You are on page 1of 3

თაღლითობა საკუთრების უფლების საწინააღმდეგო ეკონომიკური დანაშაულია, რომელიც

ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის


180-ე მუხლით. თაღლითობა გულისხმობს სხვისი ნივთის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებას; სწორედ მოტყუება არის
თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი წყარო.
თაღლითობის ძირითადი სპეციფიკა იმაში მდგომარეობს რომ გარეგნულად ქონების
გადაფორმება დამნაშავესათვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც
შეცდომაშია შეყვანილი, მოტყუებულია.
ამ შემთხვევაში მოტყუება არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება, ან
მნიშვნელობან გარემოებათა დაფარვა მსხვერპლის შეცდომაში შეეყვანის მიზნით.
მოტყუების ორი სახე არსებობს: აქტიური მოტყუება გულისხმობს წინასწარი შეცნობით
პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე;პასიური მოტყუება
კი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის შეტყობინება
დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო. ამით დაზარალებული შეცდომაშია შეყვანილი ქონების
გადაცემის კანონიერი საფუძვლის არსებობის შესახებ.

დანაშაული ჩადენილად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოხდება ნივთის (ქონების)


მესაკუთრისა ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება; არ აქვს
მნიშვნელობა, შეძლო თუ არა დამნაშავემ საბოლოო მიზნის.
თუ თაღლითობის საგანია მოძრევი ნივთი, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის
აუცილებელია პირი ფიზიკურად დაეუფლოს ნივთს, ანუ მიიღოს მისი განკარგვის ფაქტიური
შესაძლებლობა. ხოლო როცა საქმე ეხება უძრავ ქონებას, თაღლითობის დამთავრებულად
ცნობისთვის არაა აუცილებელო ფიზიკური დაუფლება, არამედ ნივთზე ქონებრივი უფლების
მიღება.
მაგალითად როდესაც პირი მოტყუებით დაეუფლა სხვა პირის სახლს, გადაიფორმა და
მიიღო ქონებრივი უფლება, თუმცა სახლში ისევ კანონიერი მეპატრონე ცხოვრობს. ამ
შეთხვევაში თაღლითი ჯერ ფიზიკურად არ დაპატრონებია სახლს, მაგრამ ქონებრივი უფლება
მიღებული აქვს, ამიტომ თაღლითობა დამთავრებულია.

ხშირად, თაღლითობა დაკავშირებულია ყალბი დოკუმენტის წარდგენასთან, რაც თითქოსდა


კანონიერ საფუძლველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაფორმებლად. ამ შემთხვევაში
ყალბი დოკუმენტის გამოყენება მოტყუების ერთ=ერთი სახეა და წარმოადგენს თაღლითობის
კონსტრუქციულ ელემენტს და 362-ე მუხლით (ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენება)
დამატებით კლასიფიკაციას არ საჭიროებს.
კრედიტის უკანონო მიღება რით განსხვავდება.
მსგავსება: 1.ორივე შემთხვევაში დამნაშავე იყენებს მოტყუების ხერხს. 2.ორივე
შემთხვევაში დამნაშავეს მატერიალური დაინტერესება ამოძრავებს. განსხვავება:
1.თაღლითობისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია საკუთრების უფლება ,ხოლო კრდიტის უკანონი
მიღებისგან -საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა. 2. მოტყუება თაღლითობისათვის
აუცილებელლი ხერხია ,ხოლო კრედიტის უკანონოდ მიღებისათვის-არა,რადგან ამ დანაშაულის
ჩადენა მოტყუების გარეშეც შეიძლება (მაგ;მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ
გამოყენება) 3.თაღლითობისასმოტყუება შესაძლოა ჩადენილი იყოს ყალბი დოკუმენტების
გამოყენების გარეშეც(ზეპირსიტყვუერად, რელური ინფორმაციის დამალვით),ხოლო კრედიტის
უკანონოდ მიღების ობიექტური შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია ყალბი ცნობის
მიწოდება დაზარალებულზე (ბანკზე, ან სხვა კრედიტორზე);
4.თაღლითობისას დამანშავეს ამოძრავებს სპეციალური მიზანი-სხვისი ქონების შემცირების
ხარჯზე გაზარდოს საკუთარი ქონება, რაც შეეხება კრედიტის უკანონოდ
მიღებას მისთვის სრულებით არაა აუცილებელი ამ მიზნის არსებობა,ბანკისთვის ყალბი
ცნობის წარდგენისას დამნაშავეს ამოძრავებს სხვა სახის მიზანი-კრედიტის
მიღების მიზანი, ან კრედიტის ოდენობის გაზრდის მიზანი, ანდა შეღავათიანი
კრედიტის მიღების მიზანი.
თაღლითობის განსხვავება მოტყუებით დადებული გარიგებისგან
მთავარი განსხვავება ამ ქმედებებს შორის განხორციელების მიზეზია. მოტყუებით დადებული
გარიგების შემთხვევაში, მოტყუება ხდება გარიგების დადების მიზნით, თაღლითობას კი
სოციალურად უფრო მეტი საშიშროების შემცველი მიზანი აქვს. ამასთანავე, 82-ე მუხლში
მითითებულია, რომ მნიშვნელობა არ აქვს არასწორი ცნობების შეტყობინება მიზნად ისახავს
რამე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისთვის ზიანის მიყენებას.

