You are on page 1of 12

მარიამ სარქისაშვილი

საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანეს დებულებებს წარმოადგენენ პრინციპები,


რომლებიც განსაზღვრავენ ზოგადად სისხლის სამართლის პროცესს და გარკვეულ
გარანტიებს იძლევიან. პრინციპები იყოფიან კონსტიტუციურ და წმინდა საპროცესოდ.
სსსკის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი გადმოგვცემს სრაფი მართლმსაჯულების პრინციპს,
რომელიც უპირველესად სამართლიანი ბალანსის დამყარებასთანაა კავსირში, რომელიც
გულისხმობს სამართალწარმოების სისწრაფეს და ამავდროულად ჯეროვნებას. სწრაფი
მართლმსაჯულების პრინციპის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს ასევე ევროპული
კონვენციის 6(1) და 5(3) მუხლებში მისი განმტკიცება. კონსტიტუციის მე-9 მუხლი
გვეუბნება, რომ ღირსება ადამიანის ხელშეუვალი, აბსოლუტური უფლებაა, უდავოა, რომ
მაშინ როდესაც პირი არის ბრალდებული მის მიმართ საზოგადოებასი გარკვეული
კითხვის ნიშნები ჩნდება, მიუხედავად უდანაშაულობის პრეცუმციისა, ამიტომაც
ბრალდებულის სტატუსი მეტ-ნაკლებად მისთვის ზიანის მომტანია და მის ღირსებასაც
უარყოფითად ურტყამს.გარდა თავად ბრალდებულის მიმართ მიყენებული ზიანისა,
საფრთე ექმნება მართლმსაჯულებას,რადგანაც პროცესის გაწიანურებამ, მაგალითად,
მოწმეთა გვიან დაკითხვამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებათა დაკარგვა, რადგან
ადამიანს რაც ახსოვს დღეს შეიძლება ხვალ იმის ნახევარი დავიწყებული ქონდეს,
შესაბამისად ამ ჭრილშიც მნისვნელოვანია ხსენებული პრინციპი.შესაბამისად, რიგ
შემთხვევებში საქმის გაჭიანურება უტოლდება მასზე უარის თქმას, რადგან ფაქტობრივად
შეუძლებელიხდება რიგი მტკიცებულებების მოპოვება.რაც უფრო რთული და დიდი
მცულობისაა გამოძიების პროცესი,მით უფრო დიდი დროა საწირო საქმის
გამოკვლევისთვის, რაც შეიძლება დაკავსირებული იყოს არა მარტო ფაქტებთან , არამედ
თავათ სამართლებრივი საკითხების სირთულესთან. მაგალითად, დანაშაულები
რომლებიც ტერორისტული ხასიათისაა სირთულიდან გამომდინარე დიდ დროს
მოითხოვს. საქმის სირთულე დაკავსირებულია როგორც თავად ფაქტებთან, ასევე
სამართლებრივ რეგულაციებთან. მაგალითად, როდესაც სახეზეა საერთაშორისო
დანაშაული, რა თქმა უნდა, ამ საქმის სირთულე ფაქტობრივი გარემოებებითაც არის
განპირობებული(გამოძიების ფარგლებში საჭიროა თანამშრომლობას საერთაშორისო
დონეზე, თარჯიმნის მონაწილეობის საკითხი და ა.შ).ამიტომ პროცესი გონივრულ ვადაში
უნდა ჩატარდეს. საკითხავია რას ნიშნავს გონივრული ვადა,ამ ცნების დეფინიციის
განსაზღვრა შეუძლებელია,არც საერთაშორისო და არც ეროვნული კანონმდებლობა არ
გვთავაზობს სამართალწარმოების გონივრულობის ხანგრძლივობას, რადგან ყველა
შემთხვევა არის ინდივიდუალური და საჭიოროებს ამგვარრ მიდგომას,მათ შორის
ბრალდების სახე, სიმძიმე და უამრავი სხვა ფაქტორი არის გადამწყვეტი. თუმცა
გონივრული ვადის ათვლა იწყება პირის მიმართ სსვი დევნის მომენტიდან და მთავრდება
საბოლოო განაჩენის გამოტანით, შესაბამისად სახეზე არ უნდა იყოს უმიზნო გაჭიანურება.
აქვე უნდა იტქვამს, რომ სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი არ ვრცელდება მხოლოდ
პირველ ინსტანციაში, სააპელაციო და საკასაციო ეტაპებზედახ სამართალწარმოება უნდა
განხორციელდეს უსაფუძვლო, უმიზნო გაჭიანურების გარეშე. უმიზნო გაჭიანურება
სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარად იჩენს ტავს, მაგალითად, დროის დაკარგვა იმ
ექსპერტიზებზე, რომლებსაც საქმესთან კავშირში არაა. განვიხილოთ ადვოკატის
შემთხვევა,მაგალითად, როდესაც ბრალდებული ითხოვს ადვოკატის შეცვლას იმ მოტივით
რომ, პირობითად, ადვოკატმა დაარღვია კონფიდენციალურობა ეთიკის კოდექსის
მიხედვით, მას აქვს შესაბამისი საფუძველი. მოსამართლე, რომელიც განიხილავს
შუამდგომლობის საკითხს, ითვალისწინებს ამ ფაქტორს და არ აქვს უფლება
შუამდგომლობის დაყენებაზე თქვას უარი.ასევე საპატიო მიზეზად არ ითვლება
სასამართლოში არსებული ადმინისტრაციული საკითხები, მაგალითად, პროცესი არ უნდა
გაწიანურდეს კადრების არარსბობის გამო, ასევე მოსამართლის ავადმყოფობის და ამგვარი
ფაქტებისთვის. ამის საპირწონედ, ლიტერატურაში არის შეხედულებას, რომ თუ მოხდება
