You are on page 1of 10

საქმის გაჭიანურების გარეშე განხილვა, როგორც

ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით


გათვალისწინებული სამართლიანი
სასამართლოს პრინციპის გარანტიები

სტუდენტები: ელენე შარიაშვილი, ნია ჩიხრაძე


ლექტორი: ირინე ბოხაშვილი
 სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი,
მე-14 (3) მუხლი- „მისთვის წარდგენილი ნებისმიერი
სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის განსაზღვრისას,
ყველას აქვს უფლება, როგორც მინიმუმ, მიიღოს შემდეგი გარანტიები
სრული თანასწორობის საფუძველზე:.... გაასამართლონ გაუმართლებელი
გაჭიანურების გარეშე“

 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მე-6 (1) მუხლი- „მისთვის


წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების
საფუძვლიანობის განსაზღვრისას, ყველა აქვს გონივრულ ვადაში მისი
საქმის განხილვის უფლება...“

● ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, მე-8 (1) მუხლი -„ყველას


აქვს მისი საქმის განხილვის უფლება... გონივრულ ვადაში“
ერთ-ერთ პირველ საქმეში სასამართლომ
მკაფიოდ და დამაჯერებლად ჩამოაყალიბა
გონივრულ ვადაში საქმის განხილვის უფლების
დანიშნულება:

“ამ დებულების ნამდვილი მიზანი სისხლის


სამართლის საქმეებში არის იმის უზრუნველყოფა,
რომ პირები ბრალდების ქვეშ არ იყვნენ ძალზე
დიდი ხნით და რომ ბრალდების საფუძვლიანობა
განისაზღვროს“.
ბრალდებულის ინტერესები

თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ დროული სასამართლო


განხილვა ყოველთვის არ შედის ბრალდებულის
ინტერესებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის
პატიმრობაში არ იმყოფება. დაცვას შეუძლია
ისარგებლოს, მაგალითად, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადით, რამაც
შეიძლება უბიძგოს მას სამართალწარმოების შეყოვნების
ტაქტიკის გამოყენებისკენ.
№40022/05, 16 ივლისი, 2009 წ, „კობელიანი
საქართველოს წინააღმდეგ“ (Kobeliani v. Georgia)
ფაქტობრივი გარემოებები:
 2000 წლის 20 ივლისს განმცხადებლის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის
სამართლის საქმე რამდენიმე ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით.
სასამართლო პროცესამდე იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა .
 2001 წლის 30 ივლისს პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება და საქმე
განსახილველად ნინოწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა .
 2005 წლის 18 იანვარს ასპინძის რაიონულმა სასამართლომ, რომელსაც
გადაეცა განმცხადებლის საქმე, უსაყვედურა პროკურორს საბრალდებო
დასკვნაში არსებული ხარვეზებისა და განმცხადებლის საქმიანობის
ფინანსური აუდიტის განუხორციელებლობის გამო და საქმე დამატებით
გამოძიების ჩასატარებლად გააგზავნა.
 2006 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, განმცხადებელი ბარლდებულად
წაყენებულ დანაშაულში ცნობილ იქნა ნაწილობრივ დამნაშავედ,
ნაწილობრივ კი გამართლებულ იქნა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის
გამო მსჯავრდების ნაწილში მისთვის სასჯელი არ დაუკისრებიათ.
 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენი ძალაში დატოვა თბილისის
სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 23 ოქტომბერს, ხოლო უზენაესმა
სასამართლომ 2007 წლის 15 მაისს.
ევროპული სასამართლოს
შეფასება

კონვენციის 6.1 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ განმცხადებლის


საჩივრის შესწავლისას სასამართლომ მიუთითა იმ კრიტერიუმებზე,
რომლებიც გამოიყენება საქმის განხილვის ხანგრძლივობის
გონივრულობის შესაფასებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ
განმცხადებლის წინააღმდეგ პირველ ინსტანციაში მიმდინარე
სამართალწარმოების პერიოდი მეტისმეტად ხანგრძლივი იყო და არ
აკმაყოფილებდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული „გონივრული ვადის“
მოთხოვნას.
წინამდებარე საქმის შემდეგ,
გატარდა
სასამართლო სისტემის რეფორმა

 225-ე მუხლი- სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა უნდა


დაიწყოს წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არა უგვიანეს 14
დღისა;

 169-ე მუხლი- ბრალდება წაყენებული უნდა იქნეს დადგენილების


გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

 293-ე მუხლი (1) სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან


სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.

 ასევე ცვლილება შეეხო 295; 302; 303 მუხლებს


სამართალწარმოების
გაჭიანურება
ბრალდებულის მიერ

 საპროცესო გარანტიების მეტისმეტად ხშირი გამოყენება, მაგალითად,


საქმის განხილვის გადადების არაერთხელ მოთხოვნა იწვევს საქმის
გაჭიანურებას.

 გარდა ამისა, დაცვა შეიძლება ისე მოქმედებდეს, რომ ეჭქვეშ დააყენოს


ბრალდებულის ინტერესი სამართალწარმოების სწრაფად დასრულებაში .

ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ


წარდგენილ იქნა შუამდგომლობების დიდი რაოდენობა, რომლებიც იყო
უსაფუძვლო და სასამართლოს შესაბამისად, არ შეუფერხებია
სამართალწარმოების მსვლელობა. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით „მათ
ეჭვქვეშ დააყენეს განმცხადებლის განზრახვა, სამართალწარმოება სწრაფად
დასრულებულიყო“.
დასკვნა

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე,


მართლმსაჯულებისთვის ევროპული კონვენციის მე-6
მუხლი არის სახელმძღვანლო სტანდარტი, რათა არ
მოხდეს ბრალდებულის უფლებების დარღვევა, და
მართლმსაჯულება განხორციელდეს გონივრულ ვადაში,
გაჭიანურების გარეშე.

სასამართლოს კონკრეტული საქმის გადასაწყვეტად


განსხვავებული დრო სჭირდება. ვადის ხანგრძლივობა
შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტული საქმის
სირთულესთან, ან ის ქმნიდეს მნიშვნელოვან პრეცედენტს
მართლმსაჯულების სისტემაში.
მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like