You are on page 1of 50

ელა კუსიანი

სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლები საპროცესო


შეთანხმების შესახებ შუამდგომლობის დამტკიცებისას

2019 წელი

1
სარჩევი

აბრევიატურა---------------------------------------------------------------------------
3
შესავალი--------------------------------------------------------------------------------
4
1. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ისტორიული წანამძღვრები-------
-7
1.1. საპროცესო შეთანხმების წარმოშობის მოკლე ისტორია------------------7
1.2. საპროცესო შეთანხმების დამკვიდრების ისტორია საქართველოში----9
2. საპროცესო შეთანხმების არსი საქართველოს მოქმედი სისხლის
სამართლის საპროცესო კანონმდებლობით---------------------------------------
17
3. სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო შეთანხმების შესახებ
შუამდგომლობის განხილვისას-----------------------------------------------------
22
დასკვნა---------------------------------------------------------------------------------
44
ბიბლიოგრაფია-----------------------------------------------------------------------
48

2
აბრევიატურა

იხ. იხილე

თბ. თბილისი

ტ. ტომი

რედ. რედაქტორი

მთ. რედ. მთავარი რედაქტორი

მაგ. მაგალითად

სსკ სისხლის სამართლის კოდექსი

სსსკ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

3
შესავალი

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი 2004 წლიდან მოქმედებს ჩვენს


ქვეყანაში და დღემდე არ კარგავს აქტუალობას, ვინაიდან საქართველოს
საერთო სასამართლოებში საქმეთა უმეტესობა სწორედ რომ საპროცესო
შეთანხმების გაფორმებით მთავრდება. საპროცესო შეთანხმების
ინსტიტუტმა მრავალი ცვლილება განიცადა შემოღებიდან დღემდე, რათა
იგი, როგორც სამართალწარმოების ფორმა დახვეწილიყო და სისხლის
სამართლის საქმეთა გადაწყვეტის უფრო ეფექტურ მექანიზმად ქცეულიყო.

საპროცესო შეთანხმება არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის


საფუძველია. საპროცესო შეთანხმება ხშირად ლიტერატურაში განიხილება,
როგორც პრაქტიკული და ყველაზე წარმატებული საშუალება კორუფციისა
და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, როგორც სასამართლოში
საქმეთა განხილვის შემცირების საშუალება, როგორც საპატიმრო
ადგილების განტვირთვის მექანიზმი.1

თანამედროვე სისხლის სამართლის პროცესში სწრაფი მართლმსაჯულების


პრინციპის რეალიზაციის შედეგად აქტიურად მკვიდრდება დაჩქარებული
სამართალწარმოების ფორმები. დანაშაულთა სიმრავლე შეუძლებელს ხდის
ყველა სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება წარიმართოს
კანონით დადგენილი ორდინალური ფორმების დაცვით.2

ცნობილი იურისტი შტეფან ტრექსელი თავის ნაშრომში აღნიშნავს:


“სისხლის სამართლის პროცესის ორგანიზება და წარმართვა საკმაოდ მძიმე
ამოცანაა. გამოძიების ეტაპზე გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული
1
ფაფიაშვილი ლ., (რედ.), საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი კერძო ნაწილი,
თბ., 2017, 544.
2
იქვე, 542.

4
ეჭვმიტანილისთვის ბრალდების წარდგენის შესახებ. ამას მოჰყვება
სასამართლოს მიერ საქმის განხილვა და განაჩენის გამოტანა, რომელიც
შესაძლოა გასაჩივრდეს ერთ ან ორ ზემდგომ ინსტანციაში. ასეთი გრძელი
გზის გავლა გამართლებულია მნიშვნელოვან ან ისეთ საქმეებში,
რომლებშიც ერთი ან რამდენიმე საკითხი არის არსებითი დავის საგანი.
თუმცა, საქმეთა უმრავლესობა არც განსაკუთრებით მძიმეა და არც
მნიშვნელოვანი დავის საგანია. მსგავსი საქმეების გადაწყვეტის ერთ-ერთი
გზა არის სპეციალური, გამარტივებული სამართალწარმოების გამოყენება.
მაგ., შეერთებულ შტატებში გამოიყენება საპროცესო გარიგება ნაფიც
მსაჯულთა სასამართლო განხილვის თავიდან ასაცილებლად. ევროპაში კი
ფართოდ არის გავრცელებული განაჩენის გამოტანა საქმის არსებითად
განხილვის გარეშე და “განკარგულება სანქციის დაკისრების შესახებ”. 3

მსგავსი ალტერნატიული ტიპის სამართალწარმოება რეკომენდებულია


ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 1987 წელს მიღებული
საერთაშორისო დოკუმენტით, რომლითაც მინისტრთა კომიტეტის
წარმომადგენლებმა მოუწოდეს წევრ სახელმწიფოებს, დაენერგათ
გამარტივებული სამართალწარმოება. კერძოდ: ევროსაბჭოს წევრი
სახელმწიფოების მიმართ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია #R (87) 18
სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამარტივების შესახებ, ადგენს,
რომ: კონსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწიებით, წევრმა
სახელმწიფოებმა უნდა გადასინჯონ თავიანთი კანონმდებლობები
სასამართლოს გარეშე გადაწყვეტის წესთან დაკავშირებით, რათა სისხლის
სამართლის საკითხებში კომპეტენტურ ორგანოებსა და ამ სფეროში
მონაწილე სხვა ორგანოებს მიეცეთ საქმეების სასამართლოს გარეშე
გადაწყვეტის შესაძლებლობა.4

3
ტრექსელი შ., ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში, თბ., 2009, 138.
4
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=090000
16804e19f8 ნანახია -26.12.2018.

5
დაჩქარებული სამართალწარმოების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს
საპროცესო შეთანხმება - Plea Bargaining. საპროცესო შეთანხმება არის
შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულს შორის, რომელიც მიზნად
ისახავს აღიარებითი ჩვენების მიღებას წარდგენილი ბრალდების
შემსუბუქების სანაცვლოდ.

ზოგი თვლის, რომ საპროცესო შეთანხმება არის პასუხი გაზრდილი


რაოდენობის დანაშაულობებსა და შეზღუდულ რესურსებზე, ზოგსაც
მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებას შემოაქვს მოქნილობა სხვაგვარად
ხისტ სისტემაში.5

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში -


სსსკ) მერვე მუხლში განმტკიცებულია სამართლიანი პროცესისა და სწრაფი
მართლმსაჯულების პრინციპი: ბრალდებულს (მსჯავრდებულს,
გამართლებულს) აქვს სამართლიანი პროცესის უფლება; ბრალდებულს აქვს
უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით დადგენილ ვადებში; პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ
უფლებაზე, თუ ეს აუცილებელია დაცვის სათანადოდ მომზადებისათვის.

დღესდღეობით საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით


განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს მოსამართლის
უფლებამოსილების ფარგლები საპროცესო შეთანხმების შესახებ
შუამდგომლობის დამტკიცებისას. კერძოდ, მიზანშეწონილია თუ არა
მოსამართლეს ჰქონდეს უფლება ცვლილებები შეიტანოს საპროცესო
შეთანხმების პირობებში მისი დამტკიცებისას. იქნებოდა თუ არა
აღნიშნული უფლების მინიჭება სასამართლოსათვის მნიშვნელოვანი
ბერკეტი ბრალდებულის უფლებების დასაცავად და სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით გარანტირებული სამართლიანი პროცესის
უზრუნველსაყოფად. აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობას

5
Malcolm M. Feeley, Plea Bargaining and the Structure of the Criminal Process, Berkeley
Law,1982,340.

6
განვავითარებ სასემინარო ნაშრომის შესაბამის თავში. მანამდე კი
განვიხილავ ისეთ საკითხებს როგორიცაა: საპროცესო შეთანხმების
წარმოშობის მოკლე ისტორია; საპროცესო შეთანხმების დამკვიდრების
ისტორია საქართველოში; საპროცესო შეთანხმების არსი საქართველოს
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით.

1. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ისტორიული წანამძღვრები;


1.1. საპროცესო შეთანხმების წარმოშობის მოკლე ისტორია;

საპროცესო შეთანხმების ანალოგი არსებობდა შუა საუკუნეების ინგლისში,


რომელსაც „მომნანიებლის მიმართვა“ ეწოდებოდა. მისი არსი
გამოიხატებოდა იმაში, რომ ბრალდებული თანამშრომლობდა
გამოძიებასთან და ასახელებდა სხვა პირებს, რომლებსაც უფრო მძიმე ან
იგივე კატეგორიის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი.6

საინტერესო იქნება რამდენიმე ისტორიული მაგალითის მოყვანა, რადგან


ისინი შეიცავს საპროცესო შეთანხმების ელემენტებს:

1633 წელს გალილეო გალილეის „წმინდა ინკვიზიციამ“ შეუფარდა შინა


პატიმრობა ყოველკვირეული მონანიების, ფსალმუნების კითხვისა და
კოპერნიკის სწავლების უარყოფის სანაცვლოდ. ამით იგი სიკვდილს
გადაურჩა.

1931 წელს ცნობილმა განგსტერმა ალ კაპონემ თავი ცნო დამნაშავედ


გადასახადების დამალვაში და შვიდნახევარი წლით მიესაჯა
თავისუფლების აღკვეთა. ბუნებრივია ამგვარი აღიარება იყო იძულებითი
ნაბიჯი სხვა უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის საფრთხის
გათვალისწინებით.

6
ფაფიაშვილი ლ., (რედ.), საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი კერძო ნაწილი,
თბ., 2017, 543, იხ. ციტირება: Ranzwowicz L., A History of English Criminal Law, 1956, 313-325.

7
1969 წელს ჯეიმს ერლ რეიმ სასიკვდილო განაჩენის ასაცილებლად თავი
დამნაშავედ სცნო მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობაში. სასამართლომ მას
99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.7

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის სამშობლოდ ამერიკის შეერთებული


შტატები ითვლება, სადაც ის მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაინერგა.
როგორც ცნობილია, მისი შემოღება განპირობებული იყო სისხლის
სამართლის საქმეების სიმრავლით და სასამართლოში დავისათვის საჭირო
რესურსების ნაკლებობით.

ამერიკაში საპროცესო შეთანხმება არის გარიგება პროკურორსა და


ბრალდებულს შორის, რომლის თანახმადაც ბრალდებულის აღიარების
სანაცვლოდ მას უმსუბუქდება ბრალდება ან სასჯელის ზომა. საპროცესო
შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს ორი საფუძვლით, კერძოდ, შეთანხმება
ბრალზე, რომლის დროსაც პროკურორი თანხმდება გააუქმოს ან შეამციროს
ბრალდება ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების სანაცვლოდ და
შეთანხმება სასჯელზე, რომლის დროსაც შეთანხმება ხდება სასჯელის
სახეზე, ზომაზე, ფულად თანხაზე, პრობაციის პირობებზე.8

აშშ-ში ბრალის აღიარების თაობაზე გარიგების ინსტიტუტის წინაპირობა


საქმის განხილვის გამარტივებასთან ერთად იყო კონფლიქტის გადაწყვეტა
და საზოგადოებრივი სიმშვიდის დამყარება.9

1980-იან წლებში საპროცესო შეთანხმების კრიტიკოსები ამერიკაში


ითხოვდნენ მის გაუქმებას. შემდგომში აღიარეს რა ამ ინსტიტუტის მყარი
პოზიციები მართლმსაჯულების სისტემაში, აქცენტი გადაიტანეს მის
კორექტირებაზე. კვლევის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა სამი სფერო,
რომელიც საჭიროებდა რეფორმას: 1. იძულების რისკი - უდანაშაულო

7
ბუაძე კ., საპროცესო შეთანხმების აქტუალური საკითხები საქართველოს სისხლის
სამართლის პროცესში (დამხმარე სახელმძღვანელო), აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ქუთაისი 2014, 14.
8
ფაფიაშვილი ლ., (რედ.), საქართველოს სისხლის საპროცესო სამართალი კერძო ნაწილი,
თბ., 2017, 562.
9
იქვე, 62.

