You are on page 1of 52

ანტიკორუფციული სისტემა და პოლიტიკა

საქართველოში
კორუფციის არსი

• კორუფცია - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლის


მიღების მიზნით; (საერთაშორისო გამჭვირვალობა);

• კორუფცია - ისეთი ქმედება, როდესაც პირი მიღებული საქონლის ან


მომსახურების სანაცვლოდ იყენებს მინიჭებულ ძალაუფლებას, რათა თავად ან
მესამე მხარემ მიიღოს სარგებელი;

• კორუფცია შესაძლებელია არსებობდეს ხელისუფლების ყველა შტოში, კერძო და


არასამთავრობო სექტორში; მმართველობის კულტურის გავლენა კორუფციაზე;

• კორუფციის სახეები: წვრილმანი კორუფცია; მნიშვნელოვანი კორუფციული


დარღვევა; სისტემური კორუფცია; (მართვა და ორგანიზაციული პროცესები);
პოლიტიკური კორუფცია.
კორუფცია საჯარო სამსახურში

• კორუფცია საჯარო სამსახურში - საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან


მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული
ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის
გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა. (საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ
საქართველოს კანონი, მე-3 მუხლი)

• „კორუფციული სამართალდარღვევა“ არის ქმედობა, რომელიც შეიცავს


კორუფციის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია
დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა.
კორუფციის გავლენა საჯარო მმართველობაზე

• ამცირებს საზოგადოების ნდობას ხელისუფლების მიმართ (მიღებული


გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა)

• ზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის გაუმჭვირვალე და არაეფექტური ხარჯვას;

• ამცირებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას;

• ზრდის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის პრაქტიკას;

• ქმნის არასასურველ სამუშაო გარემოს საჯარო მოხელეებისათვის


(ფავორიტიზმი, მანიპულაციური ქცევა);
კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის ტიპოლოგია

1. კორუფცია: ქრთამი

• სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლის


მისაღებად: ქრთამის მოთხოვნა, შეთავაზება, მიღება  

2. კორუფცია: ფავორიტიზმი (ნეპოტიზმი, ქრონიზმი, პატრონაჟი)

• სამსახურებრივი უფლებამოსილების ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება ოჯახის


(ნეპოტიზმი), მეგობრების (კრონიზმი) ან პარტიის (პატრონაჟი) კეთილდღეობისთვის  

3. რესურსების მიტაცება და თაღლითობა

• ორგანიზაციიდან, კოლეგებიდან ან მოქალაქეეიდან მიღებული გაუმართლებელი


პირადი სარგებელი, პროცესში გარე აქტორების მონაწილეობის გარეშე

4. (კერძო და საჯარო) ინტერესების კონფლიქტი საჩუქრების გამო

• პირადი ინტერესების არევა (ან პოტენციური არევა) საჯარო/ორგანიზაციის


ინტერესებში საჩუქრების, მომსახურების, აქტივებისა და დაპირებების გამო

5
კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის ტიპოლოგია

5. (კერძო და საჯარო) ინტერესების კონფლიქტი გვერდითი აქტივობების გამო

• კერძო ინტერესების არევა (ან პოტენციული არევა) საჯარო/ორგანიზაციის


ინტერესებში ორგანიზაციის გარეთ შესრულებული სამუშაოს ან
აქტივობების გამო 

6. უფლებამოსილების არასათანადო გამოყენება

• უკანონო/არასათანადო გზების/მეთოდების გამოყენება ორგანიზაციის


მიზნების მისაღწევად (ზოგჯერ “კეთილშობილი მიზნებისთვის”) 

7. ინფორმაციის არასათანადო გამოყენება ან მანიპულირება

• ინფორმაციის ბოროტად გამოყენება წინასწარი განზრახვით ან


განზრახვის გარეშე. მოტყუება, საიდუმლოების წესების დაუცველობა,
ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევა ან ინფორმაციის
დაფარვა

6
კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის
ტიპოლოგია

8. კოლეგების ან მოქალაქეებისა და მომხმარებლების უღირსი მოპყრობა

• მიუღებელი მოპყრობა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ დისკრიმინაციას


(სქესის, რასის ან სექსუალური ორიენტაციის გამო), დაშინებასა და
სექსუალურ შევიწროებას, ასევე არასათანადო ქცევას, როგორიც არის:
ჩაგვრა (ბულინგი), ამოჩემება და ჭორები
 