პროცესის გაჭიანურება ეს შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება. სწრაფი
მართლმსაჯულების პრინციპი ასევე დაკავშირებულია საპროცესო კოდექსის სხვა
მუხლებთან, მაგალითად, პირის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს დაკავებიდან
არა უგვიანეს 60 დღისა, სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ ამ
ვადაში ჩატევას, არამედ ამ ვადის მიზნობრივად გამოყენებას. შესაბამისად, როდესაც
ვსაუბრობთ სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპებზე, ისე არ უნდა გავიგოტ თითქოს ეს
პრინციპი მოითხოვს რომ დაყოვნების გარეშე განხორციელდეს პროცესი, არამედ სახეზე არ
უნდა იყოს უმიზნო დაყოვნება, რაც ყველა კონკრეტულ შემთვევაში ინდივიდუალურად
უნდა განისაზღვროს, რაც საპროცესო ვადები არა მარტო ფორმალური დაცვით, არამედ მის
ეფექტიანად გამოყენებაში რეალიზდება.მაგალითისათვის, როდესაც გარკვეული
ქმედებების შესასრულებლად დაწესებულია კონკრეტული ვადა და პროცესის
მწარმოებელი ორგანო ამ ვადას არ არღვევს, თუმცა აჭიანურებს უმოქმედობით, ესეც
სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დარღვევაა. რადგან საქმისთვის საჭირო
ქმედებების დროულად განხორციელება არ ხდება.სწრაფი მართლმსაჯულების უფლება
ბრალდებულის შუამდგომლობისგან დამოუკიდებლად არსებობს და არ აქვს მნიშვნელობა
ბრალდებული ამის შესახებ იშუამდგომლებს თუ არა. ვინაიდან ბრალდებულის ფიგურას
შევეხეთ, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ მისი როლი სწრაფი ამრთლმსაჯულების
პროცესში. ზოგადად ბრალდებულს არ ევალება რომ ითანამშრომლოს პროცესის
მწარმოებელ ორგანოებთან,ამიტომაც როდესაც ის არ ცდილობს დახმარებას მაგალითად
გამომძიებლისთვის, ეს არ შეიძლება ჩავთვალოთ ბრალდებულის მიერ სწრაფი
მართლმსაჯულების პრინციპის დარღვევად , რადგან დაუშვებელია მისი არახელსაყრელ
მდგომარეობაში ჩაყენება და თუ „ვაიძულებთ“ რომ სწრაფი მართლმსაჯულების
პრინციპის გამო ითანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან, მაშინ მის სხვა უფლებებს
დავარღვევთ.რაც შეეხება თავად პროცესის ჩამტარებელ ორგანოებს, გაჭიანურება
შესაძლოა სამართალწარმოების ყველა ეტაპზე განხორციელდეს ,მაგალუთად,ჩატარდეს
ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უსარგებლოა საქმისთვის და დროის ფუჭი
ფლანგვაა. ასევე მტკიცებულებებთან მიმართებით, დარღვევაა მასინაც, თუ საერთოდ არ
მოქმედებს პროცესის მწარმოებელი ორგანო იმისათვის,რომ მოიპოვოს
მტკიცებულებები.ასევე სასმართლოსაც ეკისრება ვალდებულება რომ საქმე არ
გააჭინაუროს, საპატიო მიზეზად არ ითვლება, მაგალითად, მოსამართლის ავადმყოფობა,
რაც ზემოთ უკვე აღინიშნა. სასამართლოს მხრიდან სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი
ირღვევა მასინაც, როდესაც არ აყენებს დისციპლინურ ზომებს მხარეების მიმართ,
მაგალითად, როდესაც ერთერთი მხარე არ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე და ამას
მოსამართლე უგულვებელჰყოფს. ასევე, როდესაც სასმაართლო უმიზნო გადადებს
სასამართლო განხილვას.პროცესში მხარეებს ენიჭებათ გარკვეული დისკრეცია,
სურვილისამებრ განსაზღვრონ მტკიცებულებათა რიგითობა, თუმცა ეს ისე არ უნდა
განხორციელდეს, რომ საფრთხე შეექმნას სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს. სსსკის
185-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კი სასამართლო განხილვა მიმდინარეობს
უწყვეტად.მოსამართლეს ყველაზე მეტად სიფრთხილე მართებს მაშინ, როდესაც საკითხი
ეხება პატიმრობას, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახეს ბრალდებულის მიმართ. ამდროს
სასამართლო ვალდებულია რომ პრიორეტად ამგვარი საქმეები განიხილოს და თავი
შეიკავოს პროცესის გადადებისგან, ზოგადად ეს ინსტიტუტი არა მარტო ამ , არამედ ყველა
სხვა შემტვევასიც საფრთხილოა. სასამართლომ პროცესი არ უნდა ადადოს საკუთარი
ინიციატივით უსაფუძვლოდ, რადგან ეს ცალსახა დაღვევა იქნება სწრაფი
მართლმსაჯულების პრინციპისა. დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ გონივრული
ვადის განხილვისას კუმულაციურად ენიჭება მნიშვნელობა საქმის სირთულეს, დაცვის
მხარის ქცევას, ასევე სასჯელის სიმკაცრეს, თვით პროცესის მწარმოებელი ორგანს
ქმედებებს, ბრალდების სიმძიმესა და მოსალოდნელ შედეგებს.