იმ შემთხვევაში, როცა პირს ტყუილით სარგებლის მიღება და მეორე მხარისთვის ზიანის


მიყენება სურს, თაღლითობის შემადგენლობა გვექნებოდა, ხოლო მაშინ, როცა პირის მიზანი
არაა მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება და მხოლოდ სარგებლის მიღება სურს გარიგების
დადებით, აქ ცალსახად მოტყუებით დადებულ გარიგებასთან გვაქვს საქმე.

მოტყუებულ, დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მოტყუებით დადებული გარიგების


ბათილად ცნობა და ამასთანავე ამ გარიგებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ასევე
განმასხვავებელი ნიშანია ისიც, რომ მოტყუებით დადებული გარიგება საჭიროებს შეცილებას;
მაშასადამე, მოტყუებით დადებული გარიგება საცილო გარიგებაა და ნამდვილია შეცილებამდე,
იქამდე, ვიდრე გარიგების მონაწილეები არ მოითხოვენ ამ გარიგების გაბათილებას, ხოლო
თაღლითობის შედეგად დადებული გარიგება სამართლებრივ შედეგებს საერთოდ არ წარმოშობს და
შეცილების გარეშეც ბათილია გარიგების დადების მომენტიდან.

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თაღლითობა ისჯება ან


ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ან
თავისუფლების 2-4 წლით აღკვეთით ვადით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,
თაღლითობა, ჩადენილი დამამძმებელ გარემოებებში, კერძოდ, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის
მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმითა ან 4-7 წლით
თავისუფლების აღკვეთით.

საჭიროა აგრეთვე ქურდობისა და თაღლითობის ურთიერთგამიჯვნა: ქურდობა გულისხმობს რამე


ფასეულობის მიღებას ძალისმიერი გზით. მისგან განსხვავებით, თაღლითობა მოიცავს
მზაკვრული გზით მოპოვებულ მესაკუთრეობას. ეს უკანასკნელი განზრახ ჩადენილი
დანაშაულია. მის განხორციელებისას აუცილებელია, რომ ჩამდენს შეგნებული ჰქონდეს
ქმედების შედეგი და უნდა აცნობიერებდეს, რომ ატყუებს მესაკუთრეს (ანუ ვოლუნტატიური
(ნებელობა) და კოგნიტიური (ცოდნა)-ელემენტები, ეს 2 ნიშანი მას ამოძრავებს) ან მის
კანონიერ მფლობელს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ
დაეუფლოს მის ნივთსა თუ ქონებას.

სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, თაღლითობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის


გამოყენებით (იგულისხმება ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა ან სხვა სამუშაო, როგორც
საჯაროსაზოგადოებრივ, ისე კერძო სამსახურის სფეროში), დიდი ოდენობით ან არაერთგზის,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 6-9 წლამდე,

სსკ 180-ე მუხლისმეოთხე ნაწილის მიხედვით, თაღლითობა, ჩადენილი ორგანიზაციული


ჯგუფისა თუ ორ- ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისთვის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-10
წლამდე.

თაღლითობის განსხვავება მოტყუებით დადებული გარიგებისგან

მთავარი განსხვავება ამ ქმედებებს შორის განხორციელების მიზეზია. მოტყუებით დადებული


გარიგების შემთხვევაში, მოტყუება ხდება გარიგების დადების მიზნით, თაღლითობას კი
სოციალურად უფრო მეტი საშიშროების შემცველი მიზანი აქვს. ამასთანავე, 82-ე მუხლში
მითითებულია, რომ მნიშვნელობა არ აქვს არასწორი ცნობების შეტყობინება მიზნად ისახავს
რამე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისთვის ზიანის მიყენებას.

იმ შემთხვევაში, როცა პირს ტყუილით სარგებლის მიღება და მეორე მხარისთვის ზიანის


მიყენება სურს, თაღლითობის შემადგენლობა გვექნებოდა, ხოლო მაშინ, როცა პირის მიზანი
არაა მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება და მხოლოდ სარგებლის მიღება სურს გარიგების
დადებით, აქ ცალსახად მოტყუებით დადებულ გარიგებასთან გვაქვს საქმე.

მოტყუებულ, დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მოტყუებით დადებული გარიგების


ბათილად ცნობა და ამასთანავე ამ გარიგებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ასევე
განმასხვავებელი ნიშანია ისიც, რომ მოტყუებით დადებული გარიგება საჭიროებს შეცილებას;
მაშასადამე, მოტყუებით დადებული გარიგება საცილო გარიგებაა და ნამდვილია შეცილებამდე,
იქამდე, ვიდრე გარიგების მონაწილეები არ მოითხოვენ ამ გარიგების გაბათილებას, ხოლო
თაღლითობის შედეგად დადებული გარიგება სამართლებრივ შედეგებს საერთოდ არ წარმოშობს და
შეცილების გარეშეც ბათილია გარიგების დადების მომენტიდან.

You might also like