გადაეხადა ვალი და პროცენტები კომერციული
ბანკისათვის, რომელიც წარმოიშვა თენგოს მიერ სესხის (საბანკო კრედიტი) თავისდროულად
არდაბრუნების შედეგად. გიორგიმ და თენგომ მათ შორის დადბულ ხელშეკრულებას
უწოდეს ჩუქების ხელშეკრულება.

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ჩაითვლება თუ არა ჩუქების


ხელშეკრულებად? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №12

ნ. პ-მ თავისი მცირეწლოვანი შვილის ი.კ-ს სახელით, რომელსაც სხეულის დამბლის გამო
მთლიანად წართმეული ჰქონდა მოძრაობისა და მეტყველების უნარი, წერილობით
გაფორმებულ ხელშეკრულებით საჩუქრად გადასცა მრავალშვილიან დედას ე.დ.-ს უცხოური
წარმოების ტელევიზორი, რომელიც აჩუქეს ი.კ-ს სპონსორმა საავადმყოფოში მკურნალო-
ბისას. დასაჩუქრებულმა მიიღო საჩუქარი. სპონსორმა, შეიტყო რა მოგვიანებით ამის შესახებ,
სასამართლოს მიმართა სარჩელით ნ. პ-ს და ე.დ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა ტელევიზორის
დაბრუნება, ასევე ი.კ-სათვის მოყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც
ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს იმყოფებოდა საავადმყოფოში სამკურნალოდ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №13

გიამ თავის მარტოხელა მეგობარ დავითთან წერილობითი სახით დადო ჩუქების


ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გია დავითს საჩუქრად გადასცემდა საკუთარებაში
ერთოთახიან ბინას. გიამ დავითს გადასცა ბინის გასაღები. ერთი კვირის შემდეგ, დავითმა
ზეპირი ფორმით უარი განაცხადა გადაცემულ ბინაზე და უკან დაუბრუნა გიას ბინის
გასაღები და გაემგზავრა საზღვარგარეთ სამსახურებრივ მივლინებაში. ხელშეკრულების
დადებიდან მეთექვსმეტე დღეს გიას მიერ დავითისათვის ნაჩუქარ ბინაში დაზიანებული
ონკანიდან გადმოიღვარა წყალი, რომელმაც დაასველა ოთხში იატაკი და ჩავიდა ქვედა
სართულზე მცხოვრებ მეზობელთან, რომელსაც დაუზიანა საცხოვრებელი ბინის ჭერი და
კედლები. დაზარალებულმა მეზობელმა გიასაგან მოითხოვა ბინის შეკეთების ხარჯების
ანაზღაურება. გიამ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ბინის
მესაკუთრე არის დავითი, ამიტომაც ზიანიც დავითმა უნდა აანაზღაუროს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.


კაზუსი №14

გ.მ.-მ თავის შშპ მეგობარს ო. ნ-ს წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულებით


საჩუქრად გადასცა ავტომანქანა. ჩუქების ხელშეკრულებაში მხარეებმა
ურთიერთშეთანხმებით ჩაწერეს, რომ თუ დასაჩუქრებული ო.ნ.-ე მჩუქებელზე ადრე
გარდაიცვლებოდა, ასეთ შემთხვევაში ო. ნ-ს მემკვიდრეები ნაჩუქარ მანქანას უკან
დაუბრუნებდნენ გამჩუქებელს – გ.მ.-ს. ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის
შემდეგ ო.ნ.-ე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მემკვიდრემ – შვილმა კი, უარი განუცხადა გ. მ.-ს
გაჩუქებული მანქანის დაბრუნებაზე. გ.მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ო. ნ.-ის
მემკვიდრის წინააღმდეგ და მოითხოვა გაჩუქებული ავტომანქანის დაბრუნება ჩუქების
ხელშეკრულების პირობის შესაბამიდ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №15

თამარი სისტემატიურად აგვიანებდა სამსახურში მაღვიძარა საათის არქონის გამო. მისმა


დეიდამ - ნათელამ, თამარს საჩუქრად გადასცა ძვირადღირებული მაღვიძარა საათი იმ
მიზნით, რომ თამარს აღარ დაეგვიანა სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე
ჰქონდა მაღვიძარა საათი, თამარი ზოგჯერ მაინც იგვიანებდა სამსახურში, სადაც მას
არაერთგზის მისცა შენიშვნა საწარმოოს ადმინისტრაციამ დაგვიანებისათვის, ხოლო შემდეგ
კი საერთოდაც გაათავისუფლეს სამსახურიდან. განაწყენებულმა დეიდამ თამარისაგან
მოითხოვა გაჩუქებული საათის უკან დაბრუნება იმ მოტივით, რომ თამარმა არ შეასრულა ის
პირობა, რისთვისაც საათი გადაეცა საჩუქრად. თამარმა უარი განაცხადა ნაჩუქარი საათის
დაბრუნებაზე.