ტესტი:

ტესტი 1 (2.5 ქულა)

უკრაინის ტერიტორიულ წყლებში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ სათევზაო


დანიშნულების გემზე პოლონეთის მოქალაქემ პ. კრასოვსკიმ ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე მოკლა საბერძნეთის მოქალაქე. გემი შეჩერებულ იქნა უკრაინის სასაზღვრო
პოლიციის მიერ. მკვლელობის ფაქტის აღმოჩენის გამო, სასაზღვრო პოლიციამ გემზე
დააკავა პ. კრასოვსკი, რის შემდეგაც იგი მიცემულ იქნა უკრაინის ტერიტორიაზე
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. საქართველოში გემის დაბრუნების შემდეგ, გემის
კაპიტანმა გემზე მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
საგამოძიებო ორგანოებს.

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაიწყონ თუ არა გამოძიება გემზე


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით?

ა. დიახ, ვინაიდან პ. კრასოვსკი უკრაინაში მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.


ბ. არა, ვინაიდან ადგილი არ ჰონია საქართველოს მოქალაქის მიერ დანაშაულის ჩადენის
ფაქტს.

გ. დიახ, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ საზღვაო


ხომალდზე.

დ. არა, ვინაიდან ადგილი არ ქჰონია საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ სამხედრო


ხომალდზე დანაშაულის ჩადენას.

ტესტი 2 (2.5 ქულა)

გამომძიებელმა გუჯაბიძემ, რომელიც იძიებდა ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში


სახელმწიფო ქონების გაფლანგვასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს,
ოფიციალურად მოსთხოვა უწყების ხელმძღვანელს, ჩაეტარებინა ინვენტარიზაცია და
ინვენტარიზაციის შედეგები გადაეგზავნა გამომძიებლისთვის უმოკლეს ვადაში.
სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელმა მიიჩნია რომ გამომძიებლის მოთხოვნა იყო
უკანონო და არ შეასრულა იგი.

სწორად მოიქცა თუ არა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი?

ა. დიახ, ვინაიდან ინვენტარიზაციის ჩატარება შეეძლო მისთვის მოეთხოვა პროკურორს და


არა გამომძიებელს.

ბ. არა, ვინაიდან მისთვის ინვენტარიზაციის ჩატარების მოთხოვნის უფლება გააჩნდა


გამომძიებელს.

გ. დიახ, ვინაიდან ინვენტარიზაციის ჩატარების ვალდებულება დაეკისრებოდა მხოლოდ


სასამართლოს გადაწყვეტილებით.

დ. არა, ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესში საჯარო სამართლისა და კერძო


სამართლის იურიდიული პირები ვალდებულები არიან ითანამშრომლონ საგამოძიებო
ორგანოებთან.

ტესტი 3 (2.5 ქულა)

ძებნილ ი. ვაშაყმაძეს დაკავებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ


იქნა ბერეტას სისტემის პისტოლეტი. გამომძიებელმა აფციაურმა მიიღო ამოღებული
ცეცხლსასროლი იარაღისთვის ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება
და მოიწვია ამისათვის ექსპერტი. დაცვის მხარემ უკანონოდ მიიჩნია გამომძიებელი
აფციაურის გადაწყვეტილება და იგი გაასაჩივრა მის ხელმძღვანელ პროკურორთან იმ
საფუძვლით, რომ გამომძიებელს არ ჰქონდა საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად
ექსპერტის მოწვევის უფლება.
საფუძვლიანია თუ არა დაცვის მხარის საჩივარი?

ა. არა, ვინაიდან გამომძიებელი ვალდებულია მოიწვიოს ექსპერტი საექსპერტო კვლევის


ჩასატარებლად.