8
ბრალდებული რისკის ქვეშაა დამნაშავედ ცნოს თავი, მაშინ როცა დიდი
სხვაობაა შეთავაზებულ და მოსალოდნელ სასჯელს შორის, როცა
საპროცესო სთავაზობს პირობით სასჯელს, მოსალოდნელი სასჯელი კი
არის პატიმრობა, როდესაც ბრალდებული დაკავებულია, საპროცესო
შეთანხმების შედეგად კი ამ დაკავების ვადას უთვლიან სასჯელად და
ათავისუფლებენ. 2. უზუსტობის რისკი - გამოძიებისათვის შეზღუდულმა
დრომ და რესურსებმა, სასამართლო განხილვის არასაკმარისობამ შესაძლოა
გამოიწვიოს, რომ ბრალდება იყოს არაზუსტი ან სასჯელი იყოს
დაუმსახურებლად მკაცრი ან ლმობიერი. 3. არასაკმარისი პროცესუალური
გარანტიები - მოლაპარაკების პროცესი არ არის გამჭვირვალე. მხარეები
აწარმოებენ მოლაპარაკებას მესამე ნეიტრალური პირის და თვით
მსხვერპლის მონაწილეობის გარეშე.10

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბევრს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება


სამართლიანი სასამართლოს უფლებას ზღუდავს და სასამართლო სისტემას
ასუსტებს. აკმაყოფილებს თუ არა საპროცესო შეთანხმების ქართული
მოდელი საერთაშორისო სტანდარტებს, დღემდე დავის საგანია.
მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო შეთანხმების, როგორც საკანონმდებლო
ნოვაციური ინსტიტუტის რეფორმის საჭიროება ხშირად იყო აღნიშნული
საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებში, 2014 წლის
გადაწყვეტილებაში საქმეზე - ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს
წინააღმდე11 ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმება
თავისი არსით არ ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის სტანდარტებს.12

10
Jenia I. Turner, Plea Bargaing, Academy For Justice, A Report on Scholarship and Criminal Justice
Reform, 2017, 80-88.
11
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინება
საქმეზე NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA.
12
დოლიძე ვ., საპროცესო შეთანხმება საქართველოში - გამოწვევები და ტენდენციები,
ჟურნალი „სისხლის სამართლისაქტუალური საკითხები“ #3, 2018 , 46.

9
1.2. საპროცესო შეთანხმების დამკვიდრების ისტორია
საქართველოში;

საპროცესო შეთანხმების დამკვიდრება ქართული სამართლის სისტემაში,


უპირველეს ყოვლისა, იმით იყო განპირობებული, რომ ეკონომიურად და
ეფექტურად ყოფილიყო გამოყენებული სახელმწიფოს რესურსები. მხარეთა
შორის საპროცესო შეთანხმების მიღწევა თავისთავად გულისხმობს
პროცესის შეკვეცას, რითაც სახელმწიფო თავიდან იცილებს რიგი საქმეების
ფორმალურ გაჭიანურებას, გათვალისწინებულ თუ გაუთვალისწინებელ
ხარჯებს, დროის ფუჭად დაკარგვას და ყოველივე ამით სასამართლო
სისტემა ხდება უფრო მოქნილი.13

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი არ ყოფილა განცალკევებული


საკანონმდებლო ნოვაცია. იგი პარლამენტს წარედგინა სხვა საკანონმდებლო
პროექტებთან ერთად და მათ მთლიანობაში „ანტიკორუფციული
ღონისძიებების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ეწოდა.14

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის შემოღებამ აზრთა სხვადასხვაობა


გამოიწვია მეცნიერ და პრაქტიკოს იურისტებში. მაგალითად, ავტორთა
ნაწილი თვლიდა, რომ ზიანი, რომელსაც იწვევს საპროცესო შეთანხმების
დადება გაცილებით დიდია, რადგან იგი არის თავად მართლმსაჯულების
განხორციელებაზე და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაზე უარის თქმა.15

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა საპროცესო შეთანხმების


ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სისხლის
მართლმსაჯულების სფეროში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს
ბოლო 10 წლის სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

13
მჭედლიშვილი თ., საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ზოგადი მიმოხილვა, წმინდა
გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი: შრომების კრებული, ტ. მე-3, თბ.,
2010, 159.
14
მანაგაძე დ., საპროცესო შეთანხმება - გამოცდილება და პრაქტიკა, საერთაშორისო
სამართლისა და მართვის ქართულ-ბრიტანული უნივერსიტეტი: სამეცნიერო შრომათა
კრებული, ტ. მე-3, თბ., 2010,164.
15
რატიანი ც., საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი სისხლის სამართლის პროცესში,
ჟურნალი „მართლმსაჯულება“,#1, 2007, 173.

10
2007 წელს საპროცესო შეთანხმებით დასრულდა საქმეთა საერთო
რაოდენობის 48,1%, 2008 წელს - 52,2%, 2009 წელს-58,2%, 2010 წელს- 80,2%,
2011 წელს -87,5%, 2012 წელს-87,8%, 2013 წელს-89,1%, 2014 წელს- 69,7%, 2015
წელს - 63,7%, 2016 წელს - 62,5%, 2017 წელს კი საპროცესო შეთანხმებით
დასრულებულ საქმეთა მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და 70.1% შეადგინა,
2018 წელს-66,6%.16

2004 წლის საკანონმდებლო ცვლილებით შესაძლებელი იყო საპროცესო


შეთანხმება გაფორმებულიყო ნებისმიერი კატეგორიის (ნაკლებად მძიმე,
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე) დანაშაულის შემთხვევაში. „იმ
ეტაპისთვის საპროცესო შეთანხმების დადების საფუძველი იყო
ბრალდებულის თანხმობა ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეწოდებინა
უტყუარი ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები მძიმე დანაშაულის შესახებ,
რაც ამ დანაშაულის გახსნას ხელს შეუწყობდა.17 ანუ თავდაპირველ ეტაპზე
საპროცესო შეთანხმების საფუძველი მხოლოდ ბრალის აღიარება და
თანამშრომლობა იყო. მოგვიანებით ამ ინსტიტუტის ამოქმედებიდან
რამდენიმე თვეში სსსკ-ის საპროცესო შეთანხმების თავში განხორციელდა
მნიშვნელოვანი ცვლილება, „საპროცესო შეთანხმების საფუძველი ორად
გაიყო. 18 განხორციელებული ცვლილებით პროკურორს უფლება ჰქონდა
ეშუამდგომლა სასამართლოსთან სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი
განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უკვე ორ შემთხვევაში,
კერძოდ, თუ საპროცესო შეთანხმება გაფორმდებოდა ბრალზე ან სასჯელზე.
ბრალზე შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებული აღიარებდა ბრალს და
თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ხოლო სასჯელზე შეთანხმების
შემთხვევაში ბრალდებული არ აღიარებდა ბრალს, მაგრამ
თანამშრომლობდა გამოძიებასთან და თანახმა იყო პროკურორის მიერ

16
იხ. http://www.supremecourt.ge/statistics/
17
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშები და პრესრელიზები -
საპროცესო შეთანხმება საქართველოში, 6.
18
იქვე, 6.

11
შეთავაზებულ სასჯელის ზომაზე ან სასჯელისაგან სრულ
გათავისუფლებაზე.

ა)საპროცესო გარიგება ბრალზე შეთანხმებით - შესაძლებელი იყო


გამოყენებულიყო იმ შემთხვევაშიც, როდესაც სახეზე იყო დანაშაულთა
ერთობლიობა. ანუ ბრალდებულს (განსასჯელს) ჩადენილი ჰქონდა ორი ან
ორზე მეტი დამოუკიდებელი დანაშაული ან პირის მიერ ჩადენილი ერთი
კონკრეტული ქმედება ერთდროულად მოიცავდა ორი ან რადენიმე
დანაშაულის ნიშნებს. ამ შემთხვევაში ბრალზე შეთანხმებისას
ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებდა დანაშაულს. თუმცა აღიარებდა არა
ყველა ბრალდებას, არამედ ბრალდებათა მხოლოდ ნაწილს(ან მხოლოდ
ერთს). კერძოდ, თუ პირს ბრალად ედებოდა ორი ან ორზე მეტი
დანაშაულის ჩადენა, ბრალდებულს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ჩადენილ
რამდენიმე დანაშაულთაგან ეღიარებინა მხოლოდ ნაწილი (ან მხოლოდ
ერთი დანაშაული). ასეთი აღიარების სანაცვლოდ კი კანონი პროკურორს
აძლევდა უფლებას პირისათვის მოეხსნა ბრალდება სხვა დანაშაულთან
მიმართებაში. შედეგად ბრალდებული იღებდა სასჯელს მხოლოდ
აღიარებულ დანაშაულ(ებ)ზე. საბოლოოდ ბრალდებული იღებდა იმაზე
ნაკლებ სასჯელს ვიდრე იგი მიიღებდა ყველა ბრალდების აღიარების
შემთხვევაში. დანაშაულთა ერთობლიობის მეორე შემთხვევაში (როცა
პირის მიერ ჩადენილი ქმედება ერთდროულად შეიცავს ორი ან მეტი
დანაშაულის ნიშნებს) ბრალდებულს შეეძლო შესაძლო დანაშაულთაგან
ეღიარებინა ერთ-ერთი ან უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენა. ასეთი
აღიარების სანაცვლოდ პირს ბრალი წარედგინებოდა და სასჯელი
ეფარდებოდა მის მიერ აღიარებული დანაშაულის შესაბამისად. იგი არ
სამართლდებოდა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სხვა თუნდაც უფრო
მძიმე დანაშაულისთვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად
კანონის მიერ დაშვებული შესაძლებლობისა დანაშაულთა ერთობლიობის
დროს საპროცესო შეთანხმება ყველა წარდგენილი ბრალდების აღიარების

12
სანაცვლოდ ფორმდებოდა. ძირითადად შეღავათი ბრალდებულისათვის
(განსასჯელისათვის) უფრო მსუბუქი სასჯელის მიღებით ხდებოდა.

ბ) საპროცესო შეთანხმების გაფორმება სასჯელზე შეთანხმებით - კანონის


მიხედვით შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო მაშინ, რაცა ბრალდებული
არ ეწინააღმდეგებოდა წაყენებულ ბრალს, თუმცა ეთანხმებოდა
პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასჯელზე შეთანხმებისას ძირითადი პირობა შეთანხმების გაფორმების იყო
კონკრეტული სასჯელი ანუ ბრალდებულს ენიშნებოდა უფრო მსუბუქი
სასჯელი ვიდრე საპროცესო შეთანხმების გარეშე სავარაუდოდ
დაენიშნებოდა ან დანაშაულისათვის გათვალისწინებული რამდენიმე
შესაძლო სასჯელიდან ენიშნებოდა შედარებით მსუბუქი. მაგ., თუ პირის
მიმართ წაყენებული ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას
ან ჯარიმას, პროკურატურამ, შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად
სასამართლოსგან მოითხოვოს ჯარიმის დაკისრება.