დაკმაყოფილდება თუ არა გამჩუქებლის მოთხოვნა? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №16

კომერციული ბანკის დირექტორატმა, რომელიც მოქმედებდა ბანკის წესდებით


გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად
გადასცა ცნობილი მხატვრის ნახატის ორიგინალი, რომელიც შეძენილი იყო ბანკის
კუთვნილი სახსრებით და ინახებოდა ბანკის საცავებში. ჩუქების ხელშეკრულება დადებული
იქნა სამი თვით ადრე ამ კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების
დაწყებამდე. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ
ბანკის მეანაბრეებმა შეიტყვეს ბანკსა და ხელოვნების მუზეუმს შორის დადებული ჩუქების
ხელშეკრულების შესახებ, სარჩელით მიმართეს სასამართლოს, მოითხოვეს ჩუქების
ხელშეკრულების გაუქმება, ნაჩუქარი ნახატის ბანკის საკუთრებაში დაბრუნება და მისი
რეალიზაცია აუქციონზე ბანკის მიმართ თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად,
რამეთუ ბანკს არ ჰქონდა სხვა საკმარისი ქონება მეანაბრეების მიერ შეტანილი ფულადი
თანხების დასაბრუნებლად.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №17

მიხეილმა თავის შვილიშვილს არჩილს, სააჩუქრად გადსცა ანტიკვარული გიტარა,


რომელიც ოჯახურ რელიქვიას წარმოადგენდა, რადგან მიხეილს მემკვიდრეობით ჰქონდა
მიღებული თავისი პაპისაგან. ჩუქების ხელშეკრულება დადებულ იქნა წერილობითი
ფორმით, ხელმოწერილი იქნა ორივე მხარის მიერ და არჩილმა მიიღო საჩუქარი. საჩუქრის
გადაცემიდან დიდი ხანი არც კი იყო გასული, მიხეილმა შეამჩნია, რომ არჩილი
უგულისყუროდ ეკიდებოდა გიტარას, დაკვრის შემდეგ უდიერად მიაგდებდა ხოლმე, პაპის
შენიშვნებზე არავითარ ყურადღებას არ ამახვილებდა, ხოლო ერთხელ გიტარა გახუმრების
მიზნით თავში ჩაარტყა მეგობარს. მიხეილი დარწმუნდა, რომ ასეთი მოპყრობით გიტარა
აუცილებლად დაზიანდებოდა, ამიტომ სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა
შვილიშვილთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული გიტარის
უკან დაბრუნება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №18

ნ. მ-ემ ბაზრობაზე მოიზომა იმპორტული წარმოების ძვირფასი ქსოვილის კაბა ლამაზი


ნაქარგებით, ძალიან მოეწონა და შეიძინა. სახლში მისვლისას ნ. მ-ემ აღმოაჩინა, რომ კანი
ხელებსა და კისერზე გაწითლებული ჰქონდა, მაშინვე დაიბანა და ჩათვალა, რომ ალერგია
ჰქონდა კაბის ქსოვილზე. ნ. მ-ემ ნაყიდი კაბა ჩამოკიდა კარადაში და შემდგომში აღარ
ჩაუცვამს იგი. შეძენიდან სამი კვირის შემდეგ ნ.ე.-მ ბაზრობაზე შეძენილი კაბა საჩუქრად
მიუტანა დაბადების დღეზე თავის მეგობარს ი.ა-ს. დასაჩუქრებულს ზალიან მოეწონა
ნაჩუქარი კაბა, რომელიც მეორე დღეს ჩაიცვა და წავიდა სამსახურში. საღამოს სამსახურიდან
დაბრუნების შემდეგ კაბის გახდისას ი. ა.-მ ყურადღებას მიაქცია იმას, რომ კისერი და
ზურგის მხარე გაწითლებული ჰქონდა. ი.ა.-მ მეორე დილას მიმართა პოლიკლინიკას,
საიდანაც იგი გააგზავნეს ინფექციურ საავადმყოფოში მუნისებრთა ტიპის კანის დაავადების
(რაც გამოწვეული იყო ნაჩუქარი კაბის დაავადებული ქსოვილით) დიაგნოზით.
გამოჯანმრთელების შემდეგ ი.ა.-მ სასამართლოში შეიტანა სარჩელით მიმართა
სასამართლოს ნ. მ.-ს. მიმართ და მოითხოვა დაავადებული ქსოვილის მქონე ნაჩუქარი კაბით
მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.