ბ. დიახ, ვინაიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტს იწვევს პროკურორი


დადგენილებით და არა გამომძიებელი

გ. არა, ვინაიდან გამომძიებელი უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტი ექსპერტიზის


ჩასატარებლად.

დ. დიახ, ვინაიდან ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მხარის


შუამდგომლობით.

ტესტი 4 (2.5 ქულა)

ბრალდებულ იაკობიშვილს იცავდა ადვოკატი ნემსიწვერიძე. საქმის არსებითი განხილვის


სხდომაზე ბრალდებულმა იაკობიშვილმა მოისურვა ადვოკატი ნემსიწვერიძის შეცვლა
სხვა ადვოკატით, ვინაიდან ნემსიწვერიძე ავლენდა არაპროფესიონალიზმსა და იჩენდა
სისხლის სამართლის საქმის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას. სხდომის
თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის შუამდგომლობა ადვოკატის
შეცვლასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე
დაუშვებელი იყო ადვოკატის გამოცვლა. მოსამართლის განმარტებით ადვოკატის შეცვლა
გამოიწვევდა პროცესის გაჭიანურებას.

სწორად მოიქცა თუ არა მოსამართლე?

ა. დიახ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ადვოკატის


შეცვლას კანონი არ ითვალისწინებს.

ბ. არა, ვინაიდან ბრალდებულს კანონი ანიჭებს სისხლისსამართალწარმოების ნებისმიერ


ეტაპზე ადვოკატის შეცვლის უფლებას.

გ. დიახ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის შეცვლა გამოიწვევდა პროცესის


გაჭიანურებას.

დ. არა, ვინაიდან ადვოკატის შეცვლა ნებადართულია ნებისმიერი მიზეზით.

ტესტი 5 (2.5 ქულა)

18 წლის ბრალდებულ სიდამონიძეს ბრალად ედებოდა დამამძიმებელ გარემოებებში


განზრახ მკვლელობის ჩადენა. სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს. სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულ სიდამონიძეს
მოუვიდა შელაპარაკება მისი ინტერესების დამცველ ადვოკატთან. ბრალდებულმა დააყენა
სასამართოში შუამდგომლობა ადვოკატის შეცვლასთან დაკავშირებით. სხდომის
თავმჯდომარემ დააკმაყოფილა ბრალდებულის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიერ
ახალი ადვოკატის აყვანამდე განაგრძო საქმის განხილვა ბრალდებულისა და პროკურორის
მონაწილეობით.

სწორად მოიქცა თუ არა მოსამართლე?

ა. არა, ვინაიდან ბრალდებულს არ აქვს უფლება მოითხოვოს საქმის არსებითი განხილვის


სხდომაზე ადვოკატის აცილება.

ბ. დიახ, ვინაიდან ბრალდებულს უფლება აქვს უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და


დამოუკიდებლად დაიცვას თავი.

გ. არა, ვინაიდან მოსამართლეს უნდა გადაედო საქმის განხილვა და განეახლებინა იგი


ახალი ადვოკატის მონაწილეობით.

დ. დიახ, ვინაიდან ორივე მხარე მონაწილეობდა საქმის განხილვაში.

ტესტი 6 (2.5 ქულა)

ამ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

ბრალდებულად ითვლება პირი:

ა. რომლის მიმართაც დაიწყო გამოძიება.

ბ. რომლის მიმართაც გონივრული ვარაუდის საფუზველზე გამოტანილია პროკურორის


დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

გ. რომლის მიმართაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

დ. რომლის მიმართ შეტანილია საჩივარი დანაშაულის ჩადენის შესახებ.

კაზუსი:

ლ საგინაძე მოცემულ შემთხვევაში არის ბრალდებული. მე3 მუხლის მე19 ნაწილის


მიხედვით, პირი არის ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული
ვარაუდი რომ მან ჩაიდინა სს კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო 169ე
მუხლი კი განსაზღვრავს პროცესუალურად როგორ ხდება პირის ბრალდებულად ცნობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახეზეა დაკავება 170ე მუხლის მიხედვით, ხოლო დაკავებასაც
თავისი წესი გააჩნია174ე მუხლის მიხედვით, უპირველესად უნდა არსებობდეს დაკავების
საფუძველი და შემდგომ განემარტოს პირს გარკვეული უფლებები რაც გააჩნია. მოცემულ
შემთხვევაში,მითიტება აარ არის თუ რა გახდა დაკავების საფუძველი 171ე მუხლის
მიხედვით, ამიტომაც ამაზე ვერ ვიმსჯელებთ.