საპროცესო შეთანხმების ზემოაღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით


დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ შეთანხმების გაფორმების
შედეგად(იქნება ეს შეთანხმება ბრალზე თუ სასჯელზე), ბრალდებული
იღებდა იმაზე უფრო მსუბუქ სასჯელს ვიდრე შეიძლებოდა მიეღო
შეთანხმების მიღწევის გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონი არ
ასხვავებდა და ორივე შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების
შედეგად პირი ითვლებოდა ნასამართლევად.19

2004 წლის 25 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებით საპროცესო


შეთანხმების საფუძვლის ორად გაყოფა ფორმალური აღმოჩნდა, რადგან
ბრალზე გარიგება თავისთავად გულისხმობდა ბრალდებულისათვის
არსებულ ისეთ შეღავათს როგორიცაა სასჯელზე შეთანხმება, სასჯელის
შემცირება, დანაშაულთა ერთობლიობისას ბრალდების შემსუბუქება ან

19
საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ასპექტები,
ადვოკატებისათვის ტრენერთა ტრენინგის მასალები, 2017, 6-7.

13
ნაწილობრივი მოხსნის შესაძლებლობა. სასჯელზე შეთანხმებისას კანონი
ბრალდებულს უფლებას აძლევდა დათანხმებოდა პროკურორს სასჯელის
ზომაზე ისე, რომ არ ეღიარებინა დანაშაული. აღნიშნულმა საკანონმდებლო
ცვლილებამ თავიდანვე გააჩინა აზრთა სხვადასხვაობა პრაქტიკოს და
მეცნიერ იურისტებს შორის. ნაწილი იურისტებისა მიიჩნევდა, რომ
სასჯელზე შეთანხმება ისე, რომ „ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს,
მაგრამ თანახმაა მოიხადოს სასჯელი“ უდანაშაულო ადამიანის
მსჯავრდებას გამოიწვევდა მაშინ, როცა ბრალის აღიარების დროს შესაბამის
სასჯელზე შეთანხმება თავისთავში უკვე მოიცავდა სასჯელზე
შეთანხმებას.20

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა პროფესორ რეზო


გოგშელიძის მოსაზრება, რომლის თანახმადაც არ არის მართებული
გამოვიყენოთ გამოთქმა - „შეთანხმება ბრალზე“ საფუძველია „საპროცესო
შეთანხმებისა“, რამეთუ თვითონ ბრალის ბუნება გამორიცხავს მასზე
შეთანხმებას. გარდა ამისა პირის ბრალეულობისა და არაბრალეულობის
საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივაა. არ შეიძლება ეს
უფლება, თუნდაც იშვიათად გადაეცეს პროკურორს. არადა თუ ვაღიარებთ,
რომ პროკურორი ბრალდებულს ურიგდება ბრალზე, გამოდის ის ადგენს
კიდეც მის ბრალეულობას და სასამართლოს დასადგენი არაფერი რჩება.
სასამართლოს რგოლი იმის მაგივრად, რომ ძლიერდებოდეს, სუსტდება და
მთელი დატვირთვა გადადის სასამართლომდელ წარმოებაზე.21

უფრო სწორია თუ ვისაუბრებთ, რომ „პირის ბრალის აღიარებით“


გამოცხადება საფუძველია „საპროცესო შეთანხმებისა“. ამ გამოთქმაში
იგულისხმება ის, რომ პირი უშვებს, რომ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო
ქმედება, რასაც ინანიებს, განიცდის და მზად არის დაეხმაროს
სამართალწარმოების ორგანოებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და აგოს

20
საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ასპექტები,
ადვოკატებისათვის ტრენერთა ტრენინგის მასალები, 2017, 8.
21
გოგშელიძე რ., (რედ.), სისხლის სამართლის პროცესი კერძო ნაწილი, თბ., 2008, 373.

14
პასუხი ჩადენილი ქმედებისათვის. მეორეს მხრივ, პირი შესაძლოა არ
ინანიებდეს, არ განიცდიდეს ჩადენილ ქმედებას, მაგრამ მიანჩნდეს, რომ
ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით აკრძალული ქმედება და მზად იყოს
დაეხმაროს გამოძიებას და პასუხიც აგოს ჩადენილი ქმედებისათვის. აი, ეს
მოქმედება „ბრალის აღიარებით“ გამოცხადება წარმოჩინდება, როგორც
პირის შემამსუბუქებელი გარემოება და ნიადაგის შემზადებად, რომ
გარიგება მოხდეს ბრალდებაზე (ბრალდებებზე) და არა ბრალზე. ეს კი
გულისხმობს იმას, რომ პირს ბრალდებაზე გარიგებით პროკურორმა
მოუხსნას უფრო მძიმე ბრალდება და წარუდგინოს ნაკლებად მძიმე
ბრალდება.22

რაც შეეხება „შეთანხმებას სასჯელზე“ პროფესორ რეზო გოგშელიძის


აზრით, არის სრულიად ზედმეტი. თუ ბრალდებული ინარჩუნებს
დუმილის უფლებას (ე.ი. არ ცნობს წარდგენილ ბრალდებას), მაგრამ მის
მიმართ წარდგენილი ბრალდება გამყარებულია მტკიცებულებათა
ერთობლიობით, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მან
ჩაიდინა დანაშაული და ასეთ შემთხვევაში ბრალდებულს მივცემთ
შესაძლებლობას შეუთანხმდეს პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან
სრულად გათავისუფლებაზე ამის ერთადერთი შედეგი იქნება ის, რომ
ბრალდებულს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის
გარკვეულ თანხას გადავახდევინებთ. ეს კი არ იმოქმედებს მის
გამოსწორებაზე, სულიერ აღზრდაზე. ამით დაიკარგება სისხლის
სამართლის პროცესის მიზანი, გაუფასურდება სასჯელის მიზანიც.23

2005 წლის 25 მარტის საკანონმდებლო ცვლილებით ბრალზე და სასჯელზე


შეთანხმების შემთხვევაში ბრალდებული გათავისუფლდა გამოძიებასთან
თანამშრომლობის და დახმარების პირობისაგან. გამოძიებასთან
თანამშრომლობა სავალდებულო გახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა
საქმე სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას შეეხებოდა.

22
გოგშელიძე რ., (რედ.), სისხლის სამართლის პროცესი კერძო ნაწილი, 374.
23
იქვე, 375.

15
2004 წლის კანონის პირველადი ვარიანტის მიხედვით საპროცესო
შეთანხმების ინიციატორი მხოლოდ პროკურორი იყო, მხოლოდ მას შეეძლო
საპროცესო გარიგების შეთავაზება. 2005 წლის 25 მარტის ცვლილების
შემდეგ საპროცესო გარიგების შეთავაზების უფლება თვითონ
ბრალდებულს/განსასჯელს და სასამართლოსაც მიეცა. ანუ მოსამართლესაც
ჰქონდა უფლება წინადადებით მიემართა მხარეებისათვის ეფიქრათ
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

კანონმა მოსამართლეს დისკრეციის უფლება დაუტოვა. მოსამართლე არ


იყო ვალდებული დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება. კანონის
პირველად რედაქციაში მოსამართლეს ჰქონდა უფლებამოსილება თუ
პროკურორის მიერ მოთხოვნილ სასჯელს მკაცრად მიიჩნევდა სასჯელი
შეემსუბუქებინა ბრალდებულისათვის. 2006 წლის 29 დეკემბრის
ცვლილებებით მოსამართლეს სასჯელის შემსუბუქების საშუალება
ჩამოერთვა და მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში დარჩა
ცვლილებების შეტანის უფლება.24

ქართულ კანონმდებლობაში საპროცესო ინსტიტუტის დანერგვამდე


სისხლის სამართლის კოდექსი მოსამართლეს ანიჭებდა უფლებას თუ
არსებობდა განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოს
დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით შეეძლო დაენიშნა სსკ-ის
შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე
ნაკლები სასჯელი ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი.25

მოგვიანებით კი სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული 2006


წლის 28 აპრილის ცვლილებებით მოსამართლეს საერთოდ აეკრძალა

24
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშები და პრესრელიზები -
საპროცესო შეთანხმება საქართველოში, 9.
25
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 55-ე მუხლი 2004 წლის 13 თებერვლამდე
რედაქცია.

16
კანონით დადგენილზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, თუ პირთან
საპროცესო შეთანხმება არ იქნებოდა გაფორმებული26.

მინიმალურ სასჯელზე ნაკლების შეფარდება მხოლოდ საპროცესო


შეთანხმების პირობებში გახადა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში კი სასჯელის
ზომის განსაზღვრა ექსკლუზიურად პროკურორს მიენიჭა. მართალია, ამ
შემთხვევაში სასჯელის ზომის განსაზღვრისას ბრალდებულის თანხმობა
კვლავ აუცილებელ პირობად დარჩა, მაგრამ მას პროკურორთან შედარებით
გაცილებით ნაკლები ბერკეტი დაუტოვა. მოსამართლეს მხოლოდ
პროკურორის შუამდგომლობის დამტკიცება არდამტკიცება და
მხარეებისათვის სასჯელის ან სხვა პირობის შეცვლის მხოლოდ
შეთავაზების უფლება დარჩა და არა სასჯელის ზომაზე საკუთარი
დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული ცვლილებით
სასჯელის სახის და ოდენობის განსაზღვრა, სასჯელის შემსუბუქება
ფაქტობრივად მხოლოდ პროკურორის პრეროგატივა გახდა და ამ
ცვლილებებით ცალსახად შეიძლება აღინიშნოს, რომ მოსამართლის
უფლებები გაცილებით მეტად შეიზღუდა პროკურორის მხარის
სასარგებლოდ.27

2. საპროცესო შეთანხმების არსი საქართველოს მოქმედი სისხლის


სამართლის საპროცესო კანონმდებლობით

კლასიკური გაგებით განასხვავებენ საპროცესო შეთანხმების სამ ფორმას: 1.


შეთანხმება ბრალის შესახებ - Charge Bargaining - პროკურორი ბრალის
აღიარების სანაცვლოდ იღებს გადაწყვეტილებას ბრალდების შემსუბუქების
ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. 2. შეთანხმება სასჯელის შესახებ -
Sentence Bargaining - პროკურორი ბრალის აღიარების სანაცვლოდ იღებს

26
საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და
დამატების შეტანის შესახებ 2006 წლის 28 აპრილი, სისხლის სამართლის კოდექსი 55-ე
მუხლი.
27
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშები და პრესრელიზები -
საპროცესო შეთანხმება საქართველოში, 9.

17
გადაწყვეტილებს სასჯელის შემცირების თაობაზე. ამ შემთხვევაში არ
იცვლება წარდგენილი ბრალდება, არც კვალიფიკაცია, შეთანხმება ეხება
კანონით გათვალისწინებულ სასჯელთაგან უფრო მსუბუქის მოთხოვნას; 3.
შეთანხმება ფაქტზე - Fact bargaining - პროკურორი და ბრალდებული
თანხმდებიან სისხლის სამართლის საქმეზე გარკვეული ფაქტების
არსებობაზე, სანაცვლოდ პროკურორი სხვა ფაქტებს არ წარადგენს
სასამართლოში. მაგალითად, პროკურატურა თანახმაა სასამართლოში
წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში არ შეიტანოს მოწმის დაკითხვის
ოქმი, რომლითაც დასტურდება ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტი.
სანაცვლოდ ბრალდებულისაგან - ნარკორეალიზატორისაგან ითხოვს
ნარკოტიკული ნივთიერების წარმოშობის ფაქტის აღიარებას, ე.ი.
მომწოდებლის დასახელებას.28

2009 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული


ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც 2010 წლის 1-ლ
ოქტომბერს ამოქმედდა, სამართლიანი პროცესის და სწრაფი
მართლმსაჯულების პრინციპს ბრალდებულის მთავარ და თანაბარ
უფლებათა რანგში წარმოაჩენს. 29

საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდებულის/მსჯავრდებულის


უფლებაა. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გარანტირებული
საქმის არსებითი განხილვის უფლების შეზღუდვაზე და თავად ამბობს
უარს კანონით მინიჭებულ მთელ რიგ უფლებებზე, ანუ საპროცესო
შეთანხმების დადება და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის
გამოტანა ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარკვეული
საპროცესო უფლებების ნებაყოფლობით შეკვეცის ხარჯზე. სწორედ ამიტომ
უმნიშვნელოვანესია, რომ საპროცესო კანონმდებლობით

28
http://criminal.findlaw.com/criminal-procedure/plea-bargaining-areas-of-negotiation.html,
ნანახია - 17.12.2018.
29
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშები და პრესრელიზები -
საპროცესო შეთანხმება საქართველოში, 34.

