You are on page 1of 2

3) უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, შეცდომით ხარჯების გაწევა სხვა

პირის ქონებაზე და ვითომ-კრედიტორის მითითებით შესრულების შედეგები;

განსახილველი საკითხებიდან პირველი ეხება უსაფუძვლო გამდიდრებიდან


გამომდინარე შეცდომით ხარჯების გაწევას სხვა პირის ქონებაზე, რომელიც სსკ-ში
987-ე მუხლითაა მოწესრიგებული. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით
ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი
დანახარჯების ანაზღაურება,თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. განსახილველი
მუხლის ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ქონებაზე გაწეული ხარჯები
უნდა ანაზღაურდეს. სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული
ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშნ ხარჯების
გაწევა მარტო არ წარმოშობს კონდუქციურ ვალდებულებას. მოვიყვან პრაქტიკულ
მაგალითს: მაგალითად, ნათხოვარი მანქანის სარგებლობის პერიოდში
დაზიანებული საბურავის გამოცვლაზე ან შეკეთებაზე გაწეული ხარჯის მოთხოვნის
საფუძველი არ არსებობს, რადგან აგარაკის ღირებულება ამით არ გაზრდილა.
გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა მოვალეს
უბრუნდება თავისი ნივთი. ამ დროს უნდა გაირკვეს რა სახით იყო ნივთი
გადაცემული და რა სახით ბრუნდება. ამით შესაძლებელია დადგინდეს რეალური
გამდიდრების ხარისხი. ამასთან, გამდიდრება შესაძლოა გამოიხატოს დაბრუნებული
ნივთიდან ადრინდელთან შედარებით მეტი სარგებლის მიღებაში, რადგან
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაბრუნებული ნივთის ღირებულება.
მნიშვნელოვანია, რომ კონდუქციურმა მოთხოვნამ არ გამოიწვიოს გამდიდრებული
პირის იმაზე მეტად შემცირებაა, რითაც იგი გამდიდრდა.

კანონით აგრეთვე გათვალისწინებულია ისეთი გარემოებები, რომლებიც


გამორიცხავს სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯების მოთხოვნის შესაძლებლობას.
კერძოდ, მოთხოვნის წაყენება გამორიცხულია, თუ: პირს, რომელსაც წაეყენება
მოთხოვნა თვითონ შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების ამოღება და ამოიღებს
კიდეც; პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად არ წარადგინა დროულად
გაწეული ხარჯების ანაზღაურების შეტყობინება; აგრეთვე პირს, რომელსაც წაეყენება
პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ თავის დროზე თვითონვე
გახადა სადაოდ ასეთი ხარჯების გაწევის მიზანშეწონილობის საკითხი. სხვის
ქონებაზე გაწეული ხარჯების მოთხოვნაზე უარის თქმის სხვა საფუძვლები კანონით
არაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება ვითომ-კრედიტორის მითითებით შესრულებულ შედეგებს, სსკ-ში 988


მუხლითაა მოწესრიგებული. განსახილველი მუხლში კონდუქციური ხასიათის
ურთიერთობა რამდენიმე პირს შორის წარმოიშობა. კერძოდ, ვალდებულების
მონაწილეებად გამოდიან: ვითომ კრედიტორი, რომლის დავალებითაც ან რომლის
სახელითაც ხდება ქონების გაცემა; პირი, რომელიც ასრულებს ვითომ-კრედიტორის
სურვილიდან გამომდინარე დავალებას ქონების გადაცემასთან დაკავშირებით; მესამე
პირი, რომელმაც უსაფუძვლოდ მიიღო ან დაზოგა ქონება. მნიშვნელოვანია გაირკვეს
თუ ვის დაეკისრება დაბრუნების ვალდებულება ქონების გადაცემის უსაფუძვლობის
შემთხვევაში. თუ დავუშვათ, ერთი პირი ვითომ კრედიტორზე მითითებით მეორე
პირს გადასცემს რაიმე ქონებას, მას შეუძლია გადაცემულის მოთხოვნა წაუყენოს
ვითომ-კრედიტორს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვითომ-კრედიტორის მითიტება
იწვევს ეჭვს დოკუმენტის გაყალბების ან მისი მითითების არასწორად გაგების გამო,
მაშნ უკან დაბრუნების მოთხოვნა უნდა წაეყენოს მხოლოდ მესამე პირს, რადგან
ვითომ-კრედიტორის ნამდვილი ნების საფუძველზე არ მომხდარა ქონების გადაცემა.

აგრეთვე საყურადღებოა საკითხი, რომელიც ეხება სხვისთვის დამატებით


გადაცემული ქონების გამოთხოვის საკითხს. კანონის მიხედვით, პირს რომელიც
ახალ- ვითომ-კრედიტორს რაიმეს გადასცემს მოთხოვნის წაყენების შემდეგ, შეუძლია
თავდაპირველი ვითომ-კრედიტორისაგან მოითხოვოს მისი დაბრუნება, რადგან ამ
უკანასკნელის პასუხისმგებლობა მისი თავდაპირველი მითითების
არამართლზომიერებით. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თავდაპირველი ვითომ-
კრედიტორის მითითება ეჭვს იწვევს, მაშნ ახლად გადაცემული ქონების დაბრუნების
შესახებ მოთხოვნის წაყენება შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ კრედიტორისათვის.
უსაფუძვლოდ მიღებული ქონების დაბრუნება უნდა მოხდეს სრულად, ნატურით ან
შესაბამისი ღირებულებით, ხარჯებისა და ქონებრივი დანაკლისების მხედველობაში
მიღებით.

You might also like