დაკავებისთანავე ლ საგანელიძეს გამომძიებლის მიერ განემართა ადვოკატის აყვანის,


დუმილის და კითხვებზე პასუხისგან თავის შეკავების ვალდებულება. შესაძლოა,
მოცემული ფაქტობრივი გარემოებები, წინააღმდეგობაში მოდიოდეს სსსკის 38(2)
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ 38(2)ის მიხედვით, ბლრადებულად ცნობისთანავე
პირს უნდა განემარტოს მისი უფლებები, ჩვენნს შემთხვევაში, განემარტა ადვოკატის
აყვანის, დუმილის და კითხვებისაგან თავის შეკავების ვალდებულებები. 38(2) მუხლის
შინაარსიდან გამომდინარე, მოცემული გარემოებები წარმოადგენს პირის უფლებებს და
არა ვალდებულებს, რომლებიც დაუყონებლივ უნდა განემარტოს. ვინაიდან
გამომძიებელმა მას დროულად განუმართა მათ შესახებ, ამ ჭრილში დარღვევა არ არის,
თუმცა მეორეს მხრივ გამომძიებელი უთითებებს ვალდებულებაზე. გარდა 38(2) მუხლისა,
როდესაც ვსაუბრობთ ვალდებულებებზე, დავშალოთ თითოეული ცალცალკე.
ადვოკატთან მიმართებით, სავალდებულო დაცვა არის სახეზე მაშინ როდესაც 45ე
მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი გვაქვს, კაზუსში ჩამოთვლილთაგან
არცერთი საფუძველი არ იკვეთება, შესაბამისად სახეზე არ გვაქვს სავალდებულო დაცვა,
ანუ ვალდებულება.ასევე 38(4)-ს მიხედვით, ბრალდებულს გააჩნია დუმილის უფლება და
არა ვალდებულება. აქედან გამომდინარე, 38(2), 45ე დდა 38(4) მუხლების თანახმად,
ბრალდებულის უფლებას და არა ვალდებულებას წარმოადგენს აიყვანოს ადვოკატი და
თავი შეიკავოს საუბარისგან.

ბრალდებულმა მოითხოვა უფასო სამედიცინო შემოწმება, თუმცა გამომძიებელმა ამაზე


უარი უთხრა იმ მოტივით,რომ უფასო სამედიცინო შემოწმების უფლებას სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებდამხოლოდ დაპატიმრების შემთხვევაში,
კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდებულის დაკავება მოხდა.ბრალდებულის მიერ
აყვანილმა ადვოკატმა გაასაჩივრა გამომძიებლის ეს ქმედება, თუმცა მისი საჩივარი
არდაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

შესაძლოა ბრალდებულს ჰქონდეს უფასო სამედიცინო შემოწმების უფლება 38(2) და 38(9)


მუხლების მიხედვით. 38(2) მუხლის თანახმად, ბრალდებულს აქვს უფლება,
დაპატიმრებისას, ხოლო დაკავებისას მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის
დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება, ხოლოდ 38(9)
მუხლის მიხედვით, ბრალდებულს უფლება აქვს დაკავებისთანავე ან დაპატიმრების
შემთხვევაში მოითხოვოს უფასო სამედიცინოპ შემოქმება. ჩვენს შემთხვევაში, სახეზეა
ბრალდებულის დაკავება. დაკავება წარმოადგენს უფასო სამედიცინო შემოწმების
მოთხოვნის საფუძველს და არ არის აუცილებელი პატიმრობა. მუხლი ალტერნატიულად
გვტავაზობს , რომ სახეზე იყოს ერთი ან მეორე. ვინაიდან ბრალდებულმა მოთხოვნა
დააყენა. 38(2) მუხლის მიხედვით, მან უნდა მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება.
გამომძიებლის ნათქვამი, რომ საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს უფასო სამედიცინო
დახმარებას მხოლოდ დაპატიმრების შემთხვევაში, არის ნონსენსი, ვინაიდან ეს მუხლი
დაკავებაზეც ვრცელდება.

შესაძლოა ადვოკატს ჰქონდეს უფლება გაასაჩივროს გამომძიებლის ეს ქმედება 38(15)


მუხლის მიხედვით. უპირველესად ვისაუბროთ ადვოკატის ამპლუაზე.სამართლიანი
სასამართლოს უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 31ე მუხლში,
რომლის თანახმადაც ყველა ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად
მიმართოს სასამართლოს. სასამართლოში ამ უფლების რეალიზაციის დამხმარე ინსტიტუს
სწორედ ადვოკატი წარმოადგენს. სასამართლო აგებულია მთლიანად შეჯიბრებით
პროცესში, რომელშიდაც სინამდვილის დადგემა სწორედ მხარეთა მიერ წარმოდეგნილი
მტკიცებულებებით ხდება, ვინაიდან დაცვის მხარის წინააღმდეგ გამოდის ორგანოს სახით,
არ უნდა შეიქმნას დისბალანსი,სამართლიანი სასამართლოსთვის კი თანასწორობა
მნიშვნელოვანია. 38(2) მუხლის მიხედვით, ბრალდებულს აქვს ადვოკატის ყოლის
უფლება.38(15)ის მიხედვით, ბრალდებულს აქვს უფლება გაასაჩივროს გამომძიებლის
ქმედება კონკრეტულ პირებთან, შესაბამის შემთხვევებში და წესით. კაზუსის ფაქტობრივი
გარემოებებიდან არ იკვეთება თუ ვისთან გაასაჩივრა ადვოკატმა გამომძიებლის
ქმედბეა,თუმცა ფაქტია მას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, რაც კანონსაწინააღმდეგოა.
რადგანაც საფუძველი- სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის უკანონობა- იყო სახეზე,
რაც ზემოთ განვიხილე.