9. ორგანიზაციის რესურსების გაფლანგვა და ბოროტად გამოყენება

• ორგანიზაციის სტანდარტებთან შეუსაბამობა და/ან არასათანადო ქცევა ან


არასწორი/შეუსაბამო ქცევა ორგანიზაციის შიგნით
 
10. არასათანადო ქცევა პირად თავისუფალ დროს

• ქცევა პირად თავისუფალ დროს, რომელიც აზიანებს ორგანიზაციის


მიმართ ნდობის ხარისხს საზოგადოების თვალში

7
როგორ ვზომავთ კორუფციას?
კორუფციის აღქმის გაზომვა:
კორუფციის გამოცდილების გაზომვა:

• გქონიათ თუ არა პირადად შეხება • რა ფიქრობთ ქვეყანაში ან


კორუფციასთან? ცალკეულ სექტორებში
კორუფციის შესახებ?
შეხება კორუფციასთან:

საჯარო სერვისების მომხმარებლები, რომლებსაც ქრთამი გადაუხდიათ (GCB 2016)

100
90

80

70
60

50
38 38 42
40 34
30 24 20
20
18
10 7
0
საქართველო სომხეთი რუსეთი უკრაინა აზერბაიჯანი მოლდოვა თურქეთი ბელარუსი
კორუფცია საქართველოში: მოქალაქეების აზრი
100

80
60
40 41
40
20 7
0
რამდენად კარგად უმკლავდება საქართველოს მთავრობა
კორუფციასთან ბრძოლას?

17

22

10
24

23
კორუფციის აღქმის ინდექსი

• „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ


„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას
მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან,
ჩეხეთთან და ლატვიასთან. (0-ყველაზე მაღალი, 100- ყველაზე დაბალი);

• საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით , თუმცა


კვლავაც პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის
რეგიონის ქვეყნებს შორის;

• რეგიონის ქვეყნებიდან, 2019 წლის ინდექსში, 2018 წელთან შედარებით,


მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შედეგები
(შესაბამისად, შვიდი და ხუთი ქულით).
კორუფციის აღქმის ინდექსი (2019)
კორუფციის აღქმის ინდექსი
• 2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი
რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული :

• ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში;


• კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში;
• სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება;
• მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო
საზოგადოებაზე;
• დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა.
ანტიკორუფციული საკანონმდებლო ჩარჩო

• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (სამოხელეო


დანაშაული)

• საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და


კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი

• საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #200


დადგენილება საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის
ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ
სამოხელეო დანაშაული

• სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 332-ე


მუხლი);
• სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ-ის 333-ე მუხლი)
• სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა (სსკ-ის 337-ე მუხლი)
• ქრთამის აღება და ქრთამის მიცემა (სსკ-ის 338-ე და 339-ე მუხლი)
• ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ-ის 339 პრიმა)
• კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება (სსკ-ის 340-ე მუხლი)
• სამსახურებრივი სიყალბე (ყალბი დოკუმენტის შედგენა, სსკ-ის 341-ე მუხლი)
• სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ-ის 342-ე მუხლი)
• სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (სსკ-ის 377-381 მუხლები)
კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის სიხშირე
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2019
[01-01]-დან [01-31]-მდე საქართველოს ყველა საგამოძიები უწყება

# მუხლი დანაშაულის სახეობა სულ გახსნილია


რეგისტრირებულია

72 სამოხელეო დანაშაული (მ. 332-3421 ) 47 0


73 მ. 332 სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად 8 0
გამოყენება
74 მ. 333 სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება 25 0

75 მ. 342 სამსახურებრივი გულგრილობა 1 0


76 მ. 341 სამსახურებრივი სიყალბე 2
77 მ. 338 ქრთამის აღება 10 0
78 მ. 339 ქრთამის მიცემა 1 0
79 მ. 334, 335, სხვა დანარჩენი 0 0
337, 3391 ,
340, 342

80 დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (მ. 201 60


343-363)
81 მ. 362 ყალბი დოკუმენტების დამზადება 131 18
82 343-361, სხვა დანარჩენი 70 42
363

https://www.geostat.ge/media/21907/danarti-ianvari-2019.pdf 23
კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევის სიხშირე