კაზუსი №19

80 წლის თ.კ-ა ხშირად ავადმყოფობდა, რის გამოც სახლში იძახებდა სასწრაფო-


სამედიცინო დახმარებისათვის მედ-პერსონალს. თ. კ-ას მეზობლად ცხოვრობდა მედდა ნ. კ-
ძე, რომელიც ყოველ საღამოს სახლში შეუვლიდა ხოლმე მოხუც მეზობელს და მას
სამედიცინო დახმარებას უწევდა. მადლიერების ნიშნად, თ. კ-ამ განუცხადა ნ.კ-ძეს, რომ
გადაწყვეტილი ჰქონდა მისთვის საახალწლოდ საჩუქრად გადაეცა კარადაში ჩამოკიდებული
ძვირადღირებული ბეწვის ქურქი, რადგან ქურქი თვითონ აღარ დასჭირდებოდა, ხოლო
იმისათვის, რომ დაერწმუნებინა თავისი სიტყვების გულწრფელობაში, თ. კ.-ამ 2014 წლის 10
აგვისტოს ნ.კ-ძესთან დადო ჩუქების დაპირების ხელშეკრულება კანონით დადგენილი
წესით.

2014 წლის 30 ნოემბერს თ.კ.-ა ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოასწრო ნ.
კ.-ძისათვის დაპირებული ბეწვის ქურქის საჩუქრად გადაცემა. თ. კ-ას ერთადერთი პირველი
რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა უარი განუცხადა ნ. კ.-ძეს დაპირებული ქურქის
გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ჩუქების დაპირებისას შემპირებლის გარდაცვალების
შემთხვევაში საჩუქრის გადაცემის ვალდებულება წყდება და არ გადადის შემპირებლის
მემკვიდრეებზე. ნ. კ. -ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. კ-ას მემკვიდრის - შვილის
მიმართ და მოითხოვა ჩუქების დაპირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების
შესრულება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო? პასუხი დაასაბუთეთ.

კაზუსი №20

ინდივიდუალურმა მეწარმემ დ.რ-ძემ ონკოლოგიურ კლინიკას წერილობითი ფორმით


დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეწირულობის სახით საჩუქრად გადასცა
მიკროავტობუსი იმ მიზნით, რომ გამოძახების შემთხვევაში ექიმები სახლში მისულიყვნენ
პაციენტებთან. ჩუქრების ხელშეკრულებაში აღნიშნული იქნა შეწირულობის მიზანი.
საავადმყოფოს მედპერსონალმა კი დაიწყო მიკროავტობუსის გამოყენება პირადი
მიზნებისათვის. დ.რ-ძე შეწირულობის განხორციელებიდან ერთი თვის შემდეგ
მოულოდნელად გარდაიცვალა ავტოკატასტროფის შედეგად. დ.რ-ძეს სამკვიდრო მიიღო
მისმა ერთადერთმა პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ -შვილმა გიორგიმ.

გიორგიმ შეიტყო, რომ დასაჩუქრებული კლინიკა არ ასრულებს იმ მიზანს, რის


მისაღწევადაც განხორციელდა დ.რ-ძის მიერ მიკროავტობუსის საჩუქრად გადაცემა, შეიტანა
სასამართლოში სარჩელი კლინიკის მიმართ, მოითხოვა ჩუქების გაუქმება და
მიკროავტობუსის მისთვის გადაცემა.

აქვს თუ არა გარდაცვლილი დ. რ. ძ-ის მემკვიდრეს უფლება მოითხოვოს შეწირულობის


გაუქმება? რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ? პასუხი დაასაბუთეთ.
კაზუსი №21

ამირანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ბელას მიმართ, რომლითაც