გამოძიების მიმდინარეობისას ბრალდებულმა აღიარა ქურდობის ფაქტი, თუმცა უარი


განაცხადა იმ ადგილისჩვენებაზე, სადაც გადამალა მოპარული ნივთები. გამომძიებელმა
ბრალდებულს განუმარტა, რომკანონმდებლობით მას არ ჰქონდა უფლება უარი
განეცხადებინა საგაოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე დაბრალდებულის
მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი.

ბრალდებულმა აღიარა ქურდობის ფაქტი. ზოგადად ბრალდებულს გააჩნია უფლება


აღიაროს ან არ აღიაროს მის მიმართ წაღენებული ბრალი, თუმცა სსკის მე13 მუხლის
მიხედვით, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის
დამდადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიმართ
გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. 74ე მუხლი კი ეხება კონკრეტულად
ბრალდებულის ჩვენებად დაკიდევ ერთხელ აკონკრეტებს, რომ ბრალდებულის აღიარება
არ შეიძლება საფუძვლად დაედოდ გამამტყუნებელ განაჩენს.

ბრალდებულმა უარი განაცხადა ადგილის ჩვენებაზე, რისი უფლებაც შესაზლოა ჰქონდა


38(4) მუხლის, მე15 მუხლისა და 74(3) მუხლების საფუძველზე. სსსკის მე15 მუხლი ეხება
თვითინკრიმინაციის უფლებას, რომელიც იტვალისწინებს რომ არავინ არის ვალდებული
ჩვენება მისცეს საკუთარი თავის ან სხვა პირთა წინააღმდეგ, რომელიც განისაზღვრება ამ
კოდექსით. საგანელიძე არ ამხელს დამალული ნივთების ადგილს, ანუ იყენებს დუმილის
უფლებას. 38(4) მუხლის მიხედვით, ბრალდებულს შეუზლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს
დუმილის უფლება, ხოლო ამავე მუხლის ადა 74(3) მუხლებების თანახმად, არ შეიძლება
ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტი შეფასდეს ბრალეულობის
დამადასტურებელ მტკიებულებად.

შესაძლოა, ბრალდებულს ჰქონდა უარის თქმის უფლება 38(17) მუხლის მიხედვით. სსსკის
38(17) მუხლის მიხედვით, ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მომნაწილეობა
საგამოძიებო მოქმედებებში. საგანელიძემ ეს უფლება გამოიყენა დაუარი განაცხადა
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობაზე, რაზედაც გამომძიებელმა
განმარტება არასწორად გააკეთა და ამ უფლების რეალიზაციის საშუალება არ მისცა
ბრალდებულს. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ გამომძიებელმა ჩაატარა ექსპერიმენტი.
აქვე უნდა აღინიშნოს სწრაი მართლმსაჯულების პრინციპზე,ზოგადად ბრალდებულს არ
ევალება რომ ითანამშრომლოს პროცესის მწარმოებელ ორგანოებთან,ამიტომაც როდესაც
ის არ ცდილობს დახმარებას მაგალითად გამომძიებლისთვის, ეს არ შეიძლება ჩავთვალოთ
ბრალდებულის მიერ სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დარღვევად , რადგან
დაუშვებელია მისი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება და თუ „ვაიძულებთ“ რომ
სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის გამო ითანამშრომლობს საგამოძიებო
ორგანოებთან, მაშინ მის სხვა უფლებებს დავარღვევთ.რაც შეეხება თავად პროცესის
ჩამტარებელ ორგანოებს, კაზუსში აღნიშნულია რომ გამომძიებელმა ჩაატარა
„ექსპერიმენტი“. მაშინ როდესაც პირი დაკავებულია, აქვს ბრალდებულის სტატუტი
საგამოძიებოორგანოს მიერ ეს ქმედება ჩემი აზრიტ , წარმოადგეს ფუჭ გაჭიანურობას, ანუ
სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დარღვევას მე8(2) მუხლის მიხედვით.

საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა მიიჩნია, რომ რადგან სახეზე არ იყო განსაკუთრებით


მძიმე დანაშაული აღარ იყო აუცილებელი ლ. საგანელიძის დაკავება და
დაუყოვნებლივგაათავისუფლა ბრალდებული. საქმის ზედამხედველმა პროკურორმა
გამომძიებლის ეს ქმედება დაუსაბუთებლადმიიჩნია, აღნიშნული გამომძიებელი საქმეს
ჩამოაცილა და სასწრაფოდ სხვა გამომძიებელს დაავალა ლ. საგანელიძის დაკავება.
დაკავების შემდეგ ახალმა გამომძიებელმა განჩინებით წაუყენა ბრალი ლ. საგანელიძეს
ბინაში შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის.

