You are on page 1of 4

სტუდენტი:ნიკოლოზ ონეზაშვილი

კაზუსი

(განსაზღვრეთ მითითების ვალდებულება და გადაანაწილეთ მტკიცების ტვირთი;


შეაფასეთ საპროცესო მოქმედებები)

2019 წლის 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გიორგი


თურმანიძემ, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში და მოითხოვა შალვა
ნასყიდაშვილისათვის (ცხოვრობს ბათუმში) და მანანა დევდარიანისათვის (ცხოვრობს
ქუთაისში)ზიანის ანაზღაურების მიზნით 5 000 ლარის ანაზღაურება. სარჩელს თან
ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სარჩელში, აღნიშულია, რომ მოსარჩელე სტუმრად იმყოფებოდა ქ. ბათუმში და


ავტომანქანა დააყენა სადგომზე, მოპასუხეების საკუთრებაში არსებული შენობის
მიმდებარედ. აღნიშნული შენობის კედლიდან გადმოვარდნილმა აგურმა დააზიანა
საქარე მინა და სახურავი. ამ ფაქტის დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარმოადგინა
მოწმის ჩვენება, რომელიც ნოტარიალური ფორმით, წერილობით იქნა შედგენილი
სანოტარო ბიუროში.

მოპასუხეებმა წარმოადგინეს შესაგებელი, სადაც აღნიშნეს, რომ მათ წარმოდგენა არა


აქვთ რამ განაპირობა აგურის კედლიდან ჩამოვარდნა.

2019 წლის 20 ივნისს დანიშნული მოსამზადებელი სხდომის თაობაზე ინფორმირების


მიზნით, მხარეებს უწყება გაეგზავნათ, მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. გიორგი
თურმანიძის მისამართზე გამოცხადებულ კურიერს სახლში დახვდა მოსარჩელის
ყოფილი მეუღლე, რომელმაც უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე, იმ მოტივით რომ
მიუხედავად ფაქტობრივი თანაცხოვრებისა, ისინი 1 წელია აღარ არიან ცოლ-ქმარი.

შალვა ნასყიდაშვილის შემთხვევაში, უწყება გაეგზავნა ორჯერ მის მიერ მითითებულ


მისამართზე, თუმცა ვერ მოხერხდა მისი ჩაბარება, ვინაიდან იგი საღამოს 9 საათამდე
იმყოფება სამსახურში. რაც შეეხება, მანანა დევდარიანს, მას უწყება გაეგზავნა მის მიერ
შესაგებელში მითითებულ მისამართზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ 1 თვეა მანანა
დევდარიანმა გაყიდა სახლი და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე და მოპასუხე - შალვა ნასყიდაშვილი,


რომელმაც განაცხადა, რომ ავტომატურად იქნებოდა მანანა დევდარიანის
წარმომადგენელი, ვინაიდან ორივე იყო თანამოპასუხე, რასაც არ დაეთანხმა
მოსამართლე.
მოსამზადებელ სხდომაზე მხარეები მორიგდნენ და სასამართლომ დაუბრუნა
მოსარჩელეს გადახდილი ბაჟის ნახევარი 75 ლარი;