18
გათვალისწინებული იყოს შესაბამისი საპროცესო გარანტიები, იმისათვის,
რომ არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ მხრივ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი რამდენიმე
გარანტიას ითვალისწინებს. კერძოდ: საპროცესო შეთანხმების დადების
თაობაზე მოლაპარაკების მიმდინარეობისას ბრალდებულს სავალდებულოა
ჰყავდეს ადვოკატი და ჰქონდეს მისგან კვალიფიციური იურიდიული
დახმარების მიღების შესაძლებლობა; საპროცესო შეთანხმება უნდა დაიდოს
წამების, არაადამიანური ანდა მამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი
ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.
ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი
განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი
საპროცესო შეთანხმებაზე და მოითხოვოს სასამართლოს მიერ მისი საქმის
არსებითი განხილვა. ამასთან, თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო
შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენს ან ბრალდებული თვითონ
განაცხადებს უარს საპროცესო შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის
მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება.30

საქ. სსსკ 210-ე მუხლის თანახმად, საპროცესო შეთანხმება იდება


პროკურორსა და ბრალდებულს/მსჯავრდებულს შორის. საპროცესო
შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. თუმცა პროკურორი არ
არის უფლებამოსილი დამოუკიდებლად მიიღოს საპროცესო შეთანხმების
დადების გადაწყვეტილება, ვინაიდან, კანონმდებლის იმპერატიული
მოთხოვნაა საპროცესო შეთანხმების დადებისას ზემდგომი პროკურორის
წერილობითი თანხმობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროკურატურის
საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქციას.31

30
დოლიძე ვ., საპროცესო შეთანხმება საქართველოში - გამოწვევები და ტენდენციები,
ჟურნალი „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“ #3, 2018, 52.
31
ჭანტურიძე გ., საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის საპროცესო პრინციპებთან
მიმართებაში, თბ., 2007, 59.

19
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავი
ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას
ყველა კატეგორიის დანაშაულზე, რა დროსაც ბრალდებული აღიარებს
დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალის
შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. ამასთან, საპროცესო კოდექსის
218-ე მუხლი, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებლად მიიჩნევს
ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად
გათავისუფლებას, საქართველოს მთავარი პროკურორის შუამდგომლობის
საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებულ ყველა დანაშაულზე, გარდა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 1441-1443 მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულის საქმეებისა.32

დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით,


საპროცესო შეთანხმების გაფორმების აუცილებელი წინაპირობაა ბრალის
აღიარება. აღნიშნულთან ერთად ბრალდებული უთანხმდება პროკურორს
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობაზე: სასჯელზე (მაგ.,სსკ-ის 177-
ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. ბრალის აღიარების
შემთხვევაში, შესაძლოა ბრალდებული და პროკურორი შეთანხმდნენ, რომ
ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს აღნიშნული
მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელი -
თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით); ბრალდების შემსუბუქებაზე
(მაგ.,ბრალდებულს ბრალი ედება სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. საპროცესო შეთანხმების
საფუძველზე შესაძლოა ბრალდებული და პროკურორი შეთანხმდნენ, რომ
ბრალდებული დამნაშავედ იქნება ცნობილი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენაში; ბრალდების

32
ჩომახაშვილი ქ., უფასო იურიდიული დახმარება საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას
(საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა), 2017 წელი.

20
ნაწილობრივ მოხსნაზე (მაგ., ბრალდებულს ბრალი ედება სსკ-ის 177-ე და
178-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში. საპროცესო
შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა ბრალდებული დამნაშავედ იქნება
ცნობილი მხოლოდ 178-ე მუხლით).33

მოქმედი სისხლის სამრთლის საპროცესო კოდექსი საპროცესო შეთანხმების


დადებისთვის დამატებით განსაზღვრავს პირობებს, რომლებიც ძირითად
პირობასთან (ბრალის აღიარებასთან) ერთად უნდა იქნეს გამოყენებული.
ასეთი პირობებია:თანამშრომლობა;ზიანის ანაზღაურება.

ბრალის აღიარებასთან ერთად შესაძლებელია ზემოაღნიშნული


დამატებითი პირობებიდან ერთ-ერთის ან ორივეს ერთდროულად
გამოყენება. მხოლოდ თანამშრომლობაზე ან/და მხოლოდ ზიანის
ანაზღაურებაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალის აღიარების
გარეშე დაუშვებელია. საპროცესო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს
არამხოლოდ ფაქტობრივი თანამშრომლობის დროს, არამედ სამომავლო
თანამშრომლობაზეც. მხარეები ასევე შეიძლება შეთანხმდნენ ზიანის
მთლიან ან ნაწილობრივ ანაზღაურებაზე. პირობის შეუსრულებლობა
საპროცესო შეთანხმების შედეგად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების
საფუძველია.34

საპროცესო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს მას შემდეგ, რაც პირი


ბრალდებულად იქნება ცნობილი, ხოლო შეთანხმების დამტკიცება
შესაძლოა განხორციელდეს სისხლის სამართლის პროცესის შემდეგ
ეტაპებზე: ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე;
წინასასამართლო სხდომაზე; პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის
განხილვისას; სააპელაციო განხილვისას; საკასაციო განხილვისას.

33
გიორგაძე გ., (მთ.რედ.),საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
კომენტარი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა, თბ., 2015,
633.
34
მესხორაძე ლ., საპროცესო შეთანხმება და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება:
ეროვნული სამართალი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა,
გამომცემლობა მერიდიანი, თბ., 2016,12.

21
შესაბამისად, თითოეულ ეტაპზე მოსამართლე მხარეებთან არკვევს
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. თუ შეთანხმება
მიღწეულია, სასამართლო ამტკიცებს მას, ხოლო თუ მხარეებს შორის
მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე
მოსამართლე განსაზღვრავს გონივრულ ვადას. გონივრულობის შეფასება
უნდა მოხდეს იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია სწრაფი
მართლმსაჯულების განსახორციელებლად. სასამართლო უფლებამოსილია
არ დაამტკიცოს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება სსსკ-ით
გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. დამტკიცებაზე უარის
თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს მოლაპარაკების მიმდინარეობის და
შეთანხმების გაფორმების პროცესში სსსკ-ის მოთხოვნათა დარღვევა.
პროკურორმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს
ბრალდებულისათვის უფლებების განმარტების, მოლაპარაკების პროცესის
კანონით დადგენილ ჩარჩოებში წარმართვისა და საპროცესო შეთანხმების
ოქმის კანონის დაცვით შედგენის ვალდებულება.

3. სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო შეთანხმების შესახებ


შუამდგომლობის განხილვისას

ალბერტ დაბლიუ ალშულერი (ALBERT W. ALSCHULER) თავის ნაშრომში -


„მოსამართლის როლი საპროცესო შეთანხმებაში“ - განასხვავებს საპროცესო
შეთანხმების სისტემის 4 ტიპს, რომელშიც მოსამართლეს აქვს
განსხვავებული როლი. პირველი, როცა მოსამართლე არ არის ჩართული
საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში და რომელშიც მოლაპარაკების
ამოცანა ექსკლუზიურად პროკურორს ეკუთვნის, მეორე, რომელშიც არც
მოსამართლე და არც პროკურორი არ აწარმოებენ პირდაპირ მოლაპარაკებას
ადვოკატებთან, მაგრამ ამ სისტემაში მოსამართლე ახალისებს საპროცესო
შეთანხმების დადებას იმით, რომ რეგულარულად მკაცრად სჯის იმ
ბრალდებულებს, რომლებიც საქმის არსებით განხილვას ამჯობინებენ
დანაშაულის აღიარებას. მესამე ტიპის სისტემაში მოსამართლე აქტიურად
მონაწილეობს წინასაპროცესო მოლაპარაკებებში და ბრალდებულს
22
სთავაზობს სპეციფიკურ ბენეფიტებს საპროცესო შეთანხმების დადების
სანაცვლოდ. მეოთხე სახის სისტემაში მოსამართლეები მონაწილეობენ
მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ თავს არიდებენ სპეციფკურ
წინასაპროცესო დაპირებებს.35

ერთ-ერთი მოსაზრებით, მოსამართლე უნდა მონაწილეობდეს საპროცესო


შეთანხმების დადებისას დისკუსიებში, რადგან მოსამართლის ამგვარი
აქტიურობა იძლევა სასჯელის პროგნოზირების საშუალებას. მოსამართლეს
ევალება შექმნას გულწრფელი ატმოსფერო, ხოლო პროკურორი ღიად
საუბრობს საქმის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რაც იძლევა საშუალებას, რომ
ბრალდებული არ დარჩეს „სიბნელეში“ და უკეთ იყოს ინფორმირებული
საპროცესო ალტერნატივების შესახებ. აღნიშნული კი მოხსნის იმ
გაურკვევლობას, რაც აწუხებთ ბრალდებულსა და ადვოკატს. აღარ იქნება
აუცილებელი „ტექნიკური და პროცედურული მანქანის სრული
რიტუალის“ გავლა, რაც თავის მხრივ შეამცირებს საქმეთა გაჭიანურებას.

ამის საწინააღმდეგოდ ზოგიერთი თვლის, რომ მოსამართლის ძალაუფლება


საპროცესო შეთანხმების დადებისას იმდენად იძულებითი ხასიათის
მატარებელია, რომ ბრალდებულს არ შეუძლია ნებაყოფლობით
დაეთანხმოს მოსამართლის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას და
აღნიშნული უბიძგებს მას თავი დამნაშავედ ცნოს.36

რაც შეეხება, თანამედროვე ქართულ რეალობას სისხლის სამართლის


პროცესი წარმოადგენს მხარეთა შეჯიბრებითობაზე დაფუძნებულ პროცესს.
მტკიცებულებების მოპოვება, სასამართლოში მათი წარდგენა და
გამოკვლევა მხოლოდ მხარეების კომპეტენციაა. მხარეებს შეუძლიათ
პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაამთავრონ საქმის წარმოება ბრალდებაზე
უარის თქმის ან საპროცესო შეთანხმების გზით. მოსამართლე ინარჩუნებს

35
ALBERT W. ALSCHULER, THE TRIAL JUDGE'S ROLE IN PLEA BARGAINING, PART I, COLUMBIA LAW
REVIEW, Vol. 76, No. 7, NOVEMBER 1976, 1061.
36
Herbert S. Miller,William F. McDonald, James A. Crame, Plea Bargaining in the United States,
U.S. Department of Justice, 1978, 203-205.

