You are on page 1of 4

სტუდენტი: ნიკოლოზ ონეზაშვილი

შუალედური გამოცდის ბილეთები კერძო მე-2

პროფ. ნ. თოდუა

გამოცდის ხანგრძლივობა - 2,5 საათი (სულ - 30 ქულა)

ასისტენტ-პროფესორი - თ. სადრაძე
sadradzetamar@gmail.com

კაზუსებზე პასუხის გაცემისას გამოიყენეთ შესაბამისი ნუმერაცია (მაგ., 1. 2. და ა.შ.).


დაიცავით ნუმერაციათა თანმიმდევრობა.

ქვესაკითხებს პასუხი გაეცით იგივე ფაილში, რაც გადმოგეგზავნათ.

ნუ გახსნით ახალ ფაილს პასუხებისათვის.

ქვესაკითხებს ნუ გააერთიანებთ.

პირველი კაზუსი - 15 ქულა

ერთ-ერთი ბანკის ბანკომატიდან მოქალაქემ მოახერხა, მიესაკუთრებინა ბანკის


კუთვნილი თანხა 5 000 ლარის ოდენობით.

ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

ბანკის ხელმძრვანელობამ ოფიციალური რწმუნება მისცა ამ ბანკის თანამშრომელ


პეტრეს, განეხორციელებინა ბანკის წარმომადგენლის ფუნქცია გამოძიების ეტაპზე.

პეტრე ესწრებოდა ყველა საგამოძიებო მოქმედებას, როგორც ბანკის


წარმომადგენელი.

გამოძიების დაწყებიდან მალევე, ამ მოქალაქემ თავის ადვოკატთან ერთად


ითანამშრომლა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით დააბრუნა ფარულად
მისაკუთრებული მთლიანი თანხა.

ამ ფაქტზე შედგა სათანადო დოკუმენტი და 5 000 ლარი ოფიციალურად გადაეცა


პეტრეს, როგორც დაზარალებული ბანკის წარმომადგენელს.
პეტრემ აღნიშნული თანხა არ მიიტანა ბანკში, არამედ მიისაკუთრა.

როცა ბანკის ხელმძღვანელმა მას მოსთხოვა თანხა, პეტრემ გადაცხადა, რომ ეს თანხა
თითქოს დაიტოვა გამომძიებელმა, როგორც ნივთიერი მტკიცებულება სს საქმეზე.
ამასთან მეტი დამაჯერებლობისათვის, პეტრემ ბანკის პრეზიდენტს წარუდგინა მის
მიერვე წინასწარ დამზადებული და ვითომც გამომძიებლის მიერ ხელმოწერილი
დოკუმენტი, რითაც დასტურდებოდა, რომ თითქოს გამომძიებელი იტოვებს ამ
თანხას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

1. ხომ არაა სახეზე პეტრეს ქმედებაში თაღლითობა და რატომ? – 4 ქულა;


2. ხომ არაა სახეზე მითვისება და რატომ?- 4 ქულა;
3. ხომ არაა სახეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (220-ე მ.) და
რატომ? – 4 ქულა;
4. საბოლოოდ, რა შეფასება უნდა მიეცეს პეტრეს ქმედებას? – 3 ქულა.

მეორე კაზუსი - 15 ქულა

სალია და გუნცაზე ერთად შეთანხმდნენ, საიუველირო მაღაზიის საცავიდან, იარაღის


გამოყენებით სამუშაო საათების პერიოდში გაეტანათ დიდძალი თანხა და ძვირფასეულობა.

სალიამ, რომელიც იყო ამ მაღაზიის დაცვის სამსახურის თანამშრომელი, გუნცაძეს გადასცა


საცავის სქემა და იქ შესვლისათვის საჭირო პლასტიკური ბარათი.

ამ ბარათის გამოყენებით გუნცაძემ შეაღწია საცავში და გადაცემული სქემის მეშვეობით


ადვილად მიაგნო იმ ადგილს, სადაც ფული და ძვირფასეულობა ინახებოდა.

