You are on page 1of 3

როგორც ცნობილია, მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ

სასამართლო აცხადებს მხარეთა პაექრობას და სიტყვას აძლევს თანმიმდევრობით ჯერ


მოსარჩელეს, მის წარმომადგენელს, მოსარჩელის მხარეს მონაწილე მესამე პირს
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ხოლო შემდეგ _ მოპასუხეს, მის
წარმომადგენელს, მოპასუხის მხარეს მონაწილე მესამე პირს დამოუკიდებელი
სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ბოლოს კი _ მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო
მოთხოვნით. მხარეთა საპაექრო სიტყვა ძირითადად ეხება გამოკვლეული ფაქტობრივი
გარემოებების სამართლებრივ შეფასებას.

სხდომაზე ქალბატონი მაყვალა ტაბატაძის წარმომადგენლის - ამორან მეშვევიშვილის


მიერ, შეფასებულ იქნა ის მტკიცებულებები, რომლების არსებობდა საქმეში, და
მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებდა.

2012 წლის 15 ნოემბერს ქალბატონმა თამარ გაგნიძემ შეიძინა უძრავო ქონება ქალბატონი
მაყვალა ტაბატაძისგან. მხარეებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დადეს
სათანადო ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იყო რომ, მყიდველმა გამყიდველს
ნასყიდობის საგნის ღირებულება 8000 აშშ დოლარი ხელშეკრულების დადებამდე
თითქოსდა გადაუხადა. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენდა საჯარო რეესტრის
ტიპურ შაბლონს. მოსარჩელე მხარეს ლოგიკურად მიაჩნია, რომ ხელშეკრულების
გაფორმებიდან ერთ-ორ თვეში ქალბატონ მაყვალას უნდა მოეძებნა ალტერნატიული
საცხოვრებელი და მყიდველისათვის საბოლოო მფლობელობაში გადაეცა უძრავი
ქონება. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვქონდა ნასყიდობის ხელშეკრულება,
აღნიშნულ ბინაში ქალბატონი მაყვალა 2017 წლის 24 დეკემბრამდე ცხოვრობდა მანამ არ
ჩაუკეტეს აღნიშნული ბინის კარები და თავის საცხოვრებელში ცხოვრების უფლებას
წაართმევდნენ. ლოგიკურია შეკითხვა თუ რატომ ცხოვრობდა ნასყიდობის
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქალბატონი მაყვალა კიდევ 5 წლის განმავლობაში,
ისე რომ მყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია, არც სასამართლოსთვის მიუმართავს
ვინდიკაციური სარჩელით, და არც თანხის დაბრუნება მოუთხოვია. მოსარჩელე მხარეს
აქვს ეჭვი ივარაუდოს რომ ქალბატონ თამარს ქალბატონი მაყვალასთვის ნასყიდობის
საგნის ღირებულება არ გადაუხდია. მყიდველმა ისარგებლა გამყიდველის ნდობით,
შესთავაზა რომ ხუთი წლის განმავლობაში ნელ-ნელა გადაუხდიდა საგნის
ღირებულებას, იქამდე კი მისცემდა ცხოვრების უფლებას, ოღონდ ნასყიდობის
ხელშეკრულებაში ჩაწერდნენ, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილ იქნა,
რადგან უპრობლემოდ მოეხერხებინა საჯარო რეესტრში არსებული ბინის თავის
სახელზე გადაფორმება. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა იმ ფაქტზე, რომ
ქალბატონ მაყვალას აქვს პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია მისი ვხოვრების
პერიოდიდან გამომდინარა და მისი განსჯისა და შეფასების გონებრივი მდგომარეობა
დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს, ამიტომ ქალბატონ თამარს არ გაჭირდებოდა მისი
დაყოლიება და სახეზე მიიღეს არსებული მდგომარეობა. მისთვის არახელსაყრელ
ხელშეკრულებაზე დათანხმებაც შეიძლება ამით იქნეს ახსნილი. ნასყიდობის საგანი
წარმოადგენდა ქალბატონი მაყვალას ერთადერთ მატერიალურ ქონებას და რომ არა
მისი ფსიქიკური მდგომარეობისა, არ მოხდებოდა იმ ერთადერთი არსებობის
საშუალების უსასყიდლოდ გაგასხვისება. წარმომადგენელი ასევე ყორადღებას
ამახვილება მტკიცებულებებისა და მოწმეების არარსებობაზე, რომელთაც შეეძლოთ
დაემტკიცებინათ თუნდაც თანხის გადაცემის ფაქტი. შეგებებულ სარჩელშიც კი
მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე სურთ დაამტკიცონ თანხის გადაცემის ფაქტი.
თხრობის ან ფაქტების ქრონოლოგიურად გადმოცემის მომენტშიც კი არ ახსენებს
ქალბატონი თამარი თუ როგორ მოხდა თანხის გადაცემა. არ მომხდარა როგორც
მატერიულური მტკიცებულებების წარმოდგენა , ასევე მოწმეების სახითაც არ უცდია
მოპასუხე მხარეს მათი არსებული ფაქტობრივი მტკიცებულებების მტკიცება, და
არსებულ ფაქტს ხსნიან იმით რომ ნასყიდობის მტკიცება მოწნეების სახით არშეიძლება
დამტკიცდეს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ სადავად არის გამხდარი არა
ნასყიდობის ხელშეკრულების არსებოდა არამედ თანხის გადაცემის ფაქტი. რომლის არ
არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან
გასვლა.

რაც შეეხება ქალბატონი თამარ გაგნიძის წარმომადგენელს, ის აპელირებდა იმ ფაქტზე,


რომ მისმა მარწმუნებელმა გამოხატა კეთილი ნება და სწორედ ამიტომ აცხოვრებდა
ქალბატონ მაყვალა მის კუთვნილ ბინაში. ასევე იცოდა რომ წასასვლელი არსად ქონდა
და რადგანაც იცოდა დევნილობა რას ნიშნავდა არ აპირებდა აღნიშნული ფაქტის
შეცვლას, რომ არა ქალბატონი მაყვალას სასარჩელო მოთხოვნა და მისის კუთვნილი
ბინის დაბრუნება. მოპასუხის წარმომადგელნის საპაექრო ეტაპი მიყვებოდა არა
არსებულ ფაქტებს ქრონოლოგიურად, არამედ იყო ქაოტური რაც ხელს უშლიდა
არსებული სიტუაციის შეფასებას სრული სურათის დანახვით.

იმისათვის რომ მოსამართლისათვის და დამსწრეთათვის აღქმადი იყოს ყველა ის


ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შესაძლებელია გადამწყვეტი აღმოჩნდეს საბოლოო
გადაწყვეტილებისათვის, იკეთესი იქნება იყოს თანმიმდევრილი. ასევე
დამაჯერებლობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ასაც თუ რა ტონით ისაუბრებს
წარმომადგენელი. ხმის ტემბრში უნდა იგრძნობოდეს ის რომ რასაც ამბობ თვითოვნე
გჯერა, მიუხედავად იმის არის თუ არა ეს სიმართლე.

დიდი მნიშვნელობა გააჩნია სასამართლო უნარ-ჩვევებს, იმისათვის რომ უკეთესი იყოს


მხარის გამოსვლა უნდა მოხდეს ფაქტობრივი გარემოებების :

1- სისტემური დალაგება
2- გამოკვეთა
3- სისტემურად გადმოცემა
4- დამუშავება
5- სამართლებრივი შეფასება.

You might also like