23
ნეიტრალურ პოზიციას და საბოლოო გადაწყვეტილებას მხარეების მიერ
წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იღებს.37

სწორედ სისხლის სამართლის პროცესისათვის დამახასიათებელი ამ


სირთულეებიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს
უზრუნველყოფის მიზნით, უმნიშვნელოვანესია მოსამართლის როლისა და
მისი უფლებამოსილების ფარგლების შესაბამისი რეგულირება. საპროცესო
შეთანხმების ინსტიტუტზე მსჯელობისას უნდა ითქვას, რომ საპროცესო
შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკება პროკურორსა და დაცვის
მხარეს შორის მიმდინარეობს, რაშიც მოსამართლე არ მონაწილეობს, მაგრამ,
მიუხედავად იმისა, თუ რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა, საბოლოო
გადაწყვეტილების მიღება მაინც სასამართლოს პრეროგატივაა და
საპროცესო შეთანხმება ძალას მხოლოდ მას შემდეგ იძენს, რაც სასამართლო
მას დაამტკიცებს გამამტყუნებელი განაჩენით. სწორედ მოსამართლე უნდა
იყოს იმის გარანტი, რომ ასეთი შეთანხმებით ზიანი არ მიადგეს
ბრალდებულის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მოსამართლე
სისხლის სამართლის საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არკვევს
მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობას, ასევე საკითხს,
დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე
განაჩენის გამოტანის თაობაზე. ამ საკითხს სასამართლო არკვევს როგორც
პირველი წარდგენის სასამართლო სხდომაზე, ასევე წინასასამართლო და
საქმის არსებითი განხილვის სხდომებზეც. თუკი გაირკვევა, რომ
დაყენებულია შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე
განაჩენის გამოტანის თაობაზე, ასეთ შემთხვევაში სასამართლო იხილავს
აღნიშნულ შუამდგომლობას საქ. სსსკ XXI თავით დადგენილი წესით და
იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო
შეთანხმების პირობებს თავად მხარეები განსაზღვრავენ და მოსამართლეს
უფლება არ აქვს ჩაერიოს ამ პროცესში, მას შეუძლია შესთავაზოს მხარეებს,

37
დოლიძე ვ., საპროცესო შეთანხმება საქართველოში - გამოწვევები და ტენდენციები,
ჟურნალი „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“ #3, 2018 ,54.

24
შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვისას შეცვალონ
საპროცესო შეთანხმების პირობები და მათი თანხმობის შემთხვევაში,
შეიტანოს მასში ცვლილებები.38

2014 წლის 24 ივლისს განხორციელებული ცვლილების შედეგად საქ. სსსკ


212-ე მუხლს დაემატა მე-3 პრიმა ნაწილი, რომელიც იმპერატიულად
განსაზღვრავს, რომ სასამართლომ არ უნდა დაამტკიცოს საპროცესო
შეთანხმება, თუ მას მიაჩნია, რომ საქ. სსსკ 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები ვერ მიიღო.
საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, მოსამართლისთვის
აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება მნიშვნელოვან ფაქტორს
წარმოადგენს, რადგან საპროცესო შეთანხმების დადებისას, მიუხედავად
იმისა, რომ პირი აღიარებს ბრალს, აუცილებელია ზემოაღნიშნული
გარანტიები დაცული იყოს და მათი უგულებელყოფის შემთხვევაში,
სასამართლო (მოსამართლე) ვალდებულია არ დაამტკიცოს საპროცესო
შეთანხმება.39

სწორედ მოსამართლე არის გარანტი იმისა, რომ ბრალდებულის უფლებები


იქნას დაცული საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას. არსებითი
განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ პროკურორის
შუამდგომლობას განიხილავს მოსამართლე გამოძიების ადგილის
მიხედვით ან იმ სასამართლოს მოსამართლე, რომლის სამოქმედო
ტერიტორიაზეც ჩატარდა პირველი წარდგენის სხდომა. მოსამართლე
ამტკიცებს მხარეთა შორის გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებას ან უარს
ამბობს მის დამტკიცებაზე. გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო
ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: საპროცესო შეთანხმება დადებულია

38
დოლიძე ვ., საპროცესო შეთანხმება საქართველოში - გამოწვევები და ტენდენციები,
ჟურნალი „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“ #3, 2018, 54.

39
დოლიძე ვ., საპროცესო შეთანხმება საქართველოში - გამოწვევები და ტენდენციები,
ჟურნალი „სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“ #3, 2018, 55, იხ. ციტირება:
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“, თბ., 2014, 286.

25
წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი
ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული
ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულიად აცნობიერებს
საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლეობის სამართლებრივ
შედეგებს, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება
ნიშნავს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას, რაც იწვევს ნასამართლეობას,
რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო
პასუხისმგებლობისაგან; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური
იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა საპროცესო შეთანხმების
შეთავაზების და მოლაპარაკების მიმდინარეობის პროცესში ჰყავდა
ადვოკატი, რომელმაც მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტა საპროცესო
შეთანხმების არსი, უფლება არსებით განხილვაზე და როგორც არსებითი
განხილვით, ისე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის
მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები; ბრალდებული სრულად
აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი
ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის
გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან
დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის
აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ
დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის
წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი
საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის, საპროცესო
შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი
განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ
საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა

26
პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ
საქმის მასალებს.

მითითებული საკითხების გარკვევას მოსამართლე ბრალდებულისათვის


კითხვების დასმის გზით ამოწმებს და გადაწყვეტილებას თითოეულ
საკითხთან დაკავშირებით ბრალდებულის განცხადების, საქმის მასალებისა
და შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებს. გარდა აღნიშნულისა
მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს, რომ მას აქვს უფლება საჩივარი
შეიტანოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე,
რაც ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო
შეთანხმების დამტკიცებას.40

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების


მიღებამდე სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ
ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს: დასაბუთებულია თუ არა
ბრალდება; არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული
გარემოებები (საპროცესო შეთანხმება გაფორმდა თუ არა სსსკ-ის
მოთხოვნათა დაცვით); არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი
პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი; არსებობს თუ არა
სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11-ე პრიმა ნაწილით გათვალისწინებული საქმის
არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი
მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ
ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების
მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს
მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

აღნიშნული გარემოებების შემოწმების შემდეგ სასამართლო


უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: საქმის

40
მესხორაძე ლ., საპროცესო შეთანხმება და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება:
ეროვნული სამართალი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა,
გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი 2016, 30.

27
არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ - ამგვარ
გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სისხლის სამართალწარმოების
ნებისმიერ სტადიაზე; საქმის პროკურორისთვის დაბრუნების შესახებ -
ამგვარ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს მაშინ, როცა არ არსებობს
საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი
მტკიცებულებები, ან საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის
გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა სსსკ-ის მოთხოვნათა
დარღვევით არის წარდგენილი. მითითებული საფუძვლების არსებობისას
სასამართლო უფლებამოსილია საქმე პროკურორთან დააბრუნოს
სამართალწარმოების ნებისმიერი ეტაპიდან. თუმცა, თუ სასამართლო
საპროცესო შეთანხმებას არ დაამტკიცებს სხვა საფუძვლით (მაგალითად,
სასჯელის სიმკაცრის მოტივით), საქმის პროკურორთან უკან დაბრუნება
დამოკიდებულია იმაზე, თუ სამართალწარმოების რომელ ეტაპზე
განიხილებოდა არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ
შუამდგომლობა. თუ საკითხი იხილებოდა წინასასამართლო სხდომაზე,
მოსამართლე, სასჯელის სიმკაცრის მოტივით, საპროცესო შეთანხმების
დამტკიცებაზე უარის შემთხვევაში, საქმეს უბრუნებს პროკურორს, ხოლო
თუ საკითხი იხილებოდა არსებითი განხილვის სხდომაზე, საქმე უკან არ
უბრუნდება პროკურორს, კანონით დადგენილი წესით გრძელდება
არსებითი განხილვა და მოსამართლეს გამოაქვს გამამართლებელი ან
გამამტყუნებელი განაჩენი; კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი
განხილვის თაობაზე - ამგვარ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს მაშინ,
როცა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი განიხილება საქმის
არსებითი განხილვის სხდომაზე და სასამართლო უარს ამბობს მის
დამტკიცებაზე სხვა საფუძვლით (მაგალითად, სასჯელის სიმკაცრის
მოტივით). საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის შემთხვევაში,
საქმე უკან არ უბრუნდება პროკურორს, კანონით დადგენილი წესით

28
გრძელდება არსებითი განხილვა და მოსამართლეს გამოაქვს
გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი.41

პრაქტიკული თვალსზრისით საინტერესოა სასამართლოს


გადაწყვეტილებები, როცა მოსამართლემ არ დაამტკიცა საპროცესო
შეთანხმება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი, რომელსაც მოვიყვან
ადვოკატებისათვის ტრენერთა ტრენინგის მასალებიდან: „საპროცესო შეთანხმება
და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ასპექტები“ - 2017 წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება

ბრალდების არსი

ბრალდებულ ა. ად.-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა მოძრაობის


მონაწილის მიერ გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე ან 276-ე
მუხლებში აღნიშნული პირებისა, ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის
წესის დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. სახელდობრ, 2013 წლის 22 ნოემბერს
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მეხრე ა. ად. საჭაპნე
ტრანსპორტით მოძრაობდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა
უგულვებელყოფით, კერძოდ, საჭაპნე ტრანსპორტი არ იყო აღჭურვილი
აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული მოწყობილობებით. ყვარლიდან
თელავის მიმართულებით ასევე მოძრაობდა „მაზდას“ მარკის ავტომანქანა,
რომელიც უკნიდან შეეჯახა საგზაო მოძრაობის მონაწილე ა.ად.-ს საჭაპნე
ტრანსპორტს. შეჯახების შემდეგ გადავიდა საავტომობილო გზიდან და
შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მგზავრები ნ.
და მ. გარდაიცვალნენ.

41 გიორგაძეგ., (მთ.რედ.), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი,


ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა, თბ., 2015, 644.

29
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული
დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ავტომობილ „მაზდას“ მძღოლს
ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან
აცილება არ შეეძლო.

კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია საჭაპნე


ტრანსპორტის მეხრის ა.ად.-ის მიერ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რომელთა
დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი
არ ექნებოდა.

ა.ად.-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის


კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილით. (ტრანსპორტის უსაფრთხო
მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი

ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). ბრალდებულმა აღიარა წარდგენილი ბრალი

და წერილობით ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

სასამართლოს პოზიცია

სისხლის სამართლის საქმეში არსებული 2013 წლის 22 ნოემბრის


შემთხვევის ადგილის დათალიერების ოქმით ირკვევა, რომ ა.ად. -ის
ტრანსპორტი წარმოადგენდა საჭაპნე ტრანსპორტს, ვინაიდან იგი
გადაადგილდებოდა მასში შებმული პირუტყვის ძალის, ცხენის მეშვეობით.
იგივე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ასევე დგინდება, რომ
„...შემთხვევის ადგილზე მდებარე ურემს უკეთია ავტომობილის ორი ცალი
საბურავი...“, რასაც ადასტურებს ასევე შემთხვევის ადგილის
ფოტოილუსტრაცია. ვინაიდან ა. ად.-ის საჭაპნე ტრანსპორტი
წარმოადგენდა ორთვალა ურემს და არა საჭაპნე ოთხთვალას ა. ად.-ს არ
შეეძლო დაერღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან
სათანადო მოწყობილობებით აღჭურვა ვრცელდება მხოლოდ საჭაპნე

30
ოთხთვალაზე და არა ყველა საჭაპნე ტრანსპორტზე, როგორიც შეიძლება
იყოს მაგალითად, ურემი, მარხილი და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ


ეტაპზე ა. ად.-ის ქმედების შეფასება, როგორც ტრანსპორტის უსაფრთხო
მოძრაობის წესის დარღვევა დაუსაბუთებელია, რის გამოც წარდგენილი
საპროცესო შეთანხმება არ უნდა დამტკიცდეს და უნდა გაგრძელდეს საქმის
არსებითად განხილვა.