სსსკის 170ე მუხლის თანახმად, დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, ხოლოდ
171ე მუხლი კი დაკავების საფუძველბს ჩამოთვლის. მოცემულ შემთხვევაში, მსჯელობა
მიდის არა დაკავების საფუძვლის არსებობაზე, ანუ რამდენად რელევანტური იყო
საფუძველი, არამედ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე დაკავების აუცილებლობაზე.
სსსკის 171ე მუხლი დანაშაულის კატეგორიებს ამ მხრივ არ ჩამოთვლის, ანუ
დასახელებული არ არის რომ აუცილებლად განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გვქონდეს
სახეზე. ზოგადად, როდესაც ხდება პირის დაკავება, შესაბამისი განჩინება უნდა
იყოსსასამართლოს მხრიდან , თუმცა 171.2 მუხლის მიხედვით, პირის დაკავება განჩინების
გარეშე შესაძლებელია მხოლოდ რიგ შემთხვევაში, ჩვენს შემთხვევაში კაზუსში არ არის
მოცეული ინფორმაცია ა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, არც ის ვიცით არსებობდა თუ
არა შესაბამისი განჩიება, შესაბამისად ამ ნაწილში ვერ ვიმსჯელებთ.
გამომძიებელს შესაძლოა არ ჰქონდეს გათავისუფლების უფლება სსსკის 176ე მუხლის
საფუძველზე.გამომძიებელმა გაათავისუფლა ბრალდებული. 176 მუხლი ითვალისწინებს
დაკავებულის გათავისუფლების საფუძველსა და წესს. 171ე მუხლის 2 ნაწილის მიხედვით,
დაკავებული თავოსუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით,
შესაბამისად, გამომძიებელს არ ჰქონდა საღანაძის გათავისუფლების უფლებამოსილება.
გარდა უფლებამოსილი პირისა, უნდა განვიხილოთ გათვაისუფლების საფუძვლები. 176.1
ჩამოთვლის დაკავებისგან გათავისუფლების საფუძვლებს, რომელთაგან არცერთი არ არის
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის არ არსებობის გამო პირის გათვაისუფლება.
შესაბამისად, გამომძიებლის ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა.

შესაძლოა პროკურორს ჰქონდა უფლება გამომძიებელი საქმეს ჩამოეშორებინა 33.6.ა


მუხლის მიხედვით. ზოგადად 33ე მუხლი ჩამოთვლის პროკურორის უფლებამოსილებებს,
რომელთაგან პირველია საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნატა დაცვით სისხლის
სამართლლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართლებრივ ორგანოს ან
გამომძიებელს,საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. ვინაიდან
გამომძიებლის ქმედება კანონის დარღვევა გამოიკვეთა,176ე მუხლიდან გამომდინარე,
შესაბამისად პროკურორს ჰქონდა იმის საფუძველიც რომ 33.6.ა მუხლით
გათვალისწინებული მისი უფლება გამოეყენებინა.

ახალ გამომძიებელს შესაძლოა არ ჰქონდეს უფლებაგანჩინებით წაუყენოს ბრალი პირს


ბინაში შეღწევით ქურდობისთვის, სსსკის მე17 მუხლის მიხედვით.უპირველეს ყოვლისა
უნდა ითქვას,რომ პროლურორისა და გამომძიებლის გადაწყვეტილებას ნებისმიერ
საკითხზე არეგულირებს დადგენილება და არა განჩინება სსსკის 3.16 მუხლის მიხედვით.
ახლა საკითხავია რამდენად ჰქონდა ბრალის წაყენების უფლება. მე17 მუხლის მეორე
ნაწილის მიხედვით, პირის ბრაკდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა,
ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალი წაუყენა გამომძიებელმა, ის არ წარმოადგენდა
უფლებამოსილ პირს. გარდა ამისა უნდა აღინისნოს, რომ სახეზე არ გვაქვს 18ე მუხლის
მიხედვით განმეორებით ბრალის წაყენება, ტერმინი „წაყენების“ მაგივრად უნდა
გამოიყენოს ბრალის დამძიმკება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მიხედვით, 177ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებაა ბინაში უკანონო შეღწევა და არა სხვა
დანაშაული ამავე კოდექსის მიხედვით.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მოსამართლეს წარუდგინა დაცვის მხარის მიერ


მოპოვებულიმტკიცებულებები, კერძოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას
გადაღებული ფოტოები. სასამართლომადვოკატის მიერ წარმოდგენილი სურათები არ
მიიღო იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს ამოწურული ჰქონდასაგამოძიებო
მოქმედებები, ხოლო დაცვის მხარეს უფლება არ ჰქონდა დამოუკიდებლად
მოეპოვებინამტკიცებულებები. არსებითი განხილვისას დაცვის მხარემ მოითხოვა
პროკურორის აცილება იმ საფუძვლით, რომმას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული
წინაასამართლო სხდომაზე, ამიტომ იმავე პროკურორს აღარ ჰქონდა უფლებამონაწილეობა
მიეღო საქმის არსებით განხილვაში. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის
შუამდგომლობადა პროკურორი ჩამოაცილა საქმეს. პროკურორმა მოსამართლის
გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციოსასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა
საჩივარი.