მან მაღაზიის საცავის თანამშრომლებისგან მის მიერ წინასწარვე წამოღებული


ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოითხოვა თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა,
მაგრამ ადგილზევე დააკავეს.

1. დააკვალიფიცირეთ და დაასაბუთეთ გუნცაძის ქმედება. იმსჯელეთ დამამძიმებელ


გარემოებებზე. ასევე იმაზე, სახეზეა ერთი დანაშაული, თუ დანაშაულთა ერთობლიობა და
კერძოდ, რომელი? - (4 ქულა);

2. დააკვალიფიცირეთ და დაასაბუთეთ სალიას ქმედება - (3 ქულა);

3. შეერაცხება თუ არა სალიას გუნცაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამამძიმებელი


გარემოებებიც და რატომ (პასუხის გაცემისას გამოიყენეთ სსკ 25-ე მუხლის შესაბამისი
ნაწილი)? – 4 ქულა;

4. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, თუ შეიძლება სალიას ქმედება


დაკვალიფიცირდეს, როგორც ფუნქციონალური ამსრულებლობა და მათი ქმედება
შეფასდეს, როგორც ჩადენილი ჯგუფურად? რატომ? – 4 ქულა.

პირველი კაზუსი

1)პეტრეს ქმედებაში არ არის თაღლითობის ნიშნები რადგან თაღლითობის დროს ნივთი


იმყოფება დაზარალებულის მფლობელობაში და მოტყუება წინ უძღვის დამნაშავის მიერ
ნივთის დაუფლებას და არის ამ დანაშაულის ჩადენის ხერხი თაღლითობის დროს ხდება
მოტყუებული დაზარელებულის მიერ ნივთის გარეგნულად „ნებაყოფლობით“ გადაცემა
,ხოლო პეტრეს მართლზომიერ მფლობელობაში 5000 ლარი ისედაც იმყოფებოდა ბანკის
მიერ გაცემული მინდობილობის საფუძვლზე ბანკი შეცდომაში არ ყოფილა შეყვანილი იმ
მომენტში როცა ფული პეტრეს გადასცა ამდენად თაღლითობა სახეზე ვერ გვექნება.

2)ჩემი აზრით სახეზე გვაქ მითვისება რადგანაც მითვისების დროს დამნაშავის


მართლზომიერ მფლობელობაში ნივთი უნდა იმყოფებოდეს მაგალითად სახელშეკრულებო
სამსახურეობრივი ან სხვა რაიმე გზით ,ხოლო შემდგომ დამნაშავემ მინდობილი ქონება
უნდა ამოიღოს დაზარალებულის ქონებრივი ფონდიდან და საკუთარ ქონებრივ მასას
მიუერთოს ამგვარი შემთხვევაც გვაქ რადგან 1. პეტრეს მართლზომიერ მფლობელობაში
ჰქონდა 5000 ლარი მინდობილობის საფუძველზე 2.პეტრემ ბანკს ფული არ დაუბრუნა და
თავად დაიტოვა ანუ მიუერთა საკუთარ ქონებრივ მასას.

3) ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ 182 მუხლის დ) (ქვეპუნქტით მითვისება და გაფლანგვა


სამსახურებრივი მდგომარეობით) და არა სსკ 220 მუხლით ამ მუხლით კვლიფიკაცია
საჭირო აღარაა რადგან ეს დამაძიმებელი გარემოება წარმოადგენს ამ მუხლის სპეციალურ
შემადგელობას მხოლოდ მაშინ თუკი დამნაშავემ არა მხოლოდ მიითვისა თავისი
სამსახურებრივი უფლებამოსილებით ქონება ,არამედ, თავისი უფლებამოსილება სხვა
გვარადაც გამოიყენა ბოროტად გვჭირდება ამ მუხლით კვალიფიკაცია. ამ შემთხევაში
პეტრემ მხოლოდ 5000 ლარის მითვისებისთვის გამოიყენა თავისი მდგომარეობა