ამოხსნა:
1) მითითების ვალდებულება-ყოველმა მხარემ უნდა მიუთითოს იმ ფაქტებზე რასაც
მნიშვნელობა აქვს საქმისთვის. სამოქალაქოკოდექსის 1004 მუხლის პირველ ნაწილის
თანახმად 1. შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც
შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო
მოვლით ან შენობის ნაკლით. სსკ გიორგი თუმანიშვილმა მიუთითა რომ მისი მანქანა
შენობის ნაწილის ჩამოვარდნით დაზიანდა ,რომლიც მოპასუხეთა საკუთრებაშია. რაც
შეეხეება ნასყიდაშვილს და დევდარიანს მათ არ მიუთითებიათ იმ გარემომებზე რაც
გამორიცხავდა მათ პასუხისმგებლობას ,კერძოდ, რომ ზიანი გამოწვეული არ იყო
შენობის არასათანადო მოვლით ან მისი ნაკლით მათ მხოლოდ იმაზე მიუთითეს რომ
წარმოდგენა არ აქვთ რატომ დაზიანდა მანქანა.
2)მტკიცების ტვირთი- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი,
რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმისთვის რომ
გავარკვიოთ რომელმა მხარემ რა უნდა ამტკიცოს უნდა მიმართოთ მატერიალურ
სამართალს ,კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1004 მუხლის პირველ ნაწილს რომლის
თანახმად 1. შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც
შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო
მოვლით ან შენობის ნაკლით. რადგან მას მოპასუხეების შენობის
ცალკეულინანგრევების ჩამოქცევის შედეგად მიადგა ზიანი ამიტომაც.
მოსარჩელემ(თურმანიშვილმა) უნდა დაამტკიცოს რომ 1) მიყენებულია ზიანი 2) რომ
ზიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად 3) ეს შენობა მესაკუთრეების
საკუთრებაში იყო. ხოლო მოპაუხეებმა(დევდარინმა და ნასყიდაშვილმა) უნდა ამტკიცონ
რომ ზიანი არაა გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით ან მისი ნაკლით.
3)სხვა საპროცესო მოქმედებები- 1. შეიტანა თუ არა მოსარჩელემ ტერიტორიულად
განსჯად სასამართლოში სარჩელი ? სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეთექვსმეტე
მუხლის თანახმად: სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება
ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ შემთხვავში ერთი
მოპასუხე ბათუმში ცხოვრობდა მეორე ქუთაისში მოსარჩელემ კი სარჩელი თბილისის
საქალაქო სასამართლოში შეიტანა ,რაც არასწორია. 2. მიმოვიხილოთ უწყების
ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხები კაზუსიდან ჩანს ,რომ 2019 წლის 20 ივნისს
დანიშნული მოსამზადებელი სხდომის თაობაზე ინფორმირების მიზნით, მხარეებს
უწყება გაეგზავნათ, მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. გიორგი თურმანიძის
მისამართზე გამოცხადებულ კურიერს სახლში დახვდა მოსარჩელის ყოფილი მეუღლე,
რომელმაც უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე, იმ მოტივით რომ მიუხედავად
ფაქტობრივი თანაცხოვრებისა, ისინი 1 წელია აღარ არიან ცოლ-ქმარი. კოდექსის ამ
შემთხვევის განსახილველად უნდა გამოვიყენოთ კოდექსის 75-ე მუხლი რომლის
თანახმად. 1. თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო
აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში
უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია
განიხილოს საქმე. 2. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება
მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში)
მითითებულ მისამართზე. რადგანაც ამ შემთხვევაში უწყება მოსარჩელეს ეგზევნება და
არა მოპასუხეს ის ჩვეულებრივად ჩაბარებულად ჩაითვლება და სასამართლო
გააგრძლებს საქმის განხილვას.რაც შეეხება შალვა ნასყიდაშვილის შემთხვავას კოდექსის
.თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა
მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის
რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის
მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამ შემთხვავაში კურიერს
ნასყიდაშვილის სამუშაო ადგილას უნდა ჩაებრაებინა უწყება. რაც შეეხება ნანა
დევდარიანის შემთხვევას ამისთვის უნდა გამოვიყენოთ კოდექსის მხარეები და მათი
წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების
განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას
უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და
ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მან(დევდარიანმა) შეიცვალა მისამართი ,თუმცა ამაზე სსასამართლოსთვის არ
უცნობებია ამიტომ სასამართლოს სრული უფლება აქ ჩვეულებრივად გააგრძელოს
საქმის წარმოებს. შემდეგი საკითხია შესაძლებელია თუ არა ნასყიდაშვილი იყოს
დევდარიანის წარმომადგენელი საქმე ისაა რომ ნასყიდაშვილი აცხადებს რომ ის
ავტომატურად იქნება მისი წარმომაგენელი რადგან ორივე იყო თანამოპასუხე ხოლო
ამაზე მოსამართლემ უარი თქვა რამდენად სწორია მოსამართლის უარი? კოდექსის 86
მუხლის თანახმად 1. სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე
მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს
წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და
იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა,
ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი. ამ მუხლის თანახმად დევდარიანი
და ნასყიდაშვილი ნამდვილად თანამონაწილეები არიან რადგან სარჩელი
გამომდინარეობს საერთო საფუძვლებიდან კერძოდ მათი საერთო ქონდებიდან.
კოდექსის 94 მუხლის გ ევპუნქტის თანახმად წარმომადგენელი შეიძლება იყოს გ) ერთ-
ერთი თანამონაწილე – დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით; ამ შემთხვავაში
მოსამართლის უარი არაა მცდარი ,რადგან კოდექსში წერია რომ ერთერთი
თანამონაწილე სხვა თანამონაწილეთა დავალებით და არა ავტომატურად. და ბოლოს
გავარკვიოთ ბაჟის საკითხები კოდექსის 49 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად 2. თუ
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს
სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან
სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ შემთხევაში მხოლოდ 50 % ით გათავისუფლება
ბაჟისგან სწორი არაა რადგან მხარეები მორიგდნენ მთავარ სხდომამდე.

You might also like