You are on page 1of 4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტი

 არჩევითი საგანი: კრიმინოლოგია (2021-22 სასწავლო წელი)


 პედაგოგი: მორის შალიკაშვილი (ტელ. 599 38 91 77)
 მეორე შუალედური გამოცდის შეფასების მაქსიმალური ოდენობა - 30 ქულა
 ტესტები უნდა გამოიგზავნოს ელ.მისამართზე: shalikashvili.gamocdebi@gmail.com
 გამოცდის დღე: 2021 წლის 15 დეკემბერი.
 გამოცდის პერიოდი: 15.00 საათიდან 16.15 საათამდე (ხანგრძლივობა: ერთი საათი და 15
წუთი). ვადის დარღვევით გადმოგზავნილი ნაშრომი არ გასწორდება.
 გამოცდის გაცდენის შემთხვევაში სტუდენტი წარმოადგენს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა
100.

 სტუდენტის სახელი, გვარი: ლიზა დიასამიძე

გისურვებთ წარმატებებს!

მეორე შუალედური გამოცდის საკითხები

(პირველი ვარიანტი)

პირველი კითხვა:

რა კავშირია ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და კრიმინალურ სუბკულტურას


(ორგანიზებული დანაშაულს) შორის და რა გავლენა აქვთ მათ ერთმანეთზე? –
მაქსიმალური შეფასება 10 ქულა

პასუხი: მსჯელობა დავიწყოთ იქიდან, რომ ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს კრიმინალთან,
ანუ დანაშაულთან. კორუმპირებული პირები ჩადიან დანაშაულს და ასევე კრიმინალური
სუბკულტურის წარმომადგენლები ეწევიან ორგანიზებული სახის დანაშაულს. კორუფციის
შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები ქრთამის სანაცვლოდ უწევენ „დახმარებას“ ფულის
გადამხდელს და ამით გადამხდელიც და ფულის მიმღებიც გამოდის ერთიანი დანაშულის
ჩამდენი და დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე და ანგარიშვალდებულნი ხდებიან
ერთმანეთის მიმართ. ერთის სააშკარაოზე გამოყვანა იწვევს მეორეს დანაშაულებრიობის
გამოაშკარავებასაც. ასევეა კრიმინალურ სუბკულტურაშიც, რომელშიც არსებობს
დაჯგუფებები. მრჩევლები თუ ე.წ. „მსახურები“ არიან კანონიერი ქურდის
დაქვემდებარებაში. რაც შეეხება ამ ორ დანაშაულს შორის კავშირს, ისინი, ფაქტობრივად, არ
არსებობენ ერთმანეთის გარეშე. ქვეყანაში არეულობა და კორუმპირებულობა ხელს უწყობს
კრიმინალური სუბკულტურის ჩამოყალიბებას და კრიმინალური სუბკულტურის არსებობა
კიდევ უფრო ხელს უწყობს კრიმინალური სუბკულტურის გაღრმავებასა და ჩამოყალიბებას.
როდესაც, მაგალითად, სახელმწიფო სამართალდაცავი ორგანოები არიან
კორუმპირებულნი, ეს გზას უხსნის და კიდევ უფრო ადვილს ხდის ე.წ. „კანონიერი
ქურდებისთვის“ დანაშაულის ჩადენას. მაგალითად თუ ორგანიზებული დანაშაულის
სახით, ათეთრებენ ფულს და ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოები
ინფორმირებულნი არიან, ისინი დახმარებას უწევენ კრიმინალებს. ხოლო როდესაც
ქვეყანაში იქმნება ამგვარი სიტუაცია, იკარგება ნდობა სამართალდამცავი ორგანოების
მიმართ და ზოგი საერთოდ პირდაპირ მიმართავს კანონიერ ქურდებს საქმის
„მოსაგვარებლად“. ყოველივე ეს კი იწვევს მენტალობის აღრევას, რომ ქვეყანაში საქმის
მოგვარება ხდება ან ფულის გადახდით ან ე.წ. „გარჩევით“ და „კანონიერი ქურდების“
საქმეში ჩარევით. ხშირად უკვე თავად კორუმპირებული პირები მიმართავენ დახმარების
თხოვნით „კანონიერ ქურდებს“, თავისთავად აქაც ფული ტრიალებს, და ამით კიდევ უფრო
დამოკიდებულნი ხდებიან ერთმანეთზე. საბოლოოდ კი, ყველაფერი ერთმანეთს ებმის
ჯაჭვისებურად. სამართადამცავი ორგანოები, რომლებიც ქვეყანაში სამართლიანობას უნდა
იცავდნენ, ურიგდებიან და ურთიერთდამოკიდებულნი ხდებიან კრიმინალურ
დაჯგუფებებზე. მოცემულ ვითარებაში კი უფრო მეტად ხდება ორგანიზებული
დანაშაულის გაძლიერება. მაშინ როდესაც სახელმწიფო უნდა იჭერდეს „კანონიერ ქურდს“
ის მას ხელს ვერ ახლებს ვინაიდან ერთ დიდ ქსელურ დანაშაულში არიან ერთად
გახლართულნი.