ზემოაღნიშნული შემთხვევა მაგალითია იმისა, თუ სასამართლომ სწორი


ჩარევით როგორ აიცილა თავიდან ბრალდებულის უკანონო მსჯავრდება.
ბრალდებული სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მან ჩაიდინა
კანონდარღვევა და აღიარა კიდეც დანაშაული. აქედან ჩანს, რომ ადვოკატი
ბრმად მიენდო პროკურატურას და კრიტიკულად არ შეაფასა წარდგენილი
ბრალდება. სასამართლომ კი საქმის გარემოებების სრული შესწავლით
შეავსო ის ხარვეზი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა
როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის


გადაწყვეტილება

2013 წლის 23 ოქტომბერს სასამართლოში წარდგენილ იქნა პროკურორის


შუამდგომლობა ბრალდებულ შ. თ. -სთან დადებული საპროცესო
შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

შუამდგომლობის მიხედვით შ.თ.-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო


მოხმარებისათის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ კვლავ
უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე, მოიხმარა ნარკოტიკული
საშუალება.

ადვოკატთნ იურიდიული კონსულტაციის შემდეგ ბრალდებულმა ითხოვა


საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე შეთანხმებით.

31
სასამართლოს პოზიცია

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, შ. თ.-ს ბრალდება


წარედგინა 2013 წლის 23 ოქტომბერს. დადგენილება პირის ბრალდების
შესახებ გამოტანილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 169-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, არ არის
მითითებული ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმდების
აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის,
ასევე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. არ არის
მითითებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც
საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული
ამ პირმა ჩაიდინა. არ ირკვევა დადგენილების შემდგენელი უფლებამოსილი
პირის ვინაობა და დადგენილებას არ გააჩნია შემდგენელი უფლებამოსილი
პირის ხელმოწერა. რის გამოც შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების
დამტკიცების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და
უარი ეთქვას მხარეებს მათ შორის დადებული საპროცესო შეთანხმების
დამტკიცებაზე. სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს პროკურორს.

აღნიშნულ შემთხვევაში აშკარაა, რომ პროკურორი იყო გამოუცდელი და მას


ყურადღებიდან გამორჩა მოთხოვნები, რომელიც წაყენებულია საპროცესო
დოკუმენტის, კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების
შედგენისათვის. აქაც სასამართლოს ძალისხმევით კიდევ ერთხელ გახდა
ბრალდებისა და დაცვის მხარისათვის ნათელი თუ რა მაღალ სტანდარტს
ადგენს კანონმდებელი და როგორი სიფრთხილეა საჭირო მაშინ, როცა საქმე
ეხება პირის ბრალდებულად ცნობას და ბრალდებულის მიმართ არსებითი
განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 სექტემბრის


გადაწყვეტილება

ბრალდების არსი

32
ბრალდებულებს ნ.ტ.-ს და ზ.ტ.-ს ბრალი ედებოდათ მასში, რომ
ჯგუფურად, არაერთგზის ჩაიდინეს ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის
ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სახელდობრ, 2014 წლის ივნისიდან 2014
წლის 18 აგვისტომდე ზ.ტ. და ნ.ტ. ერთად, წინასწარი შეთანხმებით,
ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად
დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 45 მერტის სიგრძის 300მმ. დიამეტრის
ლითონის მილებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა 2000 ლარის
ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

პროკურორსა და ბრალდებულებს შორის, მათი ინტერესების დამცველი


ადვოკატის მონაწილეობით, დაიდო საპროცესო შეთანხმება.

სასამართლოს არგუმენტაცია

სისხლის სამართლის საქმეში არსებული დაზარალებულად ცნობის შესახებ


დადგენილებით დაზარალებულად ცნობილია სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო.

საქმის მასალებში არ მოიპოვება ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დოკუმენტი,


რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულების მიერ
მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ქონება ეკუთვნოდა ამა თუ იმ
პირს, სახელმწიფოს ან/და რომელიმე სხვა სუბიექტს.

აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის


სამართლის საქმეზე არ არის დადგენილი დაზარალებული და შესაბამისად,
ფორმალურადაა ცნობილი დაზარალებულად სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტო.

საქართველოს სსსკ-ის 217-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,


პროკურორი ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დადებამდე
გაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია და შეატყობინოს მას საპროცესო
შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორი ადგენს ოქმს. ვინაიდან

33
მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
დაზარალებულად ცნობას ფორმალური ხასიათი აქვს დაზარალებულთან
გასაუბრების ოქმიც იღებს ფორმალურ ხასიათს და თავისთავად დაცული
არ არის 217-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ეტაპზე


არ არსებობდა ბრალდებულების მიმართ საქმის არსებითი განხილვის
გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები.

სასამართლომ დაადგინა, რომ იმ ეტაპზე ბრალდებულის ქმედების


შეფასება ქურდობად, დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც წარმოდგენილი
საპროცესო შეთანხმებები არ უნდა დამტკიცებულიყო და საქმე უნდა
დაბრუნებოდა პროკურორს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოხდა საქმის დაშლა, ვინაიდან


საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. წესით ეს ყურადღებიდან არ
უნდა გამორჩენოდა ადვოკატს. მაგრამ, ცხადია, ადვოკატი ინერტულად
მიჰყვა პროკურატურის ნებას და ამჯობინა პროკურორთან შეთანხმებით
გადაეწყვიტა პრობლემა. პროკურორს კი ან მხედველობიდან გამორჩა
არსებითი ხასიათის მტკიცებულება ან მიზანმიმართულად შეეცადა ამ
მტკიცებულების გარეშეც მიეღწია მიზნისთვის და გამამტყუნებელი
განაჩენი დამდგარიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლი 16 მაისის გადაწყვეტილება

ბრალდების არსი

ბრალდებულ ვ. ძ.-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ იყო რა ნასამართლევი


განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, ატარებდა ცივ იარაღს. მისი ქმედება
დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით
(ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის

34
მიერ). ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდეგ ბრალდებულმა
ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალზე შეთანხმებით.

სასამართლოს სხდომაზე შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების


დამტკიცების შესახებ მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა და მისი
ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

სასამართლოს არგუმენტაცია

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ


შუამდგომლობის განხილვისას ბრალდებულმა ვ. ზ.-მ განმარტა, რომ იგი
აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედება, სახელდობრ, იმას, რომ ატარებდა
დანას. დანა სჭირდებოდა საკვების მისაღებად. კერძოდ, კბილები აქვს
დაზიანებულ-მორყეული და საკვებს დანაწევრების გარეშე ვერ იღებს.
დანაწევრებისათვის კი იყენებდა დანას. ის, რომ კბილები დაზიანებული
აქვს დასტურდება წარმოდგენილი ცნობითა და ცნობის გამცემი ექიმის
დაკითხვით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული ვ. ძ. სრულად ვერ აცნობიერებს


იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება.
სახელდობრ, ვ. ძ.-მ განაცხადა, რომ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას,
თუმცა განმარტა ისეთი გარემოება, რომელიც საქართველოს სსკ-ის 2381-ე
მუხლის შენიშვნის თანახმად, არ იწვევს იმ პირის პასუხისმგებლობას,
რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით.
პირადი ჰიგიენა კი მოიცავს პირის ღრუს მოვლასაც, მათ შორის საღეჭი
აპარატის არ ქონის გამო წინასწარ დანაწევრებული საკვების მიღებასაც.

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას


ბრალდებულს როგორც ადვოკატის, ისე ბრალდების მხრიდან უნდა

35
გაეწიოს კვალიფიციური იურიდიული დახმარება. უნდა განემარტოს
წარდგენილი ბრალდების არსი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან
წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც პირი
თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, მას ეს გარემოებებიც უნდა
განემარტოს. ბრალდებულმა ვ. ძ.-მ სასამართლოს განუცხადა, რომ მას
ასეთი განმარტება არ მიუღია.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო ადგენს, რომ


საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს ბრალდებულს არ ჰქონია
კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა,
ამასთან, ბრალდებული სრულად ვერ აცნობიერებს იმ დანაშაულის
ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება, შესაბამისად, საპროცესო
შეთანხმება არ უნდა დამტკიცდეს და უნდა გაგრძელდეს საქმის არსებითი
განხილვა.42

აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რაოდენ


მნიშვნელოვანია, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას ბრალდებულს
გაეწიოს კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია. სსს კოდექსის 45-ე
მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით სავალდებულო დაცვის ერთ-ერთი შემთხვევაა,
როცა ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო
შეთანხმების დადების თაობაზე.

რომ არა სასამართლოს მაღალი კომპეტენცია და მისი მხრიდან საქმის


დეტალების სრულყოფილად გააზრება აქაც დადგებოდა გამამტყუნებელი
განაჩენი და ბრალდებული კიდევ ერთხელ მიიღებდა დამნაშავის სტატუსს.

ზემომოთმოყვანილ საქმეებში სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო


შეთანხმება ბრალდების დაუსაბუთებლობის და იმის გამო, რომ
დადგენილება ბრალდების შესახებ არ იყო შედგენილი საპროცესო
ნორმების დაცვით, ასევე უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმების

42
საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ასპექტები,
ადვოკატებისათვის ტრენერთა ტრენინგის მასალები, 2017.

36
დამტკიცებაზე, როცა არ არსებობდა საქმის არსებითი განხილვის გარეშე
განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები და მაშინაც როცა
ბრალდებულს არ გაეწია კვალიფიციური იურიდიული დახმარება. როგორც
ვხედავთ სასამართლოსათვის იმ უფლების მინიჭება, რომ ნებისმიერ
შემთხვევაში არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება მნიშვნელოვანი
გარანტიაა განსასჯელის უფლებათა დაცვისათვის, თუმცა ეს საკმარისი
არაა. ამასთან დაკავშირებით განვრცობილად ქვემოთ გვექნება საუბარი.

მოსამართლის როლზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია ასევე საპროცესო


შეთანხმების დადების დროს სასჯელის დანიშვნის საკითხი. საპროცესო
შეთანხმების ქართული მოდელის კრიტიკოსების აზრით, ასეთი
შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი მოსამართლეთა
შეზღუდული უფლებებია. განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილმა იმ
ცვლილებამ, რომელმაც საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის
გამოტანისას მოსამართლეს ჩამოართვა უფლება, თუ პროკურორის მიერ
მოთხოვნილ სასჯელს მკაცრად მიიჩნევდა, შეემსუბუქებინა იგი. იურისტთა
ნაწილის აზრით, არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამით შეიზღუდა
სასამართლოს როლი, ვინაიდან, საპროცესო შეთანხმება სწორედ
პროკურორსა და ბრალდებულს შორის შეთანხმებაა, დადებული
ნებაყოფლობით, ბრალდებულის სრული სამართლებრივი
ინფორმირებულობის პირობებში. აქედან გამომდინარე,
მოსამართლისათვის კანონის მოთხოვნათა დაცვით დადებული საპროცესო
შეთანხმების პირობებში ჩარევისა და მხარეთა თანხმობის გარეშე ამ
პირობების შეცვლის უფლების არმიცემა არ ნიშნავს მისი როლის
შეზღუდვას.43

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის


55-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო

43
დოლიძე ვ., საპროცესო შეთანხმება საქართველოში - გამოწვევები და ტენდენციები,
ჟურნალი „სისხლის სამართლისაქტუალური საკითხები“ #3, 2018, 56.