შესაძლოა დაცვის მხარეს უფლება აქვ წარადგინოს მტკიცებულებები, კერძოდ მის მიერ
შემთვევის ადგილას დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები 38.13 და მე9 მუხლების
საფუძველზეზოგადად ამ საკითხს არეგულირებს მხარეთა შეჯიბრებითოთა და
თანასწორობა. კონსტიტუციის 62(5) მუხლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება
მხარეთა თანასწორობისა და შეჯირებითობის მიხედვით, ეს დანაწესი სსსკის მე-9 მუხლში
აისახება. აღნიშნული პრინციპი ბრალდებისა და დაცვის მხარეს თანაბარ სიტუაციაში
აყენებს , მხოლოდ მათი უფლებააა მტკიცებულებათა მოპოვება, მოწმეებთან
დაკავშირებული საკითხები.. მე3 მუხლის 23 და 25ე მუხლები განსაზღვრავემ
მტკიცებულებების საკითხს და შინაარს, ჩვენს შემთხვევაში სახეზეა ნივთიერი
მტკიცებულება. 38.7 მუხლის მიხედვით, ბრალდებულს უფლება აქვს ჩაატაროს
საგამოძიებო მოქმედებები,წარადგინოს მტკიცებულებები. შესაბამისად, ადვოკატს ჰქონდა
უფლება წარედგინა საქმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც 39ე მუხლის 1ლი
ნაწილის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მატარებელია ბრალდების მხარის მიერ
მოპოვებული მტკიცებულებებისა.

თანასწარობა და შეჯიბრებითობა პროცესის ყველა ეტაპზე უნდა იყოს


უზრუნველყოფილი, ორივე მხარემ უნდა შეძლოდ საკუთარი უფლებების გამოყენება სსვი
დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების დასრულებამდე. სასამართლო ამ შემთხვევაში
გამოდის შემფასებლის როლში, რომელსაც არ აქვს უფლება ზედმეტად ჩაერიოს მხარეთა
მიერ მოპოვებულ მკიტცებულებებში.კოდექსის 25(2)-ის თანახმად სასამართლოს
ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა
დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა.აქვე უნდა აღინიშნოს რომ შეჯიბრებითობა
მეტად კონკრეტული პრინციპია, ვიდრე სამართლიანობა, თუმცა შეჯიბრებითობის
მიღწევა მხოლოდ რეალური სამართლიანობით არის შესაძლებელი და არა ფორმალური.
მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები იმ
პირობებში, რომელშიც ის არ იქნება უფრო დაბალ საფეხურზე უფლებრივად, ვიდრე მისე
მოწინააღმდეგე. შესაბამისად, სასამართლოს არგუმენტაცია, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა
უფლება მოეპოვებინა მტკიცებულებები არის კანონთან შეუსაბამო 38.7 ის მიხედვით. რაც
შეეხება უარის მეორე მოტივს ადვოკატი წარმოადგენს დაცვის მხარეს და ბრალდების
მიმართ დასახელებული არგუმენტი უარის მოტივი არ შეიძლება გახდეს მისთვის.

არსებითი განხილვისას მხარემ მოითხოვა აცილება იმ საფუძვლუთ, რომ პროკურორს


მონაწილეობა ჰქონდა მირებული წინასასამართო სხდომაზე. ზოგადად 63.1 მუხლის
მიხედვით, მხარეებს აქვთ უფლება აცილების შუადგომლობა დააყენონ. მხარემ
შუამდგომლობა უნდა დააყენოს დაუყონებლივ. დაცვის მხარემ არსებითი განხილვის
დროს მოითხოვა პროკურორის აცილება, დასახელებული საფუძვლით. 59.5 მუხლის
მიხედვით, პროკურორის და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება
სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს საქმეში მათ შემდგომ
მონაწილეობას. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს 59ე მუხლით გატვალისწინებული
საფუძვლები და მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი პროკურორი ჩამოეშორებინა საქმეს.

პროკურორმა გაასაჩივრა აცილებაზე გადაწყვეტილება, 66.1 მუხლის მიხედვით, აცილების


დაკმაყოფიილების გადაწყვეტილება არ საჩივრდება. შესაბამისად,ვინაიდან პროკურორს
არ ჰქონდა გასაჩივრების უფლება, სასამართლოს დაკმაყოფილება ამ საჩივარზე არის
კანონსაწინააღმდეგო.

You might also like