ასევე საინტერესო მონაცემები:

[01-01]-დან [01-31]-მდე საქართველოს ყველა საგამოძიები


უწყება

# მუხლი დანაშაულის სახეობა სულ გახსნილია


რეგისტრირებულია

86 მ. 377- დანაშაულის სასამართლო აქტების 146 48


381 აღსრულების წინააღმდეგ

https://www.geostat.ge/media/21907/danarti-ianvari-2019.pdf

24
კორუფციის პრევენციის მექანიზმები
• „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონი

 „თანამდებობის პირის“ ტერმინის შემოღება;


 ინტერესთა შეუთავსებლობა (მე-10 მუხლი);
 სამსახურებრივი შეუთავსებლობა (მე-13 მუხლი)
 საჩუქრის რეგულირება;
 სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაციის
გამჟღავნება ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება;
 ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა და მონიტორინგი;
 მბრუნავი კარი;
 მხილება;
ინტერესთა შეუთავსებლობა

• ინტერესთა შეუთავსებლობა - საჯარო მოსამსახურის საჯარო


სამართლებრივ უფლებამოსილებასა და პირად ინტერესს შორის ,
რომლის დროსაც საჯარო მოსამსახურის პირადი ინტერესი შეუსაბამოდ
ახდენს გავლენას მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების
შესრულებაზე;

• ინტერესთა შეუთავსებლობა შეიძლება წარმოიშვას პირდაპირი ან


არაპირდაპირი გავლენით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

• ინტერესთა შეუთავსებლობა შესაძლოა იყოს რეალური, ხილვადი ან


პოტენციური;
ინტერესთა შეუთავსებლობა

• საჯარო მოსამსახურეს, პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ეკრძალება :

ა) შეიძინოს გარიგების დასადებად მისთვის მინდობილი საჯარო დაწესებულების


ქონება;

ბ) დადოს ქონებრივი გარიგება იმ საჯარო დაწესებულებასთან , სადაც მუშაობს ,


გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა ;

გ) თავის სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან, პოლიტიკურ პარტიასთან ან სხვა


საჯარო დაწესებულებასთან დადოს გარიგება , როგორც საჯარო მოსამსახურემ ;

დ) თავის ოჯახის წევრთან ან ახლო ნათესავთან დადოს ქონებრივი გარიგება ,


როგორც საჯარო მოსამსახურემ.
სამსახურებრივი შეუთავსებლობა

• თანამდებობრივი შეუთავსებლობა - უკრძალავს საჯარო მოსამსახურეს, ეკავოს


რაიმე თანამდებობა სხვა საჯარო დაწესებულებაში, კერძო სამართლის იურიდიულ
პირში, საწარმოში, იყოს წევრი ნებისმიერი დონის წარმომადგენლობით
ორგანოში (მაგ.: პარლამენტი, საკრებულო), ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა
ქვეყნის ორგანიზაციაში ან დაწესებულებაში, ასევე ეკავოს რაიმე თანამდებობა
კერძო კომპანიაში ან საწარმოში (მაგ.: დირექტორი, სამეთვალყურეო ან
სარევიზიო საბჭოს წევრი, ან სხვა მაკონტროლებელი და წარმომადგენლობითი
თანამდებობა)

• ფუნქციური შეუთავსებლობა - საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება: ასრულებდეს


იმ ორგანიზაციის სამსახურებრივ ზედამხედველობას , რომლის
ხელმძღვანელობაშიც დასაქმებულია საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრი ;
ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას (აქვს უფლება , ფლობდეს წილებს ,
აქციებს).
სამსახურებრივი შეუთავსებლობა

• ანაზღაურებითი შეუთავსებლობა - საჯარო მოსამსახურის მიერ


ნებისმიერი სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების
აკრძალვას, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა;

• საჯარო მოსამსახურის მიერ შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს


შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე საჯარო დაწესებულების
სისტემაში;

• გამონაკლისი: სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და


სასპორტო საქმიანობა;
საჩუქარის მიღება
• „საჩუქარი“ არის საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის
უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული
მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ
გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს;

• საჯარო მოსამსახურის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების


ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს
წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა – 5%-ს, თუ
ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან;

• საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ საანგარიშო წლის


განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე
არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრებისა –
500 ლარს, თუ ეს საჩუქრები მიღებული არ არის ერთი წყაროდან.
საჩუქარი
• „საჩუქრად“ არ ჩაითვლება:

 სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გადაცემული გრანტი, სტიპენდია,


ჯილდო, პრემია;
 „დიპლომატიური საჩუქარი“, რომელიც გადაეცემა საჯარო მოსამსახურეს ოფიციალური ან
სამუშაო ვიზიტის დროს და რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს;

 სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან დაწესებულების მიერ


საჯარო მოსამსახურისათვის პირად საკუთრებაში გადაცემული სიმბოლური ნიშანი ან
სუვენირი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 300 ლარს და რომელიც
მიღებულია ერთი წყაროდან ოფიციალური ღონისძიების ჩატარების დროს;

 საჯარო მოსამსახურისათვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი


პირობებით გადაცემული ქონება, რომელიც არ წარმოადგენს საერთო წესიდან
გამონაკლისს;
საჩუქრის პოლიტიკის აღსრულება

• საჯარო მოსამსახურისათვის ამ კანონით აკრძალული სარგებლის შეთავაზების


შემთხვევაში იგი ვალდებულია:

ა) არ მიიღოს ასეთი სარგებელი, ხოლო შეთავაზების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში


წერილობით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და ბიუროს;
ბ) შეეცადოს იმ პირის იდენტიფიცირებას, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა;
გ) შეზღუდოს იმ პირთან კონტაქტი, რომელმაც ასეთი წინადადება შესთავაზა, და შეეცადოს
მისი შეთავაზების საფუძვლის დადგენას;

• თუ საჩუქარზე უარის თქმა ან მისი დაბრუნება შეუძლებელია, საჩუქარი 3 სამუშაო დღის


ვადაში გადასცეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურს – საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
„მბრუნავი კარი“

• საჯარო და კერძო სექტორს შორის სამსახურებრივ გადაადგილებასთან


დაკავშირებული შეზღუდვები;

• განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, განთავისუფლების


დღიდან 1 წლის განმავლობაში მუშაობა დაიწყოს იმ საჯარო დაწესებულებაში ან
საქმიანობას ახორციელებდეს იმ საწარმოში, რომელსაც იგი ბოლო 3 წლის
განმავლობაში სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად. ამ
ხნის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება არა აქვს, მიიღოს შემოსავალი ასეთი
საჯარო დაწესებულებიდან ან საწარმოდან;

• კანონი არ ადგენს, თუ რომელი უწყებაა პასუხისმგებელი აღნიშნული ნორმის


აღსრულების ზედამხედველობაზე
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენა
გარემობა პერიოდი
თანამდებობაზე განწესებისას განწესებიდან 2 თვის ვადაში
 

თანამდებობის პირის ფუნქციების დროებით დროებითი ფუნქციების დაკისრებიდან 2 თვის


დაკისრებისას (2 თვეზე მეტი ვადით) ვადაში;

თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების


თვის განმავლობაში

თანამდებობიდან გათავისუფლებისას ა) გათავისუფლებიდან 2 თვის ვადაში;


ბ) გათავისუფლებიდან მომდევნო წელს, წინა
დეკლარაციის შევსების თვის განმავლობაში.
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსი

• დეკლარანტისა და მისი ოჯახის წევრების საიდენტიფიკაციო მონაცემები;


• უძრავი ქონება;
• მოძრავი ქონება;
• ფასიანი ქაღალდები/საბანკო ანგარიშები/ნაღდი ფულადი თანხები;
• სამეწარმეო საქმიანობა;
• ანაზღაურებადი სამუშაო;
• გაფორმებული ხელშეკრულებები; 
• მიღებული საჩუქარი;
• სხვა შემოსავალისა და გასავალი;
• საიდუმლო ინფორმაცია.
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი

• ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი გულისხმობს


თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისრულისა და
სისწორის შემოწმებას;

• მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ , კორუფციული ხასიათის


დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას, ხოლო მეორე მხრივ, თანამდებობის
პირის მიერ დეკლარაციის შევსებისათვის სათანადო ყურადღების დათმობას ;

• ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა


სახელმწიფოს ისეთ პერსონალურ და ფინანსური ხასიათის ინფორმაციაზე
წვდომას ანიჭებს, რაც, როგორც წესი, არ არის საჯარო ინფორმაცია და მხოლოდ
თანამდებობის პირისთვის არის ხელმისაწვდომი (საბანკო ანგარიშის
ამონაწერი, გაფორმებული ხელშეკრულებები)
მონიტორინგის დაწყების საფუძვლები

• ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული


სისტემის მიერ თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა;
(თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს)

• საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი


კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირები (3 არასამთავრობო
ორგანიზაციისა და 2 აკადემიური წრის წარმომადგენელი); (თანამდებობის
პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს, საიდანაც 1/2 შეირჩევა სახელმწიფო-
პოლიტიკური თანამდებობის პირები; 1/2 სხვა თანამდებობის პირები)

• ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ დასაბუთებული წერილობითი


განცხადება.
თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა

• თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით


განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით;

• თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის


არსებობისას, თანამდებობის პირს ეძლევა გაფრთხილება;

• თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში არსებითი დარღვევის არსებობისას,


თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ
500 ლარისა;

• თანამდებობის პირის ქმედებაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობისას, საჯარო


სამსახურის ბიურო  შესაბამის დეკლარაციასა და წარმოების მასალებს შემდგომი
რეაგირებისათვის უგზავნის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს;
ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი
დარღვევები

დაუდეკლარირებელი ცდომილება საბანკო


შეუსაბამობა უძრავი უძრავი ქონება, რაც ანგარიშებში/დაუდეკლ
ქონების ფართებში რეგისტრირებულია არირებული
ოჯახის წევრზე ანგარიშები

სამეწარმეო საქმიანობა
ანაზღაურებადი - წილები და
საქმიანობის ნაწილში ინდივიდუალური
დარღვევები მეწარმეების
ინფორმაცია
ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები (2018)

• 2018 წლის განმავლობაში შემოწმდა სულ 448 დეკლარაცია;

• დადებითად შეფასდა 59 დეკლარაცია (13%)

• უარყოფითად შეფასდა 379 დეკლარაცია (78%) - ჯარიმა;

• არაარსებითი დარღვევა-31 (7%) - გაფრთხილება;

• ერთი დეკლარაცია გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში;

• 10 დეკლარაციაზე შეწყდა წარმოება (2%).


ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის
შედეგები (2019)

• 2019 წლის განმავლობაში სულ შემოწმდა 607 დეკლარაცია (შემთხვევითი


შერჩევა - 297, დამოუკიდებელი კომისია -310);

• დადებითად შეფასდა - 237 დეკლარაცია (39%);


• უარყოფითად შეფასდა - 254 დეკლარაცია - ჯარიმა (41%);
• არაარსებითი დარღვევა - 75 დეკლარაცია - გაფრთხილება (12%);
• მონიტორინგი შეწყდა - 27 დეკლარაცია (4%);
• პროკურატურაში გადაიგზავნა - 1;
• სასამართლოს მიერ წარმოება შეჩერდა - 2;
ანტიკორუფციული პოლიტიკა და სახელმწიფო
ორგანოების სისტემა
ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებები

კორუფციის პრევენცია და კეთილსინდისიერების


დამკვიდრება

კორუფციული დანაშაულების გამოძიება და დასჯა


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭო
• შეიქმნა 2008 წელს; საბჭოს შემადგენლობაში შედის 54 საჯარო უწყება და
17 არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაცია; მაკოორდინირებელი
და შემფასებელი ფუნქცია;

• საბჭოს ამოცანებია:

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;


ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და მისი განხორციელების
გეგმის შემუშავება;
ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და მისი განხორციელების
გეგმის მონიტორინგი და შეფასება;
ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

• 2005 წელი - პირველი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო


გეგმა; - 8 პრიორიტეტული მიმართულება;
• 2010 წელი - მეორე ანტიკორუფციული სტრატეგია და 2010-2013 წწ
სამოქმედო გეგმა- 13 პრიორიტეტული მიმართულება;
• 2015-2016 წწ - მესამე ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
-13 პრიორიტეტი;
• 2017-2018 წწ - მეოთხე ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო
გეგმა -16 პრიორიტეტი (მუნიციპალიტეტები)
• 2019-2020 წწ - მეხუთე ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
- 16 პრიორიტეტი
ანტიკორუფციული სტრატეგიის პრიორიტეტები
• ანტიკორუფციული საბჭო და უწყებათაშორისი კოორდინაცია;
• საჯარო სამსახური;
• ღიაობა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა
ჩართულობა;
• განათლება და ცნობიერების ამაღლება;
• სამართალდამცავი ორგანოები;
• მართლმსაჯულების სისტემა;
• საჯარო ფინანსები და სახელმწიფო შესყიდვები;
• კერძო სექტორი;
• პოლიტიკური კორუფცია;
• სექტორული მიმართულებები: განათლება, სპორტი, თავდაცვა,
ინფრასტრუქტურა;
კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია

• ანტიკორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგია წარმოადგენს


სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელსაც შეფასების
განმახორციელებელი დაწესებულება ეყრდნობა კორუფციული-რისკების
შეფასების განხორციელებისას და საჭიროების შემთხვევაში არგებს საჯარო
დაწესებულებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს;

• შეფასება წარმოადგენს კორუფციისა და კეთილსინდისიერების დარღვევის


პრევენციულ ინსტრუმენტს და არ გულისხმობს ინდივიდუალური
პასუხისმგებლობების საკითხის განსაზღვრასა და შეფასებას;

• კორუფციული რისკი - ნებისმიერი სახის მოწყვლადობა, რომელმაც შეიძლება


გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს კორუფციას ან კეთილსინდისიერების დარღვევას საჯარო
სექტორში.
“მოწყვლადი აქტივობების გამოვლენა”

ინფორმაცია კონფიდენციალურ ინფორმაციასთან  შიდა ინფორმაციის ფლობა


დაკავშირებული აქტივობები, კონფიდენციალური მასალის
კლასიფიცირებული ან შემოწმება/მიწოდება
კონფიდენციალური მონაცემების  დოკუმინეტების კლასიფიცირება
დამუშავება  დოკუმენტების გამრავლება

ფული ნაღდ ფულთან, ბიუჯეტთან,  ბიუჯეტის გამოყოფა


დანახარჯების ამონაწერებთან,  ბიუჯეტის კონტროლი
პრემიებთან და დანამატებთან  აუდიტის ხარჯი
დაკავშირებული აქტივობები  დანამატების გაცემა
 პრემიების გაცემა

საქონელი და შესყიდვებთან, ადმინისტრაციასთან და  გადაწყვეტილებების მიღება


მომსახურება საქონლის გამოყენებასთან შესყიდვებისა და დაქირავების შესახებ
დაკავშირებული აქტივობები  ხარისხის სტანდარტის დაწესება
 მომწოდებლებთან გამოკვეთა
 მოლაპარაკებების წარმოება

48
“მოწყვლადი აქტივობების გამოვლენა” ”

აღსრულება მიწოდებასთან, კონტროლთან, • ზედამხედველობისა და კონტროლის


გამოძიებასთან, სამართლებრივ პრიორიტეტების დადგენა.
დევნასთან და ა.შ. დაკავშირებული • სამიზნე ჯგუფების შერჩევა
აქტივობები • დარღვევათა რეგისტრაცია ან მათ
შესახებ ინფორმაციის მიწოდება
 სასჯელების აღსრულება
 ჯარიმების ამოღება
 დარღვევების გამოვლენა
 ეჭვმიტანილების დაკავება
 შეწყალება
 ჯარიმების პატიება

49
სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურები
საქართველოში

• სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო;


• საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი;
• ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;
• სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტი;
• თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია;
• იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია;

• სახელმწიფო აუდიტის სამსახური - საბიუჯეტო სახსრების, პოლიტიკური


პარტიების და საარჩევნო კამპანიების მონიტორინგი
საერთაშორისო ორგანიზაციები ანტიკორუფციული
პოლიტიკის მიმართულებით

• ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების


ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელი (ACN) - სტამბულის
სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოში არსებული
ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმების შეფასება (მეოთხე
რაუნდის ანგარიში) (ანტიკორუფციული პოლიტიკა, კორუფციის პრევენცია,
სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულება, კორუფციის პრევენცია
შერჩეულ სექტორში - შესყიდვები ინფრასტრუქტურული პროექტებში)

• ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა


ჯგუფი (Greco) -მეოთხე რაუნდის ანგარიში; (საკანონმდებლო,
სასამართლო სისტემა, პროკურატურა)
მადლობა
ყურადღებისათვის!

You might also like