37
შეთანხმება, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს იმავე კოდექსის შესაბამისი
მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები
სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი. ეს ნიშნავს იმას, რომ
ბრალდებულის მიმართ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული
შეღავათის გამოყენება სასამართლოს არ შეუძლია, თუ მხარეთა შორის
დადებული არ არის საპროცესო შეთანხმება, რაც ეწინააღმდეგება სასჯელის
ინდივიდუალიზაციის პრინციპს. პროფ. ნ. თოდუას მოსაზრებით, ესაა
სასამართლო ხელისუფლების აშკარა შეზღუდვა სასჯელის დანიშვნის
საკითხში. ამდენად, მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების გარეშეც უნდა
ჰქონდეს კანონით გათვალისწინებულ სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელის
დანიშვნის უფლებამოსილება, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის
ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას. 44

სასამართლო უფლებამოსილია არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება,


თუმცა თუ დაამტკიცებს, მას არ აქვს პირობების საკუთარი ინიციატივით
შეცვლის უფლება. პირობების შეცვლა შეიძლება განხორციელდეს მხარეთა
ურთიერთშეთანხმებით ან სასამართლოს წინადადებით. ამგვარი შეცვლა
სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის
გამოტანამდე უნდა განხორციელდეს. სასამართლო ძირითადად მაშინ
ახდენს პირობების შეცვლის ინიცირებას, როცა სსსკ-ით განსაზღვრულ
საფუძვლებზე დაყრდნობით არ აპირებს საპროცესო შეთანხმების
დამტკიცებას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მხარეებს სთავაზობს
შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები. პირობების ცვლილება
შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს
საპროცესო შეთანხმების შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი არ
ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას და საქმეს პროკურორს უბრუნებს.
ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი
განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი

44
თოდუა ნ., სისხლისსამართლის კანონმდებლობის აქტუალური საკითხები (პრობლემები
და ინოვაციები), სახელმძღვანელო იურისტებისათვის, თბ., 2015, 9.

38
საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის
თანხმობა. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის
თქმა დაუშვებელია. განაჩენის გამოტანის შემდეგ მოქმედებს სსსკ-ით
დადგენილი გასაჩივრების წესი. 45

ნაწილი იურისტებისა თვლის, რომ სასამართლოს უნდა ჰქონდეს


საპროცესო შეთანხმების ცვლილებებით დამტკიცების შესაძლებლობა,
თუკი მიჩნევს, რომ სასჯელი უსამართლოა.46

ანგარიშში, რომელიც მომზადებულია კოალიცია დამოუკიდებელი და


გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სისხლის სამართლის სამუშაო
ჯგუფის მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მოსამართლის როლი საპროცესო
შეთანხმების დადებისას შეზღუდულია. მოსამართლე არ მონაწილეობს
მოლაპარაკების პროცესში და არა აქვს უფლება, პროკურორის მიერ
შეთავაზებული სასჯელის გარდა სხვა სახის სასჯელი შეუფარდოს
ბრალდებულს. თუმცა სასამართლოს შეუძლია, მხარეებს შესთავაზოს
შეთანხმების განსხვავებული პირობები, თუკი მიიჩნევს, რომ
განსახილველი პირობები არ შეესაბამება მართლმსაჯულების ინტერესებს.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოსამართლე შეზღუდულია პროკურორის
ფართო დისკრეციით.

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებით


სასამართლოს როლი საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას დაბალია,
რაც, მათი აზრით, კანონმდებლობის პრობლემაა. კანონმდებლობით,
სასამართლო სამართლიანობის თვალსაზრისით შეთანხმებას ამოწმებს,

45
გიორგაძე გ., (მთ.რედ.), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
კომენტარი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა, თბილისი
2015, 645.
46
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სისხლის
სამართლის სამუშაო ჯგუფის ანგარიში, საპროცესო შეთანხმების გამოყენება
საქართველოში, 2013 წლის 10 დეკემბერი, 7, იხ. ციტირება: თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, (გამოკითხვა) მაისი, 2013 წ. თბილისი.

39
მაგრამ ცვლილების შეტანა არ შეუძლია. მხოლოდ დამტკიცებაზე უარს კი,
შესაძლოა, მოჰყვეს ბრალდებულის მდგომარეობის გაუარესება, თუ მასთან
შეთანხმება არ ფორმდება ახალი პირობებით.47

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი საპროცესო


შეთანხმების დადებისას მოსამართლის როლს უარყოფითად აფასებს და
აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს მოსამართლე
ფაქტობრივად ნოტარიუსის როლში იმყოფება. საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს
უფლება, რომ შეცვალოს სასჯელის ზომა.48

ანგარიშში მითითებულია, რომ გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ორი


პიროვნების მახასიათებელი ნიშნები იდენტურია, რომელთა საპროცესო
შეთანხმება სასამართლოში წარადგინა ერთმა პროკურორმა, განხილა ერთმა
მოსამართლემ, მაგრამ მიუხედავად საქმის ამგვარი მსგავსებისა,
იდენტურობა არ ვრცელდება სასჯელის ზომის დანიშვნაზე. იგივე სურათი
ვლინდება ჯარიმების დანიშვნისას. მისი ოდენობის განსაზღვრისას
მხედველობაში არ მიიღება პირის ზემოხსენებული გარემოებები და
ინიშნება პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე.

ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს მიერ საპროცესო


შეთანხმებების დამტკიცება მკაფიოდ ფორმალური ხასიათისაა. საპროცესო
შეთანხმებებში ნათლად იკითხება იდენტური ტექსტები, მოსამართლეები
უცვლელად და შეუსწორებლად ტოვებენ ბრალდების მხარის
შუამდგომლობებს, საპროცესო შეთანხმებების გამოყენებისას
მოსამართლეები ჯეროვნად და საფუძვლიანად არ შეისწავლიან/იკვლევენ
ფორმალურ და მატერიალურ წინაპირობებს.

47
იქვე, 9.
48
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სისხლის
სამართლის სამუშაო ჯგუფის ანგარიში, საპროცესო შეთანხმების გამოყენება
საქართველოში, 2013 წლის 10 დეკემბერი, 13, იხ. ციტირება: საქართველოს ადვოკატთა
ასოციაციის წევრი, ინტერვიუ, მაისი 2013 წ. თბილისი.

40
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებები არის
თითქმის იდენტური. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო ერთ-ერთი
გადაწყვეტილებიდან, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოდან
გამოვითხოვე, ამონარიდი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22ივნისის გადაწყვეტილება

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა


შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა,
გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა
გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და
განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და
ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების
დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის
პასუხისმგებლობისაგან.

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია


წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი
ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული
ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს
შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს;
ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების
შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის
ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად
აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის
ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო

41
შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა
მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ,
თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია
მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია,
რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს
მიაწვდის.

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის


აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ
საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული
შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი
ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. გარდა ამისა, მისთვის
ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე
მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები - დაცვის
უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს
მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.

სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ პროკურორმა საპროცესო


შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიარა კონსულტაცია და
შეატყობინა მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც
პროკურორის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი. ასევე დადგენილ
იქნა, რომ ბრალდებულს და მით ადვოკატს გადაეცათ საპროცესო
შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე
შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

სამართლებრივი შეფასება:

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების


საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია,
ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ
ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან
დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც თბილისის ისანი-

42
სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა უნდა
დაკმაყოფილდეს.“

როგორც ვხედავთ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ


გადაწყვეტილებაში მშრალადაა საუბარი საპროცესო ნორმებზე, ხოლო
სინამდვილეში რა მოხდა ბრალდების და დაცვის მხარეს შორის
მოლაპარაკების პროცესში, პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ
არა რაიმე სახის ზეწოლას ეს გადაწყვეტილებაში არ ჩანს და დაცვის მხარეც
ერიდება ამაზე საუბარს, რადგან ურჩევნია პროკურორი არ გაანაწყენოს,
რომლის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობებს თითქმის
ყოველთვის უსიტყვოდ ეთანხმება მოსამართლე, გარდა იმ შემთხვევისა
როცა საპროცესო შეთანხმებას არ ამტკიცებს სასჯელის სიმკაცრის
მოტივით.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის


სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ
არცერთი განჩინება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ
შეიცავს მსჯელობებს დაცვის მხარის პოზიციების, მისი არგუმენტების და
საქმის გარემოებებზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით დაცვის მხარის
მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის შესახებ.
„სისხლის სამართლის პროცესში დაცვის უფლების დარღვევის ტოლფას
დარღვევად შეიძლება მივიჩნიოთ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი
ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების
სასამართლოს სათანადო შეფასების გარეშე დატოვების შემთხვევები,
დაცვის მხარის არგუმენტების გაუთვალისწინებლობა და მათ შესახებ
მიღებულ განჩინებებში სათანადო დასაბუთების არარსებობა. “49

49
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სისხლის
სამართლის სამუშაო ჯგუფის ანგარიში, საპროცესო შეთანხმების გამოყენება
საქართველოში, 2013 წლის 10 დეკემბერი, 14.

43
აღნიშნული ანგარიშის თანახმად, სასამართლოებს არა აქვთ შემუშავებული
საპროცესო შეთანხმებების განხილვის ერთიანი, ზოგადი სახელმძღვანელო
პრინციპები, რომლებიც გამოიწვევდა, ერთი და იმავე დანაშაულისათვის
ბრალდებული პირების მიმართ იდენტური დამამძიმებელი თუ
შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისას მიღწეულიყო მსგავსი
პირობების შემცველი საპროცესო შეთანხმებები. სამწუხაროდ,
მოსამართლის მიერ მიღებული განჩინების მთავარ სახელმძღვანელოდ
გვევლინება პროკურორის მიერ ოფიციალურად მოთხოვნილი
შუამდგომლობის ფარგლები.50

ანგარიშის თანახმად, პროკურორის წამყვანი და მოსამართლის


მეორეხარისხოვანი როლი მნიშვნელოვნად ამახინჯებს აღნიშნული
ინსტიტუტის ბუნებასა და მიზნებს.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საპროცესო შეთანხმება არის


აპარატი, რომლის მეშვეობითაც მოსამართლეები, პროკურორები და
ადვოკატები თანამშრომლობენ თავიანთი ინდივიდუალური და
კოლექტიური მიზნების მისაღწევად:
1. საპროცესო შეთანხმების ძირითადი სარგებელი ბრალდებისა და
დაცვის მხარისათვის არის ის, რომ საპროცესო შეთანხმების
გაფორმებისას არ არსებობს პროცესის სრული წაგების რისკი. იმ
შემთხვევაში, როცა ბრალდებულის სასარგებლო ან საწინააღმდეგო
მტკიცებულებები საეჭვოა ადვოკატისათვის მოლაპარაკება შესაძლოა
იყოს გონივრული გზა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს პოტენციური
დანაკარგი ორმხრივად მისაღები შედეგის მიღწევით.

50
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სისხლის
სამართლის სამუშაო ჯგუფის ანგარიში,საპროცესო შეთანხმების გამოყენება
საქართველოში, 2013 წლის 10 დეკემბერი, 14.