მოითხოვა 2013 წლის 28 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება 42,28მ2
საცხოვრებელი ფართისა და 823მ მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე არის მისი და. მოსარჩელე ცხოვრობს ქარელის
რაიონში მეუღლეთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად; სადავო უძრავი ქონება
თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელისა და მოსარჩელის დედის - გიულის
სახელზე; 2013 წლის 28 ივნისს ერთი მხრივ, ამირანსა და გიულის როგორც „მჩუქებლებსა“
და მეორე მხრივ - ბელას, როგორც „დასაჩუქრებულს“ შორის გაფორმდა სანოტარო აქტი -
უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მჩუქებლებმა თანასაკუთრებაში
არსებული უძრავი ქონება აჩუქეს დასაჩუქრებულს, კერძოდ, 1647,00მ2 მიწის ნაკვეთიდან და
მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლიდან მიწის ნაკვეთი მთლიანად გადაეცა
დასაჩუქრებულს, ხოლო საცხოვრებელი სახლიდან 20მ2 დაიტოვა მოსარჩელემ. ამ
ხელშეკრულების საფუძველზე დასაჩუქრებული საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი
ქონების მესაკუთრედ. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის
მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენის ფაქტზე, რაც გამოიხატა სახლიდან მისი
კუთვნილი ნივთების გამოყრასა და სახლიდან გაგდების მცდელობაში. დამსაჩუქრებლის
მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ
წარმოადგინა ფოტოსურათები, რომლებშიც აღბეჭდილი იყო გარკვეული საგნები/ნივთები,
რომლებიც დალაგებული იყო სახლის მეორე სართულის აივანზე. ამასთან, ჩუქების
ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მჩუქებელს საკუთრებაში დარჩა 20მ2 საცხოვრებელი
ფართი - მიწური, რომელშიც ცხოვრობს ოჯახთან ერთად. შესაბამისად, ჩუქების
ხელშეკრულების გაფორმებით მჩუქებელმა საარსებო წყარო მოუსპო თავის ოჯახს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში,


რომელიც მისი მშობლების აშენებულია ცხოვრობს დედასთან გიულისთან და
მოსარჩელესთან ერთად. მოსარჩელე სადავო ხელშეკრულების დადებამდე და მის
შემდეგაც, ცხოვრობს მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში; საცხოვრებელ სახლს აქვს
სხვადასახვა შესასვლელი; მოპასუხის განმარტებით, მას არც მძიმე შეურაცხოფა მიუყენებია
მოსარჩელისთვის და არც დიდი უმადურობა გამოუჩენია მის მიმართ.

როგორ უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა? პასუხი დაასაბუთეთ.


(იხ. სუსგ 2015 წლის 24 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-1235-1176-2014).

კაზუსი №22

2011 წლის 4 მარტს „ა“-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე „ბ“-ს მიმართ და
მოითხოვა ქ.თბილისში, თ.მღვდლის №17-ში მდებარე ბინაზე მასა და მოპასუხეს შორის
1997 წლის 20 აპრილს დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
და დასახელებული უძრავი ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვა.
ა“-მ განმარტა, რომ 1993 წლის 3 მაისს დაქორწინდა „ბ“-ზე, რომელიც არის ირანის
მოქალაქე. 1997 წლის 20 აპრილს „ა“-მ „ბ“-ს ერთგულებისა და სიყვარულის
დამტკიცების მიზნით, აჩუქა მშობლების მიერ შეძენილი ბინა, რომელიც ჩუქების
ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის სახელზე.
მოცემულ შემთხვევაში, „ა“ „ბ“-ს უმადურობას შემდეგ ფაქტებზე დაყრდნობით
ასაბუთებს: 2002 წლის 2 ივნისს და 5 აგვისტოს მოპასუხემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენა; 2006 წლის იანვარში მოსარჩელე თელავივის აეროპორტში დააკავა ისრაელის
საემიგრაციო პოლიციამ, „ბ“-ს განცხადების საფუძველზე, რომ „ა“ მასთან ფიქტიურ
ქორწინებაში იმყოფებოდა; სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე დღით ადრე „ბ“-მ აცნობა,
რომ ბინის გაყიდვას აპირებს, ბინის დაცლა მოსთხოვა და გამოსახლებით დაემუქრა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

დადგენილი საყურადღებო ფაქტები: მეუღლეები 2009 წელს განქორწინდნენ,


ამასთან, ქორწინების პერიოდში მრავალი უთანხმოება და კონფლიქტი ჰქონდათ. „ა“-მ
2011 წლის 04 მარტამდეც არაერთხელ მოითხოვა ჩუქების გაუქმება, თუმცა გაუქმების
საფუძვლად სხვა გარემოებებზე მიუთითებდა. ამასთან, ორივე შემთხვევაში, სარჩელი
თავად გამოიხმო. საქმიდან არ დასტურდება მხარეთა შეთანხმების არსებობა, რომ
ქორწინების შეწყვეტის შემდეგაც „ა“ „ბ“-ს კუთვნილ ბინაში გააგრძელებდა ცხოვრებას.

როგორ უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა? პასუხი დაასაბუთეთ. (იხ.
სუსგ 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას- 62-59-2013).

You might also like