მეორე კითხვა:

რატომ ანიჭებს ორგანიზებულ-კრიმინალური ჯგუფი შავი ფულის გადარიცხვებს


უპირატესობას ტრანსპორტიტებასთან შედარებით?- მაქსიმალური შეფასება 10 ქულა

პასუხი: ფულის გათეთრების მეშვეობით ხდება არალეგალური გზებით მიღებული


ქონების დაფარვა და მისი კანონიერების ფარგლებში მოქცევა. ტრანსპორტირებისას უფრო
ადვილი ხდება დიდი რაოდენობით ქეშის ქონამ გამოიწვიოს ეჭვი. დიდია იმის ალბათობა
რომ ტრანსპორტირების დროს ფული აღმოჩენილ იქნას სამართალდამცავი პირების მიერ,
რომლებიც დაეჭვდებიან ფულის წარმომავლობაში. ასევე შეიძლება ვინმემ ასევე მათ
მოპაროს ეს ფული ანდაც საერთოდ დაკარგონ. ხოლო როდესაც ფული შეაქვთ საბანკო
ანგარიშზე, დაინტერესების შემთხვევაში, კრიმინალებს მომზადებული აქვთ ყალბი
დოკუმენტები, რომელსაც წარადგენენ. ასევე ახორციელებენ საბანკო ტრანზაქციებს
ოფშერულ ზონის ქვეყნებში, სადაც კანონმდებლობა აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებაში
არ არის ძლიერი და ძნელი ხდება ამ ფულის კვალზე გასვლა. ამგვარად კრიმინალები
ახდენენ ფულის კვალის წაშლას, მის „შელამაზებას“. ასევე ვერ ხდება იმ პირებისა თუ
ორგანიზაციების იდენტიფიცირება, ვის ანგარიშზეც იგზავნება ფული, ვინაიდან ისინი
მხოლოდ ფურცელზე არსებობენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ფულის გადარიცხვა
უფრო ადვილს ხდის ფულის გათეთრებას და ამით ხდება არალეგალური გზით მიღებული
ფულის მითვისება და „გაკეთილშობილება“, სამართლიანი გზით მოპოვებული იარლიყის
მიბმა. საბოლოო ჯამში ძნელი ხდება დანაშაულის იდენტიფიცირება და მასთან ბრძოლა,
ვინაიდან ყველაფერი „სუფთად“ კეთდება, რისი საშუალებას არ იქმნება ფულის
ტრანსპორტირების დროს.

მესამე კითხვა:

როგორია ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღების შსს 2019 და 2020 წლის სტატისტიკური
მაჩვენებელი და რითი ახსნით ამ დანაშაულის (ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღება)
რეგისტრირებული მაჩვენებლის ასეთ კლებას (გთხოვთ, იმსჯელოთ). – მაქსიმალური
შეფასება 10 ქულა

პასუხი: 2019 წელს, 260-ე მუხლზე სულ რეგისტრირებულია 3239 დანაშაული, აქედან
გახსნილია 2539 დანაშაული, ხოლო 2020 წელს რეგისტრირებულია 1719 დანაშაული და
გახსნილია 1281 დანაშაული. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით რეგისტრირებულია
1520-ით ნაკლები დანაშაული. ასეთი კლების მაჩვენებლის კლების ახსნის ერთ-ერთი
უმთავრესი მიზეზია - პანდემია. მოხდა საზღვრების ჩაკეტვა, ამიტომ გაძნლედა მისი
საზღვარზე შემოტანა და რელიზება. შესაბამისად ფასმაც მოიმატა სიხშირედან
გამომდინარე და ვერ ხერხდებოდა მისი შეძენა. ასევე ვინაიდან ყველა სახლში აღმოჩნდა ამ
პერიოდში, რაც უფრო მეტად მოქმედება ადამიანის ფსიქიკაზე, მოთხოვნაც კიდევ უფრო
გაიზარდა ნარკოტიკზე და ამან კიდევ უფრო გამოიწვია ფასის მატება. ასევე შეძენის
დაფიქსირებაც გაძნელდა, ვინაიდან ზოგმა თავად დაიწყო კულტივირება. მაგალითად,
დამკვიდრდა უკვე ისეთი კულტურა რომ თავად მოჰყავთ მაგალითად კანაფი და
მეგობრებშივე ხდება მისი „ჩუქება“ და „რეალიზება“, რაც კიდევ უფრო ართულების შეძენის
ფაქტის დაგენას. ყოველივე ზემოაღნიშნულმა იქონია გავლენა რეგისტირებული
დანაშაულის ამგვარ კლებაზე.

You might also like