44
2. საპროცესო შეთანხმება არის სასამართლოსთვის გზა მწირი
რესურსების იმ საქმეებზე მოხმარებისთვის, რომლისთვისაც ეს
ყველაზე მეტად საჭიროა.
3. პროკურორების სარგებელი საპროცესო შეთანხმებიდან არის ის, რომ
ამ გზით ისინი აუმჯობესებენ მსჯავრდებათა რაოდენობის
მაჩვენებელს. პროკურორები საპროცესო შეთანხმებას ასევე იყენებენ
იმისათვის, რომ წაახალისონ ბრალდებულები მისცენ მათ
თანამონაწილეთა ან სხვა ბრალდებულთა საწინააღმდეგო ჩვენება.
ამასთან, საპროცესო შეთანხმება პროკურორებს აძლევს საშუალებას
თავიდან აირიდონ პროცესები, რასაც მიაქვს დრო, არის
შრომატევადი და ძვირი, ამასთან, არ იძლევა წარმატების გარანტიას.
თუმცა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი არ დგას კრიტიკის მიღმა და
ბევრი თვლის, რომ ის საშუალებას აძლევს ბრალდებულებს გაექცნენ
სათანადო სასჯელს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის. ნაწილი კი
თვლის, რომ უდანაშაულო ბრალდებულები ზოგჯერ თანხმდებიან
საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რადგან აცბუნებთ
მართლმსაჯულების სისტემა და არ იციან რა გააკეთონ.51
რაც შეეხება უშუალოდ მოსამართლის როლს საპროცესო შეთანხმების
დამტკიცებისას, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ
მოსამართლეს ექნებოდა უფლება არა მხოლოდ შეეთავაზებინა საპროცესო
შეთანხმების პირობების შეცვლა, არამედ ყოფილიყო უფრო აქტიური და
მონაწილეობა მიეღო პირობების შეცვლაში თუ პროკურორის მიერ
შეთავაზებული სასჯელი იქნებოდა მკაცრი.
პროკურორის ფართო დისკრეცია და მიზანმიმართული მცდელობა, რომ
დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, ყურადღების მიღმა ტოვებს
ბრალდებულის უფლებებს. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ჩემი
პრაქტიკიდან: ორ პიროვნებას ჯგუფურ ძარცვაში ედავებოდა
პროკურატურა. საპროცესო შეთანხმების პირობა იყო 2 წლიანი რეალური

51
https://www.britannica.com/topic/plea-bargaining , ნანახია: 30.12.2018.

45
სასჯელი. დაცვის მხარემ ვარჩიეთ ბრძოლა და საქმეზე ერთ-ერთი
ბრალდებულის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო მეორეს
ქმედება დაკვალიფიცირდა ძარცვის მუხლის (178-ე მუხლი) პირველი
ნაწილით და ბრალდებულს დაეკისრა ჯარიმა. ჯამში ბრალდებულებმა
ციხეში გაატარეს ცხრა თვე, რის გამოც ერთ-ერთი ბრალდებული ჯარიმის
გადახდისაგანაც გაათავისუფლა უზენაესმა სასამართლომ. დაცვის მხარეს
რომ არ აერჩია ბრძოლის სტრატეგია ბრალდებულები ორ წელს
გაატარებდნენ ციხეში და დამატებით ექნებოდათ პირობითი სასჯელიც;
მქონია პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც, როცა პროკურორი დაცვის მხარეს
აყენებდა წნეხის ქვეშ და თითქმის აიძულებდა გაეფორმებინა საპროცესო
შეთანხმება სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზევე, რადგან თუ
გვიან გადაწყვეტდა ბრალდებული საპროცესოს გაფორმებას პირობებიც
გამკაცრდებოდა ან პროკურორი საერთოდ უარს ეტყოდა საპროცესოს
გაფორმებაზე და ეს მაშინ, როცა ბრალდებული საერთოდ არ იყო
ნასამართლევი და საქმე ეხებოდა არაძალადობრივ დანაშაულს. თუმცა ისეც
მომხდარა, რომ განცხადება დაგვიწერია პირობით სასჯელზე და
შეგვითავაზებია ჯარიმის გადახდაც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ
ბრალდებული იყო შვიდჯერ ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების
უკანონოდ მოხმარებისათვის, იხდიდა პირობით სასჯელს და ქურდობის
მუხლის პირველი ნაწილის ჩადენაში ედებოდა ბრალი, პროკურატურას
მხოლოდ სამი წელი პირობითი სასჯელი შემოუთავაზებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსამართლის როლის გააქტიურება
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას მოემსახურება ბრალდებულის
ინტერესებს, იგი არ მოექცევა ბრალდებულის მიმართ კეთილგანწყობილი
ან ნაკლებად კეთილგანწყობილი პროკურორის გავლენის ქვეშ, რომლის
საპროცესო ფუნქცია სწორედ ის არის, რომ მხარი დაუჭიროს სახელმწიფო
ბრალდებას და მისგან თავზემოხვეული, ცალკეულ შემთხვევებში
უსამართლო სასჯელის ზომა არ იქცევა ბრალდებულის ბედისწერად.
მიმაჩნია, რომ:

46
• სასამართლო ინსტიტუციურად უფრო ნეიტრალური ორგანოა ვიდრე
პროკურატურა და არ არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკაზე, რასაც
სამართალდამცავი ორგანოები ატარებენ;
• საპროცესო შეთანხმება თავისი არსით არის შეთანხმება პროკურორსა
და ბრალდებულს შორის, ამიტომ ამ მოლაპარაკებაში მოსამართლის
ჩართვა მესამე მხარედ ეწინააღმდეგება ამ ინსტიტუტის
სამართლებრივ ბუნებას. მაგ., თუ მოსამართლეს მივცემთ უფლებას
საპროცესო შეთანხმების პირობები შესთავაზოს ბრალდებულს,
ბრალდებული კი უარს განაცხადებს ამაზე, შემდგომში მოსამართლეს
გაუჭირდება იყოს მიუკერძოებელი ამ საქმის გადაწყვეტისას. თუმცა
• სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ
ინსტანციას, უნდა ჰქონეს მაკონტროლებელი ფუნქცია პროკურორის
მიერ ბრალდებულისთვის შეთავაზებული სასჯელის ზომაზე და
უნდა ფლობდეს მისი შემცირების უფლებამოსილებას თუ სასჯელი
იქნება მკაცრი; ამისათვის კი საჭიროა მოსამართლის, როგორც
დამოუკიდებელი მაკონტროლებლის როლის გააქტიურება.
აღნიშნული კი მოემსახურება შემდეგს:
• საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესი იქნება უფრო
გამჭვირვალე;
• დაცული იქნება საჯარო ინტერესი და საპროცესო შეთანხმება არ
ჩაითვლება მხოლოდ კერძო გარიგებად პროკურორსა და
ბრალდებულს შორის;
• დაცული იქნება ბრალდებულის უფლებები. ბრალდებული პირების
მიმართ იდენტური დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი
გარემოებების არსებობისას მიღწევადი გახდება მსგავსი პირობების
შემცველი საპროცესო შეთანხმებების გაფორმება. ბრალდებული
აღარ იქნება დამოკიდებული მის მიმართ არაშემწყნარებელი
პროკურორის ნებაზე.

47
• დაბალანსდება ბრალდებისა და დაცვის მხარის უფლებამოსილება
სისხლის სამართლის პროცესში. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს
მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვისას.

ბიბლიოგრაფია:
1. ფაფიაშვილი ლ., (რედ.), საქართველოს სისხლის საპროცესო
სამართალი კერძო ნაწილი, თბ., 2017.
2. გიორგაძე გ., (მთ. რედ.),საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის კომენტარი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია
კანონის უზენაესობის ინიციატივა, თბ., 2015.
3. გოგშელიძე რ., (რედ), სისხლის სამართლის პროცესი კერძო ნაწილი,
თბ. 2008.
4. ტრექსელი შ., ადამიანისუფლებებისისხლისსამართლისპროცესში,
თბ., 2009.
5. ბუაძე კ., საპროცესო შეთანხმების აქტუალური საკითხები
საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში (დამხმარე
სახელმძღვანელო), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ქუთაისი 2014.
6. მესხორაძე ლ., საპროცესო შეთანხმება და საქმის სამართლიანი
განხილვის უფლება: ეროვნული სამართალი და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, გამომცემლობა
მერიდიანი, თბ., 2016.
7. ჭანტურიძეგ.,საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის
საპროცესო პრინციპებთან მიმართებაში, თბ., 2007.
8. ჩომახაშვილი ქ., უფასო იურიდიული დახმარება საპროცესო
შეთანხმების გაფორმებისას (საქართველოს კანონმდებლობისა და
პრაქტიკის მიმოხილვა), 2017 წელი.
9. თოდუან.,სისხლისსამართლისკანონმდებლობისაქტუალურისაკითხე
ბი (პრობლემებიდაინოვაციები),სახელმძღვანელოიურისტებისათვის,
თბ., 2015.
10. საპროცესო შეთანხმება და მასთან დაკავშირებული ადამიანის
უფლებათა ასპექტები, ადვოკატებისათვის ტრენერთა ტრენინგის
მასალები, 2017.

48
11. დოლიძე ვ., საპროცესოშეთანხმებასაქართველოში - გამოწვევები და
ტენდენციები, ჟურნალი „სისხლის სამართლის აქტუალური
საკითხები“ #3, 2018 , 45-64.
12. მანაგაძე დ., საპროცესო შეთანხმება - გამოცდილება და პრაქტიკა,
საერთაშორისო სამართლისა და მართვის ქართულ-ბრიტანული
უნივერსიტეტი: სამეცნიერო შრომათა კრებული, ტ. მე-3, თბ.,
2010,163-178.
13. რატიანი ც., საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი სისხლის
სამართლის პროცესში, ჟურნალი „მართლმსაჯულება“,#1, 2007, 167-
176.
14. მჭედლიშვილი თ., საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის ზოგადიმი
მოხილვა, წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო
უნივერსიტეტი: შრომების კრებული, ტ. მე-3, თბ., 2010, 131-161.
15. Malcolm M. Feeley, Plea Bargaining and the Structure of the Criminal
Process, Berkeley Law,1982.
16. Jenia I. Turner, Plea Bargaing, Academy For Justice, A Report on
Scholarship and Criminal Justice Reform, 2017.
17. ALBERT W. ALSCHULER, THE TRIAL JUDGE'S ROLE IN PLEA
BARGAINING, PART I, COLUMBIA LAW REVIEW, Vol. 76, No. 7,
NOVEMBER 1976.
18. Herbert S. Miller,William F. McDonald, James A. Crame, Plea Bargaining
in the United States, U.S. Department of Justice, 1978.

ნორმატიული მასალა:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 09/10/2009.


2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 2004 წლის 13
თებერვლამდე რედაქცია.
3. საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2004 წლის 13
თებერვალი.
4. საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2006 წლის 28 აპრილი.

სასამართლო პრაქტიკა:

1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24


აპრილის განჩინება საქმეზე NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

49
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიის 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიის 2014 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიის 2016 წლი 16 მაისის გადაწყვეტილება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
კოლეგიის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

ანგარიშები:

1. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშები და


პრესრელიზები - საპროცესო შეთანხმება საქართველოში, 2010.
2. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე
მართლმსაჯულებისათვის სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის
ანგარიში,საპროცესო შეთანხმების გამოყენება საქართველოში, 2013
წლის 10 დეკემბერი.

ინტერნეტ-რესურსები:

1. https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMConten
t?documentId=09000016804e19f8, (26.12.2018).
2. <http://criminal.findlaw.com> (17.12.2018).
3. <http://www.supremecourt.ge> (17.12.2018).
4. <https://www.britannica.com> ( 30.12.2018).
5. <https://matsne.gov.ge>(17.12.2018).

50

You might also like