4)ვფიქრობ რომ პეტრეს ქმედება აუცილებლად უნდა დავაკვალიფიციროთ სსკ 182 მუხლის
დ) ქვეპუნქტით ასევე საჭიროა მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ 362 მუხლითაც
რადგან მან გააყალბა დოკუმენტი ბანკის დირექტორის დასარწმუნებლად რომ
გამომძიებელმა დაიტოვა თანხა პროცესის დასრულებამდე.

მეორე კაზუსი

1)სალიას ქმედება წარმოადგენს სსკ25, 179 2 პუნქტის ა ქვეპუნქტს ანუ დახმარებას


სადგომში ან საცავში შეღწევით ყაჩაღობაში დახმარებას ამ შემთხვავაში სწორედ სსკ 179(2)ა
პუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება გვაქ სახეზე რადგან სალიას
გუნცაძე ბანკის საცავში შეღწევაზე დაეხმარა. ამასთან გუნცაძემ ჩაიდინა სსკ 220 მუხლით
ჩადენილი დანაშაული რადგან მან თავისი სპეციალური სამსახურეობრივი
უფლებამოსილება არაკეთილსინდისიერად გამოიყენა და დააზარალა ორგანიზაცია.

2) გუნცაძის ქმედება ჩაითველება სსკ 179(2) ა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად


რადგან მან შეაღწია საცავში და თანამშრომლების მიმართ სიცოცხლისთვის და
ჯანმრთელობისთვის საშიში შეიარაღების გამოყენების მუქარის თანხლებით წაუყენა მათ
მოთხოვნა ქონების გადმოცემაზე ამ მომენტიდან ეს დანაშაული დამთავრებულია.

3) . სიხლის სამართლის კოდექსის 25 მუხლის თანახმად როცა ამსრულებლის ან


თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო
ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის
მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა. გუნცაძეს უდაოდ
შეცნობილი ჰქონდა ,რომ სალია აპირებდა საცავში შეღწევას ,რადგან მან სქემა გადასცა
საცავში შესაღწევად და ასევე მას აუცილებლად ეცოდინებოდა რომ სალია
განახორციელბდა შეიარაღებულ თავდასხმას აქედან გამომდინარე გუნცაძეს შეერაცხება
დამამძიმებელი გარემოება.

4)ჩემი აზრით საქართველოს კანონმდებლობით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ეს


ქმედება ,როგორც ფუნქციური ამსრულებლობა. ფუნქციური ამსრულებლობის თანახმად
ვინც დანაშაულის ობიექტური მხარესთან რაიმე კავშირში მაინც იმყოფება ის დანაშაულის
ამსრულებელია და არა თანამონაწილე იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულია
მოსაზრება ,რომ საქართველოში ფუნქციურ ამსრულებლობას ბლოკავს ორგანიზატორის
ინსტიტუტი რომელიც არის ფიგურა რომელმაც მოაწყო ან უხელძღვანელა დანაშაულის
ჩადენას და ართუ უბრალოდ კავშირში იყო ქმედების განხორციელების ობიეტურ
შემადგენლობასთან. ის არ ითვლება ამსრულებლად და ითვლება თანამონაწილედ
გაუგებარია სხვა თანამონაწილეებს უფრო მსუბუქი წვლილით დანაშაულის ჩადენაში
დაუმძიმდეთ მდგომარეობა და და გახდნენ ამსრულებლები ეს კონცეპცია შეგვიძლია
გამოვიყენოთ იმ ქვეყნებში სადაც არ არსებობს ორგანიზატორის ინსტიტუტი და
ამსრულებლობის უფრო ფართო ფარგლებია დაწესებული მაგრამ არა საქართველოში.

You might also like